Print

2012 - 2015 წ.წ. საფინანსო ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარს

სარევიზიო კომისიის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

2012 - 2015 წლების

საფინანსო საქმიანობის შესახებ

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდების 6,1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებული წინამდებარე ანგარიში ასახავს ჩვენი კავშირის 2012 – 2015 წლების საფინანსო-საგამომცემლო საქმიანობას.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს 2011 წლის 1 დეკემბრის მე-8 და 13 დეკემბრის მე-9 საგანგებო სათათბირო სხდომებზე მიღებული კავშირის წესდებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052):

_ კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

ლასკარის საქმიანობის აღნიშნულ დროითი მონაკვეთში, ყოველი კონკრეტულად საჭირო ამოცანის გადაწყვეტის მიზნით, ლასკარის წევრებისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან, 2012 – 2015 წ.წ. მანძილზე გაღებულ შემოწირულობათა ჯამური მაჩვენებელი ასეთია: დავით ამაშუკელი - 750 ლარი; ნანა არუდაშვილი - 50 ლარი; თინათინ ბაიაშვილი - 200 ლარი; ლალი ბეგაშვილი - 330 ლარი; ეთერ ბუიძე - 625 ლარი; ანგი [კაკო] გოგლიძე - 1 170 ლარი; ომარ დარსაძე - 100 ლარი; ხაჩატურ ვართანიანცი - 70 ლარი; ლიდა ვეშაგური - 880 ლარი; მანანა [სოფიო] და მარგო თანიაშვილები - 400 ლარი; ავთანდილ იოსელიანი - 80 ლარი; ლეილა კობახიძე - 30 ლარი; ზურაბ [რეზო] კობიაშვილი - 120 ლარი; მევლუდ მამადაშვილი - 965 ლარი; ნელი მაძღარაშვილი - 400 ლარი; ნათელა და გია მელქაძეები - 415 ლარი; ლეილა მეფარიძე - 785 ლარი; მალხაზ მუშკუდიანი - 100 ლარი; ვალერი მჭედელაძე - 160 ლარი; გიმი ნეფარიძე - 10 ლარ; დიმიტრი ომანაძე - 90 ლარი; შაზი რაზმაძე - 500 ლარი; ლენა სისაური - 240 ლარი; მანანა სოსებაშვილი - 305 ლარი; ლია [მარეხ] ქამხაძე - 25 ლარი; ლევან ჩოხელი - 485 ლარი; ეთერ ჩხეტია - 910 ლარი; ნონა წულაია - 20 ლარი; ლევან ხაჭაპურიძე - 100 ლარი; ეკატერინე ხრიკული - 690 ლარი; დინა [დიანა] ჯიქია - 65 ლარი; თენგიზ ჯიქია - 260 ლარი და ჯემალ ჯიქია - 30 ლარი.

მთლიანობაში, 2012 – 2015 წ.წ. მონაკვეთში, შემოწირულობათა ჯამურმა მაჩვენებელმა შეადგინა - 11 570 [თერთმეტი ათას ხუთასსამოცდაათი] ლარი.

[საშუალოდ: წელიწადში - 2 892,5 ლარი; თვეში - 241,04 ლარი].   

ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული თანხის განკარგვა ორ პირობით ჯგუფად განხორციელდა:

1. საბანკო გადარიცხვები და

2. გაზეთისა და კრებულების დამზადება - გამრავლება. ამათგან:

 

2011 წ. 27 დეკემბრიდან ვიდრე 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საბანკო გადარიცხვების გზით წარმართული, კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

- 2011 წ. 27 დეკემბერს კავშირის: ბეჭდის, საკანცელარიო შტამპისა და საკანცელარიო ბეჭდის დამზადებისათვის [ინდ. მეწარმე „ქეთევან ფირაქაძე“], გადახდილ იქნა 97,0 [ოთხმოცდაჩვიდმეტი] ლარი;

- 2012 წ. 13 იანვარს,  შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

- 2012 წ. 13 იანვარს, შემოსავლების სამსახურს, ბანკში გახსნილი ანგარიშის თაობაზე გაცემული ცნობისათვის გადაერიცხა 20 [ოცი] ლარი;

- 2012 წ. 16 იანვარს, შ.პ.ს. „როიალ აუდიტს“, 2012 წლამდე მდგომარეობის თაობაზე ჩატარებული აუდიტორული მომსახურებისათვის, გადაერიცხა - 200 [ორასი] ლარი;

- 2012 წ. 23 იანვარს, შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

- 2012 წ. 8 თებერვალს, ინდ. მეწარმეს „სირაძე ბეჟანი“, გადაერიცხა დროშის სადგამის საფასური - 65 [სამოცდახუთი] ლარი;

- 2012 წ. 4 დეკემბერს, შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

- 2012 წ. 4 დეკემბერს,  შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

- 2013 წ. 12 დეკემბერს, შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

- 2013 წ. 12 დეკემბერს,  შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

- 2014 წ. 27 მაისს, შპს „დრონი ჯი“-ს, გადაერიცხა საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მომსახურების საფასური - 700 [შვიდასი] ლარი;

- 2014 წ. 27 მაისს, ინდ. მეწარმე „ნანა მორგოშია“-ს გადაერიცხა პლაკატების დაბეჭვდის ღირებულება - 350 [სამას ორმოცდაათი] ლარი;

- 2014 წ. 14 ივლისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე [არაკლასიფიცირებული სანქციებიდან: ჯარიმა და საურავი] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა  - 1 000 [ათასი] ლარი;

- 2014 წ. 29 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის  2015 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

- 2014 წ. 29 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2015 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

- 2015 წ. 24 ოქტომბერს, შპს „რეალაითი“-ს სარეკლამო მომსახურებისათვის გადაერიცხა - 10 [ათი] ლარი;

-2015 წ. 28 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის  2016 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

- 2015 წ. 28 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2016 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

ამდენად, 2011 წ. 27 დეკემბრიდან - 2015 წ. 28 დეკემბრის ჩათვლით, კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 2 942 [ორი ათას ცხრაას ორმოცდაორი] ლარი;

2012-2015 წ.წ. შემოწირულობით მიღებული თანხის დარჩენილი  - 8 628 [რვა ათას ორასორმოცდარვა] ლარის მეშვეობით წარმართული საქმიანობის ამსახველი სურათი ასეთია:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საქმიანობის შედეგების საზოგადოებისათვის სათანადოდ მიწოდებისათვის გამოყენებული იქნა სამი ფორმა: ინტერნეტ მომსახურება, გაზეთისა და კრებულების მომზადება-გამოცემა.

2011 წლის მიწურულს, ბატონ ზურაბ ყენიას ინტელექტუალური დახმარებით შეიქმნა ჩვენი კავშირის ოფიციალური ინტ. გვერდი: „უფალი.გე“;

ლასკარის მიერ, ბიბლიაზე დაფუძნებით  შემუშავებული პოლიტიკური თვალსაზრისი, აგრეთვე მიღებული განცხადებები, გადაწყვეტილებები, სხდომის ანგარიშები და სხვა მასალა, გაშუქებულია - გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაული - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მეშვეობით. 2012 წლის მანძილზე დაბეჭდილ იქნა გაზეთის - 52 ნომერი; 2013 წლის მანძილზე - 51 ნომერი; 2014 წლის მანძილზე - 52 ნომერი; 2015 წლის მანძილზე - 23 ნომერი.

ამდენად, 2012 -2015 წლების მანძილზე, სულ, - გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაული - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, - 178 საგაზეთო ნომერი დაიბეჭდა;

2011 წლის მიწურულიდან დაწყებული, კავშირის სხვადასხვა საქმიანობითი ეტაპის ასახვის მიზნით, საერთო ჯამში, მომზადებული და გამოცემული იქნა - 56 კრებული. მათ შორის:

- 2011/2012 წ.წ. მომზადდა და დაიბეჭდა - 15 კრებული. ესენია:

1. „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის“, თბ. 2011 წ. 31 დეკემბერი;

2. „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ. 7 იანვარი;

3. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

4. „1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ.;

5. „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“, თბ. 2012 წ.;

6. „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

7. „საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

8. „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“, თბ. 2012 წ.;

9. „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი“ [„კავმშვისა“]“,თბ. 2012 წ.;

10. „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“]“,თბ. 2012 წ.;

11. „უფლის სახელით - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ წინასაარჩევნო განაცხადი“, თბ. 2012 წ.;

12. „2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები: უკანონოა“, თბ. 2012 წ.;

13. „ზვიად გამსახურდიასთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ.;

14. „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა დამკვიდრების პრინციპები“, თბ. 2012 წ.;

15. „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი“, თბ. 2012 წ.;

 

- 2013 წ. მომზადდა და დაიბეჭდა - 9 კრებულიესენია:

1[16]. „...უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს ისტორია, თბ. 2013 წ. 4 იანვარი;

2[17]. „საკონსტიტუციო განმარტებანი“, თბ. 2013 წ.;

3[18]. საქართველოს პარლამენტს - საკანონმდებლო წინადადება: მიხეილ სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, თბ. 2013 წ.;

4[19]. „საკონსტიტუციო განმარტება: დე-იურე უკანონო პრეზიდენტი და პარლამენტართა პასუხისმგებლობა“, თბ. 2013 წ.;

5[20]. „დე-იურე და დე-ფაქტო უკანონო პრეზიდენტი“, თბ. 2013 წ.;

6[21] „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო - საპრეზიდენტო პროგრამა“, თბ. 2013 წ.;

7[22]. „საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული სანართლებრივი ასპექტები“, თბ. 2013 წ.;

8[23]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს პარლამენტის დადგენილება: საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“2013 წ. 12 დეკემბერი;

9[24]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს პარლამენტის დადგენილება: საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“, 2013 წ. 20 დეკემბერი;

 

- 2014 წ. მომზადდა და დაიბეჭდა - 26 კრებული. ესენია:

1[25]. „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის ისტორია, თბ. 2014 წ.;

2[26]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“2014 წ. 21 იანვარი;

3[27]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს ორგანული კანონი: საქართველოში 1992 - 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“, 2014 წ. 4 თებერვალი;

4[28]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს ორგანული კანონი: „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რათა არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩათვლილიყო ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი, 2014 წ. 11 თებერვალი;

5[29]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს ორგანული კანონი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“, რათა უკანონოდ და ბათილად გამოცხადებულიყო: 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, 2014 წ. 18 თებერვალი;

6[30]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“, 2014 წ. 25 თებერვალი;

7[31]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს ორგანული კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ასაკის შვილის მყოლი დასაქმებული დედისათვის გარკვეული შეღავათების შემოღებას, 2014 წ. 4 მარტი;

8[32]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომლითაც ვთავაზობდით ახალი საპარლამენტო კომიტეტის შექმნას, სახელდებით: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, 2014 წ. 10 მარტი;

9[33]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, 2014 წ. 18 მარტი;

10[34]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“, 2014 წ. 25 მარტი; 

11[35]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“, 2014 წ. 1 აპრილი;

12[36]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს კანონში  - საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს ორგანულ კანონში -  „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ასაკის შვილის მყოლი დასაქმებული დედისათვის გარკვეული შეღავათების შემოღებას, 2014 წ. 8 აპრილი;

13[37]. შემოქმედებითი კრებული: „ეკატერინე ხრიკული“, თბ. 2014 წ.;

14[38]. შემოქმედებითი კრებული: „დინა [დიანა] ჯიქია“, თბ. 2014 წ.;

15[39]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“2014 წ. 8 მაისი;

16[40]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომლის თანახმადაც, თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნის მიზნით, ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე, 2014 წ. 2 ივნისი;

17[41]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც არეგულირებს საარჩევნო პლაკატების გამოყენების თემატიკას, 2014 წ. 22 ივნისი;

18[42]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, იგი ეხება საარჩევნო კომისიების პარიტეტულად დაკომპლექტებისა და უფასო თუ ფასიანი სარეკლამო დროის დარეგულირების ახალ მექანიზმს, 2014 წ. 15 ივლისი;

19[43]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 2014 წ. 5 აგვისტო;

20[44]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“, 2014 წ. 2 სექტემბერი;

21[45]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“2014 წ. 27 ოქტომბერი;

22[46]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“, 2014 წ. 12 ნოემბერი;

23[47]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისპირადობის (ბინადრობისმოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე2014 წ. 24 ნოემბერი;

24[48]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვაში არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმის მიზნით ითვალისწინებს პარლამენტთან - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ შექმნას, 2014 წ. 1 დეკემბერი;

25[49]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, 2014 წ. 22 დეკემბერი;

26[50]. „ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ბიბლიური მინიშნებანი“, თბ. 2014 წ.;

 

- 2015 წ. მომზადდა და დაიბეჭდა - 6 კრებული. ესენია:

1[51]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის, საკანონმდებლო სფეროს გაუმჯობესების პროცესში ქმედითად ჩართვის უფლების გაფართოებას, 2015 წ. 12 იანვარი;

2[52]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: „ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“, 2015 წ. 9 თებერვალი;

3[53]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც ეხება პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ახალი მექანიზმის შემოღებას, 16 მარტი 2015 წ.;

4[54]. საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელშიც ხელისუფლებას ვთავაზობთ დაადგინოს არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის, არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის საჭირო რაოდენობის საკითხი.

5[55]. „საქართველოს სულიერი მისიის კუთხით დანახული - „იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის“, თბ. 2015 წ.

6[56]. „ვიდრე ვიტყოდეთ აღსრულდა, ანუ ჯაჭვის რგოლები“, თბ. 2015 წ.

 ამდენად, საანგარიშო პერიოდში, ლასკარის მიერ, მთლიანობაში, მომზადებულ და გამოცემულ იქნა: 178 საგაზეთო ნომერი და 56 კრებული.

2016 წლის იანვრის მდგომარეობით:კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 16 [თექვსმეტ] ლარს და 58 თეთრს.

წინამდებარე ანგარიში დასასრულს, მადლობას მოვახსენებთ - ლასკარის მთავარ ბუღალტერს ქ-ნ ნანული ერქვანიძესა და ლასკარის მთავარ ეკონომისტს ქ-ნ ლეილა მეფარიძეს, ოთხწლიანი დროითი მონაკვეთის შეჯამებისათვის საჭირო მასალის მომზადებასა და მოწოდებისათვის.

 

ქ. თბილისი,

2016 წლის 19 იანვარი