Print

28 იანვარი 2012 წ.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 28 იანვრის

სხდომის ანგარიში

 

`სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“- ლასკარის 2012 წლის 28 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქიაეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძენანული ერქვანიძე და ლევან ჩოხელი.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: `საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები~.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ჯიქიას ინფორმაცია:

1. `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~- 1.01.2011 - 1.01.2012 წლის ფინანსური საქმიანობის თაობაზე, აუდიტორული ფირმა შპს `როიალ აუდიტის~ მიერ 2012 წლის 16 იანვრით დათარიღებული აუდიტორული დასკვნის მომზადების შესახებ;

2. საქართველოს კონტროლის პალატაში `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~- 2011 წლის  საფინანსო დეკლარაციისა და აუდიტორული დასკვნის ჩაბარების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. ლასკარის მიერ 2012 წლის 7 იანვრის სხდომაზე მიღებული  _ `საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული `საქართველოს კონსტიტუციაში~ შესატანი ცვლილებების თაობაზე~ მიღებული პროექტის, სპეციალურ მიმართვასთან ერთადსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისათვის  2012 წლის 26 იანვარს გადაცემის თაობაზე;

2. ლასკარის მიერ 2011 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე _ `ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის~ მიღებული გადაწყვეტილების, სპეციალურ მიმართვასთან ერთად _ პოლიტიკური პარტია: `განახლებული საქართველოსათვის~ (თავმჯდომარე ნანა გულუა) და საქართველოს ლეიბორისტული პარტიისათვის (თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი), შესაბამისად 2012 წლის 25 და 26 იანვარს გადაცემის თაობაზე.

3. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე შესაბამისი პროექტების მომზადების ეტაპებთან დაკავშირებით.

ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით _ კავშირის მთავარ ეკონომისტს ლეილა მეფარიძეს დაევალა საერთო კოორდინაცია გაუწიოს კავშირის საწევრო და შემოწირულობათა გამართულად წარმართვის საკითხს.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა

სალუაშვილი