18 თებერვალი 2012 წ.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის 2012 წლის 18 თებერვლის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 18 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.
სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
1. „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის“ [საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტის მუდ-მივმოქმედი კომიტეტის - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს შექმნის თაობაზე];
2. წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების სათანადო დონეზე წარმართვის მიზნით, ლასკარის სპეციალური სტრუქტურული ქვედანაყოფის - საკოორდინაციო ცენტრის შექმნისა და მისი დებულების თაობაზე.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია: 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული თემატიკის სხვადასხვა სტრუქტურებისათვის მიწოდების თაობაზე.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი