10 მარტის სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 10 მარტის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 10 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.
სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
„მემორანდუმი - საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული:
1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოში, ქორეპისკოპოსთან მეუფე იაკობთან გამართული შეხვედრის თაობაზე;
2. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრის“ საქმიანობის შესახებ;
3. საორგანიზაციო მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია 2012 წლის 15 მარტს დაგეგმილი პრესკონფერენციისათვის მზადების თაობაზე;
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი