Print

საქართველოს გაბრწყინების სულიერი ასპექტები, ანუ - არასტანდარტული ინტერვიუ

 

საქართველოს სულიერი მისია,

ანუ

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი

ბიბლიური მინიშნებების ქრონიკები

 

„... გეუბნებით თქვენ:

მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ

ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს;

და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს“

[ლუკა 10,24]

 

 

მოგესალმებით - მრავალჭირნახულო, მაგრამ, ღმერთის ნებით, კვლავაც სულიერად გაუტეხავო, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მაცხოვრებელნო...

 

ჩვენი წინამდებარე არასტანდარტული ინტერვიუ ეძ-ღვნება - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის თემა-ტიკას... ბოლო ჟამის დადგომის არსსა და ყველაფერ ამასთან მიმართებაში - საქართველოს სულიერი მისიის საკითხებს.

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

კითხვა

დღევანდელი, ანუ ბოლო ჟამისმიერი გადმოსახედიდან, რა შეიძლება ითქვას - საქართველოს როლისა და ქართველი ერის მისიის საკითხთან მიმართებაში?

 

პასუხი:

გმადლობთ შეკითხვისათვის...

დაარსებიდან მოყოლებული, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გახლავთ:

ბიბლიასა და სხვა წერილობით წყაროებზე დაყრდნობით დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისწინა „ბოლო ჟამად“ სახელდებული დროის დადგომა.

ერთ-ერთ ამოსავალ წერტილად იოანე ზოსიმეს - „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს, საყოველთაოდ ცნობილი შეგონების არსებობის მიუხედავად, რომ:

 

„დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა....

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა...“,

 

მავანთა მხრიდან არაერთგზის გაისმის ეჭვის გამომხატველი კითხვები:

- რატომ, ან როგორ უნდა განაცხადოს ქართულმა ენამ უფლის მეორედ მოსვლის საიდუმლო? ან

- გადაჭარბებული ხომ არ არის ქართველი ერისათვის ამ დიადი მისიის დაკისრება? ან

- რა დააშავეს სხვა ერებმა და ენებმა, რომელთაც არა აქვთ მიცემული ასეთი დიადი მოვლენის გაცხადებისა, თუ მათ შესახებ არსებული ინფორმაციის შესმენის მადლი? და ა.შ.

 

ამ კითხვებზე საპასუხოდ, ბიბლიაში დაფიქსირებულ მინიშნებათა სათანადოდ გააზრებაა საჭირო.

ასე მაგალითად, პეტრე მოციქული გვასწავლის, რომ ყოველი წინასწარმეტყველება და მათი განმარტება მხოლოდ ღვთის მადლის დაშვების შემთხვევაშია შესაძლებელი:

„ესეც იცოდეთ თავდაპირველად, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სულის წმიდის შთაგონებით წარმოსთქვამდნენ მას ღმრთის წმიდა კაცნი“ [2 პეტრ. 1,20-21].

 

შესაბამისად, მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული თუ ვისი პირით ინებებს იგი, მისი ნების სხვათა გასაგონად გადმოცემას.

დიახ, თუ უზენაესის ნება არ იქნა, ვერავინ შეძლებს მივიდეს და „ჩაიხედოს“ უფლისმიერი საიდუმლოს შემცველ წმიდა წერილებში. აღნიშნული თვალთახედვის იგავურად შემცველი მაცხოვრის შეგონება ასეთია:

„ვერავინ მოვა ჩემთან [აქ, პირობითად - წმიდა წერილთან], თუკი მამა, ჩემი მომავლინებელი, არ მოიყვანს ჩემთან...

წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთისაგან განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან [აქ, პირობითად - წმიდა წერილთან] მოვა“ [იოანე 6,14-15].

 

ბიბლია, და ბოლო ჟამის დადგომისეული ნიშნების შემცველი სხვა წერილობითი წყაროები, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ოღონდ ესაა - ყველას ხვედრი არაა ესმოდეს [და არც ესმით], მათში გადმოცემულ იგავთა შინაარსი.

ბოლო ჟამის დადგომის ნიშნების გაცხადების მისიის მატარებელი ქართველი ერისადმი მისტერიულად განკუთვნილი, უფალ იესუ ქრისტეს მინიშნებაც სწორედ ასეთია:

მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ [აქ, პირობითად - დანარჩენ მსოფლიოს] იგავებით? ხოლო მან მიუგო მათ და უთხრა: იმიტომ, რომ თქვენ [აქ, ბოლო ჟამში - ქართველებს] მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ [ყველა სხვა დანარჩენთ] არ მისცემია“-ო [მათე 13,10-11].

 

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მკვლევარი მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობს ჩაწვდეს იგავებით გადმოცემულის ეზოთერულ სიბრძნეს, მაგრამ მათი ჭეშმარიტი არსის შეცნობა მხოლოდ უფლის მადლს ზიარებულთა ხვედრია:

„მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი? ხოლო მან თქვა: თქვენ [აქ, ბოლო ჟამში - ქართველებს] მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ [აქ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის „განმმარტებლებს“] იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა“ [ლუკა 8,9-10].

ამდაგვარი დიფერენციაცია, არა თუ სხვა ქვეყნის, არამედ თვით საქართველოში მაცხოვრებლებსაც ეხებათ.

წინასწარმეტყველურ წერილთა საიდუმლოს გაცხადების მადლთან ზიარება, ანუ მათ ფარულ შინა არსში განივთებულის გააზრება, ამდაგვარი თემატიკის შემცველი ინფორმაციის მარტო ზერელე „მოსმენითა“ და „დანახვით“ [წაკითხვით] შეუძლებელია. ამისათვის, სხვა ძალისხმევაა საჭირო.

 

მაცხოვარი, ამდაგვარ შემთხვევათა თაობაზე, ასე გვაფრთხილებს:

„და როცა ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა, თორმეტ მოწაფესთან ერთად, ჰკითხეს იგავის აზრი. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთ ყველაფერი იგავით ეთქმის. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები“-ო [მარკ. 4,10-12].

 

უფლის მადლს ზიარებულთა, და აღნიშნული თემატიკისადმი მთელი გულისყურით დაინტერესებულთადმი, უფლისმიერი მიმართება ასეთია:

ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი, იმიტომ რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი, იმიტომ რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს[მათე 13,16-17].

 

 

კითხვა:

მეორედ მოსვლასთან უშუალო კავშირში მყოფი - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები, თეოლოგიური საკითხის კვლევა-ძიებით დაკავებული არაერთი წარმომადგენლის, უდიდესი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთქმულთან მიმართებაში - ქართველი ერის როლზე, ანუ - საქართველოს სულიერ მისიაზე საუბრის დაწყებამდე, იქნებ მოკლედ განგვეხილა ქრისტიანული ცნობიერების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი: განკაცებული მაცხოვრის - უფალი იესუ ქრისტეს პირველი და მეორედ მოსვლის მთავარი არსი.

 

პასუხი:

ბიბლიურ ცნობიერებას ზიარებული არაერთი თაობა მრავალი საუკუნეა ეძებს იმ ჟეშმარიტ გზასავალს, რომლის მეშვეობითაც, სამოთხიდან გამოდევნილი ადმისა და ევას შთამომავალი, კვლავ შეძლებს უზენაესი ძალის მიერ, თავიდანვე, მათთვის განკუთვნილ წიაღში დაბრუნებას.

ძველ აღთქმაზე დაფუძნებული - იუდაიზმი;

ძველი და ახალი აღთქმის, ანუ ბიბლიური ცნობიერების მატარებელი - ქრისტიანობა;

ბიბლიური თხრობის უდიდესი ნაწილის გამზიარებელ ყურანზე აღმოცენებული - ისლამური სამყარო;

ისევე როგორც სხვა მრავალი რელიგიური მიმდინარეობა,

თავისი სწავლების სხვადასხვა ინტერპრეტაციით, ელის - კაცობრიობის მხსნელის, ანუ - მესიის გამოჩენას.

 

აღნიშნულ თემაზე საუბარი, მოდით მოციქულთა საქმეში დაცული შემდეგი მინიშნების გახსენებით დავიწყოთ:

„და ვიდრე ისინი [ანუ - ქრისტეს მოწაფეები] ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,         რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესუ, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი“ [საქ. 1,10-11].

 

მოდით, უკვე მომხდარ - მაცხოვრის პირველ მოსვლასა და, უფალ იესუ ქრისტეს მოსახდენ მეორედ მოსვლას შორის არსებული ურთიერთკავშირი, შემდეგი მაგალითის ფონზე განვიხილოთ.

 

ადამის შექმნის შესახებ ბიბლია გვაუწყებს - „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ [დაბ. 2,7].

 

ამდენად, ცოცხალი ადამიანი:

„მიწის მტვერისაგან გამოსახული“ - ხილული სხეულისა, და

ღმერთის მიერ „შთაბერილი სიცოცხლის სუნთქვის“, ანუ უხილავი სულის მატარებელია.

ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდგომად, სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმა - უხილავი: უკვდავი სულისა და ხილული: მოკვდავის სხეულის მქონებელი შეიქნა.

 

ცოდვით დაცემული ადამიანის მოკვდავი სხეულის თაობაზე ბიბლია გვასწავლის:

„პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“-ო [დაბ. 3,19]; ხოლო

ცოდვით დაცემული ადამიანის გარდაცვალების შემდგომად, მისი - უკვდავი სული, ვიდრე უფალ იესუ ქრისტეს პირველად მოსვლამდე, ჯოჯოხეთის სხვადასხვა სავანეში ხვდებოდა.

 

უფალ იესუ ქრისტეს პირველად მოსვლისას, მოხდა:

თითოეული ადამიანის უკვდავი სულის - თანდაყოლილი ცოდვისაგან განთავისუფლება. და რადგანაც, ადამიანის უკვდავი სული ჩვენი თვალისთვის უხილავია, პირველად მოსვლისას აღსრულებული ეს სასწაული, - უკვდავი სულის თანდაყოლილი ცოდვისაგან განთავისუფლება, - ცოდვით დაცემული ადამის მოდგმის უდიდესმა ნაწილმა ვერ შეიგრძნო.

 

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისას კი, მოხდება:

ცოდვით დაცემული ადამის მოდგმის, მოკვდავი, ანუ ხრწნადი სხეულის ტყვეობისაგან განთავისუფლება.

ეს უკანასკნელი კი - განკითხვის დღის გავლით მოსახდენი პროცესია.

 

კითხვა:

რადგან სიტყვამ მოიტანა, იქნებ განკითხვის დღის არსსაც შევეხოთ...

 

პასუხი:

ამ თემაზე საუბრის დაწყებამდე, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მოქმედი რელიგიური მიმდინარეობების აბსოლუტური უმრავლესობა - განკითხვის დღისათვის ამზადებს თავის მრევლს.

ამ საკითხთან მიმართებით ბიბლიური სწავლება ასეთია - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45].

 

განკითხვის დღეზე საუბრის გაგრძელებამდე, საჭიროა გავერკვეთ - „პირველი“ და „მეორე“ სიკვდილის საკითხის არსში.

მაცხოვარი, მის მარჯვნივ და მარცხნივ მოხვედრილთა თაობაზე ბრძანებს:

- „მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ [მათე 25,34]

 - „მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული“ [მათე 25,41].

 

თეოლოგიაში - ცოდვით დაცემიდან ვიდრე განკითხვის დღემდე, ადამის მოდგმისათვის, უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის გაყრათა ვრცელ ჯაჭვს, ზოგადად - „პირველი სიკვდილი“ ჰქვია.

 

ამავე დროს, წმინდა წერილში არსებობს „მეორე სიკვდილის“ ცნება. კერძოდ ბიბლიაში ვკითხულობთ:

„ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველი [აქ, ზოგადად ისინი, რომლებიც წარმატებით გაუძლებენ - ღმერთის მიერ დაწყევლილი ქვეყნის საცდურებს] არ დაითმენს ვნებას მეორე სიკვდილისაგან“ [გამოცხ. 2,11].

 

გამოცხადებისეულ ტექსტში დაფიქსირებულ - „მეორე სიკვდილისეულ“ ცნებაში, ყველა იმათი ზოგადი ხვედრი მოიაზრება, რომლებიც, განკითხვის დღის შემდეგ, უკვე ხსენებულ „მარცხნივ მდგომთა“ რიგებში აღმოჩნდებიან. კერძოდ:

 

„...სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი“ [გამოცხ. 20,14];

ანდა

„მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი“ [გამოცხ. 21,8].

 

უკვე ხსენებული - „მარჯვნივ და მარცხნივ“ მდგომთა ხვედრისა, და „მეორე სიკვდილის“ არსის გარკვევაში, ისევ პავლე მოციქულის მინიშნება დაგვეხმარება:

აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით [აქ - მეორედ სიკვდილზეა მინიშნება], მაგრამ ყველანი შევიცვლებით, - ერთ წამში, თვალის დახამხამებაში... ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელებას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: დაინთქა სიკვდილი ძლევით“ [1 კორ. 15,51-54].

 

მაშასადამე, განკითხვის შემდეგ, თურმე - „ყველანი შევიცვლებით“, რაც გამოიხატება იმაში, რომ: „ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება“, ანუ თითოეული ადამის მოდგმათაგანის მარადიული სული შეიძენს, ასევე - მარადიულ ხორცს, და სწორედ ასეთ მდგომარეობაში დაიმკვიდრებს თავის ადგილს: ზოგნი - „ხელმარჯვნივ“ და ზოგნი - „ხელმარცხნივ“.

 

სახარებისეული სწავლებით, „მარჯვნივ“ განწესებულთა - მარადიული სულისა და ხორცის ერთებაში მყოფთა ადგილს ჰქვია - სასუფეველი,

ხოლო

მარცხნივ“ აღმოჩენილი - მარადიული სულისა და ხორცის ერთებაში მყოფთა ადგილს - „საუკუნო ცეცხლი“ [მათე 25,41], ანდა - „ცეცხლისა და გოგირდის ტბა“ [გამოცხ. 20,10; 21,8], ანდა - „ცეცხლის ტბა“ [გამოცხ. 20,14-15]; ანდა - „სახმილისცეცხლი“ [მათე 13,42; 50], სადაც უნდა იყოს - „სიკვდილისა და ჯოჯოხეთის“ სამუდამო ადგილი.

 

ამდენად, სასუფეველი იქნება, აღთქმულ - „ახალ ცად და ახალ მიწად“ მოაზრებული ის ადგილი, სადაც გადარჩენილთა, ანუ „მარჯვნივ“ განწესებულთა - მარადიული სულისა და მარადიული ხორცის ერთებაში მყოფნი დამკვიდრდებიან.

ამის საპირისპიროდ, მარადიული სულისა და მარადიული ხორცის ერთებაში მყოფთა დარჩენილი ნაწილის, ანუ - „მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი“ [გამოცხ. 21,8].

 

 

კითხვა:

აგერ უკვე ორი ათასი წელია, ამ დღის მომლოდინე, ქრისტიანულ ცნობიერებას ზიარებული არაერთი თაობა, ესწრაფვის უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის დრო-ჟამის ნიშნების შეცნობას, თუმცა უშედეგოდ...

 

პასუხი:

ამ თემასთან დაკავშირებით ორი მხარე უნდა გამოიყოს:

1. ამ მოვლენის მოხდენის დრო; და

2. ამ დროის შესაცნობი კონკრეტული წინასწარნაუწყები ნიშნები.

დროსთან მიმართებაში, სახარებაში დაფიქსირებული მაცხოვარის შეგონება ასეთია:

„...თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ“ [საქ. 1,7]; რამეთუ:

„...ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“-ო [მათე 24,36].

 

ამდენად, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის კონკრეტული დროის განსაზღვრა ადამიანს არ შეუძლია, რადგანაც ასეთი მინიშნება წმიდა წერილში არ არსებობს.

სამაგიეროდ, მხსნელის, ანუ - მესიის მოსვლის დროსთან მიმართებაში ბიბლიური სწავლება გვთავაზობს - „ბოლო ჟამის“ ცნებას.

 

კითხვა:

თავისთავად „ბოლო ჟამის“ ქვეშ შეიძლება საკმაოდ დიდი დროითი მონაკვეთი მოიაზრებოდეს... ამიტომ, რამდენად გამოდგება იგი მეორედ მომავალი მესიის გაცხადების კონკრეტული დროის ჩარჩოების გამოკვეთაში?

 

პასუხი:

მართალი ბრძანდებით.

თავისი ზოგადი არსით, „ბოლო ჟამი“, პირველად მოსული მაცხოვრის ჯვარცმა-აღდგომისა და ამაღლებიდან ათვლით, ვიდრე - მესიის მეორედ მოსვლამდე გასულ დროის მონაკვეთს მოიცავს;

მეორეს მხრივ - „ბოლო ჟამი“, ანდა იგივე - „უკანასკნელი ჟამი“, არის უფლის გაცხადებისწინა ის კონკრეტული დროითი მონაკვეთი, რომელშიც უნდა მოხდეს, ამ დროის შესაცნობად, ბიბლიაში მოცემული, წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადება.

 

ამ მხრივ, ბოლო ჟამთან მიმართებაში ერთ-ერთ გასაღებს წარმოადგენს სახარებაში დაფიქსირებული შემდეგი მინიშნება:

„და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს, გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?“ [მათე 24,3].

მთელი ბიბლია სწორედ ამ ნიშნებითაა გაჯერებული.

 

დანიელ წინასწარმეტყველი, მისთვის გამჟღავნებული საიდუმლო ნიშნების შესახებ, ასე მიმართავს უფალს - „გავიგე [აქ - თავად ნიშნების თაობაზე], მაგრამ ვერ მივხვდი [თუ როდის და სად მოსახდენზეა საუბარი]. ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი? მითხრა: წადი დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,8-9].

 

ანალოგიური შინაარსია მოცემული ეზრა წინასწარმეტყველის მიერ უფლისადმი აღვლენილ მიმართვაში - „ღირს-მყავი, რათა გამიმჟღავნო დროჟამის უკანასკნელი ამბები...“ [3 ეზრა 12,9].

და კიდევ - „ვუპასუხე და ვთქვი: აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო, როდის“ [3 ეზრა 8,63];

 

მაშასადამე, ბიბლია გვამცნობს - „ბოლო ჟამის“, იგივე - უკანასკნელი ჟამის შესაცნობ ნიშნებს, მაგრამ არ გვეუბნება მათი აცხადების კონკრეტულ დროით ნიშანს.

ამასთან ცხადია, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების წინარე ბოლო ჟამის დადგომის ნიშნების ასრულების დროის გაზომვა, ანუ დაფიქსირება - მხოლოდ ბოლო ჟამში მცხოვრებთა წილხვედრია, მათი მისიაა..

ბოლო ჟამამდე მაცხოვრებელი ვერც ერთი თაობა ამას ვერ გააკეთებდა, რამეთუ ეს მხოლოდ ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენებს ეხება, და ბუნებრივია, თავად მათი აცხადების გარეშე, დამოწმება ვერც მოხერხდებოდა.

 

ბიბლიაში, ზემოთ მითითებული ტექსტის გაგრძელებაში, ასეთი საყურადღებო მინიშნებაა მოცემული. კერძოდ, ეზრა წინასწარმეტყველი, მის მიერ, ზემოთ დასმულ კითხვაზე, უფლისაგან მიღებულ ასეთ პასუხს გვამცნობს:

„მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როდესაც დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“ [3 ეზრა 9,1-2].

ბუნებრივია, რომ ბოლო ჟამის შესაცნობი ნიშნების აცხადების დროისათვის, საუკუნეების წინ მაცხოვრებელი ეზრა ცოცხალი ვერ იქნება.

ამ კონტექსტში, ეზრასადმი მიმართული ბიბლიური ფრაზა - „შენ თავად გაზომე დრო“, აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რასაც - რეინკარნაცია ჰქვია...

 

კითხვა:

მაგრამ - რეინკარნაციის, ანუ სულის განმეორებითი ხორცშესხმის [დაბადების] საკითხს - ქრისტიანული მოძღვრება, ისევე როგორც დღეს მოქმედი რელიგიების უმრავლესობა რომ არ აღიარებს?..

 

პასუხი:

რეინკარნაციის არსის მართებული, ანუ - ბიბლიური კუთხით გააზრების გარეშე შეუძლებელია, თავად ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების ასრულების დროისა და ადგილის საიდუმლო არსში გარკვევა.

 

როგორც ცნობილია - „რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა, სადაც - „რე” განმეორებითი მოქმედების აღმნიშვნელია, „ინკარნაცია” კი - განსხეულებას ნიშნავს.

რეინკარნაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც ხელახალი განსხეულება. თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი სხვა ტერმინითაც აღნიშნავენ. ბერძნულში მას - მეტეფრიქიზოსს უწოდებენ, რაც ქართულად - გარდასხეულებას, კვლავ გაცოცხლებას ნიშნავს.

 

მოდით, თქვენს კითხვაზე პასუხისგაცემა ასეთი ბიბლიურიმინიშნებითდავიწყოთ:

89- ფსალმუნში ვკითხულობთ - „... უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი. კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით [აქ - ხელახლა იშვით] ძენო ადამისანო“ [ფსალ. 89,2-3].

თავისთავად ცხადია, რომ კოდირებული: „კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის“, და „დაბრუნდით ძენო ადამისანო“, - უკვდავი სულის მიერ მოკვდავ (ხრწნად) სხეულში ყოფნის დროის გასვლის (ანუ სიკვდილის) შემდგომად, ამავე სულის ახალ მოკვდავ (ხრწნად) სხეულში დაბრუნებაზე, ანუ - ხელახალ შობაზე მიგვანიშნებს.

 

უკვდავი სულის - ხელახალ განსხეულებაზე (შობაზე), ანუ- რეინკარნაციაზე, კიდევ უფრო ღია ტექსტით გვეუწყება ეზრას წინასწარმეტყველებაში:

შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთადერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს.

დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი ქმნილება და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა.

[აი ამის შემდეგ უკვე რეინკარნაციის საიდუმლოს გახსნა იწყება:]

თავად ის რაც ინახავს [აქ - დედის სხეულის მატარებელი სული], და ისიც რაც ინახება [ანუ - ახალი უკვდავი სული], ორივენი [ეს - სულები] შენახული იქნება [გარდაცვალების შემდგომად], ხოლო შენახულს [ანუ მოკვდავ სხეულგაყრილ უკვდავ სულს] ოდესმე [როცა ღმერთი ინებებს] ხელახლა მიიღებს საშო [ანუ ხელახალი შობისთვის გაამზადებს სულს]...“ [3 ეზრა 8,7-9];

 

მორიგი მაგალითი, კიდევ უფრო ღია ტექსტით მიგვანიშნებს - „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე“ [იობი 14,14].

იგივე ტექსტი ძველქართულში ასე იკითხება - „უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი, დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე“.

 

და ბოლოს, მოდით, მაცხოვრის სიტყვები გავიხსენოთ:

ხოლო იესუმ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას [აქ - რეინკარნაციაზე მიგვენიშნება], როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად[მათე 19,28].

ამდენად, ბიბლიური მინიშნებანი:

- „კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის [ფსალმუნი];

- „ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო [3 ეზრა];

- „ვიდრემდე კუალად ვიშვე“ [იობი 14,14]; და

- „მეორედ შობისას [მათეს სახარება]

მათთვის, ვისაც ყური სასმენლად აქვს, ცალსახად მიგვანიშნებენ - უკვდავი სულის განმეორებით შობაზე, ანუ - რეინკარნაციაზე.

 

კითხვა:

მაშასადამე გამოდის, რომ ბიბლიური წყაროები, დღემდე ინახავდა რეინკარნაციის არსის საიდუმლოს... მაგრამ, რა განსაკუთრებული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხს, ჩვენს მიერ განსახილველი - „ბოლო ჟამის“ თემატიკასთან?

 

პასუხი:

პირდაპირი, რამეთუ - რეინკარნაციის საკითხი მთავარი გასაღებია, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების დროისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის საკითხისათვის.

 

ამ კუთხით, ამოსავალ დებულებას წარმოადგენს ის, რომ მსგავსად პირველად მოსვლისა, მაცხოვარი მეორედაც შობის გზით მოდის, ოღონდ ერთი განსხვავებით:

 

პირველად შობით მოსვლისას, მაცხოვარი - ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთდროულად მატარებელი იყო;

მეორედ შობით მოსვლისას კი, იგი მხოლოდ ერთი - ადამიანური ბუნების მატარებელი იქნება [სწორედ ამაზე მიგვანიშნებს სახარებაში დაფიქსირებული ტერმინ „ძე კაცისა“-ს კოდირებული არსი], და ასე გაგრძელდება ვიდრე მისი ძალმოსილებით აღჭურვამდე, ანუ მისი ღვთაებრივი ბუნებით გაცხადებამდე.

 

ამასთან ბიბლია ასე გვეხმიანება ბოლო ჟამში მცხოვრებთ - „რა არის მისი [აქ - ღმერთის] სახელი? ან მის ძეს [აქ - უფალს] რა ჰქვია იცი?“ [იგავ. 30,4].

გამოცხადების ტექსტისეული მინიშნება - „...მივცემ მას სპეტაკ ქვას, და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების [აქ - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას] გარდა“ [გამოცხ. 2,17], ასევე გვაუწყებს, რომ მეორედაც შობით მოსული ძე კაცისა დრომდე ყველასათვის უცნობი იქნება.

 

ამასთან, ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟი, იმავე ქვეყანაში განიცდის - „მეორედ შობას“, ანუ - რეინკარნაციას, სადაც ხდება მეორედ მომავალი მაცხოვრის შობა.

 

ბიბლია გვაუწყებს - „...ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე [შობით მოსული - ძე კაცისა], ან ისინი, ვინც [აქ - ხელახალი რეინკარნაციის შემდგომად] მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“- [3 ეზრა 13,52].

კოდირებული - ვიდრე საამისო დღე არ დადგება“:

- ერთი მხრივ არის, ზოგადად: ბოლო ჟამის დროითი მონაკვეთი, როდესაც ხელახალი შობის გზით მოსვლის შემდეგ ერთსა და იმავე ქვეყანაში იცხოვრებენ „ძე კაცისა“, ანუ მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელი: ღმერთის - ძე, და -„ისინი ვინც მას ახლავან“; და

- მეორეს მხრივ ესაა: ამქვეყნად ფარულად მავალი ძე კაცისას, ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი უფალ იესუ ქრისტედ გაცხადების დიადი წამი...

ხოლო ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ძემ [იმიტომ რომ ამ დროს იგი - დედამიწაზეა შობით მოსული, როგორც ჩვეულებრივი - ძე კაცისა], არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ[მათე 24,36].

 

კითხვა:

აღნიშნულიდან გამომდინარე ბუნებრივად ჩნდება კითხვა - როგორ უნდა შევიცნოთ ერთის მხრივ - ძე კაცისას, და მეორეს მხრივ ყველა სხვა ბიბლიური პერსონაჟის მეორედ შობის დრო, და ადგილი?

 

პასუხი:

ჩვენს მიერ დაწყებული საუბრის ეს მონაკვეთი სწორედ მაგ კითხვაზე პასუხით უნდა დავასრულოთ. სახეზე გვაქვს, ორი - ურთიერთ შემავსებელი საკითხი. კერძოდ:

1. ბიბლიასა და სხვა წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები აღწერს იმ ქვეყანაში მოსახდენ მოვლენებს, სადაც - ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას და სხვა ბიბლიურ პერსონაჟთა შობა, ანუ რეინკარნაცია ხდება; ამასთანავე:

2. მეორედ მოსვლისას, ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობისეული ეპოქის დადგომა, თავად ამ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადებით გვემცნობა.

 

ამდენად, იქმნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულიწრე“:

- ბოლო ჟამის დადგომის ნიშნები ცხადდება იმ ქვეყანაში, სადაც ხდება ძირითადი ბიბლიური პერსონაჟების რეინკარნაცია [განმეორებითი ხორცშესხმა]; და

- ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟის რეინკარნაცია ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა აცხადდეს.

 

ამ ორითეზისგაერთიანება კი, ასეთ ფორმულირებას იძენს:

- ბიბლიასა და წმიდა წერილებში აღწერილი ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენები, მისტერიულად გადმოგვცემს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გამოჩენამდელ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის - თავგადასავალს.

ანუ

ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი თითოეული ნიშანი, არის - ამ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის თავზე და მათ ირგვლივ მომხდარი მოვლენების მისტერიული არსის შემცველი, ანუ მათი ყოფისა და გარემოს ამსახველია.

 

კითხვა:

და აი, ვფიქრობ უკვე მივადექით კიდეც ჩვენს მიერ განსახილველ მთავარ საკითხს - რა როლი აკისრია ბოლო ჟამის შეცნობის თემატიკით დაკავებულ მსოფლიო ხალხებს შორის ქართველ ერს და ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს?

 

პასუხი:

ქართველი ერის მისია“, ღმერთის ნების გადმომცემი იოანე-ზოსიმეს პირით, ასე იქნა ფორმულირებული - დამარხული არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა... და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა [„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“].

მაშასადამე, ახ. წ. მე-10 საუკუნის მიწურულს შექმნილი [თუ გადაწერილი] ეს უნიკალური წერილობითი ძეგლი, ქართულ ენას და ქართველ ერს უდიდეს მისიას აკისრებს - დაამოწმოს უფლის მეორედ მოსვლის დროის დადგომა

 

კითხვა:

მაგრამ, რატომაა ეს ყოველი, მაინცა და მაინც - ქართველი ერის მისია? რატომაა ქართული ენა [ერი] სხვა ყველა ენებს [ერებს] შორის გამორჩეული?

 

პასუხი:

ამ კითხვაზე პასუხი თავად ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობ ნიშნებშია მოცემული.

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ - ბიბლიასა და სხვა წყაროებში წინასწარნაუწყები ბოლო ჟამის შესაცნობ ნიშნებში - საქართველოსა და ქართველი ერის თავზე დატრიალებული მოვლენების ამსახველი ისტორიაა მოცემული...

 

კითხვა:

და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის რომ საქართველოა ის ქვეყანა, სადაც ხდება მეორედაც შობით მომავალი ძე კაცისასა და სხვა, დადებითი, თუ უარყოფითი ბიბლიური პერსონაჟების დაბადება?

 

პასუხი:

დიახ, სწორედ მაქეთკენ მიგვყავს საუბარი.

როგორც უკვე ითქვა, რადგანაც - ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა აცხადდეს იმ ქვეყანაში, სადაც რეინკარნირებულნი უნდა იქნეს ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟი;

შესაბამისად, ღმერთის განგებულობის ძალით, ბოლო ჟამში, მაცხოვრის კვართის დაფლის უდიდეს მადლს ზიარებული, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ხდება [უკვე მომხდარია] მეორედაც შობით მომავალი ძე კაცისასა და სხვა ბიბლიური პერსონაჟების დაბადება,

რამეთუ, წმინდა წერილში წინასწარნაუწყებ ბოლო ჟამის შესაცნობ ნიშნებში, როგორც ითქვა, სწორედაც რომ - საქართველოსა და ქართველი ერის თავზე დატრიალებული მოვლენების ამსახველი ისტორიაა მოცემული.

ამდენად, იოანე-ზოსიმეს „ქებაის...“ მიხედვით, უფლის მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების სხვათათვის გაცხადების, ანუ დამოწმების მისიასთან ქართველი ერის წილხვედრილობა, თურმე, იმითაა განპირობებული, რომ სწორედ საქართველოში ხდება ძე კაცისასა და სხვა ბიბლიური პერსონაჟების რეინკარნაცია.

 

კითხვა:

როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში მოცემული წინასწარნაუწყები ნიშნები ასევე გამოკვეთდნენ ებრაელი ერის სამკვიდრებელს, ანუ იმ ადგილს სადაც უნდა მომხდარიყო მესიის შობა.

მაშ, ამ კუთხით რა ურთიერთკავშირი შეიძლება არსებობდეს ებრაელ და ქართველ ერს შორის?

 

პასუხი:

დედამიწაზე არსებული ყველა ერი თავისი ინდივიდუალური როლის მატარებელია.

უზენაესის განგებულობით, ებრაელებიცა და ქართველებიც, უფლის პირველ და მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული, ღვთივ რჩეული, ანუ ღმერთის მიერ მათთვის დაკისრებული განსაკუთრებული მისიის მატარებელი ერია;

ყველაფრის წინასწარგანმსაზღვრელი მაცხოვარი, აშკარად მიგვანიშნებს, რომ მეორედ ღმერთად მოსვლისას, მისი შობით მოსვლის ადგილი ისრაელი აღარ იქნება - „უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა [აქ - უფალი იესუ ქრისტე], რომელიც [პირველად შობით მოსვლისას] დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. ამიტომაც გეუბნებით თქვენ [აქ - მათ, ვინც ჯვარს აცვა მაცხოვარი]: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“ [მათე 21,42-43].

 

მოდით ვნახოთ, თუ რაზე მიგვანიშნებს კოდი - „ღმერთის სასუფეველი“.

სულხან-საბა ბრძანებს - „სასუფეველი... ესე არს სამყოფი ანგელოზთა, სადა აწ წმიდანი არიან წინაშე ღვთისა“-ო [ტ. 2, გვ. 56].

ამდენად, სასუფეველი არის ის ადგილი სადაც ღმერთიაო, ბრძანებს საბა და შემდეგ უფრო ცხადად განმარტავს - „სადაცა ქრისტე იყო მუნ სასუფეველი არს“-ო [თხზულებათა ტ. 3, თბ. 1963 წ., გვ. 258].

ამდენად - „ღმერთის სასუფეველი“, ყოფილა ის ადგილი - „სადაც ქრისტე იყო“. მაგრამ პირველად ღმერთად მოსული მაცხოვარი - „დაიწუნეს მშენებლებმა“, ანუ - „ისრაელმა“ და ჯვარზე გააკრეს იგი; ამიტომ წაერთმევათო მათ ის მადლი, რასაც „ღმერთის სასუფეველი“. ანუ მათთან ქრისტეს ყოფნა ჰქვია, და - „მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფსო“.

 

ზოგადად, ებრაელი და ქართველი ერის მისია თავისებური მსგავსება-განსხვავებით ხასიათდება. კერძოდ:

- ებრაელთა სამკვიდრებელ მიწაზე, წინასწარ ნაუწყებ მინიშნებათა აცხადების კვალდაკვალ - ებრაელი წმიდა მეფის დავითის შთამომავლის, ყოვლადწმიდა მარიამის მიერ ხორციელად იშვა, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთ არსში მატარებელი უფალი იესუ ქრისტე, რომელმაც, თავისი პირველად მოსვლისას, ადამის მოდგმის სულები დაიხსნა ცოდვის ტყვეობიდან; „მსგავსადამისა

- მეორედ მოსვლის წინარე, ანუ ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ასევე შობით მოდის უფალი, რომელიც, თავდაპირველად, მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელია. ამ არსში მყოფმა ძე კაცისამ, მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულ მიწაზე მაცხოვრებელი ქართველი ერის წიაღში უნდა განვლოს თავისი მიწიური ცხოვრება - შობიდან, ვიდრე ძალმოსილებით აღჭურვამდე, ანუ თავისი დიდებით საყოველთაო გამოჩინებამდე.

 

კითხვა:

იქნებ უკვე დროა კიდევ უფრო გამოვკვეთოთ ჩვენი სათქმელი, ანუ შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას - რაში მდგომარეობს საქართველოს სულიერი მისია?

 

პასუხი:

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ღმერთის ნებით, ჩვენი ქვეყნის არაერთი ღირსეული წარმომადგენლის მიერ, ქართველი ერის წილხვედრილობა შემდეგი - ორი, ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული, პირობითი სახელდებით განისაზღვრა:

1. „საქართველოს სულიერი მისია“; და

2. „იბერიის [საქართველოს] გაბრწყინება“.

ბოლო ჟამისმიერი მოვლენების, ასეთი კუთხით გააზრება, შესაძლებლობას იძლევა დავაკონკრეტოთ ხსენებულ სახელდებათა შინა არსი.

 

როგორც ვიცით, ცოცხალი ადამიანი ორი არსის: სულისა და ხორცის ერთობლივი მატარებელია.

მსგავსი პირობითობით ხასიათდება - ერიც, რომელიც, თავის წარმომადგენელთა ერთობაში, მიხი ქვეყნის სულისმიერ და ფიზიკურ ასპექტებს აერთიანებს.

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართველი ერის მისია, ორი ზოგადი ასპექტის ერთობის კუთხით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

1. მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტე, პირველად მოსვლის მსგავსად, ასევე შობით მოდის; ოღონდ, ამჯერად, იგი - არა ებრაელი, არამედ - ქართველი ერის წიაღში იბადება;

2. მეორედ დიდებით მომავალი მაცხოვრის საყოველთაო გაცხადების წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება ქართველი ერის წილხვედრია, რამეთუ ამ ნიშანთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემია.

 

ამდენად:

ერთის მხრივ - მეორედ დიდებით მომავალ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდელ დროში, ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობა, და

მეორეს მხრივ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების თაობაზე ამ ჟამის მაცხოვრებელთა ინფორმირებულობა, არის კიდეც იმ მედლის ორი მხარე, რომელსაც მთლიანობაში „საქართველოს სულიერი მისია“ ჰქვია.

 

მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე:

1. ბიბლიასა და სხვა წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება, იმ ეპოქაში იწყება და მიმდინარეობს, როდესაც - ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობა ხდება; ამასთანავე:

2. ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობისეული ეპოქის დადგომა, წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადებით გვემცნობა.

ჩვენი ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“ - სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ ასრულება, სწორედ - ამ, ბოლო ჟამად სახელდებულ, დროში ხდება.

 

თავისთავად ცხადია, რომ „საქართველოს გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა მიერ გამოვლენილ ნებაზე არ არის დამოკიდებული...

დიახ, საქართველოში მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემი, წინასწარნაუწყები, ნიშნები იმიტომ კი არ „სრულდება“, რომ ჩვენ ასე გვინდა; არამედ იმიტომ, რომ - ღმერთის ნებით, ქართველი ერის წიაღში ხდება ძე კაცისას შობა, რამაც განაპირობა კიდეც - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენების იგავური ფორმით ბიბლიაში [და არა მარტო იქ] ასახვა, რომელიც ძე კაცისას მიწიური ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს.

 

ამდენად, „საქართველოს გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ მიმდინარეობა, განპირობებულია - ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით, რაც, თავის მხრივ, გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითზე აცხადებით...

 

ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრებაც, რომ „საქართველოს გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ფარულად მიმდინარე პროცესია და რაიმე [მატერიალურად] ხელშესახები, ან დასანახ-შესაგრძნობი ასპექტებით არ ხასიათდება...

 

ერთადერთი, რამაც „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობა უნდა დაადასტუროს, არის ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის თაობაზე წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები ნიშნების გამოვლენა...

აი, სწორედ ესაა - საქართველოს სულიერი მისია, რომლის ასრულებაც, ანუ გამოვლენაც ხდება ბოლო ჟამში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომლებმაც, ღმერთის ნებით, უნდა შეიცნონ და გააჟღერონ წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის დადგომა.

 

სხვადასხვა წინასწარმეტყველებითი სწავლების მიხედვით ვიცით, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის წინ - იბერია უნდა გაბრწყინდეს. ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით, უნდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნულის კოდირებული არსი - ფარულად, ანუ სულიერ ასპექტში მიმდინარე პროცესს გულისმობს, რომლის ასრულებისეულ ეტაპზეც ამჟამად ვიმყოფებით...

სათქმელის უფრო კონკრეტულად თქმას თუ შევეცდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - „იბერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარე პროცესი:

1. „იწყება“ ]დაიწყო] - ბოლო ჟამში ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით;

2. „გრძელდება“ - საქართველოში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომელთა მისიაა გააჟღერონ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულება; და

3. „დამთავრდება“ - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას მიწიური ცხოვრების დასასრულის მაუწყებელი იმ მოვლენით, რასაც - ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადება ჰქვია.  

 

ამათგან, ამ პროცესის ორი „შემადგენელი“ - მაცხოვრის მეორედ შობისა და მისი ძალმოსილებით გაცხადების დროთა განსაზღვრა, სახარებისეული სწავლების მიხედვით, ადამიანური თვალთაგან დაფარულია;

შესაბამისად, ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს - ბიბლიაში დაფიქსირებული იმ ნიშნების მოძიება და სხვათა ყურისა და გონების გასაგონად გასაჯარისება, რომლის მიხედვითაც გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დადგომა.

 

კითხვა:

თითოეული ასეთი ნიშნის გამოვლენა, ერთგვარ სასწაულთა რანგს შეიძლება მივაკუთნოთ...

 

პასუხი:

გეთანხმებით, თუმცა ერთი დათქმით.

ბიბლიური სიბრძნე გვასწავლის, რომ - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1].

თავიდანვე უნდა გავითავისოთ, რომ ყველაფერი, ღმერთის მიერ წინასწარგანჭვრეტილისდა მიხედვით მიმდინარეობს:

- „საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული“ [3 ეზრა 4,37],

რამეთუ გვეუბნება:

- „მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ“-ო [3 ეზრა 6,6].

 

თავად ჩვენი სამყოფელი არეალი - დროში ჩაკეტილ სივრცეშია განივთებული, სადაც ყველაფერი იმ სამებისმიერ არსს ექვემდებარება, რომელსაც - დაიბადა [საწყისი], გაიზარდა [განვითარება], მოკვდა [დასასრული] ჰქვია.

ბიბლიური მინიშნებაც ასეთია - „როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია.

ამგვარად, უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია სასწაულებითა და სიქველეებით, ხოლო დასასრულნი ქმედებითა და ნიშნებით“-ო [3 ეზრა 9,5-6].

 

მაშასადამე, გვეუწყება, რომ „დრო-ჟამის დასაწყისისაგან“ განსხვავებით, დასასრული, ანუ ბოლო ჟამი, არა - სასწაულებით, არამედ „ქმედებებითა და ნიშნებით უნდა შეიცნოთო. და განა რომელი სასწაული შეედრება იმას, როდესაც ჩვენს თვალწინ - წლების, დღეებისა და ლამის საათებისა და წუთების სიზუსტით სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებანი.

დასასრულისეულ „ქმედებებსა და ნიშნებს“ კი, მათთვის განკუთვნილი ასრულებისეული დროითი საზღვრები აქვს, რომელთა არსში გარკვევაც მხოლოდ უზენაესის ნებაზეა

ამდენად, ყველა ნიშანს თავისი აცხადების დრო აქვს, რომლის თაობაზეც მხოლოდ უკანასკნელ ჟამში შეიძლება დამოწმება.

 

კითხვა:

თავისთავად ცხადია, რომ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები, თავისი გამოვლენისდა მიხედვით, ალბათ, გარკვეულ თანამიმდევრობას ექვემდებარება.


პასუხი:

მართალი ბრძანდებით.

ჩვენს დღევანდელობაში მოსახდენი [მომხდარი] ყველა პროცესი ზუსტად იმ თანამიმდევრობით წარიმართება [ასრულდება, როგორც ეს უდროობაში განიჭვრიტა და საუკუნეების მიღმა დაიწერა კიდეც.

ბიბლიაში დაცული წინასწარნაუწყები ნიშნების, ბოლო ჟამში აცხადების ეტაპებისდა მიხედვით, 1997 წლის დასაწყისიდან გამომავალი ჩვენი გაზეთის „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს ფურცლებიდან დღემდე ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ბოლო ჟამის თემატიკით დაინტერესებულ მკითხველს.

ყველა აცხადებული ნიშანი თავის მხრივ უნიკალურია, მაგრამ ამ ფორმატში მათზე დეტალურ საუბარს ძალზედ დიდი საეთერო დრო დასჭირდება.

ამიტომ, ამჟამად, შევეცდებით შეძლებისდაგვარად ქრონოლოგიურად დალაგებული ის ძირითადი მასალა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომელიც ბოლო ჟამის დროთა მდინარების საკვანძო მოვლენებს წარმოგვიჩენს.

ვფიქრობთ, ბოლო ჟამის თემატიკით დაინტერესებულ მსმენელს, არ გაუჭირდება ჩაწვდეს იმ - „...სიბრძნეს ღმრთისას, საიდუმლოს დაფარულს, რომელიც საუკუნეთა უწინარეს, იმთავითვე ჩვენდა სადიდებლად განაწესა ღმერთმა“ [კორ. 2,7].

 

მოდით, დამდგარი ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების ერთობლიობა - პირობით ჯაჭვის სახით წარმოვიდგინოთ, და თვალი გადავავლოთ ამ ჯაჭვის თითოეულ რგოლთან დაკავშირებულ მასალას.

 

ჯაჭვის პირველი რგოლი

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი პროცესების „ერთიანი ჯაჭვის“ პირველ რგოლი წარმოადგენს იმ რეგიონის შესაცნობ ნიშანთა ერთობლიობას, რომელთანაც მეტ-ნაკლები შემხებლობა აქვს იმ ქვეყანას, სადაც ბოლო ჟამში განსავითარებელი ძირითადი მოვლენები უნდა წარიმართოს. მივყვეთ თანამიმდევრობით.

კაცობრიობის ისტორიის არც ერთ ეტაპზე არასოდეს ყოფილა, რომ ადამიანს, მისთვის უხილავი და მარად საძიებელი უზენაესი ძალისადმი, ამა თუ იმ ფორმით გამოვლენილი რწმენის გარეშე ეცხოვროს.

და აი, პირველად, ვლ. ლენინის მეთაურობით მომხდარი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, დედამიწის თითქმის ერთ მეექვსედ ტერიტორიაზე - უღმერთო, ანუ - ათეისტური სახელმწიფო წყობა ჩამოყალიბდა.

მეორედ მოსვლისწინარე ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენების პირობითი ათვლა სწორედ ამ სახელმწიფოს შექმნა-განვითარების ისტორიის ამსახველი ნიშნებით იწყება.

 

აღნიშნულთან მიმართებით ბიბლიაში ვკითხულობთ - აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო [რუსეთის იმპერიის სახეცვლილი წარმონაქმნი - საბჭოთა კავშირი], რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი [ანუ - უღმერთო, ათეისტური] იქნება“ [3 ეზრა 12,13].

ამ სახელმწიფო წარმონაქმნის მმართველთა თაობაზე, იქვე ვკითხულობთ - „გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით“-ო [3 ეზრა 12,14].

 

გამოცხადებისული ტექსტი, ამ სამეფოს განვითარების ისტორიის ორ ეტაპს გამოყოფს, და მას - „პირველი“ და „მეორე“ მხეცის სახელით მოიხსენიებს.

როგორც მოგეხსენებათ საუკუნეების მანძილზე მოქმედი რუსეთის იმპერია, ჯერ - „საბჭოთა კავშირის“ [აქ - პირველი მხეცი], ხოლო შემდეგ - „დსთ“-ს [აქ - მეორე მხეცის] სახით აგრძელებს არსებობას.

აი, როგორაა ეს ასახული ბიბლიაში:

1. „დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი“ [გამოცხ. 13,1].

ტექსტისმიერი კოდი - „ათრქიანი და შვიდთავიანი“, იგავურად უნდა გვითითებდეს - ამ „მხეცის“, ანუ საბჭოთა კავშირად სახელდებული „სამეფოს“ - ათ ლიდერზე, რომელთაგან - შვიდი, განსაკუთრებულადაა გამოყოფილი; და

2. „მერე ვიხილე სხვა მხეცი [აქ - „დსთ“], მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს [აქ - საბჭოთა კავშირს, როგორც მსოფლიო ლიდერობის პრეტენზიის მქონე ქვეყანას], ვისი სასიკვდილო წყლულებაც [1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა] განიკურნა [იგი ე.წ. „დსთ“-დ გარდაიქმნა]“ [გამოცხ. 13,11-12].

ტექსტისმიერი - „ორი რქა“, ამ „მხეცის“ ორ გამორჩეულ მმართველზე გვითითებს.

 

ამდენად ეზრა წინასწარმეტყველის პირით - 12 მეფესთან დაკავშირებით მოწვდილი მინიშნება, გამოცხადებისულ ტექსტში მოცემული: „პირველი მხეცის“ - ათ, და „მეორე მხეცის“ - ორ გამორჩეულ ლიდერთა ჯამურ ოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

მათ შესახებ ბიბლიაში მოცემული მინიშნებების გაცნობამდე, მოდით თვალი გადავავლოთ ჩვენი რეალობის ისტორიის აღმწერ იმ ფაქტობრივ მასალას, რომელიც ზემოთხსენებული „სამეფოს“ მმართველებს ეხება.

 

სახეცვლილი რუსეთის იმპერიის - საბჭოთა კავშირის დამაარსებელი და მისი პირველი ლიდერი გახლდათ:

1. ვლადიმერ ლენინი

რუსეთის ფედერაციის სახალხო კომისართა საბჭოს თავნჯდომარე: 27 ოქტომბერი [9 ნოემბერი] 1917 წ. - 21 იანვარი 1924 წ.;

სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს თავნჯდომარე: 6 ივლისი 1923 წ. - 21 იანვარი 1924 წ.;

სსრკ შრომისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე: 17 ივლისი 1923 წ. - 21 იანვარი 1924 წ.;

 

ვლ. ლენინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა იმპერიის სათავეში მოვიდა მისი მეორე ფაქტობრივი მმართველი:

2. იოსებ სტალინი

კომპარტიის ცკ-ის გენერალური მდივანი: 3 აპრილი 1922 წ. - 5 მარტი 1953 წ.

1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946 წლის 19 მარტიდან - 1953 წ. 5 მარტამდე - სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე),

 

1952 წლის ოქტომბერში გამართულ კომპარტიის მე-19 ყრილობაზე, კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს გადაერქვა სახელი, და მას - პრეზიდიუმი ეწოდა.

სტალინის წინადადებით კომპარტიის ცკ-ს პრეზიდიუმის ბიუროს წევრთაგან შეიქმნა ე.წ. „ხელმძღვანელი ხუთეული“, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: სტალინი, მალენკოვი, ბერია, ბულგანინი და ხრუშოვი.

 

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მმართველებად, ხსენებული „ხელმძღვანელი ხუთეულის“ დარჩენილი ოთხი ლიდერი მოგვევლინა - მალენკოვი, ბერია, ბულგანინი და ხრუშოვი.

1953 წლის 5 მარტს კომპარტიის ცკ–ს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და საბჭოთა მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ერთობლივ სხდომაზე:

- გ. მალენკოვი სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა;

- ლ. ბერია დანიშნულ იქნა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრად;

- ნ. ბულგანინი გახდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი [პარალელურად იგი დარჩა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 1-ელ მოადგილედ];

- ნ. ხრუშოვმა დატოვა კომპარტიის მოსკოვის საქალაქო და საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა, და განესაზღვრა, რომ მანამდე შეთავსებით მყოფი კომპარტიის ცკ-ს მდივნის რანგში გაეგრძელებია, სტალინის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში უფლებრივად შესუსტებული, კომპარტიის საქმიანობის ზედამხედველობა.

 

ამ ოთხეულიდან, თავისი გავლენით - ლავრენტი ბერია ყველაზე გამორჩეული ლიდერი გახლდათ. მის დაქვემდებარებაში მყოფ შსს-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა ყოფილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრო (1946-1953) და სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (1946-1953).

ამ მძლავრ ძალოვან სტრუქტურაზე დაყრდნობით, ლავრენტი ბერიას - საბჭოთა კავშირის ფაქტობრივი ლიდერის პოსტზე ყოფნა, ზემოთხსენებული სამეულის მიერ მოწყობილი „გადატრიალებით“ დამთავრდა:

ლავრენტი ბერიას დაპატიმრება და სიკვდილი დღემდე დისკუსიის საგნად რჩება. 1953 წლის 26 ივნისს ბერია საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე დასასწრებლად მიიწვიეს. მას ბრალად დასდეს ბურჟუაზიული გადაგვარება და სახელმწიფო გადატრიალების მომზადება, და იმავე დღეს დახვრიტეს. თუმცა, ოფიციალური ვერსიით, ლ. ბერიას დახვრეტის თარიღად - 1953 წ. 23 დეკემბერია მიჩნეული.

 

ლ. ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ, ხსენებული გადატრიალების ორგანიზატორი - ნ. ხრუშოვი, 1953 წლის 7 სექტემბერს, ახლად შემოღებული - კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად იქნა არჩეული.

 

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ანუ ქვეყნის მეთაურის პოსტზე მყოფი გ. მალენკოვის დე-იურე „პირველკაცობის“ ისტორია, ნ. ხრუშოვის მიერ მოწყობილი მორიგი მცდელობის შედეგად - 1955 წლის 8 თებერვალს დამთავრდა.

ამ დღეს, დაკავებული თანამდებობიდან, ვითომცდა საკუთარი განცხადების საფუძველზე გადაყენებული გ. მალენკოვი, სსრკ ელექტროსადგურების მინისტრის თანამდებობაზე განამწესეს, ხოლო გამონთავისუფლებული საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა - ნ. ბულგანინმა დაიკავა.

 

კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის თანამდებობაზე მყოფმა ნ. ხრუშოვმა, ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის სურვილი, მის მიერ მოწყობილი მესამე სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ აიხდინა.

კერძოდ, 1958 წ. 27 მარტს, ნ. ბულგანინი, ასევე - პირადი თხოვნის საფუძველზე, გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან [1958 წ. 31 მარტიდან 15 აგვისტომდე მას სსრკ სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარის პოსტი ეკავა], და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ნ. ხრუშოვი იქნა დანიშნული.

 

ამდენად, ლენინისა და სტალინის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მმართველები იყვნენ:

3. ლავრენტი ბერია [სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრი: 1953 წ, 5 მარტი - 26 ივნისი];

4. გიორგი მალენკოვი [სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე: 5 მარტი 1953 წ. - 8 თებერვალი 1955 წ.];

5. ნიკოლოზ ბულგანინი [სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე: 8 თებერვალი 1955 წ. - 27 მარტი 1958 წ.];

6. ნიკიტა ხრუშოვი [სკკპ ცკ-ის პირველი მდივანი: 7 სექტემბერი 1953 წ. - 14 ოქტომბერი 1964 წ.; სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე: 27 მარტი 1958 წ. - 15 ოქტომბერი 1964 წ.].

ამასთან - ნ. ხრუშოვი გახდა სსრკ-ს ის ბოლო მმართველი, რომელიც ლენინისა და სტალინის მსგავსად დე-იურედ ითავსებდა კომპარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობებს.

 

1964 წ. 14 ოქტომბერს, ბიჭვინთაში დასასვენებლად მყოფი ხრუშოვის გარეშე გამართულ კომპარტიის ცკ პლენუმზე, ხრუშოვი გაანთავისუფლეს კომპარტიის ცკ პირველი მდივნის თანამდებობიდან, ხოლო მეორე დღეს გამოცემული სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით ხრუშოვი განთავისუფლდა საბჭოთა მთავრობის მეთაურის პოსტიდან.

აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, საბჭოთა კავშირის მომდევნო ლიდერი გახდა:

7. ლეონიდ ბრეჟნევი [სკკპ ცკ-ის პირველი მდივანი: 14 ოქტომბერი 1964 წ. - 8 აპრილი 1966 წ., სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი: 8 აპრილი 1966 წ. - 10 ნოემბერი 1982 წ., სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე: 16 ივნისი 1977 წ. - 10 ნოემბერი 1982 წ.].

 

ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ ვიდრე საბჭოთა იმპერიის დაშლამდე საბჭთა კავშირის ლიდერების იყვნენ:

8. იური ანდროპოვი [სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი: 12 ნოემბერი 1982 წ. - 8 თებერვალი 1984 წ., სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე: 18 ივნისი 1983 წ. - 8 თებერვალი 1984 წ.];

9. კონსტანტინ ჩერნენკო [სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი: 13 თებერვალი 1984 წ. - 10 მარტი 1985 წ., სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე: 11 აპრილი 1984 წ. – 10 მარტი 1985 წ.];

10. მიხეილ გორბაჩოვი [სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი: 11 მარტი 1985 წ. - 24 აგვისტო 1991 წ., სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე: 1 ოქტომბერი 1988 წ. - 25 მაისი 1989 წ., სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: 25 მაისი 1989 წ. - 15 მარტი 1990 წ., სსრკ პრეზიდენტი: 15 მარტი 1990 წ. - 25 დეკემბერი 1991 წ.].

 

1991 წ. 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატაში გამართულ საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე - საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა, ხოლო მისი სამართალმემკვიდრის: რუსეთის ფედერაციის თავმჯდომარეობით შეიქმნა, თერთმეტი მოკავშირე რესპუბლიკისაგან შემდგარი, ე.წ. - „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“.

 

ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოთა გაერთიანების თავმჯდომარე გახდა:

ბორის ელცინი [რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: 29 მაისი 1990 წ. - 10 ივლისი 1991 წ., რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: 10 ივლისი 1991 წ. - 31 დეკემბერი 1999 წ.,

დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე: 1 იანვარი 1994 წ. - 31 დეკემბერი 1999 წ.].

 

ბორის ელცინის მიერ დაკავებული თანამდებობიდან „ნებაყოფლობით“ წასვლის შემდეგ, რუსეთის სახეცვლილი იმპერიის ფაქტობრივი მმართველი გახდა:

ვლადიმერ პუტინი [რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მ/შ: 31 დეკემბერი 1999 წ. - 7 მაისი 2000 წ., რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: 2000 წ. - 7 მაისი 2008 წ., 7 მაისი 2012 წ.,

დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე: 25 იანვარი 2000 წ. - 29 იანვარი 2003 წ.; 16 სექტემბერი 2004 წ. - 20 მაისი 2006 წ.; 1 იანვარი 2017 წ.

რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე: 8 მაისი 2008 წ. - 7 მაისი 2012 წ., დსთ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე: 27 მაისი 2008 წ. - 18 ივლისი 2012 წ.].

 

რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური მოთხოვნიდან გამომდინარე, ვლ. პუტინის მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ორი ვადის გასცლის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტად მოგვევლინა ვლ. პუტინის გავლენის ქვეშ მყოფი:

დიმიტრი მედვედევი [რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის 1-ლი მოადგილე: 14 ნოემბერი 2005 წ. - 7 მაისი 2008 წ., რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: 7 მაისი 2008 წ. - 7 მაისი 2012 წ., რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე: 8 მაისი 2012 წ.].

 

მთელი ამ დროის მანძილზე ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი იყო - რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მყოფი ვლ. პუტინი [8 მაისი 2008 წ. - 7 მაისი 2012 წ.[, რომელმაც 2012 წ. 7 მაისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის კვლავ დაკავების შემდეგ, უკვე დე-იურე მმართველის რანგში განაგრძო ქვეყნის მართვა.

 

 

კითხვა:

პოლიტიკური სურათის გაცნობის შემდეგ, იქნებ გვენახა, როგორ არის ყოველივე ზემოთქმული ასახული ბიბლიაში დაფიქსირებულ ნიშნებში?

 

პასუხი:

დედამიწის ერთ მეექვსედზე განთავსებული ბოროტების იმპერიად წოდებული სახელმწიფოს თაობაზე, ბიბლიაში ვკითხულობთ:

„ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი“ [3 ეზრა 11,1].

არწივის გერბის მქონე რუსეთის სახეცვლილი იმპერიის შესახებ, იქვე დაფიქსირებულ ამ სიზმრის განმარტებაში ვკითხულობთს - „აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება. გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით“ [3 ეზრა 12,13-14].

 

ბიბლიური თხრობა გვაუწყებს - „ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა: ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავთავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ“ [3 ეზრა 11,7-8].

 

ამ „თორმეტი მეფის“ თაობაზე ბიბლიაში დაფიქსირებული მინიშნებები კი, ასეთია:

მინიშნება ვლ. ლენინზე - „ვიხილე: აჰა, მარჯვენა მხრიდან აღიმართა ერთი ფრთა [აქ - ლენინი] და გამეფდა მთელ დედამიწაზე. და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული [21 იანვარი 1924 წ.] და აღარ ჩანდა მისი ადგილი... [მიწაში დაკრძალვის ნაცვლად, იგი - მავზოლეუმში დაასვენეს]“ [3 ეზრა 11,12-13];

მინიშნება ი. სტალინზე - „და როცა მეფობდა, დაუდგა მას [აქ - ლენინს] აღსასრული [1924 წ.] და აღარ ჩანდა მისი ადგილი; აღიმართა მომდევნო [აქ - ი. სტალინი] და მეფობდა, და დაჰყო მან მრავალი ხანი [1924 – 1953 წ,წ,]. და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული [5 მარტი 1953 წ.], რათა პირველის [ლენინის] მსგავსად, ისიც გაუჩინარებულიყო [გარდაცვალების შემდეგ სტალინი დაასვენეს მავზოლეუმში ვლ. ლენინის გვერდით, რომელსაც ეწოდა: „ვლ. ლენინისა და ი. სტალინის მავზოლეუმი“ [1953 – 1961 წ. 1 ნოემბერი]. 1961 წ, 1 ნოემბერს იგი დაკრძალეს კრემლის კედელთან]“ [3 ეზრა 11,13-14].

სტალინის მმართველობის ხანგრძლივ დროსთან მიმართებაში, ბიბლია ბრძანებს - „გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით. მეორე მეფე [აქ - სტალინი] დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება“ [3 ეზრა 12,14-15];

მინიშნება ბერიაზე, მალენკოვსა და ბულგანინზე - „ზოგი მათგანი აღიმართებოდა [ბერია: 1953 წლის 5 მარტი - 26 ივნისი; მალენკოვი: 5 მარტი 1953 წ. - 8 თებერვალი 1955 წ.; ბულგანინი: 8 თებერვალი 1955 წ. - 27 მარტი 1958 წ.], მაგრამ [აქ - სრულფასოვნად] ვერ იპყრობდა მთავრობას“ [3 ეზრა 11,21];

მინიშნება ხრუშოვზე - როგორც ითქვა ნ. ხრუშოვი, ლენინისა და სტალინის მსგავსად, რიგით მესამე და ბოლო მმართველი იყო რომელიც ერთდროულად იკავებდა კომპარტიის ლიდერისა და მთავრობის თავმჯდომარის პოსტებს. აი, რას გვაუწყებს ამაზე ბიბლია - „აღიმართა მესამე [აქ - ხრუშოვი: 7 სექტემბერი 1953 წ. – 14 ოქტომბერი 1964 წ.] და დაიპყრო მთავრობა წინამორბედთა [ლენინისა და სტალინის] მსგავსად, მაგრამ გაუჩინარდა ისიც“ [3 ეზრა 11,18];

მინიშნება ბრეჟნევზე, ანდროპოვზე, ჩერნენკოსა და გორბაჩოვზე - „ვიხილე: აჰა, რიგრიგობით აღემართებოდნენ ფრთები მარჯვენა მხრიდან, რომ მათაც დაეპყროთ მთავრობა; იყვნენ მათ შორის, ვინც იპყრობდნენ, მაგრამ უეცრად უჩინარდებოდნენ [აქ - ბრეჟნევი: 14 ოქტომბერი 1964 წ, - 12 ნოემბერი 1982 წ.; ანდროპოვი: 12 ნოემბერი 1982 წ. - 8 თებერვალი 1984 წ., ჩერნენკო: 13 თებერვალი 1984 წ. - 10 მარტი 1985 წ.; გორბაჩოვი: 11 მარტი 1986 წ, - 26 დეკემბერი 1991 წ.]“ [3 ეზრა 11,20].

 

ბიბლიურ მინიშნებებში ამ თორმეტი მეფის თაობაზე არსებული თხრობა, როგორც ითქვა, ორ ეტაპადაა დაყოფილი, სადაც ე.წ. „პირველ მხეცად| - საბჭოთა კავშირი, ხოლო „მეორე მხეცად“ - დსთ-ა მოაზრებული. კერძოდ:

 

კოდირებული „პირველი მხეცი“ - საბჭოთა კავშირი,

ანუ - 70 წლიანი მონაკვეთი

ა) კოდი - „ათრქიანი და შვიდთავიანი“

გამოცხადებისეულ ტექსტში ვკითხულობთ - „დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი [აქ - საბჭოთა კავშირი], ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი“ [გამოცხ. 13,1].

აღნიშნულში, კოდი - „ათრქიანი და შვიდთავიანი“, ჯამში - ათ მმართველზე მიგვანიშნებს, რომელთაგან - შვიდი განსაკუთრებითაა გამოყოფილი.

ზემოთქმულის შემდეგ, ცხადია, რომ აქ მინიშნებაა, საბჭოთა კავშირის 10 მმართველზე, ესენია: 1. ლენინი, 2. სტალინი, 3. ბერია, 4. მალენკოვი, 5. ბულგანინი, 6. ხრუშოვი, 7. ბრეჟნევი, 8. ანდროპოვი, 9. ჩერნენკო და 10. გორბაჩოვი.

ამ სიიდან - ბერია, მალენკოვისა და ბულგანინის გამოკლების შემდეგ, დაგვრჩება საბჭოთა იმპერიის 7 გამორჩეული პარტიული ლიდერი - 1. ლენინი, 2. სტალინი, 3. ხრუშოვი, 4. ბრეჟნევი, 5. ანდროპოვი, 6. ჩერნენკო და 7. გორბაჩოვი.

 

სტალინის გარდაცვალებიდან [5 მარტი 1953 წ.] საბჭოთა იმპერიის ნგრევისაკენ მიმართული პროცესი, საბოლოოდ 1991 წ. მიწურულს საბჭოთა კავშირის დაშლითა, და ახალი გაერთიანების ე.წ. – „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ [დსთ] ჩამოყალიბებით დამთავრდა.

თავდაპირველად 11 საბჭოთა რესპუბლიკის ბაზაზე შექმნილ „დსთ“-ს, 1994 წ. 1 მარტს საქართველოც შეუერთდა. ამდენად „დსთ“-ში გაერთიანებული აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში შემავალი 15 რესპუბლიკიდან - 12, ანუ „დსთ“ მოიცავდა იმ ტერიტორიას, რომელიც საბჭოთა კავშირს ეპყრა - შექმნიდან [30 დეკემბერი 1922 წ.], ვიდრე 1940 წელს განხორციელებული ბალტიისპირა ქვეყნების [ესტონეთი, ლატვია, ლიტვა], გასაბჭოებამდე.

აი, რას ვკითხულობთ ყოველივე ამაზე ბიბლიაში - „ასეთია ამის განმარტება: მისი [აქ - სტალინის] მეფობის შემდეგ [1953 წლიდან] დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო [საბჭოთა კავშირი] დამხობად [აქ - 1991 წ.], მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს [აქ: 1922- 1940 წლამდელ მდგომარეობას] დაუბრუნდება“ [3 ეზრა 12,18].

 

ბ) სამოცდაათწლიანი მონაკვეთი, ანუ 1921-1991 წ.წ.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1801 წლიდან მოქცეული საქართველოს მიმართ არსებული ბიბლიური თხრობა, ათეისტურ რწმენაზე [ურწმუნოებაზე] დაფუძნებული სახლმწიფოს ჩამოყალიბებიდან იღებს სათავეს.

1921 წ. 25 თებერვალს მომხდარი საქართველოს გასაბჭოებიდან 70-ე წელს - საბჭოთა კავშირი დაიშალა [1991 წ. 21 დეკემბერი - სსრკ-ში შემავალი სახელმწიფო მეთაურთა გადაწყვეტილება; 1991 წ. 26 დეკემბერი - უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება].

 

როგორც არაერთგზის გვითქვამს, ბოლო ჟამთან მიმართებაში ერთ-ერთ გასაღებს წარმოადგენს სახარებაში დაფიქსირებული შემდეგი მინიშნება:

„და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს, გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?“ [მათე 24,3].

მოწაფეთა შეკითხვის პასუხად, მაცხოვარი იქვე ასე ბრძანებს - „ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)“-ო [მათე 24,15].

დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამში კი ვკითხულობთ - „...მე, დანიელმა, წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი უნდა შესრულებოდა იერუსალიმის ნანგრევებს“-ო [დან. 9,2].

აქ მითითებულ იერემიას წინასწარმეტყველებაში იგავურად გვეუწყება, რომ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასაცხადებელი ქვეყანა [აქ - საქართველო] 70 წელიწადი [1921 -1991 წ.წ.] უნდა იყოს ჩრდილოელი მეზობლის [აქ - რუსეთის იმპერიის] ტყვე [იხ. იერ. 19,4; იერ. 25,8-11; იერ. 29,10]. კერძოდ:

- „... ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები (ვერ შევინარჩუნეთ 1918-1921 წ.წ. დამოუკიდებლობა), აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის (აქ - რუსეთის) ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე (საქართველოზე), მის მაცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე (მთლიანად კავკასია). გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავ და სამარცხვინო სანახავს გავხდი (ქრისტეს კვართის დაფვლის ტერიტორია და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - ათეისტური სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მოექცა)...“ (იერ. 25,8-9);

„გაოხრდება და გაუკაცურდება (ათეისტური სახელმწიფოს დამყარება) მთელი ეს ქვეყანა (საქართველო), ბაბილონის (რუსეთის იმპერიის კოდირებული სახელი) მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს (1921-1992 წ.წ.) ეს ხალხები. შესრულდება სამოცდაათი წელი (25 თებერვალი 1921 წ. – 25 თებერვალი 1991 წ.) და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს (აქ - სსრკ-ს დაშლა: 21-26 დეკემბერი 1991 წ.)“ (იერ. 25,11-12).

 

„ეს იმისათვის, რომ დამივიწყეს ˜[ათეისტური სახელმწიფო მმართველობა] და გააუცხოვეს [კომუნისტური იდეოლოგიით] ეს ადგილი [საქართველო], უკმევდნენ აქ უცხო ღმერთებს [კომუნისტური წყობის კერპები - ლენინი, სტალინი... სოციალიზმი, კომუნიზმი...], რომელთაც არც თვითონ და არც მათი მამა-პაპანი -იუდას მეფეები იცნობდნენ. აავსეს უბრალოთა სისხლით ˜[არისტოკრატიის განადგურება, 1924 წლის აჯანყება, 1956 წ. 9 მარტი, 1989 წ. 9 აპრილი და სხვა] ეს ადგილი [საქართველო]“ [იერ. 19,4].

 

„...ასე ამბობს უფალი: როგორც კი შესრულდება ბაბილონის [აქ - სსრკ-ში ყოფნის] სამოცდაათი წელი [25. 02 - 1921 წ. – 25. 02. – 1991 წ.], მოგხედავ და აგისრულებ ჩემს სასიკეთო სიტყვას [19191 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით 19191 წ. 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა]“ [იერ. 29,10];

 

ამ ნაწილზე საუბარი, მოდით მიშელ დე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების გახსენებით დავამთავროთ:

„ჩვენი მარსი საომარი ძალით გვემუქრება, სამოცდაათი ბრძოლის ქარტეხილში [1921 – 1991 წ.წ.] მოგველის გავლა. თვით ეკლესიაც კი ალბათ დასამარდება [სსრკ-ში ათეისტური მმართველობის დამყარება] და ვერავინ შეძლო [დრომდე] ბოროტების [ანუ საბჭოთა იმპერიის მარწუხების] გვერდის ავლა“ [1 ცენტურიის მე-15 კატრენი. იხ. გ. ასათიანი, გ. გობეჩია „16 ს. ნათელმხილველი მიშელ ნოსტრადამუსი“, თბ. 1992 წ., გვ. 25].

 

დ) კოდირებული „მეორე მხეცი“ – „დსთ“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილი ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ [„დსთ“], ანუ „მეორე მხეცის“ თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს:

„მერე აქ - 1991 წ.] ვიხილე სხვა მხეცი ]აქ - „დსთ“], მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა [აქ - მისი ორი გამორჩეული მმართველი], მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. ის [„დსთ“] მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს [აქ - საბჭოთა კავშირის სამხედრო სიძლიერეს], ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა [დაშლის მიუხედავად კვლავ განაგრძო იმპერიული არსებობა]“ [გამოცხ. 13,11,12].

აქ აღნიშნული კოდი - „კრავის ორი რქა“ რომელიც „ლაპარაკობდა როგორც ურჩხული“, მიგვანიშნებს ვითომცდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებულ, მაგრამ სინამდვილეში კვლავ ბოროტების იმპერიად წოდებულ სახელმწიფოს ლიდერებზე - ბ. ელცინსა და ვ. პუტინზე, როგორც რუსეთი ფედერაციისა და „დსთ“-ს ორ ფაქტობრივ მმართველზე.

 

იმის გამო, რომ - 2008 წლის აგვისტოში დსთ-ს მონაწილე სახელმწიფომ - რუსეთმა დსთ-ს მონაწილე მეორე სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დსთ-დან გამოსვლის შესახებ.

2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს ნოტით აცნობა საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილებებისა და დსთ-დან საქართველოს გამოსვლის შესახებ.

დსთ-ს წესდების მე-9 მუხლის თანახმად დსთ-ს წევრობის შეწყვეტა ხდება წერილობითი შეტყობინების დღიდან 12 თვეში, შესაბამისად, 2009 წლის 18 აგვისტოსათვის დასრულდა დსთ-დან საქართველოს გამოსვლის ფორმალური პროცედურა.

 

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასაცხადებელი ქვეყნის, ანუ - საქართველოს, ბიბლიური ისტორიის ზემოთგანხილული მონაკვეთი, სწორედ ბოროტების იმპერიის 12 გამორჩეული ლიდერის თაობაზე არსებული მინიშნებებით მთავრდება.

 

 

კითხვა:

და აი, მივადექით მე-20 ს-ის 80-90 წლების გასაყარს. რას წინასწარმეტყველებს ბიბლია ამ დროში მოსახდენთან მიმართებაში?

 

პასუხი:

ბიბლიის მიხედვით - ჩრდილოელი მეზობლის [აქ - სსრკ] ტყვეობაშიოფნის სამოცდაათწლიანი დროის მონაკვეთის ბოლოს, ბოლო ჟამის შესაცნობი ნიშნების ასაცხადებელ ქვეყანაში [აქ - საქართველოში] უნდა მოვიდეს ახალი მთავრობა - ცხებული მეფის“ ხელმძღვანელობით.

ბიბლიაში დეტალურადაა აღწერილი ამ „ცხებული მეფის“:

როგორც - ხელისუფლებაში მოსვლის, ხელისუფლებაში ყოფნისა და ქვეყნიდან დევნილობის დრო,

ასევე - მისი სიკვდილის მაუწყებელი ნიშნები.

ამ ნიშანთა ერთობლიობაში ნათლად იკითხება ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერის, საქართველოსპირველიპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პიროვნება.

 

კითხვა:

მაშასადამე, პირობითი ჯაჭვის შემდეგ რგოლს, შეგვიძლია - ზვიად გამსახურდიას სახელი ვუწოდოთ?

 

პასუხი:

რათქმაუნდა...

ამ გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ - ზვიად გამსახურდია იყო ის სრული კაცი, რომლის პოლიტიკური მოღვაწეობა დაედო საფუძვლად ბოლო ჟამის, ანუ მეორედ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისწინა დროის დადგომის შეცნობას.

ამ კუთხით - ზვიად გამსახურდია გახლდათ ერთგვარი გზის გამკვალავი მეორედ მომავალი უფალი იესუ ქრისტესი, რამეთუ თითქმის მთელი ბოლო ჟამის განსავითარებელი მოვლენები, პირდაპირ თუ ირიბად, სათავეს იღებს იმ ფენომენის მოღვაწეობა-საქმიანობიდან, რომელსაც - ზვიად გამსახურდია ერქვა.

 

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასთან დაკავშირებული, ბიბლიაში მოცემული, ბოლო ჟამში ასაცხადებელი ნიშნები, დროის მიხედვით, ერთმანეთში ისეა გადახლართული, რომ მკაცრი ქრონოლოგიის დაცვა ოდნავ გაჭირდება.

ამიტომ, შევეცდებით თემატურად დალაგებული ნიშნების ერთობლიობა შემოგთავაზოთ... 

 

ჯაჭვის მომდევნო რგოლი - „სამოცდაათი შვიდეული“

ათეისტურ სახლმწიფოში 70 წლიანი ყოფნის დროის მიწურულს, საქართველოში მოსახდენის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს - „შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად“ [დან. 9,24].

იქვე, ეს „სამოცდაათი შვიდეული“, ანუ - 490 დღე, სამ პირობით მონაკვეთადაა დაყოფილი. კერძოდ - გამოყოფილია: „შვიდი შვიდეული“, ანუ - 49 დღე; „სამოცდაორი შვიდეული“, ანუ - 434 დღე; და „სამოცდაათამდე“ შესავსები - „ერთი შვიდეული“, ანუ 7 დღე. მოდით ვნახოთ რაზე მიგვანიშნებს ბიბლია.

 

ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ მონაკვეთში მიმდინარე პროცესები ასე წარიმართა:

1. არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კერძოდ 1990 წ. 10 სექტემბერს, ზვიადგამსახურდიამთავისსაარჩევნობლოკს - „მრგვალიმაგიდა - თავისუფალისაქართველო“ დაარქვა. ხოლო ამთარიღიდან ათვლით „შვიდი შვიდეულის“ შემდეგ, ანუ 49-დღეს - 1990 წ. 28 ოქტომბერს, უზენაესი საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა;

 

2. არჩევნებში გამარჯვებიდან ათვლით, ხელისუფლებაში მოსვლის - „სამოცდაორი შვიდეულის“, ანუ 434 დღის გასვლის შემდეგ, ანუ - 1992 წ. 6 იანვარს საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით იძულებით დატოვა თბილისი და საქართველო.

ოველივე ამაზე ბიბლის კოდირებული მინიშნება ასე გვაუწყებს:

ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის [ბოლო ჟამში - თბილისის კოდური სახელი] აღსადგენად და ასაშენებლად [სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა] შვიდი შვიდეული [49 დღე] და სამოცდაორი შვიდეული [434 დღე] გავა ცხებული მეფის [ზვიად გამსახურდიას] მოსვლამდე [მისი მოღვაწეობის დრო]. აღდგება ქუჩა და უბანი [ამ დროს დაწყებულიველი დასახელებების აღდგენა], ოღონდნელბედობის ჟამს [ესველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, რასაც საბჭოთა იმპერიის საინფორმაციო მანქანა აკეთებდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ}“ [დან. 9,25].

როდესაც მე ამას ვაკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან [ევროპის მხარდაჭერით მოძლიერებული] ერთი ფაჩვნიერი ვაცი [საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა]... გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა. ვაცს [აქ -ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას] თვალებს შუა რქაქონდა [აქ - ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია][დან. 8,5].

 

იქვე მოცემულ ამ ხილვის განმარტებაში ვკითხულობთ:

„...მითხრა: აჰა, გამცნობ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს უკანასკნელ ვადას შეეხება... ის ფაჩვნიერი ვაცი [ქართულიეროვნულ-განმათავისუფლებელიმოძრაობა] იავანის [კავკასიისეროვნულ-განმათავისუფლებელიმოძრაობის] მეფეა [ლიდერია]; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა [ზვიად გამსახურდია] მისი პირველი მეფეა [აქ მიგვენიშნება იმაზე, რომ საქართველოსსახელმწიფოსისტორიაში ზვიად გამსახურდია გახლდათ პირველიპრეზიდენტი]. ის რქა მოტყდა [აქ - სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის იძულებით დატოვება]...“ [დან. 8,19; 21-22].

 

ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნის დროითი საზღვრების თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (62x7=434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება). ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპარეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი)“ (დან. 9,26).

 

ქვეყნიდან განდევნის 7 დღის, ანუ „ერთი შვიდეულის“ გასვლის შემდეგ - 1992 წ. 14 იანვარს, დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია ქართველი ერისადმი განკუთვნილ პირველ მიმართვას აკეთებს - „... ა.წ. 6 იანვარს მე, საქართველოს კანონიერმა პრეზიდენტმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დავტოვეთ უზენაესი საბჭოს შენობა, რათა აღარ გაგრძელებულიყო ნგრევა და სისხლისღვრა. თუმც ადგილის გამოცვლა ჩვენს მიერ არ ნიშნავს პოზიციის დათმობას. ჩვენ კვლავ წარმოვადგენთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას, მე არ გამიკეთებია განცხადება გადადგომის შესახებ...“ [14 იანვარი, 1992 წ., იხ. გაზ. „ქართული აზრი“, №1, გვ. 1, 26 იანვარი, 1992 წ.].

 

 

კითხვა:

ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საინტერესო იქნება გავიგოთ რას გვამცნობს ბიბლია შემდგომად განვითარებული მოვლენების თაობაზე...

 

პასუხი:

ბიბლია, ვისაც ყური სასმენლად აქვს, პრინციპიდან გამომდინარე, დეტალურად აღწერს, 1992 წლიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

 

ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, ანუ 1992 წლის 2 იანვარს, რუსული და ქართული კრიმინალური აზროვნების ძალების მიერ, ჩამოყალიბებული იქნა „სამხედრო საბჭო“ (იოსელიანი, კიტოვანი) და „დროებითი მთავრობა“ (სიგუა); 1992 წლის 2 იანვრიდან 66-ე დღეს, ანუ 7 მარტს, პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოჩნდა, აქამდე ჩრდილში მყოფი - ედ. შევარდნაძე; ხოლო 1992 წ. 10 მარტს იქმნება ე.წ. - „სახელმწიფო საბჭო“, რომლის პრეზიდიუმიც ოთხი კაცის შემადგენლობით განისაზღვრა - ედ. შევარდნაძე [თავმჯდომარე], ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი და თ. სიგუა.

 

მოდით თვალი გადავავლოთ პირობითი ჯაჭვის მომდევნო რგოლებს.

- „... თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოტყდა [აქ - ქვეყნიდან განდევნა] და მის ნაცვლად ოთხი (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა...(დან. 8,21-22);

 მცირე ხანს [აქ - 434 დღეს] ეპყრა ˜[ხელისუფლება] შენს წმიდა ხალხს [ეროვნულ ხელისუფლებას], ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდარი [საქართველო]“ [ესაია 63,18];

„შენი [ზვიად გამსახურდიას] მტრები [უკანონობის მხარდამჭერები] ღმუიან საკრებულოში ˜[აქ - სახელმწიფო საბჭო]“ [ფსალმ. 73,4];

„ვაი მწყემსებს [ზვიად გამსახურდიას შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული - იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა და შევარდნაძე], რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემს სამწყსო ცხვარს [ქართველებს], ამბობს უფალი... თქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი [საქართველოდან ქართველების მასიური გადინება], თქვენ გარეკეთ იგი დაური არ უგდეთ [კანონიერების აღდგენის მოთხოვნით გამოსული მოსახლეობის ხმას]. აჰა, მე ვუგდებურს თქვენს ბოროტ საქციელს [განკითხვის დღის დადგომამდე], ამბობს უფალი“ [იერ. 23,1-2];

 

როგორც მოგეხსენებათ ქვეყნიდან იძულებით წასვლიდან ვიდრე 1993 წ. 24 სექტემბრამდე, ანუ - საქართველოში დაბრუნებამდე, ზვიად გამსახურდია რუსეთის ფედერაციაში [კოდირებული - ბაბილონი] შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკას აფარებდა თავს.

აღნიშნულზე ბიბლია ბრძანებს - „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი... უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში [თბილისში] დარჩენილ ჭურჭელზე [კანონიერ ხელისუფლებაზე], ბაბილონს [რუსეთში] იქნება წაღებუ­ლი და იქ დარჩება[იერ. 27,21-22];

ორ წელიწადში [1992-1993] დავაბრუნებ ამ ადგილზე [საქართველოში] უფლის სახლის მთელს ჭურჭელს [კანონიერ ხელისუფლებას], რომელიც წაღებული აქვს ამ ადგილიდან [საქართველოდან]... ბაბილონში [რუსეთში, ჩეჩნეთში]“ [იერ. 28,3];

გაბრძნობილი ხალხი [ზვიად გამსახურდიას მომხრეები] მრავალთ შთააგონებენ [რათა კანონიერების აღდგენისთვის იბრძოლონ], თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა დაარცვა˜[1992 წლის იანვრიდან საქართველოს ხელისუფლებაშიოსულთა საქმიანობის შედეგი].

როდესაც გაუჭირდებათ, მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ [ზვიად გამსახურდია საქართველოში 1993 წ. 24 სექტემბერს დაბრუნდა; კანონიერების აღდგენის პროცესი შეჩერდა 1993 წ. 6 ნოემბერს, როდესაც ზვიად გამსახურდია უკვე მეორედ გახდა დევნილი]“ [დან. 11,33-34];

 

ედ. შევარდნაძე და მისი გარემოცვა, თავდაუზოგავად ეძებდა ზვიად გამსახურდიას კვალს. ყველაფერი კი, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების 19 999-ე დღეს, ანუ 1993 წ. 31 დეკემბერს მისი სიკვდილით დასრულდა:

„მხეცი [აქ - ედ. შევარდნაძე] უფსკრულიდანამომავალიშეებრძოლებამათ,და [1993 წ. 31 დეკემბერს]ოაკვდინებს...“ [გამოცხ. 11,7];

დანიელის წინასწარმეტყველებაში, ზემოთქმულის უფრო დეტალური სურათია მოცემული:

„მაშინ [1992 წ. 6 იანვარს] მოსტყდა მას დიდი რქა [ზვიად გამსახურდია] და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე]...

ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა [შევარდნაძე] ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა [ხელისუფლებაში მოძლიერდა]...

იგი [შევარდნაძე] ცის მხედრობამდე [ზვიად გამსახურდიას მომხრებამდე] გაიზარდა [მისწვდა], მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავთა ნაწილი და გათელა ისინი [შევარდნაძემ დაამარცხა ეროვნული მოძრაობა].

იგი [შევარდნაძე] მხედრობის მთავრამდე [ზვიად გამსახურდიამდე] გაიზარდა და წაერთვა მთავარს [ზვიად გამსახურდიას] მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი [იგი გროზნოდან საქართველოში დაბრუნდა]. მხედრობა [აქ - მხედრიონი] მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ [მხედრიონის თარეში] და მან [შევარდნაძემ] მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება [1993 წ. 31 დეკემბერს მოკლულ იქნა ზვიად გამსახურდია] და წარმატებით მოქმედებდა“ [დან. 8,8-12];

 

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ამბავი 1994 წლის დასაწყისშივე გავრცელდა. ამ წელთან მიმართებაში, იოანე-ზოსიმეს „ქებაის“ კოდირებული ტექსტი ასე მიგვანიშნებს:

და სასწაუად ესე აქუს - ოთხმეოცდაათოთხმეტი ˜წელი...“-ო.

 

ბიბლიაკიბრძანებს - „მის [ზვიადგამსახურდიას]ნაცვლადსაძულველი [შევარდნაძე]დადგება;მასარმიაგებენმეფურპატივს [ანუგამსახურდიასნაირიხალხისსიყვარულიარექნებაო].

იგი [შევარდნაძე]უჩუმრადშემოიპარება [1991-1992 წლების მიჯნაზემომხდარშიიგი ღიად არჩანდა]დამზაკვრობით [სამხედრო გადატრიალებისა და ე.წ. არჩევნებისგაძალბებით]დაეუფლებასამეფოს.

წამლეკავიურდოებიწაილეკებამისწინაშე,დაშეიმუსრება [ანუმოკვდინებულიქნება]ასევეაღთქმისმეუფეც [აქ „ცხებული მეფის“ არსის მატარებელი ზვიადგამსახურდია]“ [დან. 11, 21-22].

 

აი, მოკლედ ყოველივე იმის შესახებ, რასაც ბიბლია გვაწვდის ბოლო ჟამის ერთ-ერთ გამოჩენილ პოლიტიკურ ლიდერზე - ზვიად გამსახურდიაზე.

 

კითხვა:

თქვენ ზემოთ ედ. შევარდნაძე ახსენეთ, და იქნებ მის შესახებ არსებულ ნიშნებზე გაგვეგრძელებია საუბარი...

 

პასუხი:

თავიდანვე უნდა მოგახსენოთ, რომ ედ. შევარდნაძე გახლავთ - ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნება. შესაბამისად, მის თაობაზეც უამრავი ნიშანია მოცემული ბიბლიაში. მოდით მივყვეთ მათ პირობით თანამიმდევრობას.

 

ბიბლია, პავლე მოციქულის პირით გვამცნობს - „ნურც ნურავინ ნურასგზით გაცდუნებთ თქვენ, რადგანაც არ მოიწევა ის [უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა, ანუ განკითხვის] დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გაცხადდება ცოდვის კაცი [აქ - ˜ანტიქრისტე], ძე წარწყმედისა“-ო [2 თესალ. 2,3].

მაშასადამე, თურმე - „ძე წარწყმედისას“ გამოჩენამდე, რაღაც განდგომილება უნდა მოხდეს. აკი მაცხოვარიც ამასვე ბრძანებს:

„აღდგება [საბჭოთა კავშირში] ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო [აქ - რესპუბლიკები] სამეფოს წინააღმდეგ; და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა...“-ო [მათე 24,7-8].

ამდენად, ზემოთ ნახსენები - „განდგომილების“ ქრონოლოგია, ჩვენს თვალწინ მომხდარის მაგალითზე, ასეთია:

საბჭოთა კავშირში მიმდინარე ერთა თვითგამორკვევის პროცესებს - 1991 წ. 21 დეკემბერს გაფორმებული საბჭოთა კავშირის ფაქტობრივად დაშლა, ხოლო საქართველოში - 1991 წ. 22 დეკემბერს დაწყებული სამხედრო გადატრიალება მოჰყვა.

 

ეხლა ვნახოთ, რა უნდა მოჰყვეს ამ „განდგომილებას“, ანუ გადავხედოთ იმ ნიშნებს, რითაც ანტიქრისტე უნდა გამოიკვეთოს - „... მცირე რქა, რომელიც სხვა რქებს შორის გამოჩნდება, ანტიქრისტეა, - ამომგდები სამი რქისა, ანუ დამმარცხებელი სამი მეფისა“-ო [„ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები“, თბ. 1996 წ., გვ. 35-36].

ამდენად, „განდგომილების“ შემდეგ ასპარეზზე გამოდის - „მცირე რქა“, რომელმაც - „სამი რქა“, ანუ „სამი მეფე“ უნდა დაამარცხოს, და რომ სწორედ ეს „მცირე რქაა“ - ანტიქრისტე.

ბიბლია მკვეთრად უთითებს, თუ როდის უნდა მოვიდეს ეს „მცირე რქა“:

- „...მაშინ [1992 წ. 6 იანვარი] მოსტყდა მას დიდი რქა [ზვიად გამსახურდიას განდევნა], და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა...“ [დან. 8,8-9]; და თურმე

- „... იგი [ედ. შევარდნაძე] განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა] დაამხობს“-ო [˜დან. 7,24].

 

მოდით ეხლა ყოველივე თქმულის ასრულებისეული ნიშნები მოვიძიოთ.

 

როგორც ითქვა - 2 იანვარს ჩამოყალიბდა - „სამხედრო საბჭო“, იოსელიანისა და კიტოვანის შემადგენლობით, და „დროებითი მთავრობა“ - სიგუას თავმჯდომარეობით.

დიახ, ზვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ მისი ადგილი სამეულმა - იოსელიანმა, კიტოვანმა და სიგუამ - დაიკავა, და მხოლოდ 66-ე დღეს, ანუ 1992 წ. 7 მარტს ჩამოვიდა შევარდნაძე.

წმიდა წერილში მოცემულია ამ ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელთა საქმიანობის ბიბლიური შეფასება:

„...თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა [საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია]. ეს რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა შევარდნაძე] ამოვიდა...

მისი [ზვიად გამსახურდიას] მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი [დეკემბერ-იანვრის მოვლენების ბიბლიური შეფასება], თავიანთ საქმეს აღასრულებენ დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე [ანუ მეოთხე - ე.წ. „მცირე რქა“ - შევარდნაძე. აქ კოდი - „მცირეთი“ მინიშნებულია ის განწყობა, როდესაც „სამივე მეფე“ - იოსელიანიც, კიტოვანიცა და სიგუაც თვლიდა, რომ ისინი - შევარდნაძეს, თავის ნებაზე გაატარებდნენ]“ [დან. 8,21-23].

ერთი შეხედვით უუფლებო „მცირე რქამ“ - შევარდნაძემ, თავიდან ყველას „გაუცინა“, და როდესაც მოძლიერდა - ყველა პირწმინდად დაამარცხა;

 

აღნიშნულზე, წმ. ეფრემ ასური ასე ბრძანებს:

- „მოვიდა იგი [„მცირე რქა“ შევარდნაძე] - ყოვლად საძულველი ვითარცა მპარავი [1992 წ. 7 მარტი], საცდუნებლად ყოველთა, მოვა მორჩილადა და მშვიდად [1992 წ. 10 მარტს იგი გახდა ოთხკაციანი „სახელმწიფო საბჭოს“ პრეზიდიუმის თავმჯდომარე] და იტყვის სიცრუვით: ვითარმედ სძაგს ­ კერპები [სსრკ, კომპარტია...] და უმჯობესად მიიჩნევს ღვთისმოშიშებას [აკი მოინათლა კიდეც და სახელად-გიორგი დაირქვა],

გამოჩნდება მტერი იგი კეთილად [დემოკრატად], გლახაკთა მოწყალედ, უაღრესად კეთილის-ხილვითა [მაცდური ღიმილი] მტკიცე და ყოველთადმი გულთბილი იქნება [თავის მოქონვის, ანუ დაბალანსების დიდოსტატი].

და ამით ყოველთა თანავე დიდის ხელმწიფებითა ჰყოფს იგი [„მცირე რქა“ - შევარდნაძე] - ნიშნებსა, სასწაულებსა და საშინელებათა, და ცბიერებით აამებს ყველას [აქ - ანტიზვიადისტებს], რათა შეიყვარონ უმალვე ერთა [ქართველებმა].

ძღვენს [ქრთამს] არ მიიღებს იგი, მრისხანედ არ ილაპარაკებს [დრომდე] და არც პირქუშად ისალმება [„თეთრი მელა“], არამედ მამამთავრული გარეგნობით [სიდინჯე, არაემოციურობა, გაწონასწორებულობა...] იწყებს ცდუნებას სოფლისასა [კოლექტიური მმართველობა: იოსელიან-კიტოვან-სიგუასა და 1992-1995 წლების 26 პოლიტიკური პარტიის წევრთაგან დაკომპლექტებულ პარლამენტთან ერთად], ვიდრე არ გაბატონდება“-ო [იხ. „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“, ტ. 3, თბ. 1991 წ., გვ. 80].

 

ედ. შევარდნაძემ, ანუ მეოთხე - „მომცრო რქამ“, თავისი წინამორბედნი ასეთი თანამიმდევრობით ჩამოიცილა:

1995 წ. 13 იანვარს დაიჭირა - კიტოვანი;

1995 წ. 14 ნოემბერს დაიჭირა - იოსელიანი; ხოლო

1995 წ. 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური არენიდან საერთოდ გააქრო - თ. სიგუა, ანუ ასრულდა ნაწინასწარმეტყველები, რომ - „...იგი [შევარდნაძე] განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს [იოსელიანს, კიტოვანსა და სიგუას] დაამხობს“-ო [დან. 7,24];

 

ედ. შევარდნაძის, იგივე - „მეოთხე მეფის“, იგივე - „მომცრო რქის“, ანუ - ანტიქრისტეს ჩამოსვლის შემდეგ - 1992 წ. 24 ივნისისა და 1994 წ. 14 მაისის ხელშეკრულებათა საფუძველზე: სამაჩაბლოში - 1992 წ. 14 ივლისსა და ენგურის გასწვრივ - 1994 წ. 21 ივნისს - რუსი სამშვიდობო კონტიგენტი ჩადგა. ყოველივეს დაემატა აჭარის ე.წ. დაუმორჩილებლობა, რამაც საქართველო, ფაქტობრივად, ოთხ პირობით ნაწილად დაყო.

 

აი, რას ბრძანებს ამაზე ბიბლია:

„...კიდევ სამი მეფე [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა] დადგება. მეოთხე [შევარდნაძე] კი ყველას გადააჭარბებს... მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა [სამაჩაბლო, აფხაზეთი, აჭარა და დანარჩენი საქართველო]... დაქუცმაცდება მისი [შევარდნაძე-ანტიქრისტეს] სამეფო [საქართველო] და, ამას გარდა [დე-ფაქტო], სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა [აფხაზეთი და სამაჩაბლო]“ [დან. 11,2; 4];

 

ედ. შევარდნაძის „დახასიათებისას“ ბიბლია ბრძანებს - „განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს...“ (დან. 8,24-25).

„... აჰა, მეოთხე მხეცი [შევარდნაძე], საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან...“-ო [დან. 7,7];

 

ედ. შევარდნაძის შესაცნობ ნიშანთა შორის საყურადღებოა გამოცხადებისეული მინიშნება, რომლის გაცნობამდე მცირე ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება.

ლ. ბერიას სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაყვანის შემდგომი საქართველოს სსრ-ს, მორიგეობით, კომპარტიის ცკ შვიდი პირველი მდივანი მართავდა - 1. კანდიდ ჩარკვიანი (1938-1952), 2. აკაკი მგელაძე (1952-1953), 3. ალექსანდრე მირცხულავა (1953), 4. ვასილ მჟავანაძე (1953-1972), 5. ედუარდ შევარდნაძე (1972-1985), 6. ჯუმბერ პატიაშვილი (1985-1989) და 7. გივი გუმბარიძე (1989-1990).

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, კომპარტიამ საქართველოში რეალური მართვის ბერკეტი დაკარგა.

1991 წ. 19-21 აგვისტოს მოსკოვში მომხდარი ე.წ. „პუტჩის“ შემდეგ, კერძოდ - 24 აგვისტოს, რსფსრ პრეზიდენტის ბ. ელცინის ბრძანებით - საბჭოთა კავშირის კომპარტია გაუქმებულად გამოცხადდა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1991 წ. 26 აგვისტოს მიღებული დადგენილების, ხოლო მოგვიანებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის თანახმად - საქართველოს კომპარტია გაუქმებულად გამოცხადდა; ხოლო საქართველოს უზენაეს საბჭოში კომპარტიის სიით არჩეულ დეპუტატებს შეუჩერდათ საპარლამენტო უფლებამოსილება.

ამდენად, გ, გუმბარიძე, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ბოლო პირველი მდივანი იყო იმათგან, ვინც ამ პოსტიდან ფაქტობრივად მართავდა ქვეყანას.

 

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, ბიბლია - 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიისწინა მდგომარეობის აღწერაზე დაყრდნობით ასე გვაუწყებს:

„... შვიდი მეფე [საქართველოს კომპარტიის ცკ-ს შვიდი პირველი მდივანი], რომელთაგან ხუთი დაემხო [იმ დროისთვის - ჩარკვიანი, მგელაძე, მირცხულავა, მჟავანაძე, შევარდნაძე უკვე აღარ იყვნენ მმართველები], ერთი [პატიაშვილი] არის, ხოლო სხვა [გუმბარიძე] არ მოსულა ჯერაც, მაგრამ როდესაც მოვა [1989 წ. 9 აპრილის შემდეგ] დიდხანს ვერ გაძლებს“-ო [გამოცხ. 17,10];

 

1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, დამარცხებული კომპარტიის ლიდერის გუმბარიძის შემდეგ, ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობიდან გამოსული ლიდერი - ზვიად გამსახურდია მოვიდა, რომლის დამხობის შემდეგაც საქართველოს პირველი პირი ისევ ყოფილი ცკ-ს 1-ლი მდივანი შევარდნაძე გახდა.

 

ბიბლია ამაზე ასე ბრძანებს - „და მხეცი [შევარდნაძე], რომელიც იყო [საქართველოს მმართველი 1972-1985 წლებში,] და აღარ არის [1985-1992 წ.წ.], მერვეა შვიდთაგან [ანუ ეს „მერვე მეფე“ არისო იმ „შვიდთაგან“ ერთ-ერთი, ოღონდ კვლავ მმართველობაში დაბრუნებულიო] და წარსაწყმედლად წავა“-ო [გამოცხ. 17,11];

 

ეხლა კი, მოდით, თვალი გადავავლოთ ბიბლიაში დაცულ იმ ნიშნებს, სადაც ედ. შევარდნაძის მმართველობის დროა მოცემული.

როგორც ვიცით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის აქტიური მზადება ედ. შევარდნაძემ, თავისი გუნდის ბაზაზე 2003 წლის 5 აპრილს, საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებით დაიწყო.

საბოლოოდ, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, შევარდნაძემ ათი პოლიტიკური სუბიექტისაგან შედგენილი საარჩევნო ბლოკის სია წარადგინა.

2 ნოემბრის გაყალბებული საპარლამენტო „არჩევნების“ შედეგად არჩეული დეპუტატობის კანდიდატები, პირველი სესიისთვის 2003 წ. 22 ნოემბრის 16.00 სთ-ზე შეიკრიბნენ. საჭირო ქვორუმის უქონლობის გამო სესია 16.30 საათისთვის გაიხსნა. თუმცა ყველაფერი ერთ საათში დამთავრდა - სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნაზე მდგარი ედ. შევარდნაძე და დარბაზში შეკრებილი დეპუტატები, პარლამენტში შეჭრილი მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ, გამოძევებულ იქნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან.

ამაზე ბიბლია ასე ბრძანებს - „და ათი რქა, რომლებიც იხილე, ათი მეფეა [ათი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერი], რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ მეფობა [აქ - პარლამენტარობა], მაგრამ, როგორც მეფენი [დეპუტატები] მიიღებენ ხელმწიფებას [დეპუტატობას] ერთი საათით [2003 წ. 22 ნოემბრის 16.30 სთ-დან - 17.30 სთ-მდე], მხეცთან [შევარდნაძესთან] ერთად“-ო [გამოცხ. 17,12];

 

დიახ, ყველაფერი ელვისებური სისწრაფით განვითარდა.

თვით - 2003 წ. 22 ნოემბრის 16.30 სთ-ისთვისაც კი, ვერავინ წარმოიდგენდა 1 საათის შემდეგ მოსახდენს. წარღვნასავით მოვარდნილმა ე.წ. ვარდების რევოლუციის ნიაღვარმა წალეკა ანტიქრისტე, თავის „ათ მეფესთან“ ერთად.

 

ბიბლია ასე ბრძანებს - „სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (62x7=434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი] და მისი [შევარდნაძის] აღსასრული წარღვნასავით იქნება [მისი მმართველობა 1 საათში დამთავრდა]“ [დან. 9,26].

 

წმიდა წერილი იქვე იუწყება - ედ. შევარდნაძის საქმიანობის, ზოგადი - 10,5 წლიანი დროითი მიჯნის თაობაზეც, რომელიც ორი პირობითი [1. „ერთი შვიდეული“ და 2. „შვიდეულის ნახევარი“] მონაკვეთისაგან შედგება.

აღნიშნული ბიბლიაში ასეა ასახული:

- იგი (ედ. შევარდნაძე) მრავალთაგანგანამტკიცებსაღთქმას (1992 . 11 ოქტომბერის არჩევნებიდან) ერთშვიდეულში [აქ - 7 წელი: 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 ოქტომბერი], შვიდეულისნახევარში[აქ - 3,5 წელი] შეცვლისმსხვერპლსადაძღვენს [იწყება „მოქკავშირის“ რღვევის პროცესი: 2000, 2001, 2002 დანოემბერი, დეკემბერი; 2003 წლის: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. 2003 წლისაპრილშიედ. შევარდნაძემ შექმნსაარჩევნობლოკი: „ახალისაქართველოსთვის“, რომელმაც 2003 წლის 22-23 ნოემბერსდაასრულათავისისაქმენი-საგმირონი]. სიბილწისფრთებზეიქნებაგამტიალებელი (ედ. შევარდნაძისსაქმიანობისბიბლიურიშეფასება) ვიდრე (1992 წ. ოქტომბრიდან, 10,5 წლის ბოლოს, ანუ 2003 წელს) განგებულიდროარეწევაგამტიალებელს [დან. 9,27].

 

ამდენად, ზვიად გამსახურდიაზე ნაწინასწარმეტყველების [62 შვიდეული, ანუ 434 დღე] მსგავსად, მის შემდგომად ხელისუფლების სათავეში მოსულმა ედ. შევარდნაძემაც, სწორედ ბიბლიაში დაფიქსირებული - 10,5 წლიანი დროის ამოწურვის შემდეგ დაამთავრა თავისი მმართველობა.

 

 

კითხვა:

და, აი, მივადექით ე.წ. „ვარდების რევოლუციას“... რას გვაუწყებს ბიბლიის დაშიფრული ტექსტი, საქართველოში 2003 წლის შემდგომად განვითარებული მოვლენების შესახებ?

 

პასუხი:

როგორც ითქვა - ედ. შევარდნაძე ანტიქრისტეს არსის მატარებელი გახლდათ. წმიდა წერილში დაცული მინიშნებების თანახმად, მის შემდგომად პოლიტიკური პროცესების სათავეში მოდის - ე,წ, ცრუწინასწარმეწტყველის არსის მატარებელი პირი.

 

კითხვა:

საუბრის გაგრძელებამდე, იქნებ უფრო დეტალურად განვმარტოთ ხსენებული ანტიქრისტესა და ცრუწინასწარმეტყველის არსობრივი მხარე, ანუ ბოლო ჟამის თვალთახედვიდან ათვლით რას გულისხმობს ამ ორ ტერმინში მოაზრებული შინა-არსი?

 

პასუხი:

წმიდა წერილები გვაუწყებენ, ბოლო ჟამის ორ მთავარ უარყოფით „პერსონაჟზე“, ესენია: „მხეცი“, იგივე ანტიქრისტე და [მისი] ცრუწინასწარმეტყველი.

უნდა ითქვას, რომ არავითარი რეალური [განსხეულებული], მისტიური „მხეცი“, ანუ - „ანტიქრისტე“, ანდა - „ცრუწინასწარმეტყველი“, ბუნებაში არ არსებობს.

„ანტიქრისტეცა და [მისი] ცრუწინასწარმეტყველიც“ მხოლოდ და მხოლოდ კოდირებული სახელდებებია, და - ბოლო ჟამში მომქმედ ცალკეულ პირთა საქმიანობიდან გამომდინარე, დროითი მინიშნების არსს ატარებს.

ამათგან, ანტიქრისტე - ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების ქვეყანაში, ანუ საქართველოში, „ცხებული მეფის“ [ზვიად გამსახურდიას] განდევნის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული პირის, ე.წ. „მეოთხე მხეცის“ [ედ. შევარდნაძის] ბიბლიური სახელია;

ხოლო - ცრუწინასწარმეტყველი, ე.წ. ანტიქრისტეს [ანუ -ედ. შევარდნაძის] „შემცვლელის“ [მ. სააკაშვილის] ბიბლიური სახელი გახლავთ.

ამდენად, ედ. შევარდნაძე - ანტიქრისტეს, ხოლო მ. სააკაშვილი - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებლები არიან. თავად ეს სახელდებები კი, მხოლოდ და მხოლოდ - მათი საქმიანობის შინა-არსიდან მომდინარე ეპითეტებია.

 

კითხვა:

მაშასადამე - ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის დე-იურე მმართველობითი დროის დასრულების შემდეგ, მთავარ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი პირი, და, თქვენ ბრძანებთ, რომ ესაა - მიხეილ სააკაშვილი?

 

პასუხი:

როგორც მოგახსენეთ - თავად წინასწარ ნაუწყები ნიშნები გვკარნახობენ, რომ ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი იქნება ის პირი, ვინც ანტიქრისტეს არსის მატარებელ პირს ჩაანაცვლებს.

მოდით ვნახოთ რას გვკარნახობს მე-10 საუკუნეში გადაწერილი ერთ-ერთი წმიდა წერილი:

„... ყოვლითავე ემსგავსოს მაცთური იგი ძესა მას ღმრთისასა.

აწ ლომ ქრისტე ითქუმის, და ითქუმის ლომ ანტიქრისტეცა, გამოჩნდა კრავად ქრისტე და იგიცა ეგრევე სახელად გამოჩნდეს ვითარცა კრავი და შინაგან იყოს მგელ დადარანებულ;

მხსნელი იგი მოვიდა სოფლად და იგი ეგრეთ სახედვე მოვიდეს;

წარავლინა უფალმან მოციქული იგი ყოველთა მიმართ წარმართთა, ეგრეცა მან წარავლინოს ცრუმოციქულნი;

შეკრიბნა გაბნეულნი იგი ცხოვარნი ქრისტემან, და ეგრეცა მან შეკრიბოს [1991 – 1992 წ.წ. მოვლენათა შედეგად] გაბნეული იგი ერი;

ნათელსა-სცა ქრისტემან, რომელთა ჰრწმენა იგი, და იგიცა ნათელ-სცემდეს,

ხატად კაცად გამოჩნდა უფალი, და იგიცა ხატად მოვიდეს“-ო [იხ. :შატბერდის კრებული“, თბ. 1979 წ., გვ. 271].

 

ამდენად - „წარავლინა უფალმან მოციქული იგი ყოველთა მიმართ წარმართთა, ეგრეცა მან წარავლინოს ცრუმოციქულნი“-ო. ამიტომ მოდით გავერკვეთ, თუ რა ცრუმოციქულზეა აქ მინიშნება.

ბიბლია ბრძანებს - „რადგანაც ამნაირი ცრუმოციქულნი ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ. თუმცა რა გასაკვირია: თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს, და რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც [აქ - ანტიქრისტეც და ცრუმოციქულ-ცრუწინასწარმეტყველი] სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც“-ო [2კორ. 11,13-15].

უწინარეს ყოვლისა თქმული გვკარნახობს, რომ ცრუმოციქული, ანუ ცრუწინასწარმეტყველი - ანტიქრისტეს ბანაკის წარმომადგენელია, ანუ მისი ცრუწინასწარმეტყველია, მისი დაწყებული საქმის გამგრძელებელია.

მაცხოვრის მოციქულნი, უფალ იესუ ქრისტეს ცად ამაღლების შემდეგ იწყებენ მოღვაწეობას. სწორედ ამდაგვარადვე ანტიქრისტეს ცრუწინასწარმეტყველ-ცრუმოციქული, ანტიქრისტეს მიერ ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ გამოდის მთავარ პოლიტიკურ ასპარეზზე.

ე.ი. ანტიქრისტეს მიერ თანამდებობის დაკარგვის შემდეგ მოდის ცრუმოციქული, როგორც მისი ბანაკის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

 

ამ მცირე ჩანართის შემდეგ, მოდით ბიბლიურ ნიშნებზე გადავიდეთ. ზოგადი სურათი ასეთია:

- „... კიდევ სამი მეფე [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა] დადგება [1992 წ. 2 იანვრიდან]. მეოთხე [შევარდნაძე] კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით [სახელით]...“ [დან. 11,2];

- „დადგება იქ [საქართველოში] ძლიერი მეფე [შევარდნაძე], დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს [და აკი გააკეთა კიდეც]“ [დან.11,3];

- „მისი [შევარდნაძის] დადგომისთანავე [1992 წ. 7-10 მარტიდან მოყოლებული] შეიმუსრება მისი სამეფო [საქართველო] და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით [ანუ აფხაზეთად, სამაჩაბლოდ, აჭარად და მთელ დანარჩენ საქართველოდ] გაიყოფა;

არც მის [შევარდნაძის] მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება [აქ - მინიშნებაა იმაზე. რომ იგი, თავის ვადას ვერ დაამთავრებს და ისე დატოვებს თანამდებობას. მართლაც - 2005 წ. 9 აპრილს, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, არჩევნების გზით მოსული ნებისმიერი ბანაკის წარმომადგენელი - შევარდნაძის იურიდიული სამართალმემკვიდრე იქნებოდა. 2003 წ. 22-23 ნოემბერს მომხდარმა ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“ შეწყვიტა ეს სამართალმემკვიდრეობა] და არც ისეთი ძლიერი იქნება [აქ საქართველო], როგორც [ზვიად გამსახურდიას მმართველობისას] იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო [საქართველო] და, ამას გარდა [აფხაზეთი და სამაჩაბლო] სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა“-ო [დან. 11,4].

- „გაძლიერდება სამხრეთის [ანუ სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოს პირველი პირი, იგივე] მეფე, [შევარდნაძე], მაგრამ [ყველასათვის მოულოდნელად] იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი [შევარდნაძის] მთავართაგანი [აქ - სააკაშვილი], გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება“-ო [დან. 11,5].

თხრობის გაგრძელებამდე უნდა აღვნიშნოთ, რომ - მიხეილ სააკაშვილი, 1995 წლიდან მოყოლებული, იყო -

შევარდნაძის მხარდამჭერი უმრავლესობის მქონე პარლამენტის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე;

ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე;

იუსტიციის მინისტრი;

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ანუ

დიახაც რომ მისი ერთ-ერთი მთავართაგანი გახლდათ.

 

ამდენად, ბიბლია კოდირებული მინიშნებით - „იმლავრებს მასზე [აქ - „მეოთხე მეფე“, იგივე „მომცრო რქა“, ანტიქრისტეს არსის მატარებელ შევარდნაძეზე] ერთ-ერთი მისი მთავართაგანი“, - მიგვანიშნებს, რომ:

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პირის შემდეგ, მის თანამდებობას იკავებს არა - რომელიმე სხვა ბანაკის წარმომადგენელი, არამედ ანტიქრისტეს - „ერთ-ერთი მთავართაგანი“.

სწორედ ასეთ პიროვნებას წარმოადგენს - მიხეილ სააკაშვილი.

 

 

კითხვა:

თქვენ ხაზს უსვამთ მ. სააკაშვილთნ დაკავშირებულ ნიშნებს, მაგრამ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დროს მის გარდა კიდევ ორი ლიდერი - ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძეც გამოიკვეთა. მათ შესახებ არაფერია ნაწინასწარმრტყველები ?

 

პასუხი:

როგორ არა.

ბიბლიაში დაფიქსირებულია ამ სამეულის გამოჩენისა და მათი საქმიანობის შეფასების გამომკვეთი ნიშნები.

 

საბჭოთა კავშირისა და დსთ-ს პოლიტიკურ ლიდერებზე საუბრისას, ჩვენ უკვე გავეცანით შემდეგ ბიბლიურ მინიშნებას:

„ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი...

ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა: ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავთავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ. ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისთვის იყოს შემონახული“ [3 ეზრა 11,1; 7-9].

„უკანასკნელი ჟამისათვის“ შესაცნობი „სამი თავი“, კოდირებულად სწორედ საქართველოში. 2003 წ. ნოემბერში მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დროს გამოკვეთილ სამ ლიდერზე მიგვანიშნებს.

ბიბლიური ნიშნების ჩამონათვალში, აღნიშნული ეტაპი - „სამი მეფის“ [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] ერთდროული გამოჩენით იწყება. იქვეა მოცემული მათი საქმიანობის ბიბლიური შეფასებაც:

- „სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება:

უკანასკნელ ხანებში (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე) და ბევრს შეყრის მათ სამეფოში [თავიდან მართლაც ბევრმა ირწმუნა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“] და გაბატონდებიან დედამიწაზე [ბოლო ჟამის ძირითადი მოვლენების განვითარების ადგილი - საქართველო].

და მის [საქართველოს] მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი [აქ - ედ. შევარდნაძისა და „მოქკავშირის“ მმართველობასთან შედარებაზეა მინიშნება]. ამიტომ ეწოდათ მათ არწივის [აქ - ბოროტების სიმბოლოს] თავები.

ესენი [ანუ სამეული: მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] არიან, ვინც დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“ [3 ეზრა 12,22-25].

ამდენად, მთლიანობაში, ბიბლიის მიხედვით, ე.წ. სამეულის - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის საქმიანობა, ასეთი ტერმინოლოგიითაა შეფასებული:

1. „უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი“;

2. „დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“.

 

 კითხვა:

სააკაშვილის, ჟვანიასა და ბურჯანაძის პოლიტიკური საქმიანობა საკმაოდ დრამატულად განვითარდა... ამაზე თუა ბიბლიაში რაიმე მინიშნება?

 

პასუხი:

დიახ, ბიბლიაში მოცემულია მათი მმართველობითი ეტაპების ცალკეული დეტალები. ჩვენთვის საძიებელი ჯაჭვის მომდევნო რგოლები სწორედ მათ ეხება. პირობითი თანამიმდევრობა კი, ასეთია:

 

ზ. ჟვანიას „წამებით სიკვდილი“

2003 წლის ნოემბერში მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის სათავეში მოსული „სამეულის“ უპირობო ლიდერი - მ სააკაშვილი იყო; ზ. ჟვანიას გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდა ვიდრე „მესამე ადგილზე“ მდგარ - ნ. ბურძანაძეს.

შესაბამისად, ამ სამი ლიდერის ჩამონათვალი სწორედ ასეთი გახლდათ - მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე.

ყველასათვის მოულოდნელად - 2005 წ. 3 თებერვალს - ზ. ჟვანია, საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი „იპოვეს“.

ბიბლიაში ამაზე ვკითხულობთ - „ვიხილე ამის შემდეგ, და, აჰა შუა თავი (ზ. ჟვანია)... უეცრად გაუჩინარდა“ [3 ეზრა 11,33];

აღნიშნულთან მიმართებაში კი - „... ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი (ამ ე.წ. „სამეულიდან“) თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი), თუმცა წამებით“-ო [3 ეზრა 12,26].

 

ნ. ბურჯანაძის „ჩამოცილება“

2005 წ. 3 თებერვლის შემდგომად, ე.წ. სამეულის დარჩენილი „ორი თავიდან (მეფიდან)“ - „მარჯვენა თავი“ [მ. სააკაშვილი] „მარცხენა თავს“ [ნ. ბურჯანაძეს] იცილებს გზიდან [2008 წ. 21.05 – 7.06] [იხ. 3 ეზრა 11,35; 3 ეზრა 12,27-28]:

„დუეტში“ დარჩენილი მ. სააკაშვილისა და ნ. ბურჯანაძის თაობაზე ასე გვეუწყება:

- „დარჩა ორი თავი (მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე), რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე (აქ - საქართველოში) და მის მკვიდრებზე [3 ეზრა 11,34].

2008 წლის აპრილის თვეში, ნ. ბურჯანაძემ „უარი განაცხდა“ საარჩევნო სიაში, მისთვის გამოყოფილი ქვოტით, ყოფნაზე.

მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად - დ. ბაქრაძე აირჩიეს.

წმიდა წერილი მომხდარ მოვლენაზე ასე მიგვანიშნებს: - „ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა (მ. სააკაშვილმა) მარცხენა თავი (ნ. ბურჯანაძე)“ [3 ეზრა 11,35].

ამდენად, 2008 წლის აპრილ-ივნისის დროითი მიჯნიდან მოყოლებული, დაიწყო მ. სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობითი ეტაპი.

 

„ბიჭ-ბუჭების“ მმართველობა

როგორც მოგეხსენებათ, 2003 წლის მიწურულს მომხდარი ე.წ. |ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის მთელი სახელისუფლო ვერტიკალი, ძირითადად - ახალგაზრდა, და შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების არმქონე პირებმა დაიკავეს.

მათი საქმიანობის თაობაზე ბიბლია ასე წინასწარმეტყველებს:

- „სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე. დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს, ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში... ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს...“ [ესაია 3,4-6; 12].

 

წინასწარმეტყველება

საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცების თაობაზე

მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავი“ [მ. სააკაშვილი], აგრძელებს რა ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის გზასავალს, „წარმატებით“ აგვირგვინებს ბიბლიისეულ წინასწარმეტყველებას - საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცების თაობაზე.

[ბიბლიაში - 2008 წ. აგვისტოს: საქართველო - რუსეთის ომის თაობაზე, რამოდენიმე მინიშნებაა მოცემული. მაგ. - იხ. 3 ეზრა 11,45; დან. 12,4]:

 

კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ:

- „მისი [ედ. შევარდნაძის] დადგომისთანავე [1992 წ.] შეიმუსრება მისი სამეფო [საქართველო] და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა [1. აფხაზეთი, 2. ე.წ. სამხრეთ ოსეთი, 3. აჭარა და 4. დანარჩენი საქართველო]; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება [ახალი ხელისუფალი (ანუ მ. სააკაშვილი), არჩევნების გზით არ მოვა] და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი [ჯერ: ედ. შევარდნაძისა და შემდეგ: მ. სააკაშვილის] სამეფო, და ამას გარდა სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა“ [დან. 11,4].

 

ედ. შევარდნაძის მმართველობისას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიას, რუსეთი მხოლოდ დე-ფაქტო აკონტროლებდა.

 

მ. სააკაშვილისა და სარდლებად დაყენებული მისი „ბიჭ-ბუჭების“ გაუაზრებელი ქმედებების შედეგად, მითითებული ტერიტორიების დე-იურე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, მათი - „სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა“-ს პროცესი ასე განვითარდა:

2008 წ. 7/8-12/13 აგვისტოს სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი დაპირისპირების შედეგებიდან გამომდინარე, - 2008 წლის 25(26) აგვისტოს, რუსეთმა, საქართველოს ძირძველი მიწის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნო.

2008 წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტმა - ქვეყნის საერთო იურიდიქციიდან ფაქტობრივად და იურიდიულად „ჩამოცილებული“ ეს ორი რეგიონი - რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა, რითაც საბოლოოდ „დაადასტურა“ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების ასრულება - დაქუცმაცებული ქართული მიწის ნაწილი - „სხვათა [რუსეთის] ხელში“ გადავიდა.

 

ბიბლია კოდირებულად გვამცნობს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება-განვითარების დეტალებს, რომლებშიც - ვლ. პუტინისა და მ. სააკაშვილის როლი ასეა გამოკვეთილი:

„ბოლო დროს მას [რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივ მმართველს - ვლ. პუტინს] სამხრეთის მეფე [სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოს პრეზიდენტი - მ. სააკაშვილი, წამოეგო რა მოწინააღმდეგის მიერ დაგებულ ხაფანგს] შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე [ვლ. პუტინი] ეტლებით, მხედრებით და უამრავი ხომალდით [აქ - საბრძოლო ტექნიკა]. გაილაშქრებს ქვეყანაზე [საქართველო], წალეკავს და გადაივლის“ [დან. 11,40].

 

მაშასადამე, ბიბლიური წინასწარჭვრეტისეული მინიშნების:

„მას [ვლ. პუტინს] სამხრეთის მეფე შეებმება“-ს მიხედვით -

2008 წ. აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის ღია ომის დაწყების ინიციატორი - „სამხრეთის მეფე“, ანუ - მ. სააკაშვილია.

 

რუსეთის ბაზების განთავსება, ანუ

წინასარნაუწყები განაჩენი

ბიბლიური „ჩრდილოეთის მეფის“ - ვლ. პუტინის ვერაგობისა, და - „სამხრეთის მეფის“, ანუ ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის პირად ამბიციებზე აგებულ, უპრინციპო და გაუაზრებელ ქმედებათა გამო, 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციამ, მის მიერვე აღიარებული ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მთავრობათა „თხოვნით“, საქართველოს ტერიტორიის ამ განუყოფელ ნაწილზე - სამხედრო ბაზების განლაგება დაიწყო.

ბიბლიაში აღნიშნულზე, და მის შემდგომად მოსალოდნელ პროცესებზე ასე გვეუწყება:

„გაშლის [აქ - რუსეთი] თავის სამეფო კარვებს [სამხედრო ბაზებს] ზღვასა [აქ აფხაზეთიდან] და მშვენიერ წმიდა მთას [აქ - ცხინვალის რეგიონი] შორის. მერე [კოდია] მიაწევს [რუსეთი] თავის ბოლოს და ვეღარავინ უშველის მას [წინასწარნაუწყები ღვთიური განაჩენი]“ [დან. 11,45].

 

 

„სამსჯავროსეული“ ეტაპის დაწყება, ანუ

2008 წ. აპრილ-სექტემბრიდან აღებული

3,5 წლის შემდგომად განვითარებული პროცესები

საქართველოში, 2008 წლის შემდგომად დაწყებულ დროში მომხდარ პოლიტიკურ პროცესებზე, უნდა მოგახსენოთ შემდეგი.

როგორც უკვე ვნახეთ, ბიბლიური მინიშნებით:

- ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის ღია ერთპიროვნული მმართველობის დაწყება, ერთის მხრივ, და

- საქართველოს დაქუცმაცებული „სამეფოს“ ნაწილის სხვათა ხელში გადასვლა, მეორეს მხრივ,

თანმხვედრი პროცესია, რომელიც, მთლიანობაში, 2008 წლის აპრილიდან იწყება

(როდესაც; აპრილის თვეში, ნ. ბურჯანაძემ „უარი განაცხდა“ საარჩევნო სიაში მისთვის გამოყოფილი ქვოტით ყოფნაზე, და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად, დ. ბაქრაძე აირჩიეს),

და 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში მთავრდება.

 

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, მისივე საქმეთა გამგრძელებელი ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი - მ. სააკაშვილის საქმიანობის - „დასასრულის დასაწყისის“ ბიბლიური მინიშნება, სწორედ, ზემოთგადმოცემული დროითი მინიშნებითაა გამოკვეთილი.

კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ:

„უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს, განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას (კოდია). ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო (ერთი წელი) - ორი დრო (ორი წელი) და ნახევარი დრო (ექვსი თვე). შემდეგ (ანუ 3,5 წლის დამთავრებიდან ათვლით) დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დან. 7,25-26).

 

ბიბლიაში მითითებული 3,5 წლის ათვლა, ზემოთ უკვე მიღებული დროიდან, შემდეგ ორ მიჯნას გამოკვეთავს:

1. 2008 წ. აპრილი - 21 მაისი - 7 ივნისიდან ათვლილი 3,5 წელი, ესაა 2011 წლის ოქტომბერი - 21 ნოემბერი - 7 დეკემბერი, ანუ ყურადსაღებია:

- ერთის მხრივ - 2011 წლის ოქტომბერ - ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე, ხოლო

- მეორეს მხრივ - 2011 წლის 7 დეკემბრიდან ათვლილ დროში მომხდარი;

2. 2008 წ. აგვისტო-სექტემბრიდან ათვლილი 3,5 წელი ესაა:

- 2012 წლის თებერვალ-მარტის დროითი მონაკვეთი.

ამდენად, ბოლო ჟამისეული კუთხით, ზემოთ მითითებული დროითი მიჯნები გამოკვეთენ იმას, რასაც ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის - „დასასრულის დასაწყისი“ ჰქვია, ანუ ეს ყველაფერი:

- 2011 წლის ოქტომბერ -ნოემბრიდან, ვიდრე 2012 წ. 26 თებერვლის „შემდგომ“ იწყება.

და აი, ჯაჭვის შემდეგი რგოლიც, სახელდებით - ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამ დროის შემდგომად მომხდარი მოვლენებით გამოიკვეთა.

 

 

კითხვა:

ანუ მივადექით - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის ეტაპს...

 

პასუხი:

დიახ. ბიბლიის კოდირებული ტექსტი ასე ეხმიანება ამ პროცესს.

 

მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის მარცხი

მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავისა“ [მ. სააკაშვილის] [იხ. 3 ეზრა 11,45] და მისი გუნდის [„ნაცების“] საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას, ბიბლია ამ თავის - „გაუჩინარებას“, ანდა იგივე - „ მახვილით დაცემას“ არქმევს [იხ. 3 ეზრა 12,2; 28]:

- „აჰა, თავი [მ. სააკაშვილი], რომელიც [აქ -„სამეულიდან“ მარტო] დარჩენილიყო, გაუჩინარდა...“ [3 ეზრა 12,2];

-„იმ დანარჩენ ორს [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე] კი მახვილი [მხილება] შეჭამს. ერთის [მ. სააკაშვილის] მახვილი მეორეს [ნ. ბურჯანაძე] შეჭამს [2008 წ. საპარლამენტო არჩევნები], თუმცა ისიც [მ.სააკაშვილი] მახვილით დაეცემა [2012 წ. საპარლამენტო არჩევნები] უკანასკნელ ხანებში“ [3 ეზრა 12,27-28].

ამდენად, 2012 წ. 1-25 ოქტომბრის დროით მონაკვეთში [არჩევნები - ახალი მთავრობის დამტკიცება] განვითარებული მოვლენების - ბიბლიურ წყაროსთან შეჯერება, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ჩვენს თვალწინ ათვლა დაიწყო:

ბოლო ჟამში საძიებელი „დასასრულის“ გამომკვეთმა - „უკანასკნელმა ხანმა“.

 

ორხელისუფლებიანობა

2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან ათვლა დაიწყო ბიბლიურმა - „ორნი დასასრულამდე დარჩებიანით“ სახელდებულმა ეტაპმა, რაც, ჩვენს სინამდვილეში, ბ. ივანიშვილისა და მ. სააკაშვილის მეთაურობით მომქმედ პოლიტიკურ ძალთა ფონზე, საქართველოში ჩამოყალიბებული ორხელისუფლებიანობით შექმნილი რეალობის ბიბლიური შეფასებაა.

დიახ, ბიბლიისეული მინიშნება - „...ორნი[მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], 2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან, ჩვენს თვალწინ დაწყებულ ე.წ. ორხელისუფლებიანობაზე უნდა გვანიშნებდეს, რომელიც, მათი ხელისუფლებაში ყოფნის: დე-იურე და დე-ფაქტო პირობითი ეტაპებით გამოირჩევა

დე-იურე ეტაპის მიმდინარეობისას:

 

ამ - „ორიდან“, ერთ-ერთი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფი ბ. ივანიშვილი, დე-იურე აკონტროლებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს; და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო გუნდის საქმიანობას; ხოლო

მეორე მხარე - მ. სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობასთან ერთად, თავის გავლენას ინარჩუნებს, როგორც არჩევითი [საკრებულოები] და აღმასრულებელი შტოს ქვედა რგოლებზე [გუბერნატორები, მერები, გამგებლები], ასევე - სასამართლო ხელისუფლებაზე.

ამ „ორი მეფის“ მიერ დამყარებული რეალობა, ანუ ე.წ. ორხელისუფლებიანობა, თავისთავად წარმოადგენს მიმდინარე - ბოლო ჟამში საძიებელი „დასასრულის“ დროითი მონაკვეთის „გასრულებისეული“ ჟამის დადგომის დასტურს, რამეთუ:

- „ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30].

 

სხვადასხვა წყაროთა შეჯერებით გამოკვეთილია, რომ, განსახილველი კუთხით, მინიშნება - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30], დროის მიხედვით 2012 წ. 25 ოქტომბრიდან ათვლით 2013 წლის 27 ოქტომბრამდელ მონაკვეთს მოიცავს...

 

 კითხვა:

მაშასადამე 2013 წლის ბოლოს ე.წ. დე-იურედ სახელდებული ეტაპი დასრულდა?

 

პასუხი:

დიახ! უფრო დაზუსტებით, შეიძლება ითქვას, რომ - ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ჩვენს თვალწინ მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიჯნა, ანუ კოდირებული „დასასრული“ - 2013 წ. 17-20 ნოემბერს ამოიწურა.

როგორც მოგეხსენებათ 2013 წ. 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მარათონი, ოფიციალურად, 2013 წ. 17 ნოემბერს გამართული - გიორგი მარგველაშვილის [პრეზიდენტის პოსტზე] ინაუგურაციით დასრულდა.

 

ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებული პირველი პერსონის:

2004-2013 წ.წ. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფი მ. სააკაშვილისათვის, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილების ვადა, სწორედ ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბერს დამთავრდა.

 

იმავე დღესვე, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბერს, გიორგი მარგველაშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში გამოცემული პირველივე ბრძანების თანახმად, 2012 წ. 25 ოქტომბერს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფორმირებული სამთავრობო გუნდი - გადამდგარად გამოცხადდა, და, ახლის დამტკიცებამდე, მათვე დაეკისრად მოვალეობის შესრულება.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტიდან საკუთარი ნებით გადამდგარი ბიძინა ივანიშვილის მაგივრად, პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა, 2013 წ. 18 ნოემბერს, პარლამენტს პრემიერ მინისტრობის ახალი კანდიდატურა - ირაკლი ღარიბაშვილი, და მის მიერ დაკომპლექტებული „ახალი“ სამთავრობო გუნდი წარუდგინა.

 

მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული პროცედურის დაცვის შემდეგ, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, წარდგენიდან მე-3 დღეს, ანუ 2013 წ. 20 ნოემბერს ახალი პრემიერ მინისტრი და მისის სამთავრობო გუნდი ერთხმად დაამტკიცა.

შესაბამისად, ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებულ მეორე პერსონას:

2012 წ. 25 ოქტომბრიდან საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე მყოფ ბიძინა ივანიშვილს, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილება, სწორედ საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცებისა, ანუ - 2013 წ. 20 ნოემბერს შეუჩერდა.

 

ამდენად, ხსენებული „ორხელისუფლებიანობის“, პირველი: დე-იურედ სახელდებული ეტაპი, ბოლო ჟამისა - 2013 წ. 17 – 20 ნოემბერს დასრულდა...

 

ფაქტიურად, ამავე დღიდან თავისი ათვლა დაიწყო ე.წ. „ორხელისუფლებიანობის“ მეორე: „დე-ფაქტოდ“ სახელდებულმა ეტაპმა, რომლის დროსაც - საქართველოს პოლიტიკური პროცესები - ბ. ივანიშვილისა და მ. სააკაშვილის სახელთან, პირდაპირი თუ ირიბი კავშირის ფონზე მიმდინარეობს.

შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიური მინიშნება - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], ე.წ. „ორხელისუფლებიანობის“, დე-ფაქტო მიმდინარეობის მთელ დარჩენილ მონაკვეთს შეეხება.

 

კითხვა:

და, რა არის ეს - „მთელი დარჩენილი მონაკვეთი“?

 

პასუხი:

ამ თემის გაშლამდე, მოდით კიდევ ერთხელ, ოღონდ ოდნავ განსხვავებული კუთხით, შევეხოთ - „განკითხვის დღის“ თემატიკას.

უფალი იესუ ქრისტე, მისი მეორედ მოსვლის თაობაზე, ასე გვაუწყებს:

„და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით, და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე, და შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი, და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ“ [მათე 25,31-33];

და იქვე ამატებს, რომ ამ დიადი მოვლენის ასრულების - „... ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“-ო [მათე 24,36].

 

ბიბლია, აღნიშნული მოვლენის, ანუ უფლის გამოჩინების თაობაზე, ასე გვმოძღვრავს:

„...მოვა, რომ ელაპარაკოს მათ. ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხალთ [ბოლო ჟამში მცხოვრებთ] დააყენებს მათ სამსჯავროში [აქ - განკითხვის დღეზეა მინიშნება] და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.

მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი“ [3 ეზრა 12,32-34].

 

ამდენად -„განკითხვის დღე“, თავად არის - „დასასრული“, რომლის დადგომის ზუსტი დროის შესახებ, თურმე - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

 

როგორც ცნობილია, ბიბლიისეული სწავლებით, უშუალოდ „განკითხვის დღე“ ასეა განმარტებული:

„განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45].

მაშასადამე, განკითხვისეულ დღეს - „ამ დრო-ჟამის“ დასასრული დგება, რაც ერთდროულად არის კიდეც - „დასაბამი მომავალი უკვდავებისა“.

თუ შევაჯერებთ ზემოთქმულს მივიღებთ, რომ:

1. უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებით დგება დასასრული, ანუ - „განკითხვის დღე“;

2. „განკითხვის დღე“ არის ორი პირობითი დროის გამმიჯნავი -„დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა“;

3. არსებობს პასუხგაუცემელი კითხვა - „...რა იქნება დროითი გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი?“ [3 ეზრა 6,7];

4. თავად ამ დიადი წამის დადგომის დრო - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

 

კითხვა:

მაშინ, იქნებ ერთგვარად შეგვეჯამებია ის, თუ - რა მოიაზრება ამ კოდირებული „დასასრულის“ მცნებაში?

 

პასუხი:

კეთილი. მოდით ზემოთ წარმოჩენილი კოდი „დასასრული“-ს ორივე არსისმიერი მხარე მთლიანობაში გავიაზროთ:

1. ერთის მხრივ:

- ბიბლიაში მოცემული ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები, თურმე - „საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,9] ;

- ამ ნიშნების აცხადების, ანუ დამდგარი დროის თაობაზე მხოლოდ ბოლო ჟამში შეიძლება საუბარი [დამოწმება], რამეთუ ბიბლია გვკარნახობს - „შენ თავად გაზომე დრო“-ო [3 ეზრა 9,1];

- ამასთან, ყველა ნიშანი თავის დროზე აცხადდება, რამეთუ - „არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი“ [3 ეზრა 4,37];

- თავად ამ ნიშნების აცხადებისეული ეტაპის დადგომის თაობაზე კი, თურმე - „ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ [დან. 12,10];

- და, რომ „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], ანუ გამოკვეთილია თავად ამ „დასასრულის“ დადგომის შესაცნობი ნიშანი...

 

2. მეორეს მხრივ კოდირებული - „დასასრული“, „განკითხვის დღესთან“, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, და, სწორედ ამიტომაც, მისი დადგომის - „... ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

 

ამდენად, ბიბლიაში, ბოლო ჟამის დადგომის დამაფიქსირებელი ნიშნები ორ პირობით ჯგუფადაა წარმოჩენილი:

 

პირველის მიხედვით, ბოლო ჟამის შესაცნობი დროითი ჯაჭვი იწყება 70 წლიანი [1921 -1991 წ.წ.] მონაკვეთით, და - მთავრდება ორი პიროვნების [მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის] მმართველობითი დროის ამოწურვით, ანუ - 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბერში;

 

ნიშანთა მეორე ჯგუფის მიხედვით, საძიებელი „დასასრული“ - განკითხვის დღესთან, ანუ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, რომლის კონკრეტული დროითი მიჯნის თაობაზე მამა ღმერთის მეტმა არავინ არ შეიძლება იცოდეს [იხ. მათე 24,36].

 

მაშასადამე, სახეზეა საძიებელი „დასასრული“-ს არსის გადმომცემი ორი, თითქოსდა თანხვედრილი, მაგრამ კონკრეტული „დროის“ გააზრების კუთხით, ერთმანეთთან აცდენილი მიჯნა - ერთის თაობაზე თავიცა და ბოლოც ცნობილი და გამოკვეთილია; ხოლო მეორის დადგომის კონკრეტული დროის გამოცნობა არცერთ მოკვდავთაგანს არ ხელეწიფება.

ყოველივე თქმულიდან ცხადია, რომ საძიებელი „დასასრული“-ს პირველი კუთხისმიერი არსის მიხედვით, ბოლო ჟამის მდინარებაში: 2013 წლის ოქტომბერ - ნოემბერი არის ის პირობითი დროითი მიჯნა, როდესაც, ბიბლიაში, ბოლო ჟამის გასააზრებელ - შესაცნობად დაფიქსირებული ყველა იმ ნიშნით მოწვდილი [ასაცხადებელი] მოვლენის ეტაპი იწურება, რომელთა ასრულების თაობაზეც კონკრეტული დროის გამოთვლაა შესაძლებელი.

 

პარალელურად ამისა, 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრიდან იწყება ბოლო ჟამში გასავლელი ისეთი დროითი მიჯნა, რომლის თაობაზეც რაიმე კონკრეტულ დროით მინიშნებას ბიბლია უკვე აღარ იძლევა, რამეთუ ეს მონაკვეთი უკვე - უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებითა და განკითხვის დღის დადგომით უნდა დამთავრდეს, რომელი ჟამის თაობაზეც - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“-ო [მათე 24,36].  

 

 კითხვა:

ბოლო ჟამის თვალსაზრისით, რისი თქმა შეიძლება 2013 წ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ გ. მარგველაშვილთან მიმართებაში?

 

პასუხი:

ხსენებულ ე.წ. „უდროობისეულ“ ეტაპზე გ. მარგველაშვილის გამოჩენა, თავად ამ მიჯნის დადგომას გვიდასტურებს. და, აი, როგორ:

როგორც ვიცით, ბიბლიაში, ღმერთის მიერ სამყაროს ქმნადობის აღმწერი ინფორმაციის შემდგომი თხრობა - გველის მიერ, სამოთხეში მყოფი ადამისა და მისი დედაკაცის ცდუნების გადმომცემი ტექსტით გრძელდება:

„გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომელიც გააჩინა უფალმა. უთხრა გველმა დედაკაცს...“ [დაბ. 3,1].

ამ ცდუნების შედეგად - ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხეში ყოფნის უფლება.

წმიდა წერილის მიხედვით

- „...ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზნი ებრძოდნენ ურჩხულს, და ურჩხული და მისი ანგელოზები ებრძოდნენ მათ. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამის გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი სამყაროს მაცდური, გადმოვარდა ქვეყნად“ [გამოცხ. 12,7; 9].

 

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით - ეშმაკის, ანუ დასაბამისმიერი მაცდური გველის საბოლოო დამარცხება ხდება, მეორედაც შობით მომავალი ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ მისი - უფალ იესუ ქრისტედ დიდებით მოსვლის შემდეგ:

„ვინაიდან კაცის [აქ - ადამის] მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის [აქ - ძე კაცისას] მიერვე - აღდგომა მკვდართა.

და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა. ხოლო თვითოეული თავისი წესით და რიგით: პირველად ქრისტე [აქ - ძე კაცისა], შემდეგ კი ქრისტესნი [აქ - მხარმარჯვნივ ყოფნის ღირსნი], მისი მოსვლისას;

და ბოლოს, აღსასრული, როცა გადასცემს სუფევას ღმერთსა და მამას, როცა გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას და ხელმწიფებას და ძალას. რადგანაც მას მართებს სუფევა, სანამ არ დაამხობს თავის მტრებს თავისსავე ფეხქვეშ; და უკანასკნელი მტერი განქარდება - სიკვდილი“ [1 კორ. 15, 21-26].

 

ამ დიადი ჟამის დადგომამდე ზეციდან გადმოვარდნილი ეშმაკის, იგივე დასაბამისმიერი ურჩხულისა და გველის მმართველობის, ანუ მმთავრობის ქვეშაა დედემიწაზე მცხოვრები ადამის მოდგმა.

ბოლო ჟამის დასასრული სწორედ ამ - გველის, ანუ ამ - წუთისოფლის მთავრის დამარცხებით დგება, როდესაც - „...განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს“ [იოანე 12,31].

აქვე უნდა ითქვას, რომ კოდირებული - „გველი“:

ერთის მხრივ - ცდუნების, ხოლო

მეორეს მხრივ - სიბრძნის [მკურნალის] სიმბოლოა...

 

ეს მცირე შესავალი დაგვჭირდა იმისათვის, რათა გვეთქვა, რომ ბოლო ჟამის გასრულებისეული ეტაპის მოახლოების დასტურად - პირობითი წრე უნდა შეიკრას, ანუ:

სამოთხისეული ამბის თხრობით წარმოჩენილი მაცდური გველი, ბოლო ჟამის მიწურულს - ღიად უნდა გამოვიდეს სამოქმედო ასპარეზზე.

 

ამ, მისტერიულად მოსახდენი პროცესის „დადგომა“ კი, ჩვენს თვალწინ მიმდინარე კონკრეტული მოვლენით უნდა მიფვენიშნოს. რომლის თაობაზეც, აი, რა მინდა მოგახსენოთ:

 

როგორც ვიცით, აღმოსავლური კალენდრით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წელი - გველის წელიწადი იყო, რომელიც - 2013 წ, 10 თებერვლიდან [ახალმთვარეობიდან] დაიწყო.

 

2013 წლის 11 მაისს, ხელისუფლების სათავეში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“, საპრეზიდენტო კანდიდატად - გიორგი მარგველაშვილი დაასახელეს.

 

ბოლო ჟამისმიერ მონაკვეთში [ისევე როგორც მანამდეც], ყველა ფაქტს [მოვლენას] თავისი კოდირებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მოდით ვნახოთ თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს გვარი - მარგველაშვილი“, რომელიც სხვადასხვა კუთხითაა მნიშვნელოვანი... ამ შემთხვევაში უკვე - „გველ[ია]“ ხაზგასასმელი

[აქვე უნდა ითქვას, რომ სპარსულად - „მარ“, ასევე გველს ნიშნავს].

 

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - გიორგი მარ[გველ]აშვილის გამარჯვება, ბიბლიაში დაფიქსირებული იმ მინიშნების მისტერიული მხარის მიმანიშნებელია, რასაც ე.წ. წრედის შეკვრა, ანუ - ეშმაკის, დასაბამისმიერი მაცდური გველის - ასპარეზზე ღიად გამოსვლა ჰქვია.

ამის შემდგომად დაწყებულ დროისმიერი ეტაპის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს:

„...ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით... სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან. და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში... რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა... და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,3; 7-9].

მაშასადამე, დროითი ეტაპის დამაფიქსირებელი მინიშნებების „დასასრულის“ შემდეგ, იწყება - დამამთავრებელი მიჯნა, რომლის ხანგრძლივობის თაობაზეც ასე გვეუწყება - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“.

თავად ეს - „მცირე ხანი“ რა ხანგრძლივობისაა არსად გვეუწყება, თუმცა იმაზე კი მიგვენიშნება, თუ როგორ მთავრდება ხსენებული „მცირე ხანი“ – „ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“-ო.

 

სახარებისეული მინიშნების მიხედვით - „ზეციდან ჩამომავალი ცეცხლი“, უფალ იესუ ქრისტეს არსთან კავშირდება

- „და როცა ხალხი მოლოდინში იყო, და გულში ყველა იმას ფიქრობდა იოანეზე: ქრისტე ხომ არ არისო იგი, მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე გნათლავთ თქვენ წყლით, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი. და ის მოგნათლავთ თქვენ სულით წმიდითა და ცეცხლით“-ო [ლუკა 3,15-16].

 

ამდენად, მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ:

ბოლო ჟამისმიერ ეტაპზე, კერძოდ: 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრიდან დაიწყო დროში შეუცნობი ეტაპი, სახელდებით - „მცირედი ხანი“, რომელიც - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებით უნდა დასრულდეს.

 

კითხვა:

მაშასადამე, ბიბლიის კოდირებული ნიშნები, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფი სამივე პირის თაობაზე გვაუწყებენ...

 

პასუხი:

რა თქმა უნდა. ბიბლიაში, კერძოდ ვკითხულობთ:

ხოლოეშმაკი [აქ - „გველი დასაბამისა“], მათი მაცდური, ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - ანტიქრისტე] და ცრუწინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღედაღამ, უკუნითი უკუნისამდე“  [გამოცხ. 20,11]

თავისთავად ცხადია, რომ - ამ მუხლში, მოახლოებული განკითხვის დღის საბოლოო შედეგია გადმოცემული;

აქ მოცემული კოდები: „ეშმაკი“, „მხეცი“ და „ცრუწინასწარმეტყველი“, ერთ-ერთი თვალთახედვის მიხედვით ასე განიმარტება:

- კოდით: „ეშმაკი“, მიგვეთითება „გველის“ არსის მატარებელი: გიორგი მარ[გველ]აშვილი;

- კოდით: „მხეცი“, გამოყოფილია - ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე; ხოლო

- კოდით: „ცრუწინასწარმეტყველი“, მიხეილ სააკაშვილზე მიგვანიშნებს.

 

და კიდევ. როგორც ვხედავთ - „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“  ჩავრდნილ „ეშმაკს“, იქ ხვდება, უკვე „ჩავარდნილი“ – „მხეცი და ცრუწინასაწრმეტყველი“.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს ამ მინიშნებაში გარკვევა:

აქ მოცემულია, ხსენებულ პირთა „მხილების“ ერთგვარი თანამიმდევრობა:

- 1992-2003 წლებში ხელისუფლებაში მყოფ „მხეცს“, ანუ ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელ ედ. შევარდნაძესა;

და

- 2004-2013 წლებში ქვეყნის მმართველს, ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მიხეილ სააკაშვილს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხის მიერ უკვე აქვთ შესაბამისი განაჩენი გამოტანილი;

- რაც შეეხება 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ, „გველის“ არსის მატარებელ გიორგი მარ[გველ]აშვილს, მისი „მხილების“ პროცესი, ე.წ. „მცირე ხანის“ ქვეშ მოაზრებულ ბოლო ჟამის დამამთავრებელ ეტაპს მოიცავს.

 

 

კითხვა:

რა კავშირი შეიძლება იყოს გამოცხადებისეულ - „მცირე ხანსა“ და სახარებაში დაფიქსირებულ მინიშნებს შორის?

 

პასუხი:

ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენების თაობაზე წინასწარნაუწყები ნიშნები, ორგანულ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან.

როგორც მოგეხსენებათ, სახარება - განკაცებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებს გადმოგვცემს.

უდაბნოში ყოფნის მიწურულს, როდესაც - „...მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას“ ]მათე 4,11],

განკაცებული უფალი თავისი მისიის შესრულებას უკვე ღიად იწყებს:

„ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი. შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ [მათე 4,16-17].

 

აღნიშნულიდან მოყოლებული, წმიდა წერილი არაერთ ისეთ შემთხვევას აღწერს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ემორჩილებიან უფალ იესუ ქრისტეს მიერ გამოხატულ ნებას - ეშმაკი და მისი ლეგიონები.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი საქმიანობის ღიად დაწყებიდან, უფალ იესუ ქრისტეს არაერთი სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა შეხვდა, იგი და მისი მოწაფეები მიზანმიმართულად ახდენდნენ თავისი მისიის შესრულებას.

 

ერთადერთ „გამონაკლისს“ წარმოადგენს საიდუმლი სერობის მიწურულს მომხდარი, როდესაც ეშმაკმა ღიად იმძლავრა, და რასაც მაცხოვრის შეპყრობა მოჰყვა.

გამოცხადებისეული ტექსტის განსახილველი მონაკვეთის არსობრივი მხარის გააზრებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კოდირებული:

...შემდგომად ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით [გამოცხ. 20,3],

მაცხოვრის შეპყრობიდან ვიდრე ჯვარცმა-აღდგომამდელ პერიოდში მომხდარის იგავური აღწერაა; და, ბოლო ჟამის - 2013/2014 წლების შემდგომად განსავითარებელი მოვლენების მისტერიული ანარეკლია.

ამდენად, ჩვენს მიერ განსახილველი „თავს დაიხსნის მცირედი ხნით დრო, შეესაბამება სახარებაში მოცემულ „ბოლო“ მონაკვეთს, ანუ - ჯვარცმა აღდგომისეულ გზასავალს.

დიახ, სახარების მიხედვით - ეშმაკის მიერ მცირედი ხნით თავის დახსნა, მხოლოდ საიდუმლო სერობის მიწურულიდან იწყებს ათვლას. ბუნებრივია, რომ აქაც ღვთაებრივი ნების გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე უფალი ასე გვანიშნებს:

ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც. როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?

მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ მე. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა: [მათე 26,53-56].

 

ანალოგიური რამ ხდება ბოლო ჟამშიც. ისევე როგორ აქამდე [იხ. 1991-დან ვიდრე 2013/2014 წ.წ.], მიმდინარე დროის მონაკვეთში, კერძოდ - 2013/2014 წლებიდან განსავითარებელი მოვლენები, ზუსტად ღვთაებრივ წინასწარგანჭვრეტილობაზე აგებული იმ მინიშნებების მიხედვით წარიმართება, რომელსაც:

1. გამოცხადებისეული ტექსტის მიხედვით: „თავს დაიხსნის მცირედი ხანი“ ჰქვია; ხოლო

2. სახარებაში დაცული მინიშნებების თანახმად - მაცხოვრის მიწიური ცხოვრების დასასრულთან გაიგივებულ: ჯვარცმა - აღდგომისეულ გზასავალთან იგივდება.

 

 

კითხვა:

საინტერესოა, როგორ ჯდება 2013 წლის შემდგომად, საქართველოში გაბვითარებული პროცესები ხსენებულ - „ჯვარცმისეულ’ ეტაპთან?

 

პასუხი:

ამ თემის განხილვა, მოდით, სახარებისეული მინიშნებით დავიწყოთ. კერძოდ:

როგორც ვიცით, ჯვარცმის გზაზე მიმავალ მაცხოვარს თავზე - ეკლის გვირგვინი ახურავს. სახარებაში აღნიშნულთან მიმართებაში ასე გვეუწყება:

„შემოსეს ძოწეულით, დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს. და ... ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარკ. 15,17-20].

 

ზოგადად, ეკალი - ღეროს, ფოთლის, ფესვისა და მათი ნაწილების მეტამორფოზის შედეგად განვითარებული მაგარი წვეტიანი წარმონაქმნია. დღეისათვის, ცალსახად იმის თქმა, თუ მაცხოვრის გვირგვინი რისგან იყო დაწნული - ძნელია, თუმცა ეს რომ „ნარ-ეკლისაგანაა“ დამზადებული ეს სადავო არ უნდა იყოს.

 

სახარებისეული ტექსტში საძიებელი: „ნარ-ეკალი“ [ეკალი, კუროისთავი თუ ნარი] ასე ენაცვლება ერთმანეთს:

„თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?“ [მათე 7,16].

 

საქართველოში 2014 და 2017 წლებში მიმდინარე საარჩევნო პროცესითა და მისი საბოლოო შედეგით, სწორედ, ჩვენთვის საძიებელი - „ნარ-ეკალისაგან“ დამზადებული- „ეკლის გვირგვინისეული“ ეტაპის მიმდინარეობა გამოიკვეთა.

ლაპარაკია, ქ. თბილისის მერის პოსტზე 2014 და 2017 წ.წ. არჩეულ - დავით ნარმანიასა და კახი კალაძეზე.

მათი გვარებისმიერი კოდი, ერთის მხრივ - „ნარ“-ზე: „ნარ[მანია]“; და მეორეს მხრივ „ე[კალ]ზე“: „კალ[აძე]“ მისტერიულად აცხადებულ პროცესზე მიგვანიშნებენ.

ამჯერად ამ საკითხზე ვრცლად არ შევჩერდებით.

რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათში, ბ. ივანიშვილის, ანუ „ქართული ოცნებისა“ და მ. სააკაშვილის, ანუ „ნაც.მოძრაობის“ სახით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ზემოთ უკვე ხსენებეული ე.წ. – „ორხელისუფლებიანობის“ეტაპის მიმდინარეობა.

 

 

კითხვა:

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საქართველოს გაბრწყინების - სულისმიერი ასპექტების თაობაზე, ოღონ არ შევხებივართ ამ პროცესის „ფიზიკურ ასპექტებს“...

 


პასუხი:

კითხვაზე პასუხის გაცემამდე, მოდით მოკლედ გავიხსენოთ - „სულისმიერი ასპექტის“ უკვე განხილული საკითხი.

როგორც ითქვა -, ქართველი ერის მისია, ორი ზოგადი ასპექტის ერთობის კუთხით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

1. მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტე, პირველად მოსვლის მსგავსად, ასევე შობით მოდის; ოღონდ, ამჯერად, იგი - არა ებრაელი, არამედ - ქართველი ერის წიაღში იბადება;

2. მეორედ დიდებით მომავალი მაცხოვრის საყოველთაო გაცხადების წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება ქართველი ერის წილხვედრია, რამეთუ ამ ნიშანთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემია.

 

ამდენად, ერთის მხრივ - მეორედ დიდებით მომავალ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდელ დროში, ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობა, და მეორეს მხრივ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების თაობაზე ამ ჟამის მაცხოვრებელთა ინფორმირებულობა, არის კიდეც იმ მედლის ორი მხარე, რომელსაც მთლიანობაში „საქართველოს სულიერი მისია“ ჰქვია.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე:

1. ბიბლიასა და სხვა წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება, იმ ეპოქაში იწყება და მიმდინარეობს, როდესაც - ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობა ხდება; ამასთანავე:

2. ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობისეული ეპოქის დადგომა, წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადებით გვემცნობა.

 

ჩვენი ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“ - სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ ასრულება, სწორედ - ამ, ბოლო ჟამად სახელდებულ, დროში ხდება.

თავისთავად ცხადია, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა მიერ გამოვლენილ ნებაზე არ არის დამოკიდებული...

დიახ, საქართველოში მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემი წინასწარნაუწყები ნიშნები იმიტომ კი არ „სრულდება“, რომ ჩვენ ასე გვინდა; არამედ იმიტომ, რომ - ღმერთის ნებით, ქართველი ერის წიაღში ხდება ძე კაცისას შობა, რამაც განაპირობა კიდეც - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენების იგავური ფორმით ბიბლიაში [და არა მარტო იქ] ასახვა, რომელიც ძე კაცისას მიწიური ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს.

ამდენად, „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ მიმდინარეობა, განპირობებულია - ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით, რაც, თავის მხრივ, გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითზე აცხადებით...

ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრებაც, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ფარულად მიმდინარე პროცესია და რაიმე [მატერიალურად] ხელშესახები, ან დასანახ-შესაგრძნობი ასპექტებით არ ხასიათდება...

ერთადერთი, რამაც „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობა უნდა დაადასტუროს არის ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის თაობაზე წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები ნიშნების გამოვლენა...

აი, სწორედ ესაა - საქართველოს სულიერი მისია, რომლის ასრულებაც, ანუ გამოვლენაც ხდება ბოლო ჟამში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომლებმაც, ღმერთის ნებით, უნდა შეიცნონ და გააჟღერონ წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის დადგომა.

 

ეხლა რაც შეეხება - ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“ - ფიზიკურ ასპექტს.

 

საუბარი მაცხოვრის შემდეგი შეგონებით გვინდა განვაგრძოთ - „...ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი“ [მათე 16,38].

დიახ, თუკი, უკვე განხილული - სულისმიერი ასპექტი „ივერიის გაბრწყინებისა“, ჩვენის მხრიდან გამოხატული ნებისდა მიუხედავად მიმდინარეობს; იგივე პროცესის ფიზიკური ასპექტი, მთლიანადაა დამოკიდებული ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ინდივიდთა მიერ ქმედებაში გამოხატული თავისუფალი არჩევანის ნება - „სხვადასხვაგვარია“. კერძოდ:

 

1. მავანისათვის ეს არჩევანი - სულისმიერია, რასაც ე.წ. „სულის გამოღვიძების“ ის პროცესი შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც მაცხოვრის ასეთ შეგონებას ეფუძნება:

„...ნუ იზრუნებთ, როგორ თქვათ, ანდა რა ვთქვათო, ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში“ [მათე 10,19-20].

 

ჩვენის აზრით, ღმერთის ნებით, სწორედ ასეთთა ხვედრია ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე წინასწარნაუწყები ნიშნების ასრულების დადასტურება, ანუ დაფარულ საიდუმლოთა გაცხადება.

 

ბუნებრივია რომ, განსახილველი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთთა, ანუ სულისმიერი არჩევანის გზაზე მავალთა რიცხვი, საკმაოდ მცირე უნდა იყოს...

 

2. სულისმიერი არჩევანის გზაზე მავალთა მიერ გაცხადებულისადმი დამოკიდებულების მიხედვით, ანუ ფიზიკურ ასპექტში გამოსავლენი არჩევანის წინაშე მდგართა კატეგორია, ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

- ერთი ნაწილი, მათ მიერ გაკეთებული არჩევანიდან გამომდინარე, იმ ნოყიერ ნიადაგს შეიძლება შევადაროთ, რომელიც დაცემული თესლის სათანადო გაღვივებისთვისაა საჭირო;

- მეორე ნაწილისათვის „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის ფარულად მიმდინარე პროცესის შესახებ გაკეთებული განაცხადი გაუგებარი და მიუღებელი იქნება:

„და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხედვით შეხედავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და რათა არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი“ [მათე 13,14-15].

 

სულისმიერ ასპექტში უკვე მიმდინარე „ივერიის გაბრწყინების“ პროცესს, ჩვენის მხრიდან გაკეთებული ვერანაირი არჩევანი ვერ შეაჩერებს; და იგი - უფლის გაცხადებითა და განკითხვის დღით დამთავრდება...

 

ბუნებრივია, ამასვე ვერ ვიტყვით, ბოლო ჟამში „ივერიის გაბრწყინების“ ფიზიკური ასპექტის შესაძლო განივთებაზე, რომელიც მთლიანადაა დამოკიდებული ზემოთ ხსენებულ ჯგუფებში მოაზრებულ პირთა მიერ გაკეთებულ ფიზიკურ არჩევანზე.

 

გავიხსენოთ, რას შეგვაგონებს ბიბლია - „...აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“ [3 ეზრა 7,59].

და რადგანაც ყველას აქვს უფლება თავისუფალი არჩევანისა, წინამდებარე მონაკვეთი მაცხოვრის შემდეგი სიტყვების გახსენებით გვინდა დავასრულებთ:

„და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.

რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?

ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით“ [მარკ. 8,34-38].

 

 

კითხვა:

ხსენებული „ფიზიკური ასპექტის“ მიმდინარეობის ეტაპიც ხომ გარკვეული ქმედებებითა და ნიშნებით უნდა იყოს გამორჩეული...

 

პასუხი:

თავისთავად ცხადია

ბიბლიური ტერმინით - „დასასრულამდელ“ დროში მყოფი „ორი“ მმართველისა [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] და ამის შემდგომად - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“ -ის [გ. მარგველაშვილის] საქმიანობის ფონზე, სახარება კიდევ ერთ კოდირებულ მინიშნებას გვთავაზობს:

 

სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს - „... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ -ო [მათე 23,39].

 

ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, აქ ის კოდირებული დროითი მონაკვეთი უნდა იყოს მოცემული, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს - უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა.

სახარებაში მაცხოვარი კოდირებულად, თუმცა ღიად ამბობს - ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ... არ დადგება ის დრო, რომელ დროშიც მოღვაწეთა თაობაზე, ბოლო ჟამში მაცხოვრებლები - „არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“-.

ძველი აღთქმისეული ტექსტი კი ასეთ მინიშნებას იძლევა - „აჰა, დადგება ჟამი (კოდია), ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს (კოდია), მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყნად... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23,5-6).

 

ამდენად, ბოლო ჟამში ასაცხადებელ ნიშანთა შორის, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშანსვეტი, ერთი პირობითი მედლის ორ მხარედ იქცა... აქედან:

ერთ მხარეს - „უფლის სახელით“ აწერია, ხოლო

მეორე მხარის „წარწერაა“ – „უფალია ჩვენი სიმართლე“.

 

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ბოლო ჟამად სახელდებული დროის „ბოლო“ მონაკვეთს [ბიბლიის მიხედვით] - მხილებისეული ეტაპი ჰქვია. რომლის დამამთავრებელი ფაზა ე.წ. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსავლენი „აქტიური მოქმედებითაა“ სახელდებული.

 

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები ნიშნების აცხადებისეული ეტაპის დადგომის შესახებ არსებული მასალის მოკვლევა-გასაჯარისების მსგავსად, ხსენებულ - პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვლენილი აქტიურობის ფონზე მიმდინარე „მხილებისეულ ეტაპზე“ სათქმელიც - გარკვეული ჯგუფის მისიაა, ანუ ეს ყოველივე მათ კონკრეტულ ქმედებებში უნდა აისახოს.

 

ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სულიერი მისიის, უკვე ხსენებული, „სულისმიერი და ფიზიკური ასპექტის“ პრაქტიკული გამოვლენა - ბოლო ჟამში მოქმედი ერთი და იგივე ჯგუფის საქმიანობის ბაზაზე უნდა წარიმართოს.

 

ჩვენის აზრით, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ბაზაზე მოქმედი, როგორც - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ [2014-2016 წ.წ.], ასევე - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ [2017 წლიდან],

უნდა იყოს ის ჯგუფი, რომელმაც, ბოლო ჟამის - „მხილებისეული ეტაპის“ აქტიური მოქმედებითი ფაზის ასრულების მთელი სიმძიმე უნდა იკისროს.

 

საქართველოს სულიერი მისიის - „ფიზიკური ასპექტის“ თაობაზე საუბარი, რომელიც, ძირითადად, - პოლიტიკურაქტივობას მოიცავს, სცილდება წინამდებარე ფორმატით განსახილველ თემატიკას. ამიტომ, ამჯერად ზემოთქმულით შემოვიფარგლოთ.