11 თებერვალი 2013 წ. - კონტროლის პალატას
საქართველოს კონტროლის პალატის
პოლიტიკური პარტიების
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს
1.11.2011 – 1.11.2012 წლის
საანგარიშწორებო პერიოდთან
დაკავშირებული
მ ი მ ა რ თ ვ ა
გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052) - კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და ჩვენი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.
მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).
2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:
საბანკო კოდი: TBCBGE 22,
ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.
2012 წლის 9 იანვრიდან მოყოლებული 2012 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:
- კავშირის ლასკარის თავმჯდომარის მ. სალუაშვილის მიერ 2012 წლის 9 იანვარს ანგარიშზე შემოტანილი თანხა - 10 [ათი] ლარი, ი.წ. 10 იანვარს წარიმართა: იურიდიული პირების ანგარიშის გახსნის საკომისიო [რეალიზებური დასაბეგრი] გადასახადის დასაფარად;
- 13 იანვარს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა - 200 [ორასი] ლარი [იანვარ-თებერვლის თვის საწევრო გადასახადი];
- 13 იანვარს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს ინვოისი №18 878 გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;
- 16 იანვარს შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე გადაირიცხა - 20 [ოცი] ლარი, ბანკში გახსნილი ანგარიშის შესახებ ცნობის გაცემისათვის;
- 16 იანვარს, საბანკო მომსახურებისათვის, ბანკის ანგარიშზე წარიმართა გადარიცხვის საკომისიო - 0,90 ლარის ოდენობით;
- 16 იანვარს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა 166 [ასსამოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;
- 16 იანვარს შპს „როიალ აუდიტს“ გადაერიცხა - 200 [ორასი] ლარი, აუდიტორული მომსახურებისათვის;
- 16 იანვარს, საბანკო მომსახურებისათვის, ბანკის ანგარიშზე წარიმართა გადარიცხვის საკომისიო - 0,90 ლარის ოდენობით;
- 23 იანვარს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;
- 8 თებერვალს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა 70 [სამოცდაათი] ლარი;
- 8 თებერვალს ი/მ „სირაძე ბეჟან“-ს გადაერიცხა „დროშის სადგამის საფასური“ – 65 [სამოცდახუთი] ლარი;
- 8 თებერვალს საბანკო მომსახურებისათვის, ბანკის ანგარიშზე წარიმართა გადარიცხვის საკომისიო - 0,90 ლარის ოდენობით;
2011 წ. 1. ნოემბრიდან - 2012 წ. 1 ნოემბრისს მდგომარეობით:
- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 446 [ოთხას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;
- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 397 [სამას ოთხმოვდათექვსმეტი] ლარი და 70 თეთრი;
- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.
მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 10 თებერვალს ელ.ფოსტით გადმოგეგზავნათ 24-ივე შევსებული ფორმა - „პდფ“-ის ფორმატში.
დანართი:
წარმოგიდგენთ - №1, №2, №4, №7 და №8 ფორმებს, რომლებშიც ასახულია კავშირის მიერ საანგარიშგებო პერიოდში ჩატარებული საფინანსო ოპერაციები.
დანარჩენი ფორმების მოთხოვნების მიხედვით, საანგარიშგებო პერიოდში, ჩვენს კავშირს არანაირი საფინანსო ოპერაციები არ უწარმოებია [იხ. ელ.ფოსტით უკვე გადმოგზავნილი მასალა].
პატივისცემით
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
11 თებერვალი 2013 წ.