2012 წ. 12 მაისის სხდომა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 12 მაისის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 12 მაისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.
სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული თემატიკის ერთიანი პაკეტის მიღების თაობაზე.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
სხდომაზე მოისმინეს:
- ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის - ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია კავშირის მიმართვათა, სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის დარიგების თაობაზე;
- ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივნის - ნათელა მელქაძის ინფორმაცია ე.წ. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარეობის შესახებ.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი