17 მარტი 2012 წ. სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 17 მარტის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 17 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.
სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული:
1. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრის“ რუსთაველის 34-ში ფუნქციონირების შესახებ;
2. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია საპატრიარქოს ქორეპისკოპოსთან მეუფე იაკობთან მომავალი შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი