Print

მეშვიდე ნაწილი „იოანე ნათლისმცემელი“ და „ძე კაცისა“, ანუ...

მეშვიდე ნაწილი

[„იოანე ნათლისმცემელი“ და „ძე კაცისა“, ანუ

„თავისკვეთის“ მისტერიული პროცესის არსისათვის]

 

„თავისკვეთის“ მისტერიის ორი „მხარე“

სახარებისეული ინფორმაციის ანალიზიდან კარგად ჩანს, იოანე ნათლისმცემლის საქმიანობის ერთგვარი ქრონოლოგია:

- სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლა;

- ქადაგებითი საქმიანობა;

- საპყრობილეში მოხვედრა; და

- თავისკვეთა.

წმიდა წერილიდან გვეუწყება, რომ იოანე ნათლისმცემელმა იცის თავისი მისიის შესახებ - „ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით“ [ლუკა 3,15-16].

ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ - იოანე ნათლისმცემელს, თავისი მისიის წარმატებით შესრულების, ანუ მაცხოვრის ნათლისღებითი ეტაპის გავლის შემდგომად, ორიდან ერთი მართებული გადაწყვეტილება უნდა მიეღო:

1. ან - თავადაც უნდა დამოწაფებოდა განკაცებულ უფალს;

2. ან  - თავისი საქმიანობა უნდა შეეწყვიტა.

როგორც ზემოთ უკვე გავიხსენეთ, მისდა სამწუხაროდ, იოანე ნათლისმცემელი სულ სხვა გზას ირჩევს, და კვლავ აგრძელებს თავის საქმიანობას - „ამის შემდეგ მოვიდა იესო და მისი მოწაფეები იუდეის მხარეში [კოდია]; და იყო იქ და ნათელს სცემდა მათ. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის [კოდია] მახლობლად...“[იოანე 3,22-23].

ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზის თაობაზე სახარებაში ასეთი მინიშნებაა მოცემული -იოანე ნათლისმცემელი, მიუხედავად იმისა რომ თავად იხილა ნათელღებული მაცხოვარი, ბოლომდე სათანადოდ ვერ გარკვეულა მომხდარში - „ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?“-ო [ლუკა 7,19-20].

მაცხოვრისეული პასუხი ასეთი გახლდათ - „ნეტარია ვინც არ შემცდარა ჩემში“ [ლუკა 7,23].

სახარებისეული მინიშნებით ვგებულობთ, თუ რა შედეგი მოჰყვა ასეთ დაეჭვებას - იოანე ნათლისმცემელმა თავისკვეთით დაასრულა თავისი მოღვაწეობა.

მითითებული მინიშნების ჩვენს თვალწინ მისტერიული აცხადების მდინარება, ბოლო ჟამში მაცხოვრებლებს „გვკარნახობს“, რომ ბოლო ჟამში მომქმედი იოანე ნათლისმცემლის, როგორც -  რეინკარნირებული [აკაკი ჯორჯაძე], ასევე მისი - არსის მატარებელი [ბიძინა ივანიშვილი] პერსონები, ბოლომდე ვერ ახერხებენ გაიაზრონ თუ დროის რა მონაკვეთში უწევთ მოღვაწეობა.

სულიერი მხრივ - „გზის გამამზადებელი“, იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაცია - აკაკი ჯორჯაძე, ბოლომდე ვერ გაერკვა რა მასთან სულიერი გზით მიღებულ ინფორმაციაში გადმოცემულ მეორედ მოსვლას მთავარ არსში, თავისივე გაკეთებული დასკვნის ტყვეობაში აღმოჩნდა [საპყრობილეშ იიოანეს მოქცევის მისტერია], და მთელი ძალისხმევით ამტკიცებს - მეორედ მომავალი უფლის, მხოლოდ - სიტყვის სახით მოსვლის ალბათობას.

ჩვენის აზრით, სწორედ მისი ასეთი პოზიცია უნდა მოვიაზროთ, ბოლო ჟამში მისტერიულად ასასრულებელ იმ პროცესში, რასაც - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა ჰქვია.

ოდნავ განსხვავებული, თუმცა მისტერიულად მსგავსი სიტუაციაა - ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც.

პოლიტიკური კუთხით  - „ბილიკების მოსწორების“ პროცესში ჩართული „იოანე ნათლისმცემლის არსის“ მატარებელი - ბიძინა ივანიშვილი, მიზეზთა გამო, ასევე ვერ ახერხებს სიღრმისეულად [სათანადოდ] გაერკვეს მიმდინარე პროცესებში.

ახალ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი სათანადოდ ვერ გაერკვა მისი „ხელდასმით“ ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების მისტერიულ პროცესში.

მისი მხრიდან, საპრეზიდენტო  [ხოლო მოგვიანებით - თბილისის მერის] კანდიდატთან დაკავშირებით არასათანადო აქცენტების გაკეთებას, ლოგიკურად მოჰყვა, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლის თაობაზე მიღებული, დღემდე ყველასათვის გაუგებარი, გადაწყვეტილება.

ლასკარული ცნობიერებიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ - ბიძინა ივანიშვილი, 2013 წ. 17-24 ნოემბრის დროითი მონაკვეთიდან, თავადვე აღმოჩნდა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტყვეობაში; რითაც სათავე დაედო ბოლო ჟამში ასაცხადებელ - „იოანე ნათლისმცემლის საპყრობილეში მოხვედრის“ მისტერიას.

პოლიტიკაში გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს [საარჩევნო გუნდის შერჩევა, სამართლიანობის აღდგენის მხრივ წარმართული გაუბედავი საქმიანობა, საქართველოს სულიერ მისიაში გაურკვევლობა და სხვა], მალევე მოჰყვა, საქართველოს მოსახლეობის [და არა მარტო მათი] მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პერსონისადმი მიმართული მზარდი უკმაყოფილების გამოხატვის ახალი ტალღა.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულთათვის, ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ სახეზე გვაქვს, ბოლო ჟამში, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელ ბიძინა ივანიშვილის პიროვნებასთან მიმართებაში მიმდინარე - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მისტერიულად ასაცხადებელ პროცესთან.

ყოველივე ზემოთქმულიდან,  ანუ - აკაკი ჯორჯაძისა და ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავასკვნათ, რომ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, სახარებაში,  იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთასთან დაკავშირებული მისტერიულად ასაცხადებელი პროცესები...

ვფიქრობთ არც ის უნდა იყოს ვინმესთვის ძნელად გასაგები, რომ - „ბოროტების დამმარცხებელი“ არა - იოანე ნათლისმცემელი, არამედ მეორედ დიდებით მომავალი - უფალი იესუ ქრისტეა, რომელიც ბრძანებს - „ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.

მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი“ [მათე 11,27-30].

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი