პარტიის - 2013 წლის ფინანსური დეკლარაცია
საქართველოს კონტროლის პალატის
პოლიტიკური პარტიების
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს
2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე
საანგარიშწორებო პერიოდთან
დაკავშირებული
ფინანსური ანგარიშგება
გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052) - კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და ჩვენი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.
მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).
2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:
საბანკო კოდი: TBCBGE 22,
ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.
- 2013 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:
- 2013 წ. 9 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 100 [ასი] ლარი;
- 2013 წ. 12 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;
- 2013 წ. 12 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;
2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:
- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 646 [ექვსას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;
- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 597 [ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი] ლარი და 70 თეთრი;
- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.
პატივისცემით
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
13 იანვარი 2014 წ.