21 აპრილი 2012 წ. - სხდომა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 21 აპრილის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 21 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე და ლევან ჩოხელი.
სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმების“ თაობაზე, რომელიც ეხება უკვე განხილილ საპროგრამო თემას: „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საკითხისათვის“.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული:
1. საზოგადოებრივი მდივნის - ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია, სხვადასხვა მიმართვათა დაგზავნის ორგანიზების თაობაზე;
2. საარჩევნო მდივნის - ნათელა მელქაძის ინფორმაცია საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი