Print

7 იანვარი 2012 წ.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 7 იანვრის სხდომის ანგარიში

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 7 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ (გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე და ლევან ჩოხელი

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება _ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე ერთხმად იქნა დამტკიცებული საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები~-ს პროექტი;

ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-სპოლიტიკური პრიორიტეტების საკითხი-ს გათვალისწინებით დამუშავებული თითოეული მისი შემადგენელი ნაწილი, პირველ ეტაპზე, განხილვისა და მოსალოდნელი მხარდაჭერის მიზნით, მიეწოდოს, როგორც პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის ძირითად ნაწილს, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, დანიშნულებისამებრ.

ლასკარმა იმსჯელა საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელიძის სახელით, ჩვენი კავშირისადმი 2012 წლის 4 იანვრით დათარიღებული წერილის [# 69/57, ფურც. 000058] თაობაზე.

ლასკარის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონტროლის პალატასთან პასუხისმგებელ საკონტაქტო პირად დამტკიცდა კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, ბატონ თენგიზ ჯიქიას კანდიდატურა.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის საორგანიზაციო მდივნის,  ქალბატონ ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია _ 2012 წლის 7 იანვარს, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესას-წაულზე _ ...უფალია ჩვენი სიმართლე-ს რიგებში ახალი მოწმობების კავშირის წევრებზე გაცემის თაობაზე.

ლასკარის გადაწყვეტილებით `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარეს მიხეილ (გელა) სალუაშვილს დაევალა, ლასკარის უახლოეს სხდომაზე გამოსატანად მოამზადოს _ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა სრული რედაქცია.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი