Print

24 დეკემბერი 2011 წ. სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2011 წლის 24 დეკემბრის სხდომის ანგარიში


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წლის 24 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე და ლევან ჩოხელი.

ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ (გელა) სალუაშვილმა ლასკარის წევრებს შესთავაზა, რომ სახელცვლილი კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს _ ლასკარის ამ პირველ სხდომაზე, პირველივე საკითხად განეხილათ მიმართვა _ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს რესპუბლიკის პირველი (და უკანასკნელი კანონიერი) პრეზიდენტის, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზვარაკად შეწირული ღირსეული მამულიშვილის, მთაწმინდის პანთეონში სამუდამო განსასვენებელში მყოფი _ ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის თაობაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წინაშე საკითხის დაყენების შესახებ.

ლასკარის წევრთა მიერ ერთხმად მიღებული დადგენილებით გადაწყდა _ მომზადებული მიმართვის ტექსტის უახლოეს დღეებში საქართველოს საპატრიარქოში წარდგენა.

ლასკარის საერთაშორისო მდივანმა რევაზ კობიაშვილმა სხდომის წევრებს მოკლედ მოახსენა 2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შემდგარი ლასკარის წევრთა სტუმრობის თაობაზე. სხდომაზე განიხილეს მის მიერვე მომზადებული, 24 დეკემბრისათვის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტთან, მეუფე იობთან დაგეგმილი შეხვედრის საკითხი.

ლასკარის გადაწყვეტილებით ლასკარის საორგანიზაციო მდივანს ეთერ ჩხეტიას დაევალა, კავშირის სახელდების ცვლილებიდან გამომდინარე, წესდების ახალი რედაქციის მოთხოვნათა შესაბამისად, კავშირში გაწევრიანების საკითხის მექანიზმის სრულყოფა.

ლასკარმა ცნობად მიიღო ლასკარის სარევიზიო კომისიის თავჯდომარის თენგიზ ჯიქიას მიერ გაკეთებული ინფორმაცია _ კავშირის, როგორც იურიდიული პირის ატრიბუტიკაში (ბეჭედი, შტამპი და სხვა), სახელდების ცვლილებიდან გამომდინარე საკითხის მოგვარების მექსნიზმის თაობაზე.

ლასკარის რეგიონებთან ურთიერთობის მდივნის მევლუდ მამადაშვილისა და ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის წარდგინებით, ლასკარმა - კავშირის შიდა ქართლის სამხარეო რეგიონის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცა  _ ლევან ჩოხელის კანდიდატურა.

ლასკარის სხდომაზე, სხვა მიმდინარე საკითხების პარალელურად,  ცნობად მიიღეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ გაკეთებული ინფორმაცია, რომელიც - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, სავარაუდო ბლოკში გაერთიანების საკითხს შეეხებოდა.


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)  სალუაშვილი