Print

14 იანვარი 2012 სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 14 იანვრის

სხდომის ანგარიში

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 14 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ (გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიშე და ნარგიზა ხალვაში.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

_ 1996 წლის 18 დეკემბრიდან საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი  (საიდენტიფიკაციო კოდი 202 910 314) კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე, 2012 წლის 9 იანვარს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციის ახალი მოწმობის (სერია 11) აღების თაობაზე;

_ 2012 წლის 9 იანვარს კავშირის სახელზე თიბისი ბანკში საბანკო ლარის ანგარიშის გახსნის შესახებ, შემდეგი რეკვიზიტებით:

ანგარიშის მიმღები _ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

ანგარიშსწორების ანგარიში _ GE96თB78 8493 6080 1000 02;

_ კავშირისათვის ინტერნეტ სივრცეში ახალი საინფორმაციო გვერდის, სახელდებით: წწწ.უფალი.გე _ გახსნა-ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით;

_ ლასკარის `საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის~ ჩამოყალიბების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება: `ლასკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების~ ჩამოყალიბების თაობაზე, რომლის ხელმძღვანელის _ `ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი~ _ დანიშვნა-განთავისუფლება, ლასკარის თავმჯდომარის კომპეტენციად განისაზღვრა, შესაბამისი ინფორმაციის ლასკარის უახლოეს სხდომაზე ცნობად წარდგინების ვალდებულებით.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე მოისმინეს კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ დასამტკიცებლად გამოტანილი: ახსნა-განმარტებითი ბარათი `კავშირის 1992-2011 წლის საფინანსო მდგომარეობის თაობაზე~.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

კავშირის რეგიონალურმა მდივანმა მევლუდ მამადაშვილმა ლასკარის სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოადგინა _ კავშირის აფხაზეთის რეგიონის მდივნად, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები ნარგიზა ხალვაშის კანდიდატურა.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ჯიქიას ინფორმაცია კონტროლის პალატაში წარსადგენ _ კავშირის საფინანსო დეკლარაციის მომზადების ეტაპების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე მოისმინეს კავშირის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია კავშირის წევრთა შიდა კოდირებული დაყოფის პრინციპის თაობაზე. მიღებული გადაწყვეტილებით:

_ კავშირის ლასკარის წევრთა გოდად დადგინდა _ 01;

_თბილისის, შიდა ქართლისა და აფხაზეთის რეგიონებისათვის, შესაბამისად, კოდი: 02; 03 და 04 განისაზღვრა.

გადაწყდა _ ამავე პრინციპს (ზრდადი რიგითი ნომერი) დაეფუძნოს კავშირის თითოეული რეგიონალური ორგანიზაციისათვის, საორგანიზაციო განყოფილების მიერ, პირობითი კოდის მინიჭების საკითხი.

ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კავშირის საერთაშორისო მდივნის რეზო კობიაშვილს დაევალა:

ლასკარის მიერ 2012 წლის 7 იანვრის სხდომაზე მიღებული  _ `საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული `საქართველოს კონსტიტუციაში~ შესატანი ცვლილებების თაობაზე~ მიღებული პროექტის საქართველოს საპატრიარქოსა და ყველა მომქმედ ეპარქიაში წარდგენის მექანიზმის შემუშავება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

14 იანვარი, 2012  წ.