11 თებერვალი 2012 - სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 11 თებერვლის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 11 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.
სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია:
ლასკარის მიერ 2012 წლის 21 იანვრის სხდომაზე მიღებული _ „1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის“ მიღებული პროექტის სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის ჩაბარების თაობაზე.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი