2015 წლის ფინანსური ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარს
კავშირის მთავარი ბუღალტრის
ნანული ერქვანიძის
ახსნა-განმარტებითი ბარათი
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
2015 წლის
საფინანსო საქმიანობის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052):
_ კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;
მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).
2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:
საბანკო კოდი: TBCBGE 22,
ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.
2015 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:
- 2015 წ. 24 ოქტომბერს, შპს „რეალაითი“-ს სარეკლამო მომსახურებისათვის გადაერიცხა - 10 [ათი] ლარი;
- 2015 წ. 28 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 80 [ოთხმოცი] ლარი;
-2015 წ. 28 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2016 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;
- 2015 წ. 28 დეკემბერს კავშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2016 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;
2015 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:
- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 80 [ოთხმოცი] ლარი;
- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 110 [ას ათი] ლარი;
2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:
- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 16 [თექვსმეტ] ლარს და 58 თეთრს.
ქ. თბილისი,
2016 წლის 6 იანვარი