Print

საქართველოს სულიერი მისიის კუთხით დანახული - „იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის

საქართველოს სულიერი მისიის კუთხით დანახული -

„იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის

 

წინათქმა

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

ღმერთის მიერ სამყაროსა [იხ. დაბ. 1,1-25] და მისი ხატისა და მსგავსის შექმნის [იხ. დაბ. 1,26-27] შემდგომად, ედემის ბაღში დამკვიდრებული ადამისა და მისი დედაკაცის ცოდვაში ჩავარდნას [იხ. დაბ 3,1-7], უზენაესის უშუალო წიაღიდან მათი გამოძევება მოჰყვა - „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,22-23].

ედემიდან განდევნილი ადამისა და ევას მოდგმა, ღმერთის მიერ მათთვის მიცემული თავისუფალი არჩევანის უფლების არასათანადოდ გამოყენების გამო, მორიგ ცოდვაში ჩავარდა და ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა - „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“ [დაბ. 6,11-12].

ცოდვაში ჩავარდნილთა სასჯელი ასე დაფორმულირდა - „უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ... აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს“ [დაბ. 6,13].

წელიწადი და ათი დღე გაგრძელდა ნოესა და მისი ოჯახის წევრთა, აგრეთვე დანარჩენ სულდგმულთა ყოფნა - „გადარჩენის კიდობანზე“.

არარატის მიდამოებში თავშეფარებული ნოეს მოდგმა, მოგვიანებით შინყარის ველზე დამკვიდრდა. თავისი ფიზიკური შესაძლებლობის მოიმედეთა ქმედებას - ნებროთი, ნოეს შვილთაშვილი [ნოე - ქამი - ქუში - ნებროთი] ჩაუდგა სათავეში.

ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდნილთა მიზანი გახლდათ, ღმერთის წიაღში კვლავ დასაბრუნებლად - არა სულიერი ამაღლების, არამედ - ფიზიკური გზა ეპოვათ: „უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი“ [დაბ. 11,3-4].

მორიგი ცოდვისაგან გამოწვეული სასჯელის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ - „აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე“ [დაბ. 11,7-9].

ებრაელი ერის მამამთავარი, გოდოლის დანგრევის მიმდებარე ტერიტორიაზევე დარჩა... მაშინ როდესაც ქართველთა წინაპარი, სახელად - თარგამოსი, ღმერთის ნებით, „გადარჩენის კიდობნის“ გამორიყის ადგილს - არარატის მთის მიდამოებს დაუბრუნდა. აი, რას გვაუწყებს მეათე საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი:

„...ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით-ურთ მისით, და დაემკჳდრა ორთა მათ მთათა შუა კაც-შეუვალთა, არარატსა და მასისსა...“ [„ქართლის ცხოვრება“, ტ. 1].

უზენაესის განგებულებით, ებრაელი და ქართველი ერის ისტორიული გზასავალი მეტ-ნაკლები მსგავსება-განსხვავებით წარიმართა.

 

ებრაელი და ქართველი ერის წილხვედრილობა

ნოეს მოდგმის მომავალი ხვედრი, ნოეს მიერ თავისი სამი ვაჟის [სემი, იაფეტი და ქამი] მიმართ გამოთქმულში ასეა ჩამოყალიბებული - „თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს! თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი! განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!“ [დაბ. 9,25-27].

ნოეს უფროსი ვაჟის - სემის შტოს წიაღიდან ამოზრდილი, ღვთივრჩეული „ებრაელი ერის მისია“ გახლდათ:

1. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულება;

2. უზენაესი ძალის მიერ მათთვის გადმოცემული ღვთაებრივი ფასეულობების დაცვა, და კაცობრიობისთვის მხსნელის [მესიის] მოსვლის თაობაზე არსებული ცოდნის შენახვა-გადაცემა; აგრეთვე

3.  თავის წიაღში ეშვა განკაცებული უფალი იესუ ქრისტე.

მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომა-ამაღლების, აგრეთვე უფლის მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლით - დასრულდა „ებრაელი ერის მისია“:

„უთხრა მათ იესუმ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“ [მათე 21,42-43].

ნოეს შუათანა ვაჟის - იაფეტის შტოს წიაღიდან [ნოე - იაფეტი - იავანი - თარშიში - თარგამოსი - ქართლოსი] ამოზრდილი „ქართველი ერის მისია“, ღმერთის ნების გადმომცემი იოანე-ზოსიმეს პირით, ასე იქნა ფორმულირებული - „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა... და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“ [„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“].

ებრაელი და ქართველი ერის მისია თავისებური მსგავსება-განსხვავებით ხასიათდება. კერძოდ:

1. ებრაელებიცა და ქართველებიც - ღვთივ რჩეული, ანუ ღმერთის მიერ მათთვის დაკისრებული განსაკუთრებული მისიის მატარებელი ერია;

2. ებრაელებმა, ერთი ღმერთის მცნება - ძველ აღთქმაში გაანივთეს; ხოლო

3. განკაცებული უფლის არსის აღიარების, ანუ ძველ და ახალ აღთქმათა ერთობლივი საიდუმლო ცოდნის არსის ფლობა უკვე ქართველი ერის წილხვედრი შეიქმნა;

3. ებრაელთა სამკვიდრებელ მიწაზე, წინასწარ ნაუწყებ მინიშნებათა აცხადების კვალდაკვალ - ებრაელი წმიდა მეფის დავითის შთამომავლის, ყოვლადწმიდა მარიამის მიერ ხორციელად იშვა, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთ არსში მატარებელი უფალი იესუ ქრისტე, რომელმაც, თავისი პირველად მოსვლისას, ადამის მოდმის სულები დაიხსნა ცოდვის ტყვეობიდან; „მსგავსად“ ამისა

4. მეორედ მოსვლის წინარე, ანუ ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ასევე შობით მოდის უფალი, რომელიც, თავდაპირველად, მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელია. ამ არსში მყოფმა ძე კაცისამ, მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულ მიწაზე მაცხოვრებელი ქართველი ერის წიაღში უნდა განვლოს თავისი მიწიური ცხოვრება - შობიდან, ვიდრე ძალმოსილებით აღჭურვამდე, ანუ თავისი დიდებით საყოველთაო გამოჩინებამდე; გარდა ამისა

5. ქართველი ერის სულიერი მისიაა - მესიის, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადების მომლოდინე ადამის მოდგმას ამცნოს ამ დიადი მოვლენის წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი იმ წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების თაობაზე, რომელთა უმრავლესობა სწორედ საქართველოში მომხდარი პროცესების მიხედვით შეიცნობა.

 

საქართველოს გაბრწყინების

სულიერი და ფიზიკური ასპექტები

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ღმერთის ნებით, ჩვენი ქვეყნის არაერთი ღირსეული წარმომადგენლის მიერ, ქართველი ერის წილხვედრილობა შემდეგი - ორი, ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული, პირობითი სახელდებით განისაზღვრა:

1. „საქართველოს სულიერი მისია“; და

2. „იბერიის [საქართველოს] გაბრწყინება“.

ბოლო ჟამისმიერი მოვლენების, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულთა კუთხით გააზრება, შესაძლებლობას იძლევა დავაკონკრეტოთ ხსენებულ სახელდებათა შინა არსი.

როგორც ვიცით, ცოცხალი ადამიანი ორი არსის: სულისა და ხორცის ერთობლივი მატარებელია. მსგავსი პირობითობით ხასიათდება - ერიც, რომელიც, თავის წარმომადგენელთა ერთობაში, მიხი ქვეყნის სულისმიერ და ფიზიკურ ასპექტებს აერთიანებს. მოდით, თითოეული ამათთაგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ.

 

 

ა) ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“  - სულისმიერი ასპექტი, ანუ

საქართველოს სულიერი მისიის ორი „მხარე“

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართველი ერის მისია, ორი ზოგადი ასპექტის ერთობის კუთხით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

1. მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტე, პირველად მოსვლის მსგავსად, ასევე შობით მოდის; ოღონდ, ამჯერად, იგი - არა ებრაელი, არამედ - ქართველი ერის წიაღში იბადება;

2. მეორედ დიდებით მომავალი მაცხოვრის საყოველთაო გაცხადების წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება ქართველი ერის წილხვედრია, რამეთუ ამ ნიშანთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემია.

ამდენად, ერთის მხრივ - მეორედ დიდებით მომავალ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდელ დროში, ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობა, და მეორეს მხრივ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების თაობაზე ამ ჟამის მაცხოვრებელთა ინფორმირებულობა, არის კიდეც იმ მედლის ორი მხარე, რომელსაც მთლიანობაში „საქართველოს სულიერი მისია“ ჰქვია.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე:

1. ბიბლიასა და სხვა წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება, იმ ეპოქაში იწყება და მიმდინარეობს, როდესაც - ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობა ხდება; ამასთანავე:

2. ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობისეული ეპოქის დადგომა, წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადებით გვემცნობა.

ჩვენი ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“  - სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ ასრულება, სწორედ - ამ, ბოლო ჟამად სახელდებულ, დროში ხდება.

თავისთავად ცხადია, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა მიერ გამოვლენილ ნებაზე არ არის დამოკიდებული...

დიახ, საქართველოში მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემი წინასწარნაუწყები ნიშნები იმიტომ კი არ „სრულდება“, რომ ჩვენ ასე გვინდა; არამედ იმიტომ, რომ - ღმერთის ნებით, ქართველი ერის წიაღში ხდება ძე კაცისას შობა, რამაც განაპირობა კიდეც - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენების იგავური ფორმით ბიბლიაში [და არა მარტო იქ] ასახვა, რომელიც  ძე კაცისას მიწიური ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს.

ამდენად, „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ მიმდინარეობა, განპირობებულია - ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით, რაც, თავის მხრივ, გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითზე აცხადებით...

ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრებაც, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ფარულად მიმდინარე პროცესია და რაიმე [მატერიალურად] ხელშესახები, ან დასანახ-შესაგრძნობი ასპექტებით არ ხასიათდება...

ერთადერთი, რამაც „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობა უნდა დაადასტუროს არის ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის თაობაზე წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები ნიშნების გამოვლენა...

აი, სწორედ ესაა - საქართველოს სულიერი მისია, რომლის ასრულებაც, ანუ გამოვლენაც ხდება ბოლო ჟამში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომლებმაც, ღმერთის ნებით, უნდა შეიცნონ და გააჟღერონ წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის დადგომა.

სხვადასხვა წინასწარმეტყველებითი სწავლების მიხედვით ვიცით, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის წინ - ივერია უნდა გაბრწყინდეს. ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით, უნდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნულის კოდირებული არსი - ფარულად, ანუ სულიერ ასპექტში მიმდინარე პროცესს გულისმობს, რომლის ასრულებისეულ ეტაპზეც ამჟამად ვიმყოფებით...

სათქმელის უფრო კონკრეტულად თქმას თუ შევეცდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარე პროცესი: 

1. „იწყება“ ]დაიწყო] - ბოლო ჟამში ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით;

2. „გრძელდება“ - საქართველოში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომელთა მისიაა გააჟღერონ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულება; და

3. „დამთავრდება“ - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას მიწიური ცხოვრების დასასრულის მაუწყებელი იმ მოვლენით, რასაც - ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადება ჰქვია. 

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ბ) ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“  - ფიზიკური ასპექტი

საუბარი მაცხოვრის შემდეგი შეგონებით გვინდა განვაგრძოთ - „...ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი“ [მათე 16,38].

დიახ, თუკი, უკვე განხილული - სულისმიერი ასპექტი „ივერიის გაბრწყინებისა“, ჩვენის მხრიდან გამოხატული ნებისდა მიუხედავად მიმდინარეობს; იგივე პროცესის ფიზიკური ასპექტი, მთლიანადაა დამოკიდებული ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ინდივიდთა მიერ ქმედებაში გამოხატული თავისუფალი არჩევანის ნება - „სხვადასხვაგვარია“. კერძოდ:

 

1. მავანისათვის ეს არჩევანი - სულისმიერია, რასაც ე.წ. „სულის გამოღვიძების“ ის პროცესი შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც მაცხოვრის ასეთ შეგონებას ეფუძნება - „...ნუ იზრუნებთ, როგორ თქვათ, ანდა რა ვთქვათო, ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში“ [მათე 10,19-20].

ჩვენის აზრით, ღმერთის ნებით, სწორედ ასეთთა ხვედრია ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე წინასწარნაუწყები ნიშნების ასრულების დადასტურება, ანუ დაფარულ საიდუმლოთა გაცხადება.

ბუნებრივია რომ, განსახილველი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთთა, ანუ სულისმიერი არჩევანის გზაზე მავალთა  რიცხვი, საკმაოდ მცირე უნდა იყოს...

 

2. სულისმიერი არჩევანის გზაზე მავალთა  მიერ გაცხადებულისადმი დამოკიდებულების მიხედვით, ანუ ფიზიკურ ასპექტში გამოსავლენი არჩევანის წინაშე მდგართა კატეგორია, ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

- ერთი ნაწილი, მათ მიერ გაკეთებული არჩევანიდან გამომდინარე, იმ ნოყიერ ნიადაგს შეიძლება შევადაროთ, რომელიც დაცემული თესლის სათანადო გაღვივებისთვისაა საჭირო;

- მეორე ნაწილისათვის „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის ფარულად მიმდინარე პროცესის შესახებ გაკეთებული განაცხადი გაუგებარი და მიუღებელი იქნება - „და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხედვით შეხედავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და რათა არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი“ [მათე 13,14-15].

ამ ორ ჯგუფს შორის რიცხობრივი თანაფარდობის გარკვევა წინამდებარე წერილის მიზანს სცილდება. თუმცა ერთი კია:

თუკი, სულისმიერ ასპექტში უკვე მიმდინარე „ივერიის გაბრწყინების“ პროცესს, ჩვენის მხრიდან გაკეთებული ვერანაირი არჩევანი ვერ შეაჩერებს; და იგი - უფლის გაცხადებითა და განკითხვის დღით დამთავრდება...

ბუნებრივია, ამასვე ვერ ვიტყვით, ბოლო ჟამში „ივერიის გაბრწყინების“ ფიზიკური ასპექტის შესაძლო განივთებაზე, რომელიც მთლიანადაა დამოკიდებული ზემოთ ხსენებულ ჯგუფებში მოაზრებულ პირთა მიერ გაკეთებულ ფიზიკურ არჩევანზე.

გავიხსენოთ, რას შეგვაგონებს ბიბლია - „...აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“ [3 ეზრა 7,59].  და რადგანაც ყველა აქვს  უფლება თავისუფალი არჩევანისა, წინამდებარე მონაკვეთი მაცხოვრის შემდეგი სიტყვების გახსენებით გვინდა დავასრულებთ:

„და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.

რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?

ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით“ [მარკ. 8,34-38].

  

„ივერიის [საქართველოს] გაბრწყინებისეულ“ დროში

 აღსასრულებელი მისიის ქრონიკებისათვის

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის,

არ ექნებოდათ ცოდვა,

ახლა კი არა აქვთ მიტევება

თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

როგორც აღინიშნა, წმიდა მამათა გადმოცემის თანახმად - მეორედ მომავალ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებამდელ დროში, სხვა ასაცხადებელ [მინიშნებულ] მოვლენათა შორის, ივერიის გაბრწყინებისეული ეტაპის გავლაც უნდა მოხდეს.

მკითხველმა უკვე იცის, რომ, ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში „ივერიის გაბრწყინებაზე“ არსებული წინასწარმეტყველება კოდირებული შინაარსის მატარებელია და იგი „სულიერ“ და „ფიზიკურ“ ასპექტებს მოიცავს.

ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარე - „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის  თაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

როგორც არაერთგზის გვითქვამს - „... „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა მიერ გამოვლენილ ნებაზე არ არის დამოკიდებული...

დიახ, საქართველოში მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემი წინასწარნაუწყები ნიშნები იმიტომ კი არ „სრულდება“, რომ ჩვენ ასე გვინდა; არამედ იმიტომ, რომ - ღმერთის ნებით, ქართველი ერის წიაღში ხდება ძე კაცისას შობა, რამაც განაპირობა კიდეც - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენების იგავური ფორმით ბიბლიაში [და არა მარტო იქ] ასახვა, რომელიც  ძე კაცისას მიწიური ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს.

ამდენად, „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ მიმდინარეობა, განპირობებულია - ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით, რაც, თავის მხრივ, გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითზე აცხადებით...

ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრებაც, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ფარულად მიმდინარე პროცესია და რაიმე [მატერიალურად] ხელშესახები, ან დასანახ-შესაგრძნობი ასპექტებით არ ხასიათდება...

ერთადერთი, რამაც „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობა უნდა დაადასტუროს არის ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის თაობაზე წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები ნიშნების გამოვლენა [აცხადება]...

აი, სწორედ ესაა - საქართველოს სულიერი მისია, რომლის ასრულებაც, ანუ გამოვლენაც ხდება ბოლო ჟამში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომლებმაც, ღმერთის ნებით, უნდა შეიცნონ და გააჟღერონ წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის დადგომა...“ [იხ. ზემოთთქმული].

თავისთავად, „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობის დამადასტურებელი ნიშნები ორი ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ:

1. პირველ ჯგუფად შეგვიძლია მოვიაზროთ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშანთა ერთობა; ხოლო

2. მეორე გჯუფში შეიძლება გავაერთიანოთ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ყველა ის კოდირებული ინფორმაცია, რომლის ფარული შინა არსის გახსნაც სწორედ ბოლო ჟამში უნდა მოხდეს.

ღმერთის ნებით, 1996-1997 წლების გასაყარზე დაარსებული: „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ მიერ გამოკვლეული მასალები გასაჯარისების რამოდენიმე ეტაპს გადიოდა:

- ლასკარის სხდომებზე განხილვის შემდეგ, ქვეყნდებოდა გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს ფურცლებზე, რომლის თაობაზე მსჯელობა, უკვე ლასკარის ღია შეკრებებზე იმართებოდა;

- პარალელურად ამისა, მომზადებული მასალა ეტაპობრივად მიეწოდებოდა - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ უშუალოდ - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორესა და წმიდა სინოდს.

აქვე უნდა ითქვას, რომ წლების მანძილზე მიმდინარე ჩვენი ამ ქმედების მიზანი გახლდათ:

1. ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს სულიერი მისიის ასრულებაში [იხ. ზემოთქმული]; და

2. საჯარო გაგვეხადა, ღმერთის ნებით ჩვენს წინაშე გახსნილი საიდუმლო.

ვაცნობიერებდით რა, აღნიშნული პროცესების ერთგვარი „სალოსობის წილხვედრილობის“ ფონზე მიმდინარეობის ალბათობას, ჩვენი საქმიანობის ამოსავალ წერტილად მაცხოვრისეული შეგონება გავიხადეთ - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

წლების მანძილზე მიმდინარე ჩვენი საქმიანობა ორ პირობით ეტაპად შეიძლება დავყოთ. ამათგან:

- პირველი მოიცავს 1997-2011 წლებს, და უკავშირდება - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით განხორციელებულ მოღვაწეობას; ხოლო

- მეორე მონაკვეთის ათვლა 2011 წლის 23 დეკემბრიდან იღებს სათავეს, როდესაც მოხდა „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტისა“ და პოლიტიკური პარტიის: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს ერთგვარი შერწყმა, შემდეგი სახელდებით: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

„საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით მომზადებული გაზეთ „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი - 1997 წ. 4 იანვარს, ხოლო საქართველოს სულიერი მისიის არსთან დაკავშირებული პირველი კრებული - 2004 წ. ივნისში გამოვიდა.

სხვადასხვა მიზეზთა გამო, ჩვენი გაზეთის ფორმატი და გამოსვლის სიხშირე წლების მიხედვით ერთგვარი არასტაბილურობით ხასიათდებოდა. კერძოდ:

1997 წელს გამოვიდა გაზეთის 12 ნომერი; 1998 წ. – 5 ნომერი; 1999 წ. – 7 ნომერი; 2000 წ. – 7 ნომერი; 2001 წ. – 42 ნომერი; 2002 წ. – 44  ნომერი; 2003 წ. – 133 ნომერი; 2004 წ. - 50 ნომერი; 2005 წ.  - 106 ნომერი; 2006 წ. – 105 ნომერი; 2007 წ. – 104 ნომერი; 2008 წ. – 102 ნომერი; 2009 წ. - 35 ნომერი. 2009 – 2011 წლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩვენი გაზეთის გამოცემა შევწყვიტეთ.

შემდგომად, კერძოდ 2011 წელს გამოვეცით გაზეთის - 18 ნომერი; 2012 წ. – 50 ნომერი; 2013 წ. - 51 ნომერი; 2014 წ. – 52 ნომერი. აღნიშნული ახალი ეტაპიდან დაწყებული ჩვენი საქმიანობის არსის ამსახველი პირველი კრებული - 2011 წ. 31 დეკემბრითაა დათარიღებული.

1997 წ. 4 იანვრიდან [შაბათიდან] ათვლით მე-18 წლისთავზე, ანუ 2015 წ. 3 იანვარს [შაბათს] დაიბეჭდა გაზეთის 949-ე ნომერი.

 

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით თვალი გადავავლოთ „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტისა“ და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ ეგიდით მომზადებულ იმ ნაშრომთა ჩამონათვალს, რომლებშიც, დღემდე დაფარული, და ბოლო ჟამში, ღმერთის ნებით, ჩვენს მიერ გახსნილი თითქმის ყველა ის მასალაა თავმოყრილი, რომელიც, დანიშნულებისდა მიხედვით ვრცელდებოდა.

 

„ივერიის გაბრწყინების“

სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში

შეტანილი ჩვენეული წვლილი

 

პირველი ნაწილი:

ა)  საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიწოდებული მასალები

ამ ქვეთავში წარმოგიდგენთ „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით მომზადებული იმ კრებულების ჩამონათვალს [თავის შინაარსითურთ], რომლებშიც უშუალოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიწოდებული მასალებია თავმოყრილი.

1. „ბიბლიური საბუთები ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვისათვის“, თბ. 2004 წ. 9-30 ივნისი;

2. „საქართველოს ბიბლიური ისტორია, ანუ - „ერისა და ბერის გასაგონად სათქმელი“, თბ. 2004 წ. 8 დეკემბერი [1. ბოლო ჟამის განსავითარებელი ძირითადი ადგილი; 2. რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნის ბოლო სამოცდაათწლიანი მონაკვეთი; 3. „ცხებული მეფის“ ზვიად გამსახურდიას გამოჩენა, მოღვაწეობა, მოკვეთა [განდევნა], მოკვდინება; 4. დასკვნა №1; 5. ვინ არის ბოლო ჟამის ანტიქრისტე; 6. დასკვნა №2; 7. ვინ არის ცრუწინასწარმეტყველი; 8. და ამოვა „მორჩი“, ანუ - მეორედ ღმერთად მოსული უფალი იესუ ქრისტე გაცხადდება; 9. დასკვნა №3];

3. „საქართველოს სულიერი მისია“, თბ. 2004 წ. 15 დეკემბერი [1. როდის უნდა გაცხადდეს სათქმელი; 2. წინათქმის მაგიერ; 3. მესიის მოსვლის დამმოწმებელი - ქართული ენა; 4. და მოვალს განკითხვად; 5. როგორი სხეულით მოვა ღმერთი მეორედ; 6. რას ნიშნავს კოდი - „ძე კაცისა“; 7. რაზე მიგვანიშნებს ქრისტეს ცხოვრების ორი ეტაპი; 8. მეორედ მოსვლა და კოდი - „ძე კაცისა“; 9. რას ნიშნავს „პირველად ქრისტე“; 10. ფერისცვალების უდიდესი საიდუმლო; 11. სახელი მისი არავის ეცოდინება;  12. ადგილი სადაც მოიკლა ღმერთი; 13. სხვა ხალხს მიეცემა, ანუ - „პატარა სამწყსო“; 14. რომელია მეორედ მოსული ღმერთის შობის ადგილი; 15. ჯაჭვის რგოლები: „ბაგა“, „ბაკი“, „ქართა“ და „ქართველი“, ანუ „ქართული“; 16. სამებისმიერი არსი; 17. სამებისაგან შობილი, ანუ კოდები: „სამშობლო“, „სამე“, „მამული“ და „ივერია“; 18. სამებისმიერ ნიშანში გამოკვეთილი საქართველო“; 19. რაზე მიგვანიშნებს საქართველოს ადგილმდებარეობა; 20. ოქროს საწმისი - ელიას ხალენი - ქრისტესა და ღვთისმშობლის კვართი; 21. ღმერთის სასუფეველი ჩვენშია, ანუ ღმერთი არს ჩვენთან; 22. რა არის ოდითგანვე საქართველოს სულიერი მისია; 23. დასკვნა; 24. უფლისადმი თქმული სამადლობელი];

4. „ერთია ღმერთი (მამა, ძე და სულიწმიდა) და ერთია უფალი, ანუ - ყოვლადწმიდა სამების ერთადერთი ძე უფალი იესუ ქრისტე“, თბ. 2004 წ. 22 დეკემბერი [1. ყველაფერი ღმერთისგანაა; 2. ძველი აღთქმა, ანუ - ერთი უფალი და ერთი ღმერთი, რომელიც არავის არასოდეს უხილავს; 3, სამება - ერთარსი და განუყოფელი; 4. სამებას დამორჩილებული - ძე, რომელიც დასაბამიდან იყო ღმერთთან; 5. ცნება - „ღმერთი“ და „უფალი“, ანუ - „უფალი ღმერთი“; 6. ღმერთის მიერ - „უფლად და ქრისტედ შექმნილი იესუ“, ანუ - „ყველა მოკვდავზე უწინარეს დაბადებული“; 7. ღმერთის - მამა, ძე და სულიწმიდის მიერ თავის ხატად და მსგავსად ქმნილი - უფალი ღმერთი; 8. ღმერთის (მამა, ძე და სულიწმიდის) მიერ, ქმნადობის მეექვსე დღეს ქმნილი - უფალი ღმერთი; 9. ღმერთი და უფალი ღმერთი თანაბარი შემოქმედნი; 10. დასკვნა, ანუ ვინ განკაცდა პირველად ღმერთად მოსვლისას];

5. „ერთი ღმერთი და ერთი უფალი, ანუ - ორი ცხებული: მესსია დავითის ძე უფალი იესუ ქრისტე, მესსია იოსების ძე წმ. ზვიად ღვთით ცხებული“, თბ. 2004 წ. 29 დეკემბერი [1. სახარებისეული სიბრძნის ორი ხედვა; 2. მაცხოვრისეული ნიშნები მეორედ მოსვლისა; 3. ჩვეულებრივ კაცად მოსული იპოსტასის მეორე წევრი - ძე, იგივე მამა; 4. ბოლო ჟამი და ორი ცხებული; 5. ვინ არის - „მესსია, იოსების ძე“, ანუ ორი ცხებულიდან პირველი; 6. „მესსია, იოსების ძე“ ზვიად გამსახურდია; 7. „სახლის პატრონის საყვარელი ძე“ ზვიად გამსახურდია; 8. ორი ცხებული: ზერუბაბელი, ანუ - „მესსია, იოსების ძე“ (ზვიად გამსახურდია} და იესო მღვდელმთავარი, ანუ - „მესსია, დავითის ზე“ (უფალი იესუ ქრისტე)’; 9. დასკვნა];

6. „კრავის ქორწილის [ქ(რისტეს) - ორი - წილის] საიდუმლო“, თბ. 2005 წ. 2 თებერვალი [1. ვინ შეიქმნა უწინარეს; 2. კაცი, ანუ - პირველქმნილი წყვილი; 3. ღმერთმამაკაცებრივი საწყისი - უფალი, ღმერთდედაკაცებრივი საწყისი - უფალა; 4. საიდუმლო - კრავის ქორწილისა; 5. უფალი - სიძე, უფალა - სასძლო; 6. რას ნიშნავს გაერთსხეულება; 7. ხე ცხოვრებისა და ხე ცნობადისა];

7. „უფალა“, ანუ - „ვინ არის დედა ჩემი?“, თბ. 2005 წ. 27 აპრილი [1. ვიცით თუ არა სასძლოს სახე-სხეული?; 2. ღვთისმშობელი, იგივე - სასძლო; 3. „დედაკაცი“, ანუ - „ვინ არის დედა ჩემი?!; 4. შუამდგომელი ღმერთსა და კაცთა შორის];

8. „ფრთხილად არ ჩამოვარდეთ!“, თბ. 2005 წ. 15 ივნისი [1. კიდევ ერთი საიდუმლოს შესახებ; 2. სულითა წმიდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების; 3. სულიწმიდა მამისაგან გამომავალი; 4. დასკვნა №1; 5. უფალი ღმერთი, ანუ - უფალი იგივე ღმერთია; 6. დასკვნა №2; 7. ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით; 8. მკაცრად დაცული იერარქია; 9. ორი ხატის შინა-არსი; 10. ხატი ყოვლადწმიდა სამებისა; 11. ხატი - სამებისა და მამის მარჯვნივ მჯდომარე ძისა; 13. ერთი შეხვედრისა გამო; 14. ფრთხილად არ ჩამოვარდეთ, ანუ ბოლო მიმართვამდე სათქმელი];

  9. „ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში“ [მათე 11,6], თბ. 2005 წ. 6 ივლისი [1. რვა, ანუ მიჯნის დასასრული; 2. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საღვთისმეტყველო კომისიის გამოხმაურება; 3. კომენტარი პირველი; 4. კომენტარი მეორე; 5. კომენტარი მესამე];

10. „პასუხი საპატრიარქოს პასუხზე, ანუ - 13 კ-ომენ-ტარი“, თბ. 2005 წ. 3 აგვისტო;

11. ბოლო ჟამის ბიბლიური კალენდარი, თბ. 2005 წ. 21 სექტემბერი [1. პირველი თვის ბიბლიური კალენდარი; 2. მეორე თვის ბიბლიური კალენდარი; 3. მესამე თვის ბიბლიური კალენდარი; 4. მეოთხე თვის ბიბლიური კალენდარი; 5. მეხუთე თვის ბიბლიური კალენდარი; 6. მეექვსე თვის ბიბლიური კალენდარი; 7. მეშვიდე თვის ბიბლიური კალენდარი; 8. მერვე თვის ბიბლიური კალენდარი; 9. მეცხრე თვის ბიბლიური კალენდარი; 10. მეათე თვის ბიბლიური კალენდარი; 11. მეთერთმეტე თვის ბიბლიური კალენდარი; 12. მეთორმეტე თვის ბიბლიური კალენდარი;1 13. დასკვნა; 14. ახალმთვარეობის დასადგენი ცხრილი; 15. დანართი];

12. კვირიკობისთვე და ქრისტეშობისთვე, ანუ კვირია და ქრისტე; ივლი-სი თუეი იგი შობისაი, თბ. 2005 წ. 28 სექტემბერი [1. კვირია - უფალ იესუ ქრისტეს მითოსური სახე; 2. კვირია და მისი მიწიური სახეები: კოპალა, იახსარი, ბაადური და თერგაული; 3. „მიმოდიოდა“, „მიმოიქცეოდა“ ანუ „ივლი“ – „სი“; 4. წელიწადის ათვლის საწყისი; 5. 16 და 19 ივლისი, ანუ მაიას და ეგვიპტის კალენდარი, ანუ კიბო და მთვარე; 6. ივლისის, ანუ კვირიკობისთვის მითოსური მინიშნებანი; 7. ბიბლიური წყაროები, ანუ მეშვიდე თვე; 8. რას გვამცნობს კოდი - „ქუელთობისთვე“ და „მკათათვე“; 9. 13(26) ივლისი - კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა; 10. ბიბლია - ბუკისცემისა და მიტევების დღეებზე; 11. კიდევ ერთხელ მეშვიდე თვეზე; 12. მეორედ ღმერთად მომავალი ძე კაცისას შობის თვე - ივლისი];

13. მაშ, რისთვის გცალიათ?!, თბ. 2005 წ. 23 ნოემბერი [1. ცისფერი მთები, ანუ - აქა ამბავი ქორეპისკოპოსისა; 2. მაშ, რისთვის გცალიათ ბატონებო?!, ანუ - ცისფერი მთების გაგრძელება: „ფ-არა-ონი“];

14. თქვენი მმართველობა მთავრდება, თბ. 2005 წ. 14 დეკემბერი [1. მორიგი, თუ უკანასკნელი გაფრთხილება; 2. როდის მოხდება ეს?; 3. ათეიზმის 70 წელი; 4. სსრკ და დსთ, ანუ - თორმეტი მეფე; 5. ზვიად გამსახურდია - „პირველი მეფე“, ანუ - „სამოცდაორი შვიდეული“; 6. დიდი განდგომილება, ანუ - ჯერ „სამი მეფე“ და შემდეგ „მეოთხე“; 7. „მომცრო რქა“, „მეოთხე მხეცი“, „მეოთხე მეფე“ - ედ. შევარდნაძე, ანუ - „მერვე შვიდთაგანი“; 8. მ. სააკაშვილი - „მეოთხე მხეცის“ - ედ. შევარდნაძის დამამხობელი, ანუ „მთავართა მთავარი“, „ერთ-ერთი მთავართაგანი“ და...; 9. „მეოთხე მხეცის ათი რქა“, ანუ - შევარდნაძის დამხობა „ერთ საათში“; 10. „სამხრეთის მეფის ასულის“ გაცემა; 11. თქვენი მმართველობის დრო მთავრდება, ანუ - სამი მეფე, და „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“; 12. დასკვნის მაგიერ];

15. „სიონის ბრძენთა“ კრების 24 ოქმი, ანუ მასონთა ბატონობის დასასრულამდე სათქმელი, თბ. 2006 წ.;

16. მოყვარეს პირში უძრახე, ანუ რატომ დაიწვა ეს წიგნი, თბ. 2005 წ.;

17. უკვე მესამედ ვმოწმობთ, რომ - ერთია ღმერთი და ერთია უფალი, თბ. 2006 წ. 18 იანვარი [1. ღმერთი - უზენაესია; 2. ღმერთმა აღადგინა თვითონ უფალი; 3. მამის გვერდით მჯდომელი];

18. უვარგისი ხე უნდა მოიჭრას, ანუ 24+1 შეგონება დედაეკლესიას, თბ. 2006 წ. 15 თებერვალი;

19. უფალ იესუ ქრისტეს შობის თარიღის საიდუმლო, თბ. 2006 წ. 1 მარტი [1. ნულოვანი და შვიდდღიანი შესაქმე; 2. დღე იგი - მერვე; 3. დღე იგი - მეცხრე, ანუ მეათე; 4. „პირველი“ დღე - ნული (ნოლი); 5. წელთაღრიცხვა, ანუ - დღე მეექვსე; 6. საიდუმლო სერობა - ჯვარცმა - აღდგომა;  7. პირველი თვის მეთოთხმეტე დღე - ხუთშაბათი; 8. მზის დაბნელება; 9. ბიბლიური ათვლა; 10. მთვარის უკანასკნელი მეოთხედი; 11. დასკვნა; 12. შობისწინა მზის დაბნელება, ანუ - ახალმთვარეობა; 13. ათვლს წელი ძვ. წ. 10 (9) წ., ანუ - „1207“; 14. იულიუსისეული პერიოდის საწყისი, კოდი - „4713“; 15. იულიუსისეული პერიოდი, ანუ კოდი - „7980“; 16. დასკვნა; 17. ახალმთვარის კალენდარი, ანუ „დაახლოებით 19“; 18. მთვარის მე-3 დღე, ანუ - აღდგომა; 19. ქმნადობის მე-4 და მე-6 დღეთა ურთიერთკავშირი; 20. მთვარის ზოგიერთი თავისებურებანი; 21.  ძე კაცისას ერთ-ერთი მხატვრული სახე - მთვარე, ანუ -13; 22. კოდი - „ათი“, ძველი და ახალი სტილის მიჯნაზე, ანუ რატომ მოხდა რეფორმა - 1582 წ.; 23. ქრისტესმიერი სახებანი - მთვარე და მზე, ანუ - 10; 24. რაზე უთითებს - x, ანუ ქრისტიანობის სიმბოლო ჯვარი; 25. წმ. პეტრესა და ანდრიას ჯვარცმისეული მინიშნებანი; 26. დასასრულის სიმბოლო ჯვარი, ანუ „8“, იგივე „8000“; 27. ძვ. წ. 10 და ახ. წ. 2006 წელი, ანუ - იანვარში დაწყებული ძაღლის წელი; 28. კოდი - „იანვარი“; 29. კოდი - „ძაღლის წელი“; 29. „ცხრა წელი“ – „ბროლი“ – „ძაღლის წელი“; 30. რაზე მიგვანიშნებს „2006“, „168“ და „ძაღლის წელი“ ?!; 31. ორიოდე სიტყვა ზოდიაქოს მინიშნებაზე; 32. ძაღლის წელიწადში დაბადებულის ნიშნები];

20.. „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო“, თბ. 2006 წ. 8 მარტი [„დალეწეს კარი ორმოცი“, ანუ - აბჯრის აღება დასრულდა; 2. კოდი - „840“, ანუ - „ნუ დაჰბეჭდავ, რადგანაც ახლოა ჟამი“; 3. კოდი - „წინასწარმეტყველური წიგნი“, ანუ - „რუსთაველი 840“-მდე სათქმელი; 4. „13“ ანუ - ზოგიერთ უზუსტობათა გამო; 5. 40 დღე - 40 ნახატი, ანუ - „დალეწეს კარი ორმოცი“; 6. აგვისტო - სექტემბერი, ანუ „რვა-ცხრასა“ და „ცხრა-რვასა“; 7. კლდეზე გადმომდინარე წყალში დანახული რუსთაველი;

21. ჟამი მხილებისა, ანუ თქვენ გაფრთხილებულნი ხართ, 2006 წ. 22 მარტი [1. გაფრთხილება ყველას ეხება - კეთილსაც (გონიერს) და ბოროტსაც (უგუნურს); 2. განსჯის დაწყების ადგილი; 3. შეიცან თავი შენი; 4.  ნათლისღებისას გახსნილი ცა; 5. გზა სალოსისა; 6. მედლის მეორე მხარე; 7. მიმართვა ანტიქრისტეს; 8. ოთხი მეფეთაგან - ერთი; 9. გაფრთხილება აკაკი ასათიანის მიმართ; 10. გაფრთხილება ვახტანგ ბოჭორიშვილის მიმართ; 11. გაფრთხილება ჯუმბერ პატიაშვილის მიმართ; 12. გაფრთხილება შალვა ნათელაშვილის მიმართ; 13.  გაფრთხილება ჯემალ გოგიტიძის მიმართ; 14. გაფრთხილება თამაზ ნადარეიშვილის მიმართ; 15. გაფრთხილება ცრუწინასწარმეტყველისა; 16. გაფრთხილება ზურაბ ჟვანიას მიმართ; 17. გაფრთხილება ნინო ბურჯანაძის მიმართ; 18. გაფრთხილება ანზორ აბრალავასა და ცოტნე ბაკურიას მიმართ; 19. გაფრთხილება ტ/კ „იბერია“-სა და ლუბა ელიაშვილის მიმართ; 20. გაფრთხილება კობა დავითაშვილისა და დავით გამყრელიძის მიმართ; 21. გაფრთხილება დავით აქუბარდიას მიმართ; 22. გაფრთხილება სალომე ზურაბიშვილისა და ჯანრი კაშიას მიმართ; 23. ბოლომდე არ შემდგარი გაფრთხილება ვაჟა ოთარაშვილისა და მაყვალა გონაშვილის მიმართ; 24. გაფრთხილება ნოდარ გრიგალაშვილის მიმართ; 25. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი; 26. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი; 27. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე; 28. „გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზიის „რუსთავი - 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ტაბატაძე; 29. საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი; 30. გაფრთხილება გიგა ბოკერიას მიმართ; 31. და აი, სრულდება კიდეც];

22. შეიცანით [ც-29] ჟამი უფლისა, ანუ „სან“ [ს-20], ფარული ძე, ანუ „წილ“ [წ-31], თბ. 2006 წ. 29 მარტი [„წილ“-ისა და „სან“-ის მიერ გამჟღავნებული საიდუმლო, ანუ - „ქებაი...“; 2. ასო-ნიშნები სათაურისა; 3. ტექსტში გამოქვეყნებული ასო-ნიშნები; 4. „ქებაი...“-ს სტრიქონთა რაოდენობა; 5. დასკვნა, ანუ - რიცხობრივი კოდი; 6. სათაური; 7. ტექსტი; 8. სტრიქონთა რაოდენობა; 9. და ბოლოს, ანუ დროითი მინიშნება; 10. ფარული მინიშნება - „ლაზარე“; 11. კოდი: „12“, „2+2=4“ და „თხუთმეტი“, ანუ 2006 წ. მარტი;12. კოდი: ოთხი ათასი, ანუ „წილ“-ის საიდუმლო; 13. კოდი - „ოთხი ათასი“; 14. კოდი „წილ“-ის საიდუმლო; 15. მეორედ მოსვლის წინ სათქმელი];

23. „ნუ იქნები ურწმუნო“, ანუ  ვიდრე კარი დახურულა, თბ. 2006 წ. 19 აპრილი [1. მათთვის: ვინც შეხედა - მაგრამ, ჯერ ვერ დაუნახავს, ვინც მოისმინა - მაგრამ, ჯერ ვერ გაუგია; 2. და ბოლოს, ანუ წინათქმის მაგიერ; 3. პირველი ხუთი ბეჭდის ახსნისეული ეტაპი; 4. „...არავინ იცის ღმრთისა, თუ არა ღმერთის სულმა“; 5. ბეჭდების ახსნისეული ნიშნები; 6. მეოთხე ბეჭდის ახსნის დრო; 7. მეხუთე ბეჭდის ახსნის დრო; 8. მეექვსე ბეჭდის ახსნის დრო; 9. მეექვსე ბეჭდის ახსნისეული ეტაპი; 10. მეექვსე ბეჭდის ახსნისეული ნიშნები; 11. „მიწისძვრა დიდი“; 12. მზის დაბნელება; 13. მთვარის დაბნელება; 14. და ბოლოს; 15. მეშვიდე ბეჭდის ახსნისეული ეტაპი; 16. განვლილი ეტაპი საყვირალი № 1; 17. განვლილი ეტაპი საყვირალი № 2; 18. საყვირ[ალ)ი №3 დასაწყისი; 19. მესამე საყვირალისეული ეტაპი; 20. კოდი - „აბზინდა“; 21. ეტაპი №4 საყვირ(ალ)ისა; 22. მე-5 საყვირ(ალ)ისეული ეტაპი; 23. კოდი - „ხუთი“; 24. კოდი - „აბადონ“ („ავადონ), „აპოლონ“ და „კლიტე“; 25. კოდი - „ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა“; 26. კოდი - „კვამლი ციდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი“, ანუ „დაბნელდა მზე“; 27. კოდი - „ხუთი თვე“; 28. კოდი - „ჯაჭვნი, როგორც რკინისანი“ და - „ღრიანკალი“; 29. წინასწართქმა ჩვენი საქმე არაა; 30. „დასაწყისის“ დასასრულს სათქმელი; 31. მე-5 საყვირ(ალ)ისეული კიდევ ერთი ნიშანი; 32. მე-5 საყვირ(ალ)ისეული ეტაპის დასასრული, ანუ „მეფე“ მოკვდა - გაუმარჯოს მეფეს!; 33. კოდი - „ხუთი თვე“, „აბჯარი“ და „წამება“; 34. კოდი - „გვირგვინოსანი“, „მეფე“ და „აპოლიონ“; 35. დასკვნის მაგიერ, ანუ - „153“, იგივე მე-6 საყვირ(ალ)ისეული ეტაპი დაიწყო; 36. მეექვსე საყვირ(ალ)იდან მე-7 საყვირამდე, ანუ დასასრულამდე; 37. 2006 წ. 1 მარტიდან ათვლილი დრო; 38. „ოქროს საკურთხეველი“ და „ევფრატი“, ანუ - მარხვა; 39. კოდი „აბჯარი“; 40. კოდი - „ორიონი“; 41. შვიდი თასის დასთხევის დასაწყისის ქვედა დროითი მიჯნა; 42. კოდი - „დამწიფდა ყურძენი“; 43. კოდი - „ვეება საწნახელი“; 44. კოდი - „ვიდრე ცხენთა აღვირამდე“; 45. კოდი - „ათას ექვსასი უტევანის მანძილზე“; 46. კოდი - „თასი“, ანუ „თ-ასი“; 47. მითოსური მინიშნებანი; 48. ცრუწინასწარმეტყველის მმართველობის ორი წელი, ანუ - 666; 49. 2005 წ. 23 ნოემბერი; 50. პირველი თასის ეტაპი; 51. მე-2 თასის ეტაპი დასრულდა;  52. მესამე თასისეული ეტაპი დასრულდა; 53. მეოთხე თასისეული ეტაპი დასრულდა; 54. კოდი - „მზე“; 55. კოდი - „დაიწვნენ კაცნი სასტიკი სიცხით“; 56. „სასტიკი სირცხვილით“ - პირველი; 57. „სასტიკი სირცხვილით“ - მეორე; 58. „სასტიკი სირცხვილით“ - მესამე; 59. „სასტიკი სირცხვილით“ - მეოთხე და მეხუთე; 60. „სასტიკი სირცხვილით“ - მეექვსე; 61. „სასტიკი სირცხვილით“ - მეშვიდე; 62. „სასტიკი სირცხვილით“ - მერვე; 63. კოდი - „ჰგმეს სახელი ღმრთისა“; 64. მეხუთე თასისეული ეტაპი დასრულდა; 65. ბიბლიური მე-6 თასის დასთხევის ეტაპის დასაწყისი - 2006. წ. 19 აპრილი; 66. მე-7 თასის დასთხევის დრო];

24. უფლის [16] ჟამი [18], ანუ - „და ვინჩის კოდი“ ამოხსნილია, თბ. 2006 წ. 24 მაისი [1. წინათქმა; 2. შუქ-ჩრდილები, ანუ „და ვინჩის კოდი“ ამოხსნილია; 3. ათეისტის ნაამბობის შეუსაბამობები: 1-2-3 მკრეხელობა; 4. უცოდინარობა, თუ ტყუილი?!: 1-8 ტყუილი; 5. „ვინის“ „გამოჩინების“ დრო; 6. ზოგადი მინიშნებანი; 7. რა გვეკარნახება „ზეციდან“; 8. როდისაა: „ოთხისა“ და „ოთხის“ ჯამი - შვიდი?!; 9. ჟაკ სონიერი იგივე ლიუ ტიბინგი და იგივე - ედუარდ შევარდნაძე, ანუ დროითი მინიშნებანი; 10. კოდი 10 და 15, ანუ მარტი და ნოემბერი; 11. კოდი „მოხუცი“, „მწითური“ და „წითელი“; 12. კოდი „მსოფლიოში ცნობილი“ – „ისტორიკოსი“; 13. კოდი - „მსხვერპლი“; 14. კოდი - „არაა უბრალო ადამიანი“, ანუ - „კოჭლი“; 15. კოდი - „ვარდი“, ანუ დასკვნა; 16. მეორე ოთხეულის მეორე წევრი - რემი ლებალუდეკი; 17. კოდი - „ორნი დარჩებიან“-ის ბიბლიური გამოძახილი;  18. რობერტ ლენგდონი - მიხეილ სააკაშვილის მხატვრული სახე, ანუ - „ვარდების რევოლუცია“; 19. კოდი - „ვარდების რევოლუცია“, „ვარდი“ და „ხუთი“; 20. ათეისტი - „სიმბოლოების პროფესორი“; 21. სოფი ნევე - ნინო ბურჯანაძის მხატვრული სახე; 22. ზოგადი დასკვნა; 23. კოდირებული ნიშნები საქართველოზე; 24. კოდი - „ქვაკუთხედი“ და „გრაალის თასი“, ანუ ვარდის ხაზის ქვეშ“ – „ზარდახშაში“; 25. „ქვაკუთხედი“; 26. „ზარდახშა“; 27. „გრაალის თასი“; 28. ვინ გახსნის საიდუმლოს?!; 29. კოდი - „საილასი“ - წინათქმა; 30. უცნობი, სახელად - „საილასი“; 31. მამის „მკვლელი“ „საილასი“; 32. კოდი - 12, ანუ - „ნაზარეთი“; 33. კოდი - „სარტყელი“ და „ათი წელი“; 34. კოდი - „იროდი“ და „ანდორი“; 35. საილასის ასაკი, ანუ „ორმოცდაათი წლისაც არა ხარ“; 36. ორი სახელდებითი მინიშნება - ნოე და მოსე; 37. საილასის მიერ „ოთხი მამაკაცისა“ და „ერთი მონაზონის“ მკვლელობის არსი; 38. უდანაშაულო - „საილასი“, ანუ - „ფერდში დაჭრილი“; 39. კოდი - „ძმარი“; 40. აღდგომის შემდეგ დასამარცხებელნი: ლიუ ტიბინგი, რობერტ ლენგდონი და სოფი ნევე; 41. და ბოლოს: რამოდენიმე კონკრეტული მინიშნება; 42. „ს-აი-ლასი“, ანუ „ლასკარი“; 43. კოდი „სან ლაზარე“; 44. კოდი - „შაბათი“ და „სამი სართული“, ანუ „უბრალოდ წრე“; 45. „ძაღლის წელი“ ანუ „და ვინჩის კოდი“-ს გახსნის დრო; 46. თხრობის დასასრული, კოდი - „ახალი მთვარე“];

25. ცოტაღა დარჩა დრო, თბ. 2006 წ. 21 ივნისი [ 1. „მანანანი“, ანუ - რაზე მოგვითხრობენ ისლანდიური საგები; 2. ზოგადი შტრიხები; 3. კოდი - „მანანანი“; 4. „მანანანი“, „ცხოვრების ხე“ და ივნისი; 5.არჩევნებში გამარჯვება; 6. „მანანანი“-ს მეუღლე];

26. წაიკითხეთ და... გაფრთხილდით, თბ. 2006 წ. 1-22 ივლისი [1. არმაგედონი გვიახლოვდება, ანუ - დიდი შეტაკების წინ სათქმელი; 2. გოგი და მაგოგი, ანუ - იაფეთის შტო; 3. „მა-გოგი“, „გეორგია“, ანუ „გიორგაძე“; 4. „ი-გორ“, ანუ ჩრდილოეთის მთებიდან მომავალი; 5. საქართველოს გარეთ, ანუ ჩრდილოეთში მყოფი; 6. „ძველი დროიდან“ მომზადებული; 7. „უკანასკნელ დროს“ გამოჩენილი: „...შენი ურიცხვი ხალხი“; 8. და აი „გამოჩნდა“; 9. ერთმანეთთან დაპირისპირებულნი; 10. „მხსნელის“ არსის გახსნამდე სათქმელი, ანუ ისლამი; 11. ირანი, ანუ - ყურანისეული მინიშნებანი; 12. „გოგი და მაგოგი“, იგივე „იაჯუჯი და მაჯუჯი“: კავკასიონი და როკის გვირაბი; 13. „დიდი ყურები“, ანუ „უშიშროება“; 14. როდის აიშვებს ამირანი; 15. ადგილისმიერი მინიშნება; 16. „თავად ღმერთი იბრძოლებს“, ანუ გაცხადებისწინა ნიშანი; 17. „...მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ“: ბიბლიის, ანუ ღვთის სიტყვის დავალება; 18. „გოგ მაგოგელის“ გასაგონად სათქმელი, ანუ - ჩრდილოეთიდან მომავალს - უკანასკნელ დღეებში; 19. 2006 წ. 24 მაისის პრესკონფერენციიდან ათვლილი დრო; 20. „დიდი შეზანზარება“; 21. „და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ“; 22. წინ - არმაგედონია];

27. შიომღვიმის უნიკალური ბარელიეფი, ანუ ქვაზე დაწერილი სახე-ლი, თბ. 2006 წ. 26 ივლისი [1. სამებასთან მჯდომარე ძე; 2. საკურთხევლის პირველი ფილა; 3. ჯერ თავად სახელდებაზე; 4. ყველასაგან გამორჩეული ხატწერის ნიმუში; 5. ვის შეუძლია სამების წინ დაჯდომა?!; 6. ვინ ზის სამების წინ?!; 7. მარცხენა ანგელოზის ფიგურის მოძრაობა, ანუ სად არის აბრაამი?! 8. ყოვლადწმიდა სამების წინ მჯდომი ძე კაცისა: წერტილი წრეში, ანუ - „...წყნარად წაიარე კითხვა“; 9. „თექვსმეტი“ წრეში ჩასმული წერტილი, ანუ - უფალო!; 10. „მრგვალი პური“; 11. სხუათაგან გამორჩეული, ანუ - „იესუ ქრისტე“; 12. მუხის ორი ხე და „სკამის ორი ფეხი“; 13. კიდევ ერთხელ წრეში ჩასმულ წერტილებზე; 14. ასო-ნიშანთა რიცხობრივი კოდი; 15. 3/4-ით შებრუნებული; 16. დასკვნის მაგიერ; 17. კოდი - „შუა დღე“ და „კარავი“, ანუ სათქმელისეული დრო; 18. დანართი];

 28. პეტრე მოციქულს ბრალდება უნდა მოეხსნას, თბ. 2006 წ. 23 აგვისტო [1. არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის იესუ ქრისტე; 2. მაცხოვარი გაცემულია; 3. რას ნიშნავს - „მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე“?!; 4. ცრუმოწმის ძებნა; 5. კოდი - „არ ვიცნობ იმ კაცს“];

29. ციფრებით გამჟღავნებული საიდუმლო, ანუ ვინ არის მეოთხე?! - კაცი ზღვიდან ამომავალი, თბ. 2006 წ. 25 ოქტომბერი; [1. „მშრალი ციფრების“ კომენტარი; 2. მე-10 წელს სათქმელი - 4 და 7, ანუ - 28; 3. კიდევ ერთხელ კოდი „4“-ის შესახებ: 3+1=4, ანუ „ივლისი“ და „ცხვარი“; 4. „წილი“, ანუ „პი“-ს საიდუმლო; 5. „4“ და „7“, ანუ მზე-მთვარე; 6. კოდი - „შვიდი“; 8. სრულყოფილი რიცხვი - „28“;  9. კოდი - „ოც[ი]დარვის“ მინიშნებანი; 10. ბოლო ჟამის მმართველები, და - მეოთხე; 11. კოდირებული შობისმიერი წლები; 12. კოდირებული - „პერიოდი 285714“; 13. კოდი „28“, ბოლო ჟამის დადგომაზეც მიგვანიშნებს];

30.  ამპარტავნების მსხვერპლი, ანუ რაც არ გერგება არ შეგერგება, თბ. 2006 წ. 13 დეკემბერი [1. იუდა ისკარიოტელი, ანუ - საიდუმლი, რომელიც თავის დროზე უნდა გაცხადდეს; 2. ჯერ იმაზე - რაც ვიცით; 3. რაზე მიგვანიშნებს კოდი - „სახარება“; 4. რაზე მიგვანიშნებს კოდი - „მათე“, „მარკოზი“, „ლუკა“ და „იოანე“; 5. რაზე მიგვანიშნებს სახარებათა რიცხვი - „ოთხი“; 6. „ბიბლიაში“ დამალული საიდუმლო; 7. ოთხ სახარებაში დამალული საიდუმლო; 8. ზოგადად კოდი - „იუდა“-ს შესახებ; 9. იაკობის ვაჟი - იუდა, ანუ - „მეოთხე“; 10. ციფრობრივი მინიშნება - 10; 11. „ძველთაგანვე დაწყებული „ქიშპი“; 12. კოდი - „იესო [იესუ]“; 13. კოდი - „ქვეყნის მთავარი“; 14. კაენი - ანტიქრისტე, ანუ ძმისმკვლელი, და იუდა - ლამექი, ანუ ორცოლიანი; 15. ასაკით უფროსი; 16. რომელი შტოს „შვილებია“ კაენი და ლამექის რეინკარნირებული გვამები - წარღვნის შემდგომ ეპოქაში; 17. იუდა ისკარიოტელის არსის გახსნის დროითი მინიშნებანი: კოდი - „შვიდისა“ და „სამოცდაჩვიდმეტის“ შემდგომ...; 18. კიდევ ერთხელ „15“-ზე; 19. კოდი „ირანი - ურანი და ამერიკა“; 20. კოდი „იუდა“ = „37“, ანუ - 2006 წ.; 21. კოდი „სალარო“, ანუ - 2006 წ.; 22. კოდი „94“ და „49“-ის კავშირი 2006 წელთან, ანუ - „ეამბორა“ = 57; 23. კიდევ ერთხელ „49“, ანუ ხარის წელი; 24. კოდი „ს. ი.“ – „ოცი და ათი“ და „იუდა“, ანუ - ი.ს.; 25. კოდი „17“ და „აგარაკი“; 26. კიდევ ერთხელ „17“-ზე, ანუ „პ-ური“; 27. კოდი - „ლუკმა“; 28. „იუდას სახარების“ გამოქვეყნებისმიერი დროითი მინიშნება; 29. დასკვნა, ანუ „ლასკარი“; 30. „არ ქაჯნია კაცნიაო“, ანუ - „ეშმაკს შეუშვებს დასამკვიდრებლად“; 31. ამპარტავნებით აღვსილი, ანუ ეშმაკის წინ დაჩოქილი იუდა ისკარიოტელი; 32. ბიბლიისეული მინიშნებანი; 33. წინასწარგანჭვრეტილი და არა წინასწარგანსაზღვრული; 34. წინასწარ განმჭვრეტი მაცხოვარი; 35. წინასწარჭვრეტა - მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება; 36. ამპარტავნება - ზოგიერთთა თავისუფლებისმიერი არჩევანის შედეგი; 37. „...მე ვილოცე შენთვის“; 38. გაფრთხილება „გაცემის“ თაობაზე; 39. იუდას „გადარჩენის შანსი“; 40. ამპარტავნებით შეპყრობილი - „მტერი“; 41. ‘პირველობის“ მსურველზე მითითება; 42.  როდის გასცა იუდა ისკარიოტელმა უფალი იესუ ქრისტე; 43. გაცემის ჭეშმარიტი მიზეზი; 44. „გაცემა“ უკვე მომხდარია; 45. ბოლო „წვეთი“ [„ლუკმა“], ანუ „შევიდა მასში სატანა“; 46. „თორმეტ ტახტზე“ მსხდომნი; 47. „ერთი თორმეტთაგანის“ შემცვლელი; 48. რას გვამცნობს - „ლუკა 22,30“; 49. „საბოლოო“ შეგონება, ანუ „გეთსემანე“; 50. „ამარიდე ეს სასმისი“; 51. რატომ „წაიქცა“ მაცხოვარი?!; 52. „უკუიქცნენ და მიწაზე დაემხნენ“; 53. კოდი: „გ-იხაროდე-ს“; 54. „მოყვასო, რისთვის მოსულხარ?“; 55. რატომ ჩამოიხრჩო თავი იუდამ?!; 56. „ქიშპის“ ორი ეტაპი - დასრულდა, ანუ „დედის“ შერთვიდან - „აგარაკამდე“; 57. „მამაო მიუტევე“; 58. იუდა ისკარიოტელის ზოგადი „სურათი“, ანუ „შტრიხები“ ბოლო ჟამის პორტრეტისათვის; 59. „დანის ტომიდან“; 60. დაბადების ადგილი; 61. უფროსი ვაჟი; 62. მამის სახელი; 63. კოდი „სალარო“; 64. კოდი „ქვა“; 65. „მშვენიერი შესახედაობის - თანამდებობის პირი“; 66. რამოდენიმე შტრიხი პორტრეტისათვის: 67. კოდი - „ორი ცოლი და ორი ვაჟი“; 68. „იძულებით მორჩილება“ – „ქიშპობა“; 69. კოდი - „აგარაკი“; 70. და ბოლოს - „აღსრულდა“];

31. „10, ანუ უფლის ტახტი გამზადებულია“, თბ. 2007 წ. 4 იანვარი [1. პირველი ნაწილი - წინარე ისტორია; 2. მეორე ნაწილი - ღვთისა და ერის წინაშე; 3. ხუთი დანართი];

32. ქრისტიანული სამყაროსადმი განკუთვნილი სახარებისეული გაკვეთილები, თბ. 2007 წ. 7 თებერვალი [მეორე ნაწილი: 1. სახარებისეული გაკვეთილი პირველი: შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია; 2. სახარებისეული გაკვეთილი მეორე: სახარება ყველაზე უმთავრესია; 3. სახარებისეული გაკვეთილი მესამე: პეტრე მოციქულის გამორჩეული როლი; 4. სახარებისეული გაკვეთილი მეოთხე: უფლისმიერი 75 მიმართება; 5. სახარებისეული გაკვეთილი მეხუთე: უფლისმიერი აკრძალვა; 6. სახარებისეული გაკვეთილი მეექვსე: მოწაფეების გაფანტვაზე; 7. სახარებისეული გაკვეთილი მეშვიდე: „იტყვი, რომ არ მიცნობ მე“; 8. სახარებისეული გაკვეთილი მერვე: არა შიშისა გამო; 9. სახარებისეული გაკვეთილი მეცხრე: შეპყრობის გადაწყვეტილება; 10. სახარებისეული გაკვეთილი მეათე: პეტრე მოციქულის თვალწინ მიმდინარე ცრუმოწმის ძიება; 11. სახარებისეული გაკვეთილი მეთერთმეტე: ჭეშმარიტი მოწმის ძიება; 12. სახარებისეული გაკვეთილი მეთორმეტე: მაცხოვრის თვალწინ მიმდინარე პროცესი; 13. სახარებისეული გაკვეთილი მეცამეტე: პეტრე მოციქულის ბოლო ცდა; 14. სახარებისეული გაკვეთილი მეთოთხმეტე: იძულებითი ტყუილი; 15. სახარებისეული გაკვეთილი მეთხუთმეტე: ერთადერთი სწორი არჩევანი;  16. სახარებისეული გაკვეთილი მეთექვსმეტე: ხელდასხმა, ანუ მწყემსმთავრად დადგინება; 17. დასკვნა, ანუ - „ვისაც ყური აქვს ისმინოს“;

მესამე ნაწილი: „არა ცილი სწამო“, ანუ ე.წ. „განხილვა“-ს რამოდენიმე კომენტარი (16 კომენტარი)];

33. პირველი და მეორე შობაი, ანუ დედა და ძიძა, თბ. 2007 წ. 28 მარტი [1. წინა თქმა, ანუ - 49-ე ჟამში სათქმელი; 2. სულის გარდამოსვლისა გამო; 3. ღმერთი - სულია, უფალი - სულია; 4. პირველი და მეორე შობაი, ანუ...; 5. სახარებისეული „საბუთები“; 6. რას გვკარნახობს „ქართლის ცხოვრება“?!; 7. „ქართლის ცხოვრების“ საიდუმლო სიმბოლო-მინიშნებანი; 8. „იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისა და ძმა კლეოპასი“; 9. ორი დედა, ანუ - კვართი, ღვთისმშობელი და წმ. ნინო; 10. წილხვედრილობა პირველი, ანუ - კვართი; 11. წილხვედრილობა მეორე, ანუ - ღვთისმშობელი; 12. წილხვედრილობა მესამე, ანუ - წმიდა ნინო; 13. მითოლოგიური საბუთები; 14. რუსთაველისეული მინიშნება - ასმათი; 15. რაზე გვანიშნებს კოდი - „და“ და „40“;  16. კოდი „და“-ს ორი მხარე; 17. კოდი - „ზღვა“, „საუნჯე“ და ასაკისმიერი სხვაობა; 18. რამოდენიმე დროითი მინიშნება];

34. ზვიადი გზა მთაწმინდაზე დასრულდა, წინ ქრისტეს გზაა, თბ. 2007 წ. 18 აპრილი [1. კოდი - „68“; 2. „...ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“; 3. „ზვიადის გზა“ მთაწმინდაზე „დამთავრდა“: მინიშნება პირველი - „ფსალმუნი 83“, ანუ - „წყარო“; 4. მინიშნება მეორე - „შვიდი თვის ბოლოს“; 5. მინიშნება მესამე - „ჭიაკოკონობიდან“ „ეკის“ დაყვირებამდე; 6. მინიშნება მეოთხე - „ნიბელუნგები“, ანუ - ოთხი წელი; 7. მითოსური სამყაროს ნიშნები; 8. მინიშნება მეხუთე - „დიდხანს არ მოუხდა მეფობა“; 9. მინიშნება მეხუთე - „დიდხანს არ მოუხდა მეფობა“; 10. მინიშნება მეექვსე - ორი მეუღლე, სამი შვილი; 11. მინიშნება მეშვიდე - „ხუთკუთხოვანი გალავანი“, ანუ - ხუთი გადასვენება; 12. მინიშნება მერვე - ძმების დაპირისპირება; 13. მინიშნება მეცხრე - დნმ-ის აღება; 14. მინიშნება მეათე - კოდი „69“ და „48“; 15. მინიშნება მეთერთმეტე - ლაზარეს აღდგინების შაბათი; 16. მინიშნება მეთორმეტე - „ბზობა“ და „მამა დავითი“; 17. მინიშნება მეცამეტე - ძაღლისა და ღორის წელთა ერთება; 18. მინიშნება მეთოთხმეტე - 10-ისა და 13-ის შემდეგ, ანუ - დიდი ცვლილებების დაწყების მიჯნა; 19. დასკვნის მაგიერ, ანუ - წინ ქრისტეს გზაა];

35. სასუფევლის კარიბჭესთან - ვერც მამა იცნეს და ვერც მე, თბ. 2007 წ. 16 ივნისი [1. შეგონება - პირველი: „ჭეშმარიტი დოგმატების ცხოველმყოფელი ძალა და ცრუ დოგმატების მომაკვდინებელი ძალა“; 2. შეგონება - მეორე: საღმრთო გამოცხადებიდან აღებული დოგმატი; 3. შეგონება - მესამე: არის სული ჭეშმარიტი, და არის „სიცრუის სული“; 4. შეგონება - მეოთხე: ფრთხილად, სულიწმიდა არ დაგმოთ; 5. თხოვნა - შეგონება; 5. და ბოლოს; 6. ბოლო ჟამის მიერ გაცხადებული მამის სახელი; 7. შეხსენება პირველი - ბოლო ჟამია; 8. შეხსენება მეორე - ედ. შევარდნაძე არის ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი; 9. შეხსენება მესამე - მ. სააკაშვილი არის ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველი; 10. შეხსენება მეოთხე - ერთია ღმერთი და ერთია უფალი; 11. შეხსენება მეხუთე - ძე შობილი და ძე ქმნილი; 12. შეხსენება მეექვსე - სულიწმიდის გამოსვლის საიდუმლო; 13. შეხსენება მეშვიდე - ზვიად გამსახურდია იყო ძე შობისმიერი არსის მატარებელი პიროვნება; 14. შეხსენება მერვე - შობით მოსული ძე კაცისა; 15. შეხსენება მეცხრე - „წმიდა იყოს სახელი შენი“; 16. შეხსენება მეათე - ბოლო ჟამში გაცხადებული მამის სახელი; 17. „...აჰა, მსაჯული კარის წინაშე დგას“; 18. „...მეტის მქონეს - მეტი მოეკითხება“; 19. „პეტრეს გზის“ არსი, ანუ - სასუფევლის კარიბჭესთან; 20. „ვერც მამა იცნეს და ვერც მე“, ანუ - თავს ნუ მოვიტყვილებთ].

 

ეს ბროშურა გახლდათ, ჩვენს მიერ საქართველოს საპატრიარქოში წარდგენილი მასალების შემცველი ბოლო კრებული.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ- ეპისკოპოსის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის სახელზე: 1997 წ., და 2004 – 2007  წლებში გაკეთებული მიმართვებიდან, ბოლო - 33-ე მიმართვაში [2007 წ. 31 მაისი] კერძოდ ვწერდით:

„თქვენო უწმიდესობავ!

2004 წლიდან დაწყებული ჩვენი საქმიანი „ურთიერთობა“, თქვენი გადაწყვეტილებით თავის დასასრულს მიუახლოვდა. ამიტომ, ვიდრე დაგემშვიდობებით, რამოდენიმე წინასწართქმული გვინდა შეგახსენოთ:

- „...ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეთხოვება: [ლუკა 12, 45];

- „...ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს ამაღლდება“ [ლუკა 18,14];

- „...ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება“ [მარკ. 16,16];

- „აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ, თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას, და კარს გამიღებს, შევალ მისას და მასთან ვჭამ პურს, ხოლო ის - ჩემთან“ [გამოცხ. 3,20];

- „ამბობს, ვინც მოწმობს ამას: ჰო, მოვალ მალე! ამენ!“ [გამოცხ. 22,20];    

- „და მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს ძალითა და დიდებით მოსილს“ [ლუკა 21,27];

- „...გადაიშალა სხვა წიგნი, რომელიც არის სიცოცხლისა, და... საქმეთაებრ მისისა განისაჯა ყოველი... და ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყო ჩაწერილი, ჩავარდა ცეცხლის ტბაში“ [გამოცხ. 20,12-13; 15].

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე სეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება უკუნისამდე. ამენ!“.

დასასრულს დავსძენთ, რომ ჩვენს მიერ მომზადებულ საქართველოს საპატრიარქოსადმი გაგზავნილი მასალების შემცელ 35 კრებულში, მთლიანობაში - 620 საკითხია გადმოცემული.

 

ბ) 2007 – 2011 წლებში მომზადებულ მასალათა შინა-არსი

ამ ქვეთავში წარმოგიდგენთ ლასკარის ღია სხდომებზე განხილულ და ჩვენი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალების ბაზაზე მომზადებულ კრებულებს [მათი შინაარსითურთ]. საერთო რიგითობის დაცვით მათი ჩამონათვალი ასეთია:

1[36]. ძე კაცისა და... ბოლო ჟამის შესაკრებელი ლასკარი, თბ. 2007 წ. 7 ივლისი (07.07.07) [1. „მღვდელმთავრები იყვნენ ანა და კაიაფა“; 2. „მამისა“ და „ძის“ შესაცნობი ნიშნების ზოგადი ქრონოლოგია; 3. „მამისეული“ არსის მქონე პიროვნების შესაცნობ ნიშანთა მოკლე ჩამონათვალი; 4. „ძისეული“ ნიშნების მატარებელი ზოგად-კონკრეტული არსის მქონე ჯგუფის შესაცნობი ნიშნების მოკლე ჩამონათვალი; 5. ბოლო ჟამის შესაკრებელი, ანუ ძე კაცისას არსის მისტერიულად მატარებელი - „ლასკარი“; 6. „მე ვარ ანი და ჰაე“, ანუ...];

2[37]. უფალი მოდის! - გამოცხადებული დასასრულის ქრონიკები, თბ. 2007 წ. 1 აგვისტო [1. ჟამის დასასრულამდე დარჩა; 2. ორი მხეცი, მეთორმეტე მეფე და ცრუწინასწარმეტყველი, ანუ დასასრულისათვის სათქმელი; 3. „ზღვიდან ამომავალი“ „ათრქიანი“ – „მხეცი, რომელიც ვიხილე, ჯიქსა ჰგავდა“; 4. „მხეცი ზღვიდან ამომავალი“; 5. კოდი - „ჯიქსა ჰგავდა“; 6. კოდი - „ფეხნი მისნი, როგორც დათვის ფეხნი“; 7. კოდი „ათრქიანი და შვიდთავიანი“; 8. „მიწიდან ამომავალი“ – „ორ რქიანი მხეცი“: კოდი - „მიწიდან ამომავალი“; 9. დროითი ნიშანი - „70 წელი“; 10. კიდევ ერთი დროითი ნიშანი; 11. „პირველი მხეცის“ – „მემკვიდრე“, - „სხვა მხეცი“; 12. კოდი - „ორი რქის“ პირვანდელი და საბოლოო სახეები; 13. დასკვნის მაგიერ; 14. ძველი აღთქმა, ანუ კიდევ ერთხელ - „თორმეტ მეფეზე“; 15. კოდირებული - „არწივის“ „სამი თავის“ დროითი არსი; 16. ერთი თავი „გაუჩინარდა“, ანუ - „დარჩა ორი თავი“; 17. ვადის გაგრძელებიდან - ვადის გაგრძელებამდე; 18. კოდი - „ცრუწინასწარმეტყველი“; 19. კოდი - „არცარეთი“, 20. 2008 წ. - დიდი ცვლილებების დროითი მიჯნა; 21. მე-12 მეფის დროის დასასრული; 22. კოდირებული - „სამთავიანი“-ს მოქმედებითი დროის დასასრული; 23. კოდი - „ორმოცდაათისაც არა ხარ“; 24. კოდი - „ბუში“; 25. კოდი - „დასასრული გამოცხადებულია“];

3[38]. მამის მარჯვნივ მჯდომარე ძე, ანუ უფალი იესუ ქრისტე, თბ. 2007 წ. 12 სექტემბერი [1. უფალი, ანუ - მეექვსე დღის საიდუმლო; 2. ცნება - ღმერთი; 3. ცნება - უფალი; 4. მამა და ძე; 5. „დასაბამის“ - დასაწყისი, ანუ - დღე იგი მეექვსე; 6. როდის შეიქმნა - „კაცი“?!; 7. ბოლოს ქმნილი კაცი - „წილმქონე“ და „თანამზრახველი“: მითოსური - „კაცი“; 8. გრიგოლ ნოსელისეული „კარნახი“; 9. უხილავი ღმერთის არსში მიმდინარე „თათბირი“; 10. რატომ შეიქმნა კაცი - ქმნადობის ბოლოს?!; 11. მამა ღმერთის „ხატი და მსგავსი“ - ძე ღმერთი; 12. ღმერთის ძე - უფალი; 13. უფალი - სრული ღმერთი; 14. დაპირისპირებული ნაანგელოზარი; 15. მამის ნების შემსრულებელი; 16. კიდევ ერთხელ რანგირებისა გამო];

4[39]. ზეციური დედოფალი, ანუ უფალა, თბ. 2007 წ. 17 ოქტომბერი [1. უფალა და ევა, ანუ კიდევ ერთხელ მეექვსე დღეზე; 2. სულიწმიდა - სიცოცხლის მომნიჭებელი; 3. „ყოველი ცოცხალის დედა“ - ევა; 4. დასაბამისმიერი ქიშპის ანარეკლი; 5. „მამისაგან შობილი“; 6. ცოდვის შედეგი - სიკვდილი; 7. მითოსური კარნახი; 8. ადამიდან - აბრაამამდე; 8. მითოსური მინიშნებანი; 9. კიდევ ერთხელ კოდი - „ექვსისა“ და „ვინ“-ის შესახებ; 10. წელიწადის „არათანაბრობა“; 11. „სასწორის“ უსწორობა; 12. მარიამისაგან შობილება; 13. დასკვნის მაგიერ];

5[40]. განკითხვის დღის ეტაპები, თბ. 2007 წ. 28 ნოემბერი [1. ზოგადად - უფალსა და უფალაზე; 2. „განკითხვისეული“ პრველი ეტაპი, ანუ - „პირველად ქრისტე“; 3. განკითხვის „მცირე“ და „დიდი“ ეტაპები; 4. უფალა, ანუ „მცირე“ განკითხვის პირველი ეტაპი; 5. „სიტყვანი ღმრთისა“, ანუ „მცირე განკითხვის“ მეორე ეტაპის არსი; 6. თორმეტი მოწაფეთაგანი, ანუ - თერთმეტი; 7. მეთორმეტედ შერაცხული; 8. კოდი - „უმცირესი“-ს არსი, ანუ - მეცამეტე; 9. თორმეტ ტახტზე მჯდომი - „უფალი და უფალა“; 10. თორმეტი „უფალის“ არსი; 11. თორმეტი „უფალას“ არსი; 12. „თორმეტი ტახტის“ ოცდაოთხი უხუცესი, ანუ - „ოცდაოთხი ტახტის“ მფლობელთა სახელდებანი; 13. „მცირე“ და „დიდი“ განკითხვის არსი; 14. დასკვნა, ანუ - საბოლოო კონტურები; 15. ხატწერითი მინიშნებანი: ხატი ყოვლადწმიდა სამებისა; 16. ღმერთი და უფალი, ანუ ხატი - სამებისა, და მამის მარჯვნივ მჯდომარე - ძისა; 17. „მცირე განკითხვის“ პირველი განსჯისეული ეტაპის „შედეგი“ - უფალა; 18. „მცირე განკითხვის“ მეორე განსჯისეული ეტაპის „შედეგი“ -თანაგანმსჯელნი; 19. „მცირე განკითხვის“ მესამე განსჯისეული ეტაპის „შედეგი“ - სიტყვანი ღმრთისა];

6[41]. „ლასკარის“ დროითი მინიშნებანი, თბ. 2008 წ. 8 იანვარი [1. ბოლო ჟამის მთავარი შესაკრებელი „ლასკარი“; 2. „ლასკარი“-ს თაობაზე; 3. კოდი - „ლასკარი“: „ლას“-ი, ანუ შობისწინა 153-ე დღე; 4. „ვერძი“ და „ლასი“; 5. მე-12 „ლას“-ი; 6. კოდი - „წელიწადნახევარი“; 7. სიმონ კვირინელი, ანუ - „ლასკარი“; 8. „არს მითამცა ავთანდილი“; 9. კოდი „სიმონი“, ანუ - ქრისტეს ჯვრისმტვირთველი; 10. პეტრე - ქრისტეს სუდარის მქონებელი; 11. პეტრე - ქრისტეს სხეულის „ეკლესია“; 12. კოდი - „გასაღები“; 13. კოდი - „მძინარე პეტრე“; 14. დასკვნის მაგიერ; 15. პეტრე - ადამი; 16. იგავური დროის მინიშნების არსი; 17. კოდი - „შობისწინა დღე“; 18. კოდი - „ქრისტეშობის დღე“; 19. მესამე და მეოთხე - „ლასკრობა“; 20. კოდირებული - მეხუთე „ლასკრობა“; 21. მთავარანგელოზის ეკლესია; 22. კოდი „ლამარიას ნიში“, ანუ „აღდგომის მერვე დღე“; 23. კოდი - „ქვიშობი““ და „ულიში“; 24. კოდი - „კლდე“; 25. კოდირებული „მერვე“, ანუ - 60 დღე; 26. კოდი - „ხუთშაბათი“; 27. დასკვნის მაგიერ];

7.[42]. ინდური მითოსი, თბ. 2008 წ. 9 მაისი [1. ინდური მითოსის ბოლო ჟამისმიერი მინიშნებანი; 2. ზოგადი მიმოხილვა; 3. „ტრიმურტი“, ანუ - სამება; 4. ღმერთის პირველი და მეორე მოსვლის ნიშნები; 5. უფალისა და უფალას სახებათა ანარეკლი; 6. კოდი - „კრიშნა“, ანუ - „კრშნა“; 7. მე-6 დღისეული ნიშანი; 8. კოდი: 3+1=4-ის ანარეკლი; 9. ღმერთად პირველად მოსვლისეული ნიშნები; 10. კოდი - „ბაგაში“ შობილი; 11. იუდას ტომის მინიშნება; 12. ვარსკვლავისმიერი ნიშანი; 13. მწყემსების თაყვანისცემა; 14. ჰეროდეს პროტოტიპი - კამსა; 15. ჩასახვის მისტერია; 16. დევაკი - მარიამი; 17. „გაქცევა“ და „ბავშვების დახოცვა“; 18. კოდი - „ათი“; 19. ღმერთად მეორედ მოსვლისეული ნიშნები; 20. მწყემსობიდან - პოლიტიკოსობამდე; 21. კოდი - „მთვარე და მზე“; 22. კოდი - „სავსე მთვარე“, ანუ - „უფალო“; 23. კოდი - „18“; 24. მეათე „ჩამოსვლა“, ანუ - გაცხადება; 25.  ინდური მითოლოგიის მიერ ნაკარნახევი შობისეული მიჯნის დროითი ნიშნები; 26. შობა-გაცხადებისეული ნიშნები; 27. რამა და კრშნა, ანუ 7 და 8; 28. კოდირებული - „რვა“; 29. „იუგა“, ანუ 50-ის ბოლო „დღე“; 30. კოდი - „პუტანას მოკვლა“];

8[43]. ყურანი, ანუ არაბული მითოსი, თბ. 2008 წ. 14 მაისი [1. „ყურანი“, ანუ ბოლო ჟამის გასრულებისეული მინიშნებანი; 2. კოდი - „ყურანი“; 3. საუბრის დასაწყისამდე, ანუ...; 4. კოდი - „იკრა’!“, „ანა ლასთუ კარი’ ან“ და „96“; 5. კოდი - „იკრა’!“; 6. კოდი - „ანა ლასთუ კარი’ ან“, ანუ „ლასკარი“; 7. კოდი - „96“; 8. ზოგადი საკითხები; 9. მუჰამადი; 10. ყურანი; 11. კოდი - „ისლამი“; 12. ალეგორიული - „დამმოწმებელი“; 13. კოდი „ქარიმა“ და „ზიქრ“; 14. შეუმცდარი არავინაა; 15. ყურანის სახარებისეული პარალელები; 16. მარიამის უბიწობა; 17. ბოლო ჟამის გასაგონი დასტური - მინიშნებანი; 18. დროითი ნიშანი - „ანტიქრისტე“, „40 + 40“ და „მუსიკის ხმა“; 19. კოდი - „დედოწიგნი“ და „აია“; 20. „შაბათი“ დღის არსი; 21. კოდი - „ჩიტი“, ანუ „იყო შაბათი“; 22. კოდი - „მალაქ“; 23. კარი - აღმოსავლეთით; 24. ღორის ხორცისა და ღვინის აკრძალვა; 25. ადამისა და ევას ღვთიური სამოსელი; 26. კოდი „6“, „9“ და „68“; 27. კოდი - „ალაჰი“; 28. ღმერთი = უფალი = ალაჰი; 29. კოდი „99 სახელი“; 30. კოდი - „ჩვენი უფალი ალაჰიაო“; 31. ყურანში იესუ ქრისტეზე დაცული მინიშნებანი: დღე მე-6, ანუ „პარასკევი“; 32. რას გვიმოწმებს ყურანი; 33. ყველასგან გამორჩეული - „ისა“; 34. ჩასახვა; 35. თავიდანვე ორბუნოვანი; 36. თხრობის გაგრძელებამდე, ანუ - ჯვარზე სიკვდილი; 37. „’ისას იგავი“ – „იგავი ადამისა’; 38. „დაჯდა მამის მარჯვნივ“; 39. „დაიმორჩილა მზე და მთვარე“; 40. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა; 41. ვიდრე ვიტყოდეთ - დასრულდა; 42. 113-ე სურა; 43. პირველი სურა; 44. „96“ – „10“, ანუ 86-ე სურა];

9[44]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 1, თბ. 2008 წ. [თავი პირველი:“ქართლის ცხოვრება“ და ბიბლია, ანუ ლეონტი მროველის ერთი კონცეფციის გამო 1. შესავალი; 2. ლეონტი მროველი - ბიბლიურად მოაზროვნე ქართველი ისტორიკოსი; 3. მკვეთრად გამოყოფილი - „მეორე“ შვილი; 4. პირველი ბიბლიური მინიშნება: კაენი, აბელი, შეთი; 5. მეორე ბიბლიური მინიშნება: ნოეს ვაჟები - სემი, იაფეტი, ქამი; 6. მესამე ბიბლიური მინიშნება: თერახის ვაჟები - ჰარანი, აბრამი, ნახორი; 7. მეოთხე ბიბლიური მინიშნება: აბრაამის ვაჟები - ისმაელი და ისაკი; 8. მეხუთე ბიბლიური მინიშნება: ისაკის ვაჟები - ესავი და იაკობი; 9. მეექვსე ბიბლიური მინიშნება: იოსების ვაჟები - მენაშე და ეფრემი; 10. მეშვიდე ბიბლიური მინიშნება: მოსე; 11. დასკვნა№1; 12. იავანისა და იუდას ბიბლიური პარალელები; 13. ბიბლიური იავანის გამორჩეული როლი; 14. გომერის ძე თოგორმა, და თარშიშის ძე თარგამოსი;  15. ბიბლიური მინიშნება „ზღვისპირა ხალხები“; 16. ჰაოსი და ქართლოსი, ანუ მონოფიზიტები და დიოფიზიტები; 17. დასკვნა №2;

თავი მეორე: თარგამოსიანთა მოსვლა კავკასიაში - 1. წარღვნამდელი და წარღვნისსემდგომი კაცობრიობის გენეალოგიური შტო; 2. ბიბლიის ებრაული და ბერძნული თარგმანები; 3. წარღვნის დამთავრებიდან - ბაბილონის გოდოლამდე; 4. არარატის მიდამოებში ყოფნის დრო; 5. „შინყარის ველზე“ დამკვიდრება; 6. ბაბილონის გოდოლის დანგრევა, ანუ - გაფანტვა; 7. დასკვნა №3; 8. ერების გაფანტვა, ანუ - თარგამოსის მოსვლა კავკასიაში; 9. ნებროთი ანუ „ქართლის ცხოვრების“ მინიშნება; 10. გოდოლის დანგრევიდან - კავკასიაში მოსვლამდე; 11. კიდევ უფრო დაკონკრეტებისათვის; 12. დასკვნა №4;

თავი მესამე: „ქართლის ცხოვრება“ და „სომეხთა ისტორია“, ანუ ლეონტი მროველი და მოვსეს ხორენეცი - 1. გენეალოგიური ხაზი; 2. სახელი „თარგამოს“; 3. დასკვნა №5; 4. ბაბილონიდან კავკასიაში; 5. ჰაიკი და ჰაოსი; 6. ნებროთთან (ბელთან) მებრძოლი ჰაიკი (ჰაოსი); 7. დასკვნა №6;

თავი მეოთხე: „და ესე ენაი მძინარე არს“ – 1. გოდოლის დანგრევამდე და მის შემდეგ; 2. არარატის მიდამოებში მოსვლის „მიზანი“ და თანამიმდევრობა; 3. „ჰაიკის“ მძლავრობა „ჰაოსზე“; 4. თავდაპირველი ენა, ანუ - „სამოცდაათთაგანი“; 5. „ჰაი“-სა და „ქართი“-ს ენა; 6. „ყოველთა ნათესავთაგანი“, და - „შეიქმნა“; 7.  და კიდევ; 8. ზოგადად რამოდენიმე საკითხისა გამო, ანუ დასკვნის მაგიერ];

10[45]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 2, თბ. 2008 წ. [თავი მეხუთე - 1. ბიბლიისა და „ქართლის ცხოვრების“ მისტერიული პარალელები; 2. უდიდესი ცვლილებების სიმბოლო - ათი; 3. „ქართლის ცხოვრება“ და ბიბლიური კოდირებული „ათი“: კოდირებული „ათის“ პირველი ჯგუფი; 4. კოდირებული „ათის“ მეორე ჯგუფი; 5. კოდირებული „ათის“ მესამე ჯგუფი; 6. თხრობის გაგრძელებამდე, ანუ - დასათაურების თაობაზე სათქმელი; 7. „ქართლის ცხოვრების“ მეფეთა ქრონოლოგია ფარნავაზიდან - გიორგი მეორემდე; 8. ფარნავაზიდან - ადერკი მეფემდე, ანუ კოდირებული „ათის“ მეოთხე ჯგუფი; 9. ე.წ. „ორმეფობის ხანა“, ანუ კოდირებული „ათის“ მეხუთე წყვილი; 10. ადამიდან მირიანამდე, ანუ კოდირებული „ათის“ მეექვსე ჯგუფი; 11.  მირიანიდან ვახტანგ გორგასლამდე, ანუ კოდირებული „ათის“ მეშვიდე ჯგუფი; 12. ვახტანგიდან სტეფანოზ მეორემდე, ანუ კოდირებული „ათის“ მერვე ჯგუფი;  13. სტეფანოზ მეორედან ბაგრატ მესამემდე, ანუ კოდირებული „ათის“ მეცხრე ჯგუფი; 14. კოდირებული „ათის“ ე.წ. ბოლო მეათე ჯგუფი];

11[46]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 3, თბ. 2008 წ. [თავი მეექვსე - 1. ბიბლია და „ქართლის ცხოვრების“ მისტერიული სტრუქტურა; 2. ქართველური ტომების მეფეთა სტრუქტურა; 3. ქართლოსიანნი; 4. ნებროთიანნი; 5. არშაკუნიანნი; 6. ხოსროიან სასანიდები; 7. ბაგრატიონები; 8. სემი, იაფეტი და ქამი, ანუ - ნებროთიანნი; 9. ნებროთიანთა სამკვიდრებელი; 10. რა ენაზე მეტყველებს ნებროთიანთა მოდგმა?!; 11. „ქართლის ცხოვრების“ პირველი მისტერიული მინიშნება, ანუ ქამის მოდგმა - ნებროთი; 12. ქართლის მეფეთა „მეორე სამეული“, ანუ „ნებროთის (ბელის)“ სიკვდილი; 13. ქართლის მეფეთა „მესამე სამეული“, ანუ არშაკუნიან - ნებროთიანნი; 14. ქართლის მეფეთა „მეოთხე სამეული“, ანუ ადერკი მეფე; 15. ორი პირობითი ჯგუფი: 16. ნებროთიან - არშაკუნიან - ხოსროიანნი, და 2. ბაგრატოანნი; 17. ქართლოსიან - ნებროთიან - ბაგრატოანნი, და...; 18. არსი „ფარნავაზი“-სა; 19. არსი „ქართლოსიანი“-სა; 20. თარგამოსიდან - ფარნავაზამდე, და ფარნავაზიდან - საურმაგამდე; 21. თარგამოსიდან ფარნავაზამდე; 22. საუბრის გაგრძელებამდე, ანუ ზოგი რამ „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკიდან; 23. ფარნავაზიდან - საურმაგამდე; 24. ნებროთიან - არშაკუნიან - ბაგრატოანნი; 25. მირვანის „დრო“, ანუ არშაკიდ - არშაკუნიანამდე; 26. არშაკიდ - არშაკუნიანის არსი; 27. „ხოსროიანის“ არსი, ანუ ადერკი და მირიანი; 28. დასკვნის მაგიერ; 29. საუბრის დასასრულამდე; 30. სამი „სახელმწიფოებრივი ხაზის“ ურთიერთპარალელები: ქართული „სახელმწიფოებრივი ხაზი“;31. სპარსეთის „სახელმწიფოებრივი“ ხაზი; სომხეთის „სახელმწიფოებრივი“ ხაზი; 32. „ქართლის ცხოვრების“ მეფეთა ქრონოლოგია: ფარნავაზიდან - გიორგი მეორემდე];

12[47]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 4, თბ.  2008 წ. [თავი მეშვიდე - ბაგრატიონთა სამეფო შტო, ანუ მისტერია და სინამდვილე: 1. ბაგრატიონების დინასტიის გამოჩენამდე, ანუ წინარეისტორია; 2. მცხეთიდან თბილისამდე; 3. მეფე მირიანის გაქრისტიანება, ანუ ერთღმერთიანობიდან - ერთღმერთიანობამდე; 4. თბილისის „პირველი“ ხსენება; 5, მეორე დედაქალაქი - თბილისი; 6. კიდევ ერთხელ - „ჭეშმარიტი რწმენისა გამო“; 7. ასურელი მამების ჩამოსვლის მიზანი; 8. „უმეფობის ხანის“ მისტერიული არსი; 9. პირველი ბაგრატიონები; 10. „მიზეზი“ ცვლილებისა; 11. ბაგრატიონთა დინასტიის გამოჩენიდან, ანუ გაერთიანებული საქართველო; 12. „თარგამოსისეული“ საზღვარი; 13. „ფარნავაზიანთა“ საზღვარი; 14. „არჩილისეული“ საზღვარი; 14. ეგრისის სამეფო; 15. გუარამიდან გუარამამდე; 16. კიდევ ერთხელ უმეფობის არსის გამო; 17. ერთი „ჩამატების“ გამო; 18. ადარნასეს ძის - აშოტ ბაგრატიონის შთამომავლები; 19. №49 მეფის ადარნასეს შთამომავლები; 20. რას ნიშნავს - „ქართველთა მეფე“?!; 21. რას ნიშნავს - „აფხაზთა მეფე“?!; 22. ისევ „უმეფობა“, ანუ - 958 წ.; 23. გაერთიანებული საქართველო; 24. ზოგადი მონახაზი; 25. დასკვნის მაგიერ];

13[48]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 5, თბ. 2008 წ. [თავი მერვე - მისტერიულ მინიშნებათა რამოდენიმე „სურათხატებითი“ მაგალითი: 1. „ნადირობის“ სიმბოლური არსი; 2. მზის დაბნელებამდე, ანუ - ფარნავაზიდან მირიანამდე; 3. ფარნავაზის სიზმარი; 4. მირიანის - „მზის დაბნელება“; 5. მირიანიდან ვახტანგ გორგასლამდე; 6. ასაკისმიერი პარალელები; 7. ორი ცოლი - „სპარსელი“ და „ბერძენი“; 8. ბაღდადში ჩასვლა; 9. „ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა“; 10. წიგნი ნებროთისი; 11. ფარნავაზი და გუარამი, ანუ ქართლოსიანნი და ბაგრატოანნი; 12. კოდირებული - „საქართველო“; 13. „ქართლის ცხოვრების“ ე.წ. შესავლის თაობაზე; 14. „ერის წინამძღოლთა“ პირობითი ქრონოლოგია;

თავი მეცხრე - ლეონტი მროველი - საქართველოს ერთიანი ისტორიული თხზულების ავტორი: 1. ლეონტი მროველი და ჯუანშერ ჯუანშერიანი; 2. ვინ არის პირველი ორი თხზულების ავტორი; 3. ვინაა - „მატიანე ქართლისაის“ ავტორი; 4, დასკვნის მაგიერ];

14[49]. ბაგრატიონთა „ორი“ შტო, ანუ თამარი და დავითი, თბ. 2008 წ. [1. კოდი „ალანი“ და „ოსი“; 2. ისტორიული - „დვალეთი“; 3. თავდაპირველად - „ხაზარები“; 4. „ქართლის ცხოვრების“ მინიშნებანი; 5. „კარი ოვსეთისა“; 6. „კარი დვალეთისა“; 7. და კიდევ...; 8. პირველი ძის წილხვედრ ბაგრატიონთა „ორი“ შტოს ისტორია; 9. გიორგი პირველის ორი ძე: ბაგრატი და დემეტრე; 10. სახელისმიერი მინიშნებანი; 11. თამარ მეფის - საბაგრატიონო შტო; 12. დავით სოსლანის საბაგრატიონო შტო; 13. „შემდგომი“ ისტორიის რამოდენიმე მაგალითი; 14. თხრობის დასასრულისათვის სათქმელი; 15. თამარი და დავითი; 16. მითოსური მნიშნებანი: „მზის შვილები“; 17. კოდი - „სოსლანი“; 18. მისტერიული სახისმეტყველება];

   15[50]. „ვირი“ – „ზეცაში ასვლის დრო“. ანუ - ქართველურ ენათა საიდუმლონი, თბ. 7 იანვარი 2009 წ. [1. კავკასია - „ენათა მთა“; 2. იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფები, ანუ „ენათა მთის“ მოკლე კატალოგი; 3. კოდი - „სალ, ბერ, იონ, როშ“; 4. კოდი - „მამა ჩემო“; 5. კოდი „ღმ-ერთი“, ანუ კავკასიურ ენათა რიცხვითი სახელები; 6. ზოგად ქართული და ქართველური (მეგრული, ჭანური, და სვანური) რიცხვითი სახელები; 7. „ერთი“-ს სახელდება კავკასიურ ენებში, ანუ - „ოსანა“; 8. კოდი - „ჩოჩორი“, ანუ პირველად მოსვლისეული ნიშანთაგანი; 9. იერუსალიმში დიდებით შესული მაცხოვარი; 10. ოთხივე სახარებისეული მინიშნებანი; 11. კოდირებული „მორჩილი“ – „სახე“ და „დარი“; 12. კოდი - „ჩოჩორი, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა“; 13. კიდევ უფრო დაკონკრეტებისათვის; 14. „ძველი“ და „ახალი“ სახელი, ანუ „ჩოჩორი“ და „ვირი“; 15. კოდი - „ვირი“, ანუ მეორედ მოსვლისეული ნიშანთაგანი; 16. კოდირებული - „ვინ“, ანუ მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ათი სიტყვა; 17. „ვირი“-ს მითოსური მინიშნებანი; 18. ძველ-ქართული ტერმინი - „ვირი“; 19. „ვირი“ - მამრობითობის აღმნიშვნელი; 20. „ვირი“ - კონკრეტული ცხოველის სახელი; 21. მთავარი სათქმელის წინასიტყვაობა; 22. „შუახნის კაცი“, ანუ - ქართველურ ენათა მინიშნება; 23. „ვირი“, როგორც „წელ“-ზე მინიშნება; 24. დასკვნის მაგიერ];

16[51]. „ვაჰანის ქუაბთა განგების“ დათარიღებისათვის, თბ. 19 იანვარი 2009 წ. [პირველი ნაწილი: 1. ზოგადად „ვაჰანის“, ანუ - „ვანის ქვაბის“ თაობაზე; 2. „განგებაში“ მოხსენიებულ პირთა გამო; 3. „ქართლის კათალიკოზი გიორგი“; 4. „სარგისი“ და „სარგისის შვილი“; 5. „ვაჰანის ქუაბთა“ მეპატრონენი; 6. „განგების“ გარეგანი მონაცემები; 7. „განგების“ შედგენის თანამიმდევრობა;

მეორე ნაწილი: 1. ვაჰანის განგების ე.წ. ძველი ტექსტის „ნაკვალევი“; 2. „ნაკვალევი“ პირველი; 3. „ნაკვალევი“ მეორე; 4. „ნაკვალევი“ მესამე; 5. „ნაკვალევი“ მეოთხე; 6. „ნაკვალევი“ მეხუთე; 7. და კიდევ, ანუ დასკვნის მაგიერ;

მესამე ნაწილი: 1. ვაჰანის განგების ბოლო სამი კეფის შედგენის ისტორიისათვის; 2. დანიშვნების თაობაზე; 3. „ანდერძი“ ?!; 4. „მონასტერი ესე ჩემი“; 5. „...სარგისის შვილსა“; 6. კალიგრაფიის თაობაზე; 7. „განგების“ ე.წ. შუა ნაწილის - „ბოლო“; 8. კათოლიკოს გიორგის დამტკიცება; 9. „განგების“ დათარიღების ბოლოსიტყვაობა];

  17[52]. როდის და ვის მიერაა შედგენილი „მოქცევაი ქართლისაი“, თბ. 2010 წ. [1. „წმ. ნინოს ცხოვრების“ ვრცელი რედაქციის სტრუქტურული ასპექტები; 2. „მოქცევაი ქართლისაის“ თავდაპირველი რედაქციის შექმნის სავარაუდო დრო; 3. „ქართლის მოქცევის“ წიგნის მეორე ნაწილის ავტორი - გრიგოლ დიაკონი; 4. წმ. ნინოს „ანდერძის წიგნის“ შექმნის დროითი ეტაპები; 5. სიდონიას მიერ აღწერილი და მათი შექმნის სავარაუდო დრო; 5. აბიათარ მღვდლის მიერ აღწერილი და მისი შექმნის სავარაუდო დრო; 6. იაკობ და იოანეს მიერ აღწერილი და მისი შექმნის სავარაუდო დრო; 7. ე.წ. უავტორო თხზულება და მისი შექმნის სავარაუდო დრო; 8. მირიან მეფის ორი წიგნი და მათი შექმნის სავარაუდო დრო; 9. დასკვნის მაგიერ; 10. „წმ. ნინოს ცხოვრების“ ვრცელი რედაქციის შემდგენელი - „გრიგოლ დიაკონი“; 11. ე.წ. „შესავლისეული“ მინიშნებანი; 12. დასკვნის მაგიერ; 13. უავტორო თხზულებისეული მინიშნებანი; 14. იაკობის „მღვდლობის“ ფაქტისეული მინიშნება; 15. „მირიანის წიგნისმიერი“ დროითი მინიშნებანი; 16. „მირიანის წიგნისმიერი“ ანდერძისეული მინიშნებანი; 17. „გრიგოლ დიაკონის“ მიერ შედგენილი თხზულების თავდაპირველი შემადგენლობა; 18. IV ს. 30-40-იანი წლებში შედგენილი ძეგლის გავლენა ქართულ და უცხოურ წყაროებზე; 19. „ქართლის მოქცევის“ დღეისათვის ცნობილი რედაქციების შედგენის საკითხისათვის; 20. „ქრონიკების“ შედგენის საკითხისათვის; 21. რამოდენიმე მოსაზრება „ესე აღწერილი გამოკრებულად არს“ საკითხისათვის; 22. რაზე მიგვანიშნებს: „მცირესა მას მოკლედ აღწერილსა“; 23. დასკვნის მაგიერ; 24. „ქრონიკების“ რედაქტირებისა და „მოქცევაი ქართლისაის“ ერთიანი თხზულების შედგენის საკითხისათვის; 25. დასკვნა];

 18[53]. სასუფევლისეული ორიენტირი - ბიბლია, თბ. 2011 წ. [1. ღია წერილი: საქართველოში  „იეჰოვას მოწმეთა“ წარმომადგენლობას; 2. სასუფეველისეული ორიენტირი  ბიბლია, ანუ რამოდენიმე შენიშვნა „ბიბლია ახალი ქვეყნიერების თარგმანი“-ს თაობაზე: ელოჰიმი - იაჰვე, ანუ ღმერთი და უფალი; 3. ყოვლადწმინდა სამების დოგმატის თაობაზე; 4. მინიშნება - „რომაელთა მიმართ 9,5“; 4. მინიშნება - „ტიტეს მიმართ 2,13“; 5. მინიშნება - „იოანეს სახარება 1,1“; 6. „მამა“ და „მოძღვარი“, ანუ ღმერთისა და უფლის არსის თაობაზე; 7. ძე ღვთისა და ძე კაცისა, ანუ ორბუნოვნების არსი; 8. ადამი - „სრულყოფილი ადამიანი“; 9. ადამის „სამოთხისმიერი“ სხეული; 10. ადამის - „დედის“, ანუ - „ქალის“ გარეშე დაბადების არსი; 11. ღვთისმშობლობის არსის საკითსისათვის; 12. „... როგორც ეგონათ ძე იოსებისა...“; 13. „რაი არს ჩემდა და შენდა“-ს არსის გაგებისათვის; 14. „თარიღისმიერ“ მინიშნებათა თაობაზე; 15. „სულთან“ დაკავშირებული საკითხისათვის; 16. ცნება - „სამარე“-ს მართებული აღქმისათვის; 17. დასკვნის მაგიერ[.

 

ამდენად, 2007 – 2011 წლებში, სხვადასხვა მასალის ჩვენს გაზეთში დაბეჭვდისა და მათი  ლასკარის ღია სხდომებზე განხილვის შემდეგ, მომზადებული იქნა 18 კრებული, რომლებშიც მთლიანობაში გაშუქებულია - 418 საკითხი.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულის შეჯერების შემდეგ, ასეთი სურათი იხატება:

 „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში შეტანილი ჩვენეული წვლილი, გადმოცემულია „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით მომზადებულ - 53 კრებულში, სადაც მთლიანობაში გაშუქებულია - ბოლო ჟამში გასახსნელ საიდუმლოთა თაობაზე დამუშავებული და სამზეოზე გამოტანილი - 1038 საკითხი.

 

 

მეორე ნაწილი:

პოლიტიკურ ჭრილში ასახული

საქართველოს სულიერი მისიის არსის შემცველი მასალები

 

ბოლო ჟამად სახელდებული დროის დამამთავრებელი მონაკვეთი, წმიდა წერილის თანახმად,  ე.წ. მხილებისეულ ეტაპადაა სახელდებული. აღნიშნულის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ:

„ლომი რომ იხილე ტყიდან ბდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისთვის, რაც მოისმინე. ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ. მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი.

შენ ერთადერთი იყავი ღირსი, რომ გცოდნოდა უზენაესის ეს საიდუმლო. წიგნში ჩაწერე ეს ყველაფერი, რაც იხილე, და საიმედო ადგილას შეინახე იგი. შეასწავლე იგი შენი ხალხის ბრძენებს, ვისაც, შენი გაგებით, მისი შესწავლის და საიდუმლოდ შენახვის უნარი შესწევს“ [3 ეზრა 12,31-34; 36-38].

წინამდებარე ნაწილში წარმოგიდგენთ - 2011 წლის მიწურულიდან დაწყებული ჩვენი ახალი საქმიანობითი ეტაპის ამსახველ და ქრონოლოგიის მიხედვით დალაგებულ კრებულთა ჩამონათვალს:

1. „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის“, თბ. 2011 წ. 31 დეკემბერი;

2. „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ. 7 იანვარი;

3. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

4. „1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ.;

5. „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“, თბ. 2012 წ.;

6. „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

7. „საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

8. „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“, თბ. 2012 წ.;

9. „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი“ [„კავმშვისა“]“,თბ. 2012 წ.;

10. „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“]“,თბ. 2012 წ.;

11. „უფლის სახელით - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ წინასაარჩევნო განაცხადი“, თბ. 2012 წ.;

12. „2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები: უკანონოა“, თბ. 2012 წ.;

13. „ზვიად გამსახურდიასთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ.;

14. „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა დამკვიდრების პრინციპები“, თბ. 2012 წ.;

15. „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი“, თბ. 2012 წ.;

16. „...უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს ისტორია, თბ. 2013 წ. 4 იანვარი;

17. „საკონსტიტუციო განმარტებანი“, თბ. 2013 წ.;

18. საქართველოს პარლამენტს - საკანონმდებლო წინადადება: მიხეილ სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, თბ. 2013 წ.;

19. „საკონსტიტუციო განმარტება: დე-იურე უკანონო პრეზიდენტი და პარლამენტართა პასუხისმგებლობა“, თბ. 2013 წ.;

20. „დე-იურე და დე-ფაქტო უკანონო პრეზიდენტი“, თბ. 2013 წ.;

21 „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო - საპრეზიდენტო პროგრამა“, თბ. 2013 წ.;

22. „საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული სანართლებრივი ასპექტები“, თბ. 2013 წ.;

23. „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის ისტორია, თბ. 2014 წ.;

24. „ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ბიბლიური მინიშნებანი“, თბ. 2014 წ.;

 

 

მესამე ნაწილი:

საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი მასალები

 

„საქართველოს სულიერი მისიის“ ასრულებისეულ დროით მონაკვეთში, კერძოდ 2011 წლის მიწურულიდან დაწყებულ პოლიტიკური კუთხით წარმოებულ „მხილებისეულ“ ეტაპზე, ჩვენი მხრიდან საქართველოს პარლამენტისათვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის მექანიზმი იქნა შეთავაზებული. მათი წარდგენის ზოგადი ქრონოლოგიური სურათი ასეთია:

1. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დაწყებული - საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ჩვენი ინიციატივით მომზადებული და წარდგენილი პირველი საკანონმდებლო წინადადება გახლდათ, კანონპროექტი: „მიხეილ სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, თბ. 2013 წ.;

2. კოალიცია „ერთსულოვნებსთან“ ურთიერთ თანამშრომლობის ეგიდით, 2013 წ. 1 ივლისს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი: „საქართველოს პარლამენტის დადგენილება: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“. პარლამენტს ვთავაზობდით მიეღო გადაწყვეტილება არჩევნებზე ე.წ. მარკირების გაუქმებისა და „საარჩევნო უბანზე ფოტორეგისტრაციის“ შემოღებასთან დაკავშირებით;

2013 წლის მიწურულს ჩამოყალიბებული: „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ეგიდით მომზადებული და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი იქნა შემდეგი კანონპროექტების ამსახველი საკანონმდებლო წინადადებები:

1. საქართველოს პარლამენტის დადგენილება: საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“, 2013 წ. 12 დეკემბერი;

2. საქართველოს პარლამენტის დადგენილება: საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“, 2013 წ. 20 დეკემბერი;

3. საქართველოს კანონი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“, 2014 წ. 21 იანვარი;

4. საქართველოს ორგანული კანონი: საქართველოში 1992 - 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“, 2014 წ. 4 თებერვალი;

5. საქართველოს ორგანული კანონი: „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რათა არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩათვლილიყო ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი, 2014 წ. 11 თებერვალი;

6. საქართველოს ორგანული კანონი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“, რათა უკანონოდ და ბათილად გამოცხადებულიყო: 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, 2014 წ. 18 თებერვალი;

7. საქართველოს კანონი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“, 2014 წ. 25 თებერვალი;

8. საქართველოს ორგანული კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ასაკის შვილის მყოლი დასაქმებული დედისათვის გარკვეული შეღავათების შემოღებას, 2014 წ. 4 მარტი;

9. საქართველოს კანონი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომლითაც ვთავაზობდით ახალი საპარლამენტო კომიტეტის შექმნას, სახელდებით: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, 2014 წ. 10 მარტი;

10. საქართველოს კანონი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, 2014 წ. 18 მარტი;

11. საქართველოს კანონი: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“, 2014 წ. 25 მარტი; 

12. საქართველოს კანონი: საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“, 2014 წ. 1 აპრილი;

13. საქართველოს კანონი: საქართველოს კანონში  - საჯარო სამსახურის შესახებდა საქართველოს ორგანულ კანონში -  „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ასაკის შვილის მყოლი დასაქმებული დედისათვის გარკვეული შეღავათების შემოღებას, 2014 წ. 8 აპრილი;

14. საქართველოს კანონი: საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, 2014 წ. 8 მაისი;

15. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომლის თანახმადაც, თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნის მიზნით, ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე, 2014 წ. 2 ივნისი;

16. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც არეგულირებს საარჩევნო პლაკატების გამოყენების თემატიკას, 2014 წ. 22 ივნისი;

17. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, იგი ეხება საარჩევნო კომისიების პარიტეტულად დაკომპლექტებისა და უფასო თუ ფასიანი სარეკლამო დროის დარეგულირების ახალ მექანიზმს, 2014 წ. 15 ივლისი;

18. საქართველოს კანონი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 2014 წ. 5 აგვისტო;

19. საქართველოს კანონი: „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“, 2014 წ. 2 სექტემბერი;

20. საქართველოს კანონი: „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“, 2014 წ. 27 ოქტომბერი;

21. საქართველოს კანონი: საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“, 2014 წ. 12 ნოემბერი;

22. საქართველოს კანონი: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2014 წ. 24 ნოემბერი;

23. საქართველოს კანონი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც - საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვაში არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმის მიზნით ითვალისწინებს პარლამენტთან - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ შექმნას, 2014 წ. 1 დეკემბერი;

24. საქართველოს კანონი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, 2014 წ. 22 დეკემბერი;

25. საქართველოს კანონი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის, საკანონმდებლო სფეროს გაუმჯობესების პროცესში ქმედითად ჩართვის უფლების გაფართოებას, 2015 წ. 12 იანვარი;

26. საქართველოს კანონი: „ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“, 2015 წ. 9 თებერვალი;

27. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც ეხება პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ახალი მექანიზმის შემოღებას, 16 მარტი 2015 წ.;

28. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელშიც ხელისუფლებას ვთავაზობთ დაადგინოს არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის, არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის საჭირო რაოდენობის საკითხი.

დასასრულს დავძენთ, რომ ზემოთაღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტების გარდა, 2014 წლის მანძილზე ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადდა და:

1. საქართველოს პარლამენტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს გადაეცა დოკუმენტი: „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის“, 2014 წ. 22 სექტემბერი;

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინა - საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ დებულება, 2014 წ. 13 ოქტომბერი.

 

აი, ყოველივე იმის თაობაზე, რისი თქმაც ამ ეტაპზე გვინდოდა. შესაბამისად:

„...მეც ამით დავასრულებ სათქმელს. თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა. როგორც შემეძლო, ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა.

ღვინოც ხომ, გაუზავებელს თუ დალევ, მავნეა. ასევე მავნეა მარტო წყალიც. მაგრამ კარგია ღვინო, წყალს შეზავებული; სიამოვნებისა და მადლის მომგვრელი და სიტყვის ჯეროვანი წყობაც თავისი წყობით გვანიჭებს მადლს. აქ იყოს ამბის დასასრული“ [2 მაკ. 15,37-39].

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი