Print

მეოთხე ნაწილი: „იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის

მეოთხე ნაწილი [საქართველოს სულიერი მისიის კუთხით დანახული -

„იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის]

 

ა) ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“  - სულისმიერი ასპექტი, ანუ

საქართველოს სულიერი მისიის ორი „მხარე“

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართველი ერის მისია, ორი ზოგადი ასპექტის ერთობის კუთხით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

1. მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტე, პირველად მოსვლის მსგავსად, ასევე შობით მოდის; ოღონდ, ამჯერად, იგი - არა ებრაელი, არამედ - ქართველი ერის წიაღში იბადება;

2. მეორედ დიდებით მომავალი მაცხოვრის საყოველთაო გაცხადების წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება ქართველი ერის წილხვედრია, რამეთუ ამ ნიშანთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემია.

 

ამდენად, ერთის მხრივ - მეორედ დიდებით მომავალ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდელ დროში, ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობა, და მეორეს მხრივ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების თაობაზე ამ ჟამის მაცხოვრებელთა ინფორმირებულობა, არის კიდეც იმ მედლის ორი მხარე, რომელსაც მთლიანობაში „საქართველოს სულიერი მისია“ ჰქვია.

 

მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე:

1. ბიბლიასა და სხვა წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება, იმ ეპოქაში იწყება და მიმდინარეობს, როდესაც - ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობა ხდება; ამასთანავე:

2. ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობისეული ეპოქის დადგომა, წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადებით გვემცნობა.

 

ჩვენი ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“  - სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ ასრულება, სწორედ - ამ, ბოლო ჟამად სახელდებულ, დროში ხდება.

თავისთავად ცხადია, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა მიერ გამოვლენილ ნებაზე არ არის დამოკიდებული...

 

დიახ, საქართველოში მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემი წინასწარნაუწყები ნიშნები იმიტომ კი არ „სრულდება“, რომ ჩვენ ასე გვინდა; არამედ იმიტომ, რომ - ღმერთის ნებით, ქართველი ერის წიაღში ხდება ძე კაცისას შობა, რამაც განაპირობა კიდეც - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენების იგავური ფორმით ბიბლიაში [და არა მარტო იქ] ასახვა, რომელიც  ძე კაცისას მიწიური ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს.

 

ამდენად, „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ მიმდინარეობა, განპირობებულია - ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით, რაც, თავის მხრივ, გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითზე აცხადებით...

 

ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრებაც, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ფარულად მიმდინარე პროცესია და რაიმე [მატერიალურად] ხელშესახები, ან დასანახ-შესაგრძნობი ასპექტებით არ ხასიათდება...

ერთადერთი, რამაც „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობა უნდა დაადასტუროს არის ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის თაობაზე წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები ნიშნების გამოვლენა...

 

აი, სწორედ ესაა - საქართველოს სულიერი მისია, რომლის ასრულებაც, ანუ გამოვლენაც ხდება ბოლო ჟამში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომლებმაც, ღმერთის ნებით, უნდა შეიცნონ და გააჟღერონ წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის დადგომა.

 

სხვადასხვა წინასწარმეტყველებითი სწავლების მიხედვით ვიცით, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის წინ - ივერია უნდა გაბრწყინდეს. ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით, უნდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნულის კოდირებული არსი - ფარულად, ანუ სულიერ ასპექტში მიმდინარე პროცესს გულისმობს, რომლის ასრულებისეულ ეტაპზეც ამჟამად ვიმყოფებით...

 

სათქმელის უფრო კონკრეტულად თქმას თუ შევეცდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარე პროცესი: 

1. „იწყება“ ]დაიწყო] - ბოლო ჟამში ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით;

2. „გრძელდება“ - საქართველოში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომელთა მისიაა გააჟღერონ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულება; და

3. „დამთავრდება“ - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას მიწიური ცხოვრების დასასრულის მაუწყებელი იმ მოვლენით, რასაც - ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადება ჰქვია.  

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

[გაგრძელება იქნება]