7 თებერვლის სხდომა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2015 წლის 7 თებერვლის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2015 წლის 7 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ჯემალ ჯიქია, ნათელა მელქაძე და ლევან ჩოხელი.
მოისმინეს, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“.
სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი