2013 წ. 16 თებერვლის სხდომა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2013 წლის 16 თებერვლის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 16 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.
სხდომაზე მოისმინეს:
- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის სახელზე გაგზავნილი ღია მიმართვის თაობაზე;
2. კოალიცია „ერთსულოვნებისათვის“, პარლამენტის წინაშე საკანონმდებლო ინიციატივის/წინადადების წარდგენის შეთავაზების შესახებ, მათი მხრიდან ამ წინადადების გაზიარების მიზნით.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი