27 სექტემბრის სხდომა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2014 წლის 27 სექტემბერი
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 27 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.
მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - ქ. თბილისის აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე, თბილისის საკრებულოსადმი გასაგზავნი მიმართვის შესახებ.
სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი