Print

31 დეკემბერი 2011 წ.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2011 წლის 31 დეკემბრის სხდომის ანგარიში


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წლის 31 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია და ლეილა მეფარიძე.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ანგარიში _ 2011 წლის 25 დეკემბრის მიმართვაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წინაშე _ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს რესპუბლიკის პირველი (და უკანასკნელი კანონიერი) პრეზიდენტის, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზვარაკად შეწირული ღირსეული მამულიშვილის, მთაწმინდის პანთეონში სამუდამო განსასვენებელში მყოფი _ ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხის დაყენების თაობაზე. იმსჯელეს და მოიწონეს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ეგიდით, მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ კრებულის სახით მომზადებული ნაშრომი _ ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის~.

სხდომაზე ინფორმაციად მიიღეს 2011 წლის 24 დეკემბერს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტთან, მეუფე იობთან, ლასკარის დელეგაციის წევრების [მიხეილ(გელა) სალუაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, საბა სალუაშვილი]  შემდგარი შეხვედრის თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი საკითხი: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრთა _ განცხადების, სააღრიცხვო ბარათის და პირადობის ახალი მოწმობის ფორმების თაობაზე.

ლასკარმა ცნობად მიიღო ლასკარის სარევიზიო კომისიის თავჯდომარის თენგიზ ჯიქიას მიერ გაკეთებული ინფორმაცია _ კავშირის ახალი ბეჭდისა და შტამპის დამზადების თაობაზე.

ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ (გელა) სალუაშვილმა სხდომაზე წარმოადგინა სათათბიროს 2011 წლის 1 დეკემბრის მე-8 და 13 დეკემბრის მე-9 საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადებული: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს `პოლიტიკური პრიორიტეტების რამოდენიმე საკითხი~. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რევაზ კობიაშვილმა, მევლუდ მამადაშვილმა, თენგიზ ჯიქიამ, ეთერ ჩხეტიამ.. გამოთქმული სარედაქციო ხასიათის შენიშვნების გათვალისწინებით, ლასკარის სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს `პოლიტიკური პრიორიტეტების რამოდენიმე საკითხი.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი