2012 წ. 26 მაისის სხდომა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 26 მაისის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 26 მაისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.
სხდომაზე მოისმინეს:
- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული თემატიკის ბაზაზე მომზადებული წინასაარჩევნო განაცხადის თაობაზე;
- ლასკარის წევრთა მიერ ე.წ. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარეობის შესახებ მოძიებულ-დაგროვილი ინფორმაცია.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი