2012 წ. 23 ივნისის - სხდომა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 23ივნისის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 23ივნისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.
სხდომაზე მოისმინეს:
_ ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მთავარი მრჩეველისათვის საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, ბატონ მინდია გულუასადმი გასაგზავნი ბოლო მიმართვა-ღია წერილის თაობაზე;
- ლასკარის წევრთა მიერ ე.წ. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარეობის შესახებ.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი