Print

№28-ე ს/გ "ზვიადის გზა - უფლის სახელით" საარჩევნო ფონდის საქმიანობის ანგარიში

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარს

კავშირის მთავარი ბუღალტრის

ნანული ერქვანიძის

 

ახსნა-განმარტებითი ბარათი

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში

„საარჩევნო ფონდის“ საფინანსო საქმიანობის შესახებ

 

2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

2016 წ. 19 მარტის სხდომაზე „ლასკარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით: 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, მონაწილეობა მიიღო შემდეგი სახელწოდებით: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლი მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ საარჩევნო ფონდი დაფუძნდა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

.თიბისი ბანკი

საბანკო კოდი:   SWIFT: TBCBGE22

მიმღების დასახელება:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი):   GE96 TB78 849 360 801 000 02 

2016 წ. 8 ივნისის, ანუ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების  დროისათვის - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხებოდა - 16 ლარი და 58 თეთრი [თექვსმეტი ლარი და 58 თეთრი].

 

2016 წ. 8 ივნისიდან - 11 ოქტომბრამდე ჩათვლით, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების საარჩევნო ფონდში შემდეგი სახის ფინანსური ოპერაცია განხორციელდა:

 

1. 29 ივლისს სახელმწიფო ხაზინიდან მოხდა - მ. სალუაშვილის მიერ 10/06-2016 წ. [მოსარჩელე ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“] გადახდილი 100 [ასი] ლარის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება;

2. 19 აგვისტოს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 25 [ოცდახუთი] ლარის შემოწირულობა;

3. 19 აგვისტოს განხორციელდა პარტიის სარეგისტრაციოდ დადგენილი 125 [ასოცდახუთი] ლარის გადასახადის გადარიცხვის ოპერაცია;

4. 19 აგვისტოს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;

5. 22 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 403 [ოთხას სამი] ლარის შემოწირულობა;

6. 22 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სასტამბო ხარჯის ანაზრაურებისათვის, გადაერიცხა - 367,5 [სამას სამოცდაშვიდი ლ. 50 თ.] ლარი;

7. 22 სექტემბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 500 [ხუთასი] ლარის შემოწირულობა;

8. 22 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სარეკლამო მომსახურების ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 525 [ხუთასოცდახუთი] ლარი;

9. 26 სექტემბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 140 [ასორმოცი] ლარის შემოწირულობა;

10. 26 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 70 [სამოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

11. 26 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სარეკლამო მომსახურების ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 210 [ორასათი] ლარი;

12. 29 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 70 [სამოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

13. 29 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, პლაკატების ბეჭვდის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 70 [სამოცდაათი] ლარი;

14. 30 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 20 [ოცი] ლარის შემოწირულობა;

15. 30 სექტემბერს ი/მ „გიორგი კანკიას“, სარეკლამო ბანერის დამზადების საფასურად, გადაერიცხა - 21,26 [ოცდაერთი ლ. და 36 თ] ლარი;

16. 04 ოქტომბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 560 [ხუთას სამოცი] ლარის შემოწირულობა;

17. 04 ოქტომბერს შ.პ.ს. „გამომცემლობა მინიატურას“, სარეკლამო პლაკატის დაბეჭვდისათვის, გადაერიცხა - 580 [ხუთას ოთხმოცი] ლარი;

18. 04 ოქტომბერს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა.

 

ამდენად: განსახილველ დროის მონაკვეთში:

1, საარჩევნო ფონდში შემოსული საერთო თანხა შეადგენს - 1 888 [ათასრვაას ოთხმოცდარვა] ლარს; ხოლო

2. განხორციელდა - 1 900,56  [ათასცხრაასი ლ. და 56 თ. ] ლარის გადარიცხვა.

 

შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 04 ლარი და 02 თეთრი [ოთხი ლარი და 02 თეთრი].

 

პატივისცემით:

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

საარჩევნო ფონდის მთავარი ბუღალტერი

ნანული ერქვანიძე

11 ოქტომბერი, 2016 წ.