Print

მეხუთე ნაწილი „იოანე ნათლისმცემელი“ და „ძე კაცისა“, ანუ...

მეხუთე ნაწილი

[„იოანე ნათლისმცემელი“ და „ძე კაცისა“, ანუ

„თავისკვეთის“ მისტერიული პროცესის არსისათვის]

 

„გველის წელიწადის“ ორი არსი

ბიბლიის მიხედვით ცნობილია, რომ  - „გველს“, ორმაგი: ერთის მხრივ - „ცოდვის“, ხოლო მეორეს მხრივ - „სიბრძნისეული“ დატვირთვა აქვს.

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის იმ ნიშნების აცხადების თაობაზე, რომელიც „გველის წელიწადს“, სახელისუფლო ასპარეზზე, გველის, როგორც - „ცოდვის არსის“  მატარებელი - „მარ[გველ]აშვილის გამოჩენით გვეუწყა. ბოლო ჟამში გასავლელი აღნიშნული ეტაპი, გამოცხადებისეული ტექსტის კარნახის მიხედვით, ასე სახელიდება - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“ [იხ. ჩვენი გაზეთის წინა ნომრები].

ამჟამად, გველის არსთან დაკავშირებული ე.წ. მეორე კუთხისეულ ნიშანზე გვინდა ვისაუბროთ.

ბიბლიიდან ცნობილია, რომ როდესაც, მოსეს ხელმძღვანელობით, ეგვიპტის ტყვეობიდან თავდახსნილ ებრაელებს შხამიანი გველები დაესიათ, ღმერთის რჩევით მოსემ სპილენძის გველი აღმართა - „უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება. გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე [სულხან-საბასეული განმარტებით; „გელა თორნის სარეველი კეტია“, ტ.1, გვ. 155]. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა“ [რიცხვ. 21,8-9].

ამ „განმკურნებელი გველის“ თაობაზე, იოანეს სახარებაში დაცული მაცხოვრისეული მინიშნება ასეთია - „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც ვიხილეთ [კოდია], მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ [კოდია]...

არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. რათა ყველა ვისაც სწამს იგი კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ [იოანე 3,11; 13-15].

ვფიქრობთ რთული გასარკვევი არ უნდა იყოს, რომ მაცხოვრისეული მინიშნება, ბოლო ჟამში - გველის წელიწადს მოსახდენ მოვლენაზე უნდა გვანიშნებდეს.

კოდირებული - „როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა“-სეული მინიშნების მისტერიული ასრულება, ბოლო ჟამში, სწორედ, გველის წელიწადად სახელდებულ მონაკვეთში - 2013 წელს მომხდარით დაგვიდასტურდა.

საუბრის გაგრძელებამდე შეგახსენებთ, რომ გველის წელიწადად სახელდებული 2013 წელი, საერო ათვლით - 2013 წ. იანვრიდან [აღმოსავლური კალენდრით თებერვლიდან]; ხოლო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით - 2013 წ. 1[14] სექტემბრიდან დაიწყო; და საბოლოოდ - 2014 წ. 1[14] სექტემბერს დამთავრდა.

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, როგორც საპრეზიდენტო  [2013 წ. 27 ოქტომბერი], ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების [2014 წ. 15 ივნისი] არჩევნები,  სწორედ, აღმოსავლური კალენდრით - გველის წელიწადად სახელდებულ დროში ჩატარდა.

და აი, „ძე კაცისას არსის“ მატარებელმა ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მინიშნებულის შესაბამისად [„ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა“], მხოლოდ „გველის წელიწადად“ მოაზრებულ მონაკვეთში მოახერხა საარჩევნო რეგისტრაციის ბარიერის გადალახვა, და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების“ მიერ „ხელდასხმულ“ ზემოთხსენებულ ორივე არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ჩვენი მონაწილეობით ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, ჩვენს მიერ არაერთგზის უკვე აღნიშნულს, ამჯერად არჩევნების მოსალოდნელი „შედეგის“ თაობაზე, სახარებაში დაფიქსირებული ასეთი მინიშნება [კომენტარის გარეშე] გვინდა შემოგთავაზოთ:

„ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი ძე მხოლოდშობილი [კოდია], რათა ყველას ვისაც სწამს იგი [კოდია] კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა ქვეყანა მის მიერ. და ვისაც სწამს იგი, არ განისჯება [კოდია], ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ სწამს სახელი ღმერთის მხოლოდშობილი ძისა [კოდია].

ხოლო  სასჯელი  ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი [კოდია], ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ გამჟღავნდეს მისი საქმენი. ხოლო სიმართლის მოქმედი მიდის ნათლისაკენ, რათა გაცხადდეს მისი საქმენი, რადგანაც ღმერთში არიან ქმნილნი“ [იოანე 3,16-21]. 

ვისაც ყური სასმენლად აქვს, ისმინოს - ბოლო ჟამში მოსახდენი ყველა მისტერია წინასწარგანჭვრეტილის შესაბამისად სრულდება. 

[გაგრძელება იქნება]