Print

მეექვსე ნაწილი „იოანე ნათლისმცემელი“ და „ძე კაცისა“, ანუ...

მეექვსე ნაწილი

[„იოანე ნათლისმცემელი“ და „ძე კაცისა“, ანუ

„თავისკვეთის“ მისტერიული პროცესის არსისათვის]

 

„ერთობლივი“ ქადაგება

სახარებებში დაცული, ამა თუ იმ მოვლენის სხვადასხვა კუთხით წარმომჩენი ინფორმაციები, ბოლო ჟამში მაცხოვრებლებს გვეხმარება მთლიანობაში გავიაზროთ, ჩვენს თვალწინ მისტერიულად მიმდინარე პროცესების არსი.

მათეს სახარების მიხედვით, უდაბნოში ორმოცდღიანი გამოცდის დასრულების შემდგომად - „..მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. ხოლო როდესაც .გაიგო იესუმ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა“ [მათე 4,12].

ანალოგიური ინფორმაციაა მარკოზის სახარებაშიც - „...იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესუ გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას“ [მარკ.1,14].

როგორც ვხედავთ აქ არ ჩანს, თუ დროის რა მონაკვეთია გასული ხსენებულ - უდაბნოდან დაბრუნებასა და იოანეს შეპყრობას შორის, რომელი ფაქტის მოხდენის შემდეგაც მაცხოვარი - გალილეაში მიდის.

ის, თუ რა ხდება იოანეს შეპყრობამდელ დროში, კარგად ჩანს იოანეს სახარებიდან, საიდანაც გვეუწყება, რომ - იოანე ნათლისმცემელი და განკაცებული მაცხოვარი, დროის რაღაც მონაკვეთში, მართალია ცალ-ცალკე, მაგრამ - ერთდროულად მოღვაწეობენ:

„ამის შემდეგ მოვიდა იესო და მისი მოწაფეები იუდეის მხარეში [კოდია]; და იყო იქ და ნათელს სცემდა მათ. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის [კოდია] მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; და მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან“ [იოანე 3,22-23].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ მსგავსად პირველად მოსვლისა, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებამდელ, ანუ ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ასევე შობით მოდის ძე კაცისა. ოღონდ ესაა, მისი შეცნობა, დრომდე, არავის შეეძლება - „ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას [კოდია], მივცემ მას სპეტაკ ქვას [კოდია] და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს [კოდია], რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა“ [გამოცხ. 2,17].

როგორც არაერთგზის გვითქვამს, ბოლო ჟამში რეინკარნირებული ძე კაცისას შობის ქვეყანაში, ანუ საქართველოში ხდება, არა მარტო ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება, არამედ ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟის [მათ შორის - იოანე ნათლისმცემლის] რეინკარნირებაც.

ხსენებულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ძნელი აღარაა გავერკვეთ, თუ რაზე მიგვანიშნებს - იოანე ნათლისმცემლისა და უფალ იესუ ქრისტეს ერთობლივი მოღვაწეობის დამაფიქსირებელი სახარებისეული ტექსტი.

ჩვენის აზრით, ასეთივე არსობრივი დატვირთვით ხასიათდება ბოლო ჟამში ასასრულებელი, ხსენებული „ერთობლივი“ საქმიანობის მომცველი დროითი მონაკვეთიც, როდესაც ერთმანეთის „გვერდიგვერდ“ საქმიანობენ, ერთის მხრივ - იოანე ნათლისმცემლის რეინკარნირებული და მისი არსის მატარებელი პერსონაჟები; და მეორეს მხრივ - შობით მოსული ძე კაცისა, და ძე კაცისას არსის მატარებელი გაერთიანება.

[გაგრძელება იქნება]