Print

2013 წ. 7 სექტემბრის - სხდომა

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი7 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 7 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, რეზო კობიაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე და ვალერი მჭედელაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილი ღია მიმართვის თაობაზე;

2. „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტთან“ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით;

3.  2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარის, ბატონ ვალერი მჭედელაძის დანიშვნის თაობაზე;

4. ოფიციალური საპრეზიდენტო კამპანიის გადამწყვეტი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით - 2013 წ. 29 სექტემბერს გასამართი ყრილობის მოწვევასთან მიმართებაში.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი