7 აპრილი 2012 წ. სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 7 აპრილის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 7 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე და ჯემალ ჯიქია.
სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმების“ თაობაზე, რომელიც ეხება უკვე განხილილ საპროგრამო თემას: „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული: საზოგადოებრივი მდივნის _ ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია, სხვადასხვა მიმართვათა დაგზავნის ორგანიზების თაობაზე.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი