14 მარტის სხდომის ანგარიში
„უფალია ჩვენი სიმართლე
[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს
ლასკარის
2015 წლის 14 მარტის
სხდომის ანგარიში
„უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს ლასკარის 2015 წლის 14 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ნათელა მელქაძე და ლევან ჩოხელი.
მოისმინეს, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია:
1. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების სახით წარსადგენი - პარლამენტის მაჟორიტარული პრინციპით ასარჩევი დეპუტაციის ფორმირების ახალი წესის თაობაზე;
2. აღნიშნულის თაობაზე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, და საქართველოში მომქმედი ოთხი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის [ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებათა] წარმომადგენელთა ინფორმირების შესახებ.
სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.
„უფალია ჩვენი სიმართლე
[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს -ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი