Print

14 სერიანი ფილმის [2 სთ. 44 წთ 08 წმ] მოკლე ვერსიის [1 სთ. 40 წთ] სცენარი

ფილმი - „სახარებაი ესე სასუფეველისაი“

მოკლე ვერსია

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი - მიხეილ [გელა] სალუაშვილი

ვიდეო ოპერატორი და წამყვანი - სოლომონ ბაიაშვილი

 

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტისა“

და

ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის"

ერთობლივი ნაწარმოები

 

ფილმის წინათქმა

ფრაგმენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 2019 წ. 10 თებერვლის საკვირაო ქადაგებიდან:

„,ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები...“.

 

 

საქართველოს სულიერი მისია,

ანუ

ნიშნები ბოლო ჟამისანი

 

„... გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს“ [ლუკა 10,24]

 

„[3] და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?

4. იესუმ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.

5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტე, და მრავალს აცდუნებენ.

14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული“ [მათე 24,3-5; 14]

 

„აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ, თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს შევალ მისას და მასთან ერთად ვჭამ პურს, ხოლო ის ჩემთან“ [გამოცხ. 3,20]

 

 

სცენარი

 

ჯაჭვის რგოლებად ასხმული

საქართველოს ბიბლიური ისტორია

 

მოგესალმებით - მრავალჭირნახულო, მაგრამ, ღმერთის ნებით, კვლავაც სულიერად გაუტეხავო, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მაცხოვრებელნო...

ჩვენი წინამდებარე გადაცემათა ციკლი ეძღვნება - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის თემატიკას... ბოლო ჟამის დადგომის არსსა და ყველაფერ ამასთან მიმართებაში - საქართველოს სულიერი მისიის საკითხებს.

 

ვესაუბრებით - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ პრეზიდენტს, აკადემიურ დოქტორს - მიხეილ, იგივე გელა სალუაშვილს.

 

ბატონო გელა!

ჩვენი საუბარი, იქნებ, სწორედ ასე დაგვეწყო:

დღევანდელი, ანუ ბოლო ჟამისმიერი გადმოსახედიდან, რა შეიძლება ითქვას - საქართველოს როლისა და ქართველი ერის მისიის საკითხთან მიმართებაში?

 

პასუხი:

გმადლობთ შეკითხვისათვის...

დაარსებიდან მოყოლებული, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გახლავთ:

ბიბლიასა და სხვა წერილობით წყაროებზე დაყრდნობით დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისწინა „ბოლო ჟამად“ სახელდებული დროის დადგომა.

 

აი, სწორედ ესაა - საქართველოს სულიერი მისია, რომლის ასრულებაც, ანუ გამოვლენაც ხდება ბოლო ჟამში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომლებმაც, ღმერთის ნებით, უნდა შეიცნონ და გააჟღერონ წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის დადგომა.

 

სხვადასხვა წინასწარმეტყველებითი სწავლების მიხედვით ვიცით, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის წინ - ივერია უნდა გაბრწყინდეს. ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით, უნდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნულის კოდირებული არსი - ფარულად, ანუ სულიერ ასპექტში მიმდინარე პროცესს გულისმობს, რომლის ასრულებისეულ ეტაპზეც ამჟამად ვიმყოფებით...

 

შესაბამისად, ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს - ბიბლიაში დაფიქსირებული იმ ნიშნების მოძიება და სხვათა ყურისა და გონების გასაგონად გასაჯარისება, რომლის მიხედვითაც გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დადგომა.

 

კითხვა:

მაშასადამე, თითოეული ასეთი ნიშნის გამოვლენა, ერთგვარ სასწაულთა რანგს შეიძლება მივაკუთნოთ...

 

პასუხი:

გეთანხმებით, თუმცა ერთი დათქმით.

ბიბლიური სიბრძნე გვასწავლის, რომ - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1].

თავიდანვე უნდა გავითავისოთ, რომ ყველაფერი, ღმერთის მიერ წინასწარგანჭვრეტილისდა მიხედვით მიმდინარეობს:

- „საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული“ [3 ეზრა 4,37],

რამეთუ გვეუბნება:

- „მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ“-ო [3 ეზრა 6,6].

 

ბიბლიური მინიშნებაც ასეთია - „როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია.

ამგვარად, უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია სასწაულებითა და სიქველეებით, ხოლო დასასრულნი ქმედებითა და ნიშნებით“-ო [3 ეზრა 9,5-6].

მაშასადამე, გვეუწყება, რომ „დრო-ჟამის დასაწყისისაგან“ განსხვავებით, დასასრული, ანუ ბოლო ჟამი, არა - სასწაულებით, არამედ „ქმედებებითა და ნიშნებით უნდა შეიცნოთო. და განა რომელი სასწაული შეედრება იმას, როდესაც ჩვენს თვალწინ - წლების, დღეებისა და ლამის საათების სიზუსტით სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებანი.

დასასრულისეულ „ქმედებებსა და ნიშნებს“ კი, მათთვის განკუთვნილი ასრულებისეული დროითი საზღვრები აქვს, რომელთა არსში გარკვევაც მხოლოდ უზენაესის ნებაზეა

ამდენად, ყველა ნიშანს თავისი აცხადების დრო აქვს, რომლის თაობაზეც მხოლოდ უკანასკნელ ჟამში შეიძლება დამოწმება.

 

კითხვა:

თავისთავად ცხადია, რომ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები, თავისი გამოვლენისდა მიხედვით, ალბათ, გარკვეულ თანამიმდევრობას ექვემდებარება.

 

პასუხი:

მართალი ბრძანდებით.

ჩვენს დღევანდელობაში მოსახდენი [მომხდარი] ყველა პროცესი ზუსტად იმ თანამიმდევრობით წარიმართება [ასრულდება], როგორც ეს უდროობაში განიჭვრიტა და საუკუნეების მიღმა დაიწერა კიდეც.

 

ყველა აცხადებული ნიშანი თავის მხრივ უნიკალურია, მაგრამ ამ ფორმატში მათზე დეტალურ საუბარს ძალზედ დიდი საეთერო დრო დასჭირდება.

ამიტომ, ამჟამად, შევეცდებით შეძლებისდაგვარად ქრონოლოგიურად დალაგებული ის ძირითადი მასალა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომელიც ბოლო ჟამის დროთა მდინარების საკვანძო მოვლენებს წარმოგვიჩენს.

ვფიქრობთ, ბოლო ჟამის თემატიკით დაინტერესებულ მსმენელს, არ გაუჭირდება ჩაწვდეს იმ - „...სიბრძნეს ღმრთისას, საიდუმლოს დაფარულს, რომელიც საუკუნეთა უწინარეს, იმთავითვე ჩვენდა სადიდებლად განაწესა ღმერთმა“ [კორ. 2,7].

 

მოდით, დამდგარი ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების ერთობლიობა - პირობით ჯაჭვის სახით წარმოვიდგინოთ, და თვალი გადავავლოთ ამ ჯაჭვის თითოეულ რგოლთან დაკავშირებულ მასალას.

 

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი პროცესების „ერთიანი ჯაჭვის“ პირველ რგოლი წარმოადგენს იმ რეგიონის შესაცნობ ნიშანთა ერთობლიობას, რომელთანაც მეტ-ნაკლები შემხებლობა აქვს იმ ქვეყანას, სადაც ბოლო ჟამში განსავითარებელი ძირითადი მოვლენები უნდა წარიმართოს. მივყვეთ თანამიმდევრობით.

კაცობრიობის ისტორიის არც ერთ ეტაპზე არასოდეს ყოფილა, რომ ადამიანს, მისთვის უხილავი და მარად საძიებელი უზენაესი ძალისადმი, ამა თუ იმ ფორმით გამოვლენილი რწმენის გარეშე ეცხოვროს.

და აი, პირველად, ვლ. ლენინის მეთაურობით მომხდარი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, დედამიწის თითქმის ერთ მეექვსედ ტერიტორიაზე - უღმერთო, ანუ - ათეისტური სახელმწიფო წყობა ჩამოყალიბდა.

მეორედ მოსვლისწინარე ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენების პირობითი ათვლა სწორედ ამ სახელმწიფოს შექმნა-განვითარების ისტორიის ამსახველი ნიშნებით იწყება.

 

აღნიშნულთან მიმართებით ბიბლიაში ვკითხულობთ - აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო [რუსეთის იმპერიის სახეცვლილი წარმონაქმნი - საბჭოთა კავშირი], რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი [ანუ - უღმერთო, ათეისტური] იქნება“ [3 ეზრა 12,13].

 

ამ სახელმწიფო წარმონაქმნის მმართველთა თაობაზე, იქვე ვკითხულობთ - „გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით“-ო [3 ეზრა 12,14].

გამოცხადებისული ტექსტი, ამ სამეფოს განვითარების ისტორიის ორ ეტაპს გამოყოფს, და მას - „პირველი“ და „მეორე“ მხეცის სახელით მოიხსენიებს.

როგორც მოგეხსენებათ საუკუნეების მანძილზე მოქმედი რუსეთის იმპერია, ჯერ - „საბჭოთა კავშირის“ [აქ - პირველი მხეცი], ხოლო შემდეგ - „დსთ“-ს [აქ - მეორე მხეცის] სახით აგრძელებს არსებობას.

დედამიწის ერთ მეექვსედზე განთავსებული ბოროტების იმპერიად წოდებული სახელმწიფოს თაობაზე, ბიბლიაში ვკითხულობთ:

„აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება. გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით“ [3 ეზრა 12,13-14].

 

 

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასაცხადებელი ქვეყნის, ანუ - საქართველოს, ბიბლიური ისტორიის ზემოთგანხილული მონაკვეთი, სწორედ ბოროტების იმპერიის 12 გამორჩეული ლიდერის თაობაზე არსებული მინიშნებებით მთავრდება.

 

ბიბლიის მიხედვით - ჩრდილოელი მეზობლის [აქ - სსრკ] ტყვეობაშიოფნის სამოცდაათწლიანი დროის მონაკვეთის ბოლოს, ბოლო ჟამის შესაცნობი ნიშნების ასაცხადებელ ქვეყანაში [აქ - საქართველოში] უნდა მოვიდეს ახალი მთავრობა - ცხებული მეფის“ ხელმძღვანელობით.

 

ბიბლიაში დეტალურადაა აღწერილი ამ „ცხებული მეფის“:

როგორც - ხელისუფლებაში მოსვლის, ხელისუფლებაში ყოფნისა და ქვეყნიდან დევნილობის დრო,

ასევე - მისი სიკვდილის მაუწყებელი ნიშნები.

 

ამ ნიშანთა ერთობლიობაში ნათლად იკითხება ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პიროვნება.

 

კითხვა:

მაშასადამე, პირობითი ჯაჭვის შემდეგ რგოლს, შეგვიძლია - ზვიად გამსახურდიას სახელი ვუწოდოთ?

 

პასუხი:

რათქმაუნდა...

ამ გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ - ზვიად გამსახურდია იყო ის სრული კაცი, რომლის პოლიტიკური მოღვაწეობა დაედო საფუძვლად ბოლო ჟამის, ანუ მეორედ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისწინა დროის დადგომის შეცნობას.

 

ამ კუთხით - ზვიად გამსახურდია გახლდათ ერთგვარი გზის გამკვალავი მეორედ მომავალი უფალი იესუ ქრისტესი, რამეთუ თითქმის მთელი ბოლო ჟამის განსავითარებელი მოვლენები, პირდაპირ თუ ირიბად, სათავეს იღებს იმ ფენომენის მოღვაწეობა-საქმიანობიდან, რომელსაც - ზვიად გამსახურდია ერქვა.

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასთან დაკავშირებული, ბიბლიაში მოცემული, ბოლო ჟამში ასაცხადებელი ნიშნები, დროის მიხედვით, ერთმანეთში ისეა გადახ-ლართული, რომ მკაცრი ქრონოლოგიის დაცვა ოდნავ გაჭირდება.

ამიტომ, შევეცდებით თემატურად დალაგებული ნიშნების ერთობლიობა შემოგთავაზოთ...

 

ჯაჭვის მომდევნო რგოლი - „სამოცდაათი შვიდეული“

ათეისტურ სახლმწიფოში 70 წლიანი ყოფნის დროის მიწურულს, საქართველოში მოსახდენის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს:

„შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად“ [დან. 9,24].

 

იქვე, ეს „სამოცდაათი შვიდეული“, ანუ - 490 დღე, სამ პირობით მონაკვეთადაა დაყოფილი. კერძოდ:

გამოყოფილია - „შვიდი შვიდეული“, ანუ - 49 დღე;

„სამოცდაორი შვიდეული“, ანუ - 434 დღე; და

„სამოცდაათამდე“ შესავსები - „ერთი შვიდეული“, ანუ 7 დღე.

მოდით ვნახოთ რაზე მიგვანიშნებს ბიბლია.

 

ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ მონაკვეთში მიმდინარე პროცესები ასე წარიმართა:

1. არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კერძოდ 1990 წ. 10 სექტემბერს, ზვიად გამსახურდიამ თავის საარჩევნო ბლოკს - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ დაარქვა. ხოლო ამ თარიღიდან ათვლით „შვიდი შვიდეულის“ შემდეგ, ანუ 49- დღეს - 1990 წ. 28 ოქტომბერს, უზენაესი საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა;

2. არჩევნებში გამარჯვებიდან ათვლით, ხელისუფლებაში მოსვლის - „სამოცდაორი შვიდეულის“, ანუ 434 დღის გასვლის შემდეგ, ანუ - 1992 წ. 6 იანვარს საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, იძულებით დატოვა თბილისი და საქართველო.

 

ოველივე ამაზე ბიბლის კოდირებული მინიშნება ასე გვაუწყებს:

ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის [ბოლო ჟამში - თბილისის კოდური სახელი] აღსადგენად და ასაშენებლად [სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა] შვიდი შვიდეული [49 დღე] და სამოცდაორი შვიდეული [434 დღე] გავა ცხებული მეფის [ზვიად გამსახურდიას] მოსვლამდე [მისი მოღვაწეობის დრო]. აღდგება ქუჩა და უბანი [ამ დროს დაწყებულიველი დასახელებების აღდგენა], ოღონდნელბედობის ჟამს [ესველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, რასაც საბჭოთა იმპერიის საინფორმაციო მანქანა აკეთებდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ}“ [დან. 9,25].

 

როდესაც მე ამას ვაკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან [ევროპის მხარდაჭერით მოძლიერებული] ერთი ფაჩვნიერი ვაცი [საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა]... გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა. ვაცს [აქ -ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას] თვალებს შუა რქაქონდა [აქ - ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია][დან. 8,5].

 

იქვე მოცემულ ამ ხილვის განმარტებაში ვკითხულობთ:

„...მითხრა: აჰა, გამცნობ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს უკანასკნელ ვადას შეეხება... ის ფაჩვნიერი ვაცი [ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა] იავანის [კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის] მეფეა [ლიდერია]; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა [ზვიად გამსახურდია] მისი პირველი მეფეა [აქ მიგვენიშნება იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში ზვიად გამსახურდია გახლდათ პირველი პრეზიდენტი]. ის რქა მოტყდა [აქ - სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის იძულებით დატოვება]...“ [დან. 8,19; 21-22].

 

ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნის დროითი საზღვრების თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (62 x 7 = 434 დღე, დრო 1990 წ 28 ოქტომბრიდან, ვიდრე 1992 წ. 6 იანვრამდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება]. ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპარეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი)“ (დან. 9,26).

 

ქვეყნიდან განდევნის 7 დღის, ანუ „ერთი შვიდეულის“ გასვლის შემდეგ - 1992 წ. 14 იანვარს, დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია ქართველი ერისადმი განკუთვნილ პირველ მიმართვას აკეთებს:

„... ა.წ. 6 იანვარს მე, საქართველოს კანონიერმა პრეზიდენტმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დავტოვეთ უზენაესი საბჭოს შენობა, რათა აღარ გაგრძელებულიყო ნგრევა და სისხლისღვრა. თუმც ადგილის გამოცვლა ჩვენს მიერ არ ნიშნავს პოზიციის დათმობას. ჩვენ კვლავ წარმოვადგენთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას, მე არ გამიკეთებია განცხადება გადადგომის შესახებ...“ [14 იანვარი, 1992 წ., იხ. გაზ. „ქართული აზრი“, №1, გვ. 1, 26 იანვარი, 1992 წ.].

 

კითხვა:

ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საინტერესო იქნება გავიგოთ რას გვამცნობს ბიბლია შემდგომად განვითარებული მოვლენების თაობაზე...

 

პასუხი:

ბიბლია, ვისაც ყური სასმენლად აქვს, პრინციპიდან გამომდინარე, დეტალურად აღწერს, 1992 წლიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

 

ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, ანუ 1992 წლის 2 იანვარს, რუსული და ქართული კრიმინალური აზროვნების ძალების მიერ, ჩამოყალიბებული იქნა:

„სამხედრო საბჭო“ (იოსელიანი, კიტოვანი) და

„დროებითი მთავრობა“ (სიგუა);

 

1992 წლის 2 იანვრიდან 66-ე დღეს, ანუ 7 მარტს, პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოჩნდა, აქამდე ჩრდილში მყოფი - ედ. შევარდნაძე; ხოლო

 

1992 წ. 10 მარტს იქმნება ე.წ. - „სახელმწიფო საბჭო“, რომლის პრეზიდიუმიც ოთხი კაცის შემადგენლობით განისაზღვრა:

ედ. შევარდნაძე [თავმჯდომარე], ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი და თ. სიგუა.

 

მოდით თვალი გადავავლოთ პირობითი ჯაჭვის მომდევნო რგოლებს.

- „... თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოტყდა [აქ - ქვეყნიდან განდევნა] და მის ნაცვლად ოთხი (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა...(დან. 8,21-22);

 

მცირე ხანს [აქ - 434 დღეს] ეპყრა ˜[ხელისუფლება] შენს წმიდა ხალხს [ეროვნულ ხელისუფლებას], ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდარი [საქართველო]“ [ესაია 63,18];

 

„შენი [ზვიად გამსახურდიას] მტრები [უკანონობის მხარდამჭერები] ღმუიან საკრებულოში ˜[აქ - სახელმწიფო საბჭო]“ [ფსალმ. 73,4];

 

„ვაი მწძემსებს [ზვიად გამსახურდიას შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული - იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა და შევარდნაძე], რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემს სამწყსო ცხვარს [ქართველებს], ამბობს უფალი... თქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი [საქართველოდან ქართველების მასიური გადინება], თქვენ გარეკეთ იგი დაური არ უგდეთ [კანონიერების აღდგენის მოთხოვნით გამოსული მოსახლეობის ხმას]. აჰა, მე ვუგდებურს თქვენს ბოროტ საქციელს [განკითხვის დღის დადგომამდე], ამბობს უფალი“ [იერ. 23,1-2];

 

როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნიდან იძულებით წასვლიდან ვიდრე 1993 წ. 24 სექტემბრამდე, ანუ - საქართველოში დაბრუნებამდე, ზვიად გამსახურდია რუსეთის ფედერაციაში [კოდირებული - ბაბილონი] შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკას აფარებდა თავს.

აღნიშნულზე ბიბლია ბრძანებს - „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი... უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში [თბილისში] დარჩენილ ჭურჭელზე [კანონიერ ხელისუფლებაზე], ბაბილონს [რუსეთში] იქნება წაღებუ­ლი და იქ დარჩება[იერ. 27,21-22];

 

ორ წელიწადში [1992-1993] დავაბრუნებ ამ ადგილზე [საქართველოში] უფლის სახლის მთელს ჭურჭელს [კანონიერ ხელისუფლებას], რომელიც წაღებული აქვს ამ ადგილიდან ˜[საქართველოდან]... ბაბილონში [რუსეთში, ჩეჩნეთში]“ [იერ. 28,3];

 

გაბრძნობილი ხალხი [ზვიად გამსახურდიას მომხრეები] მრავალთ შთააგონებენ [რათა კანონიერების აღდგენისთვის იბრძოლონ], თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა დაარცვა˜[1992 წლის იანვრიდან საქართველოს ხელისუფლებაშიოსულთა საქმიანობის შედეგი].

 

როდესაც გაუჭირდებათ, მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ [ზვიად გამსახურდია საქართველოში 1993 წ. 24 სექტემბერს დაბრუნდა; კანონიერების აღდგენის პროცესი შეჩერდა 1993 წ. 6 ნოემბერს, როდესაც ზვიად გამსახურდია უკვე მეორედ გახდა დევნილი]“ [დან. 11,33-34];

 

ედ. შევარდნაძე და მისი გარემოცვა, თავდაუზოგავად ეძებდა ზვიად გამსახურდიას კვალს. ყველაფერი კი, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების 19 999-ე დღეს, ანუ 1993 წ. 31 დეკემბერს მისი სიკვდილით დასრულდა:

„მხეცი [აქ - ედ. შევარდნაძე] უფსკრულიდან ამომავალი შეებრძოლება მათ, და [1993 წ. 31 დეკემბერს]ოაკვდინებს...“ [გამოცხ. 11,7];

 

დანიელის წინასწარმეტყველებაში, ზემოთქმულის უფრო დეტალური სურათია მოცემული:

„მაშინ [1992 წ. 6 იანვარს] მოსტყდა მას დიდი რქა [ზვიად გამსახურდია] და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე]...

ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა [შევარდნაძე] ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა [ხელისუფლებაში მოძლიერდა]...

იგი [შევარდნაძე] ცის მხედრობამდე [ზვიად გამსახურდიას მომხრებამდე] გაიზარდა [მისწვდა], მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავთა ნაწილი და გათელა ისინი [შევარდნაძემ დაამარცხა ეროვნული მოძრაობა].

იგი [შევარდნაძე] მხედრობის მთავრამდე [ზვიად გამსახურდიამდე] გაიზარდა და წაერთვა მთავარს [ზვიად გამსახურდიას] მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი [იგი გროზნოდან საქართველოში დაბრუნდა]. მხედრობა [აქ - მხედრიონი] მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ [მხედრიონის თარეში] და მან [შევარდნაძემ] მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება [1993 წ. 31 დეკემბერს მოკლულ იქნა ზვიად გამსახურდია] და წარმატებით მოქმედებდა“ [დან. 8,8-12];

 

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ამბავი 1994 წლის დასაწყისშივე გავრცელდა. ამ წელთან მიმაეღებაში, იოანე-ზოსიმეს „ქებაის“ კოდირებული ტექსტი ასე მიგვანიშნებს:

და სასწაუად ესე აქუს - ოთხმეოცდაათოთხმეტი ˜წელი...“- ˜

 

ბიბლია კი ბრძანებს - „მის [ზვიად გამსახურდიას] ნაცვლად საძულველი [შევარდნაძე] დადგება; მას არ მიაგებენ მეფურ პატივს [ანუ გამსახურდიასნაირი ხალხის სიყვარული არ ექნებაო].

იგი [შევარდნაძე] უჩუმრად შემოიპარება [1991-1992 წლების მიჯნაზე მომხდარში იგი ღიად არ ჩანდა] და მზაკვრობით [სამხედრო გადატრიალებისა და ე.წ. არჩევნების გაძალბებით] დაეუფლება სამეფოს.

წამლეკავი ურდოები წაილეკება მის წინაშე, და შეიმუსრება [ანუ მოკვდინებულ იქნება] ასევე აღთქმის მეუფეც [აქ „ცხებული მეფის“ არსის მატარებელი ზვიად გამსახურდია]“ [დან. 11, 21-22].

 

აი, მოკლედ ყოველივე იმის შესახებ, რასაც ბიბლია გვაწვდის ბოლო ჟამის ერთ-ერთ გამოჩენილ პოლიტიკურ ლიდერზე - ზვიად გამსახურდიაზე.

 

კითხვა:

თქვენ ზემოთ ედ. შევარდნაძე ახსენეთ, და იქნებ მის შესახებ არსებულ ნიშნებზე გაგვეგრძელებია საუბარი...

 

პასუხი:

თავიდანვე უნდა მოგახსენოთ, რომ ედ. შევარდნაძე გახლავთ - ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნება. შესაბამისად, მის თაობაზეც უამრავი ნიშანია მოცემული ბიბლიაში. მოდით მივყვეთ მათ პირობით თანამიმდევრობას.

 

ბიბლია, პავლე მოციქულის პირით გვამცნობს:

„ნურც ნურავინ ნურასგზით გაცდუნებთ თქვენ, რადგანაც არ მოიწევა ის [უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა, ანუ განკითხვის] დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გაცხადდება ცოდვის კაცი [აქ - ˜ანტიქრისტე], ძე წარწყმედისა“-ო [2 თესალ. 2,3].

 

მაშასადამე, თურმე - „ძე წარწყმედისას“ გამოჩენამდე, რაღაც განდგომილება უნდა მოხდეს. აკი მაცხოვარიც ამასვე ბრძანებს:

„აღდგება [საბჭოთა კავშირში] ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო [აქ - რესპუბლიკები] სამეფოს წინააღმდეგ; და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა...“-ო [მათე 24,7-8].

 

ამდენად, ზემოთ ნახსენები - „განდგომილების“ ქრონოლოგია, ჩვენს თვალწინ მომხდარის მაგალითზე, ასეთია:

საბჭოთა კავშირში მიმდინარე ერთა თვითგამორკვევის პროცესებს - 1991 წ. 21 დეკემბერს გაფორმებული საბჭოთა კავშირის ფაქტობრივი დაშლა, ხოლო საქართველოში - 1991 წ. 22 დეკემბერს დაწყებული სამხედრო გადატრიალება მოჰყვა.

 

ეხლა ვნახოთ, რა უნდა მოჰყვეს ამ „განდგომილებას“, ანუ გადავხედოთ იმ ნიშნებს, რითაც ანტიქრისტე უნდა გამოიკვეთოს:

„... მცირე რქა, რომელიც სხვა რქებს შორის გამოჩნდება, ანტიქრისტეა, - ამომგდები სამი რქისა, ანუ დამმარცხებელი სამი მეფისა“-ო [„ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები“, თბ. 1996 წ., გვ. 35-36].

ამდენად, „განდგომილების“ შემდეგ ასპარეზზე გამოდის - „მცირე რქა“, რომელმაც - „სამი რქა“, ანუ „სამი მეფე“ უნდა დაამარცხოს, და რომ სწორედ ეს „მცირე რქაა“ - ანტიქრისტე.

ბიბლია მკვეთრად უთითებს, თუ როდის უნდა მოვიდეს ეს „მცირე რქა“:

- „...მაშინ [1992 წ. 6 იანვარი] მოსტყდა მას დიდი რქა [ზვიად გამსახურდიას განდევნა], და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა...“ [დან. 8,8-9]; და თურმე

- „... იგი [ედ. შევარდნაძე] განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა] დაამხობს“-ო [˜დან. 7,24].

 

მოდით ეხლა ყოველივე თქმულის ასრულებისეული ნიშნები მოვიძიოთ.

 

როგორც ითქვა - 2 იანვარს ჩამოყალიბდა - „სამხედრო საბჭო“, იოსელიანისა და კიტოვანის შემადგენლობით, და „დროებითი მთავრობა“ - სიგუას თავმჯდომარეობით.

დიახ, ზვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ მისი ადგილი სამეულმა - იოსელიანმა, კიტოვანმა და სიგუამ - დაიკავა, და მხოლოდ 66-ე დღეს, ანუ 1992 წ. 7 მარტს ჩამოვიდა შევარდნაძე.

 

წმიდა წერილში მოცემულია ამ ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელთა საქმიანობის ბიბლიური შეფასება:

„...თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა [საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია]. ეს რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა შევარდნაძე] ამოვიდა...

მისი [ზვიად გამსახურდიას] მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი [დეკემბერ-იანვრის მოვლენების ბიბლიური შეფასება], თავიანთ საქმეს აღასრულებენ დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე [ანუ მეოთხე - ე.წ. „მცირე რქა“ - შევარდნაძე. აქ კოდი - „მცირეთი“ მინიშნებულია ის განწყობა, როდესაც „სამივე მეფე“ - იოსელიანიც, კიტოვანიცა და სიგუაც თვლიდა, რომ ისინი - შევარდნაძეს, თავის ნებაზე გაატარებდნენ]“ [დან. 8,21-23].

ერთი შეხედვით უუფლებო „მცირე რქამ“ - შევარდნაძემ, თავიდან ყველას „გაუცინა“, და როდესაც მოძლიერდა - ყველა პირწმინდად დაამარცხა.

 

აღნიშნულზე, წმ. ეფრემ ასური ასე ბრძანებს:

„მოვიდა იგი [„მცირე რქა“ - შევარდნაძე] - ყოვლად საძულველი ვითარცა მპარავი [1992 წ. 7 მარტი], საცდუნებლად ყოველთა, მოვა მორჩილად და მშვიდად [1992 წ. 10 მარტს იგი გახდა ოთხკაციანი „სახელმწიფო საბჭოს“ პრეზიდიუმის თავმჯდომარე] და იტყვის სიცრუვით: ვითარმედ სძაგს ­ კერპები [სსრკ, კომპარტია...] და უმჯობესად მიიჩნევს ღვთისმოშიშებას [აკი მოინათლა კიდეც და სახელად-გიორგი დაირქვა],

გამოჩნდება მტერი იგი კეთილად [დემოკრატად], გლახაკთა მოწყალედ, უაღრესად კეთილის-ხილვითა [მაცდური ღიმილი] მტკიცე და ყოველთადმი გულთბილი იქნება [თავის მოქონვის, ანუ დაბალანსების დიდოსტატი].

და ამით ყოველთა თანავე დიდის ხელმწიფებითა ჰყოფს იგი [„მცირე რქა“ - შევარდნაძე] - ნიშნებსა, სასწაულებსა და საშინელებათა, და ცბიერებით აამებს ყველას [აქ - ანტიზვიადისტებს], რათა შეიყვარონ უმალვე ერთა [ქართველებმა].

ძღვენს [ქრთამს] არ მიიღებს იგი, მრისხანედ არ ილაპარაკებს [დრომდე] და არც პირქუშად ისალმება [„თეთრი მელა“], არამედ მამამთავრული გარეგნობით [სიდინჯე, არაემოციურობა, გაწონასწორებულობა...] იწყებს ცდუნებას სოფლისასა [კოლექტიური მმართველობა: იოსელიან-კიტოვან-სიგუასა და 1992-1995 წლების 26 პოლიტიკური პარტიის წევრთაგან დაკომპლექტებულ პარლამენტთან ერთად], ვიდრე არ გაბატონდება“-ო

[იხ. „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“, ტ. 3, თბ. 1991 წ., გვ. 80].

 

ედ. შევარდნაძემ, ანუ მეოთხე - „მომცრო რქამ“, თავისი წინამორბედნი ასეთი თანამიმდევრობით ჩამოიცილა:

1995 წ. 13 იანვარს დაიჭირა - კიტოვანი;

1995 წ. 14 ნოემბერს დაიჭირა - იოსელიანი; ხოლო

1995 წ. 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური არენიდან საერთოდ გააქრო - თ. სიგუა, ანუ ასრულდა ნაწინასწარმეტყველები, რომ:

„...იგი [შევარდნაძე] განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს [იოსელიანს, კიტოვანსა და სიგუას] დაამხობს“-ო [დან. 7,24];

 

ედ. შევარდნაძის, იგივე - „მეოთხე მეფის“, იგივე - „მომცრო რქის“, ანუ - ანტიქრისტეს ჩამოსვლის შემდეგ - 1992 წ. 24 ივნისისა და 1994 წ. 14 მაისის ხელშეკრულებათა საფუძველზე: სამაჩაბლოში - 1992 წ. 14 ივლისსა და ენგურის გასწვრივ - 1994 წ. 21 ივნისს - რუსი სამშვიდობო კონტიგენტი ჩადგა.

ყოველივეს დაემატა აჭარის ე.წ. დაუმორჩილებლობა, რამაც საქართველო, ფაქტობრივად, ოთხ პირობით ნაწილად დაყო.

 

აი, რას ბრძანებს ამაზე ბიბლია:

„...კიდევ სამი მეფე [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა] დადგება. მეოთხე [შევარდნაძე] კი ყველას გადააჭარბებს...

მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა [სამაჩაბლო, აფხაზეთი, აჭარა და დანარჩენი საქართველო]...

დაქუცმაცდება მისი [შევარდნაძე-ანტიქრისტეს] სამეფო [საქართველო] და, ამას გარდა [დე-ფაქტო], სხვათა [აქ - რუსეთის] ხელში გადავა [აფხაზეთი და სამაჩაბლო]“ [დან. 11,2; 4];

 

ედ. შევარდნაძის „დახასიათებისას“ ბიბლია ბრძანებს:

„განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს.

გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს...“ (დან. 8,24-25).

„... აჰა, მეოთხე მხეცი [შევარდნაძე], საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან...“-ო [დან. 7,7];

ედ. შევარდნაძის შესაცნობ ნიშანთა შორის საყურადღებოა გამოცხადებისეული მინიშნება, რომლის გაცნობამდე მცირე ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება.

 

ლ. ბერიას სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაყვანის შემდგომი საქართველოს სსრ-ს, მორიგეობით, კომპარტიის ცკ შვიდი პირველი მდივანი მართავდა:

 

1. კანდიდ ჩარკვიანი (1938-1952),

2. აკაკი მგელაძე (1952-1953),

3. ალექსანდრე მირცხულავა (1953),

4. ვასილ მჟავანაძე (1953-1972),

5. ედუარდ შევარდნაძე (1972-1985),

6. ჯუმბერ პატიაშვილი (1985-1989) და

7. გივი გუმბარიძე (1989-1990).

 

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, კომპარტიამ საქართველოში რეალური მართვის ბერკეტი დაკარგა.

1991 წ. 19-21 აგვისტოს მოსკოვში მომხდარი ე.წ. „პუტჩის“ შემდეგ, კერძოდ - 24 აგვისტოს, რსფსრ პრეზიდენტის ბ. ელცინის ბრძანებით - საბჭოთა კავშირის კომპარტია გაუქმებულად გამოცხადდა.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1991 წ. 26 აგვისტოს მიღებული დადგენილების, ხოლო მოგვიანებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის თანახმად - საქართველოს კომპარტია გაუქმებულად გამოცხადდა; ხოლო საქართველოს უზენაეს საბჭოში კომპარტიის სიით არჩეულ დეპუტატებს შეუჩერდათ საპარლამენტო უფლებამოსილება.

 

ამდენად, გ, გუმბარიძე, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ბოლო პირველი მდივანი იყო იმათგან, ვინც ამ პოსტიდან ფაქტობრივად მართავდა ქვეყანას.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, ბიბლია - 1989 წ. 9 აპრი;ლის ტრაგედიისწინა მდგომარეობის აღწერაზე დაყრდნობით ასე გვაუწყებს:

„... შვიდი მეფე [საქართველოს კომპარტიის ცკ-ს შვიდი პირველი მდივანი], რომელთაგან ხუთი დაემხო [იმ დროისთვის - ჩარკვიანი, მგელაძე, მირცხულავა, მჟავანაძე, შევარდნაძე უკვე აღარ იყვნენ მმართველები], ერთი [პატიაშვილი] არის, ხოლო სხვა [გუმბარიძე] არ მოსულა ჯერაც, მაგრამ როდესაც მოვა [1989 წ. 9 აპრილის შემდეგ] დიდხანს ვერ გაძლებს“-ო [გამოცხ. 17,10];

 

1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, დამარცხებული კომპარტიის ლიდერის გუმბარიძის შემდეგ, ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობიდან გამოსული ლიდერი - ზვიად გამსახურდია მოვიდა, რომლის დამხობის შემდეგაც საქართველოს პირველი პირი ისევ ყოფილი ცკ-ს 1-ლი მდივანი შევარდნაძე გახდა.

 

ბიბლია ამაზე ასე ბრძანებს - „და მხეცი [შევარდნაძე], რომელიც იყო [საქართველოს მმართველი 1972-1985 წლებში,] და აღარ არის [1985-1992 წ.წ.], მერვეა შვიდთაგან [ანუ ეს „მერვე მეფე“ არისო იმ „შვიდთაგან“ ერთ-ერთი, ოღონდ კვლავ მმართველობაში დაბრუნებულიო] და წარსაწყმედლად წავა“-ო [გამოცხ. 17,11];

 

ეხლა კი, მოდით, თვალი გადავავლოთ ბიბლიაში დაცულ იმ ნიშნებს, სადაც ედ. შევარდნაძის მმართველობის დროა მოცემული.

როგორც ვიცით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის აქტიური მზადება ედ. შევარდნაძემ, თავისი გუნდის ბაზაზე 2003 წლის 5 აპრილს, საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებით დაიწყო.

საბოლოოდ, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, შევარდნაძემ ათი პოლიტიკური სუბიექტისაგან შედგენილი საარჩევნო ბლოკის სია წარადგინა.

2 ნოემბრის გაყალბებული საპარლამენტო „არჩევნების“ შედეგად არჩეული დეპუტატობის კანდიდატები, პირველი სესიისთვის 2003 წ. 22 ნოემბრის 16.00 სთ-ზე შეიკრიბნენ. საჭირო ქვორუმის უქონლობის გამო სესია 16.30 საათისთვის გაიხსნა. თუმცა ყველაფერი ერთ საათში დამთავრდა - სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნაზე მდგარი ედ. შევარდნაძე და დარბაზში შეკრებილი დეპუტატები, პარლამენტში შეჭრილი მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ, გამოძევებულ იქნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან.

 

ამაზე ბიბლია ასე ბრძანებს - „და ათი რქა, რომლებიც იხილე, ათი მეფეა [ათი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერი], რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ მეფობა [აქ - პარლამენტარობა], მაგრამ, როგორც მეფენი [დეპუტატები] მიიღებენ ხელმწიფებას [დეპუტატობას] ერთი საათით [2003 წ. 22 ნოემბრის 16.30 სთ-დან - 17.30 სთ-მდე], მხეცთან [შევარდნაძესთან] ერთად“-ო [გამოცხ. 17,12];

 

დიახ, ყველაფერი ელვისებური სისწრაფით განვითარდა.

თვით - 2003 წ. 22 ნოემბრის 16.30 სთ-ისთვისაც კი, ვერავინ წარმოიდგენდა 1 საათის შემდეგ მოსახდენს. წარღვნასავით მოვარდნილმა ე.წ. ვარდების რევოლუციის ნიაღვარმა წალეკა ანტიქრისტე, თავის „ათ მეფესთან“ ერთად.

 

ბიბლია ასე ბრძანებს - „სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (62 x 7 = 434 დღე, დრო: 1990 წ. 28 ოქტომბრიდან, ვიდრე 1992 წ. 6 იანვრამდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი] და მისი [შევარდნაძის] აღსასრული წარღვნასავით იქნება [მისი მმართველობა 1 საათში დამთავრდა]“ [დან. 9,26].

 

წმიდა წერილი იქვე იუწყება - ედ. შევარდნაძის საქმიანობის, ზოგადი - 10,5 წლიანი დროითი მიჯნის თაობაზეც, რომელიც ორი პირობითი [1. „ერთი შვიდეული“ და 2. „შვიდეულის ნახევარი“] მონაკვეთისაგან შედგება.

აღნიშნული ბიბლიაში ასეა ასახული:

- იგი (ედ. შევარდნაძე) მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას (1992 . 11 ოქტომბერის არჩევნებიდან) ერთ შვიდეულში [აქ - 7 წელი: 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 ოქტომბერი], შვიდეულის ნახევარში [აქ - 3,5 წელი] შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს [იწყება „მოქკავშირის“ რღვევის პროცესი: 2000, 2001, 2002 და ნოემბერი, დეკემბერი; 2003 წლის: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. 2003 წლის აპრილში ედ. შევარდნაძემ შექმნ საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“, რომელმაც 2003 წლის 22-23 ნოემბერს დაასრულა თავისი საქმენი-საგმირონი]. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი (ედ. შევარდნაძის საქმიანობის ბიბლიური შეფასება) ვიდრე (1992 წ. ოქტომბრიდან, 10,5 წლის ბოლოს, ანუ 2003 წელს) განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს [დან. 9,27].

 

ამდენად, ზვიად გამსახურდიაზე ნაწინასწარმეტყველების [62 შვიდეული, ანუ 434 დღე] მსგავსად, მის შემდგომად ხელისუფლების სათავეში მოსულმა ედ. შევარდნაძემაც, სწორედ ბიბლიაში დაფიქსირებული - 10,5 წლიანი დროის ამოწურვის შემდეგ დაამთავრა თავისი მმართველობა.

 

კითხვა:

და, აი, მივადექით ე.წ. „ვარდების რევოლუციას“... რას გვაუწყებს ბიბლიის დაშიფრული ტექსტი, საქართველოში 2003 წლის შემდგომად განვითარებული მოვლენების შესახებ?

 

პასუხი:

როგორც ითქვა - ედ. შევარდნაძე ანტიქრისტეს არსის მატარებელი გახლდათ.

წმიდა წერილში დაცული მინიშნებების თანახმად, მის შემდგომად პოლიტიკური პროცესების სათავეში მოდის - ე,წ, ცრუწინასწარმეწტყველის არსის მატარებელი პირი.

 

 

კითხვა:

საუბრის გაგრძელებამდე, იქნებ უფრო დეტალურად განვმარტოთ ხსენებული ანტიქრისტესა და ცრუწინასწარმეტყველის არსობრივი მხარე, ანუ ბოლო ჟამის თვალთახედვიდან ათვლით რას გულისხმობს ამ ორ ტერმინში მოაზრებული შინა-არსი?

 

პასუხი:

წმიდა წერილები გვაუწყებენ, ბოლო ჟამის ორ მთავარ უარყოფით „პერსონაჟზე“, ესენია: „მხეცი“, იგივე ანტიქრისტე და [მისი] ცრუწინასწარმეტყველი.

 

უნდა ითქვას, რომ არავითარი რეალური [განსხეულებული], მისტიური „მხეცი“, ანუ - „ანტიქრისტე“, ანდა - „ცრუწინასწარმეტყველი“, ბუნებაში არ არსებობს.

 

„ანტიქრისტეცა და [მისი] ცრუწინასწარმეტყველიც“ მხოლოდ და მხოლოდ კოდირებული სახელდებებია, და - ბოლო ჟამში მომქმედ ცალკეულ პირთა საქმიანობიდან გამომდინარე, დროითი მინიშნების არსს ატარებს.

 

ამათგან, ანტიქრისტე - ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების ქვეყანაში, ანუ საქართველოში, „ცხებული მეფის“ [ზვიად გამსახურდიას] განდევნის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული პირის, ე.წ. „მეოთხე მხეცის“ [ედ. შევარდნაძის] ბიბლიური სახელია;

 

ხოლო - ცრუწინასწარმეტყველი, ე.წ. ანტიქრისტეს [ანუ -ედ. შევარდნაძის] „შემცვლელის“ [მ. სააკაშვილის] ბიბლიური სახელი გახლავთ.

 

ამდენად, ედ. შევარდნაძე - ანტიქრისტეს, ხოლო მ. სააკაშვილი - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებლები არიან. თავად ეს სახელდებები კი, მხოლოდ და მხოლოდ - მათი საქმიანობის შინა-არსიდან მომდინარე ეპითეტებია.

 

კითხვა:

მაშასადამე - ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის დე-იურე მმართველობითი დროის დასრულების შემდეგ, მთავარ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი პირი, და, თქვენ ბრძანებთ, რომ ესაა - მიხეილ სააკაშვილი?

 

პასუხი:

როგორც მოგახსენეთ - თავად წინასწარ ნაუწყები ნიშნები გვკარნახობენ, რომ ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი იქნება ის პირი, ვინც ანტიქრისტეს არსის მატარებელ პირს ჩაანაცვლებს.

 

მოდით ვნახოთ რას გვკარნახობს მე-10 საუკუნეში გადაწერილი ერთ-ერთი წმიდა წერილი:

„... ყოვლითავე ემსგავსოს მაცთური იგი ძესა მას ღმრთისასა.

აწ ლომ ქრისტე ითქუმის, და ითქუმის ლომ ანტიქრისტეცა,

გამოჩნდა კრავად ქრისტე და იგიცა ეგრევე სახელად გამოჩნდეს ვითარცა კრავი და შინაგან იყოს მგელ დადარანებულ;

მხსნელი იგი მოვიდა სოფლად და იგი ეგრეთ სახედვე მოვიდეს;

წარავლინა უფალმან მოციქული იგი ყოველთა მიმართ წარმართთა, ეგრეცა მან წარავლინოს ცრუმოციქულნი;

შეკრიბნა გაბნეულნი იგი ცხოვარნი ქრისტემან, და ეგრეცა მან შეკრიბოს [1991 – 1992 წ.წ. მოვლენათა შედეგად] გაბნეული იგი ერი;

ნათელსა-სცა ქრისტემან, რომელთა ჰრწმენა იგი, და იგიცა ნათელ-სცემდეს,

ხატად კაცად გამოჩნდა უფალი, და იგიცა ხატად მოვიდეს“-ო

[იხ. :შატბერდის კრებული“, თბ. 1979 წ., გვ. 271].

 

ამდენად - „წარავლინა უფალმან მოციქული იგი ყოველთა მიმართ წარმართთა, ეგრეცა მან წარავლინოს ცრუმოციქულნი“-ო. ამიტომ, მოდით გავერკვეთ, თუ რა ცრუმოციქულზეა აქ მინიშნება.

 

ბიბლია ბრძანებს:

„რადგანაც ამნაირი ცრუმოციქულნი ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ. თუმცა რა გასაკვირია: თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს, და რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც [აქ - ანტიქრისტეც და ცრუმოციქულ-ცრუწინასწარმეტყველი] სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც“-ო [2კორ. 11,13-15].

 

უწინარეს ყოვლისა თქმული გვკარნახობს, რომ ცრუმოციქული, ანუ ცრუწინასწარმეტყველი - ანტიქრისტეს ბანაკის წარმომადგენელია, ანუ მისი ცრუწინასწარმეტყველია, მისი დაწყებული საქმის გამგრძელებელია.

 

მაცხოვრის მოციქულნი, უფალ იესუ ქრისტეს ცად ამაღლების შემდეგ იწყებენ მოღვაწეობას.

სწორედ ამდაგვარადვე, ანტიქრისტეს ცრუწინასწარმეტყველ-ცრუმოციქული, ანტიქრისტეს მიერ ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ გამოდის მთავარ პოლიტიკურ ასპარეზზე.

ე.ი. ანტიქრისტეს მიერ თანამდებობის დაკარგვის შემდეგ მოდის ცრუმოციქული, როგორც მისი ბანაკის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ამ მცირე ჩანართის შემდეგ, მოდით ბიბლიურ ნიშნებზე გადავიდეთ. ზოგადი სურათი ასეთია:

- „... კიდევ სამი მეფე [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა] დადგება [1992 წ. 2 იანვრიდან]. მეოთხე [შევარდნაძე] კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით [სახელით]...“ [დან. 11,2];

 

- „დადგება იქ [საქართველოში] ძლიერი მეფე [შევარდნაძე], დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს [და აკი გააკეთა კიდეც]“ [დან.11,3];

 

- „მისი [შევარდნაძის] დადგომისთანავე [1992 წ. 7-10 მარტიდან მოყოლებული] შეიმუსრება მისი სამეფო [საქართველო] და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით [ანუ აფხაზეთად, სამაჩაბლოდ, აჭარად და მთელ დანარჩენ საქართველოდ] გაიყოფა;

არც მის [შევარდნაძის] მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება [აქ - მინიშნებაა იმაზე. რომ იგი, თავის ვადას ვერ დაამთავრებს და ისე დატოვებს თანამდებობას. მართლაც - 2005 წ. 9 აპრილს, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, არჩევნების გზით მოსული ნებისმიერი ბანაკის წარმომადგენელი - შევარდნაძის იურიდიული სამართალმემკვიდრე იქნებოდა.

2003 წ. 22-23 ნოემბერს მომხდარმა ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“ შეწყვიტა ეს სამართალმემკვიდრეობა] და არც ისეთი ძლიერი იქნება [აქ საქართველო], როგორც [ზვიად გამსახურდიას მმართველობისას] იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო [საქართველო] და, ამას გარდა [აფხაზეთი და სამაჩაბლო] სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა“-ო [დან. 11,4].

 

- „გაძლიერდება სამხრეთის [ანუ სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოს პირველი პირი, იგივე] მეფე, [შევარდნაძე], მაგრამ [ყველასათვის მოულოდნელად] იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი [შევარდნაძის] მთავართაგანი [აქ - სააკაშვილი], გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება“-ო [დან. 11,5].

 

თხრობის გაგრძელებამდე უნდა აღვნიშნოთ, რომ - მიხეილ სააკაშვილი, 1995 წლიდან მოყოლებული, იყო -

შევარდნაძის მხარდამჭერი უმრავლესობის მქონე პარლამენტის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე;

ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე;

იუსტიციის მინისტრი;

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ანუ

დიახაც რომ მისი ერთ-ერთი მთავართაგანი გახლდათ.

 

ამდენად, ბიბლია კოდირებული მინიშნებით - „იმლავრებს მასზე [აქ - „მეოთხე მეფე“, იგივე „მომცრო რქა“, ანტიქრისტეს არსის მატარებელ შევარდნაძეზე] ერთ-ერთი მისი მთავართაგანი“, - მიგვანიშნებს, რომ:

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პირის შემდეგ, მის თანამდებობას იკავებს არა - რომელიმე სხვა ბანაკის წარმომადგენელი, არამედ ანტიქრისტეს - „ერთ-ერთი მთავართაგანი“.

სწორედ ასეთ პიროვნებას წარმოადგენს - მიხეილ სააკაშვილი.

 

კითხვა:

თქვენ ხაზს უსვამთ მ. სააკაშვილთნ დაკავშირებულ ნიშნებს, მაგრამ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დროს მის გარდა კიდევ ორი ლიდერი - ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძეც გამოიკვეთა. მათ შესახებ არაფერია ნაწინასწარმრტყველები ?

 

პასუხი:

როგორ არა.

ბიბლიაში დაფიქსირებულია ამ სამეულის გამოჩენისა და მათი საქმიანობის შეფასების გამომკვეთი ნიშნები.

 

საბჭოთა კავშირისა და დსთ-ს პოლიტიკურ ლიდერებზე საუბრისას, ჩვენ უკვე გავეცანით შემდეგ ბიბლიურ მინიშნებას:

„ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი...

ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა: ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავთავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ. ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისთვის იყოს შემონახული“ [3 ეზრა 11,1; 7-9].

 

„უკანასკნელი ჟამისათვის“ შესაცნობი „სამი თავი“, კოდირებულად სწორედ საქართველოში. 2003 წ. ნოემბერში მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დროს გამოკვეთილ სამ ლიდერზე მიგვანიშნებს.

 

ბიბლიური ნიშნების ჩამონათვალში, აღნიშნული ეტაპი - „სამი მეფის“ [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] ერთდროული გამოჩენით იწყება. იქვეა მოცემული მათი საქმიანობის ბიბლიური შეფასებაც:

- „სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება:

უკანასკნელ ხანებში (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე) და ბევრს შეყრის მათ სამეფოში [თავიდან მართლაც ბევრმა ირწმუნა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“] და გაბატონდებიან დედამიწაზე [ბოლო ჟამის ძირითადი მოვლენების განვითარების ადგილი - საქართველო].

და მის [საქართველოს] მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი [აქ - ედ. შევარდნაძისა და „მოქკავშირის“ მმართველობასთან შედარებაზეა მინიშნება]. ამიტომ ეწოდათ მათ არწივის [აქ - ბოროტების სიმბოლოს] თავები.

ესენი [ანუ სამეული: მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] არიან, ვინც დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“ [3 ეზრა 12,22-25].

 

ამდენად, მთლიანობაში, ბიბლიის მიხედვით, ე.წ. სამეულის - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის საქმიანობა, ასეთი ტერმინოლოგიითაა შეფასებული:

1. „უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი“;

2. „დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“.

 

კითხვა:

სააკაშვილის, ჟვანიასა და ბურჯანაძის პოლიტიკური საქმიანობა საკმაოდ დრამატულად განვითარდა... ამაზე თუა ბიბლიაში რაიმე მინიშნება?

 

პასუხი:

დიახ, ბიბლიაში მოცემულია მათი მმართველობითი ეტაპების ცალკეული დეტალები. ჩვენთვის საძიებელი ჯაჭვის მომდევნო რგოლები სწორედ მათ ეხება. პირობითი თანამიმდევრობა კი, ასეთია:

 

ზ. ჟვანიას „წამებით სიკვდილი“

2003 წლის ნოემბერში მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის სათავეში მოსული „სამეულის“ უპირობო ლიდერი - მ სააკაშვილი იყო; ზ. ჟვანიას გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდა ვიდრე „მესამე ადგილზე“ მდგარ - ნ. ბურძანაძეს.

შესაბამისად, ამ სამი ლიდერის ჩამონათვალი სწორედ ასეთი გახლდათ - მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე.

 

ყველასათვის მოულოდნელად - 2005 წ. 3 თებერვალს - ზ. ჟვანია, საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი „იპოვეს“.

ბიბლიაში ამაზე ვკითხულობთ - „ვიხილე ამის შემდეგ, და, აჰა შუა თავი (ზ. ჟვანია)... უეცრად გაუჩინარდა“ [3 ეზრა 11,33];

აღნიშნულთან მიმართებაში კი - „... ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი (ამ ე.წ. „სამეულიდან“) თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი), თუმცა წამებით“-ო [3 ეზრა 12,26].

 

ნ. ბურჯანაძის „ჩამოცილება“

2005 წ. 3 თებერვლის შემდგომად, ე.წ. სამეულის დარჩენილი „ორი თავიდან (მეფიდან)“ - „მარჯვენა თავი“ [მ. სააკაშვილი] „მარცხენა თავს“ [ნ. ბურჯანაძეს] იცილებს გზიდან [2008 წ. 21.05 – 7.06]

„დუეტში“ დარჩენილი მ. სააკაშვილისა და ნ. ბურჯანაძის თაობაზე ასე გვეუწყება:

- „დარჩა ორი თავი (მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე), რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე (აქ - საქართველოში) და მის მკვიდრებზე [3 ეზრა 11,34].

 

2008 წლის აპრილის თვეში, ნ. ბურჯანაძემ „უარი განაცხდა“ საარჩევნო სიაში, მისთვის გამოყოფილი ქვოტით, ყოფნაზე.

 

მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად - დ. ბაქრაძე აირჩიეს.

 

წმიდა წერილი მომხდარ მოვლენაზე ასე მიგვანიშნებს: - „ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა (მ. სააკაშვილმა) მარცხენა თავი (ნ. ბურჯანაძე)“ [3 ეზრა 11,35].

 

ამდენად, 2008 წლის აპრილ-ივნისის დროითი მიჯნიდან მოყოლებული, დაიწყო მ. სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობითი ეტაპი.

 

„ბიჭ-ბუჭების“ მმართველობა

როგორც მოგეხსენებათ, 2003 წლის მიწურულს მომხდარი ე.წ. |ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის მთელი სახელისუფლო ვერტიკალი, ძირითადად - ახალგაზრდა, და შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების არმქონე პირებმა დაიკავეს.

 

მათი საქმიანობის თაობაზე ბიბლია ასე წინასწარმეტყველებს:

- „სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე.

დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს, ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში...

ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს...“ [ესაია 3,4-6; 12].

 

წინასწარმეტყველება

საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცების თაობაზე

მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავი“ [მ. სააკაშვილი], აგრძელებს რა ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის გზასავალს, „წარმატებით“ აგვირგვინებს ბიბლიისეულ წინასწარმეტყველებას - საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცების თაობაზე.

[ბიბლიაში - 2008 წ. აგვისტოს: საქართველო - რუსეთის ომის თაობაზე, რამოდენიმე მინიშნებაა მოცემული].

 

კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ:

- „მისი [ედ. შევარდნაძის] დადგომისთანავე [1992 წ.] შეიმუსრება მისი სამეფო [საქართველო] და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა [1. აფხაზეთი, 2. ე.წ. სამხრეთ ოსეთი, 3. აჭარა და 4. დანარჩენი საქართველო]; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება [ახალი ხელისუფალი (ანუ მ. სააკაშვილი), არჩევნების გზით არ მოვა] და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი [ჯერ: ედ. შევარდნაძისა და შემდეგ: მ. სააკაშვილის] სამეფო, და ამას გარდა სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა“ [დან. 11,4].

 

ედ. შევარდნაძის მმართველობისას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიას, რუსეთი მხოლოდ დე-ფაქტო აკონტროლებდა.

მ. სააკაშვილისა და სარდლებად დაყენებული მისი „ბიჭ-ბუჭების“ გაუაზრებელი ქმედებების შედეგად, მითითებული ტერიტორიების დე-იურე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, მათი - „სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა“-ს პროცესი ასე განვითარდა:

2008 წ. 7/8 - 12/13 აგვისტოს სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი დაპირისპირების შედეგებიდან გამომდინარე, - 2008 წლის 25(26) აგვისტოს, რუსეთმა, საქართველოს ძირძველი მიწის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნო.

რუსეთის ფაქტობრივი მმართველის - ვლადიმერ პუტინის მიერ, აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული მთავრობების ე.წ. თხოვნის საფუძველზე, საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, ბიბლია ასეთი ფორმით იუწყება:

„ის [აქ - ვლ. პუტინი] ქალაქებს სიმაგრეებს მოუწყობს უცხო ღმერთის სახელზე [აქ მინიშნებაა სეპარატისტულ რეგიონებში განლაგებულ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალებზე]. ვინც მას აღიარებს [აქ - სეპარატისტები] პატივს გაუმრავლებს, მრავალს დაუმორჩილებს და მიწებს დაურიგებს საზღაურად“-ო [დან. 11,39].

 

2008 წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტმა - ქვეყნის საერთო იურიდიქციიდან ფაქტობრივად და „იურიდიულად ჩამოცილებული“ ეს ორი რეგიონი - რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა, რითაც საბოლოოდ „დაადასტურა“ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების ასრულება - დაქუცმაცებული ქართული მიწის ნაწილი - „სხვათა [რუსეთის] ხელში“ გადავიდა.

 

ბიბლია კოდირებულად გვამცნობს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება-განვითარების დეტალებს, რომლებშიც - ვლ. პუტინისა და მ. სააკაშვილის როლი ასეა გამოკვეთილი:

„ბოლო დროს მას [რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივ მმართველს - ვლ. პუტინს] სამხრეთის მეფე [სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოს პრეზიდენტი - მ. სააკაშვილი, წამოეგო რა მოწინააღმდეგის მიერ დაგებულ ხაფანგს] შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე [ვლ. პუტინი] ეტლებით, მხედრებით და უამრავი ხომალდით [აქ - საბრძოლო ტექნიკა]. გაილაშქრებს ქვეყანაზე [საქართველო], წალეკავს და გადაივლის“ [დან. 11,40].

 

მაშასადამე, ბიბლიური წინასწარჭვრეტისეული მინიშნების:

„მას [ვლ. პუტინს] სამხრეთის მეფე შეებმება“-ს მიხედვით - 2008 წ. აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის ღია ომის დაწყების ინიციატორი - „სამხრეთის მეფე“, ანუ - მ. სააკაშვილია.

 

რუსეთის ბაზების განთავსება, ანუ

წინასარნაუწყები განაჩენი

ბიბლიური „ჩრდილოეთის მეფის“ - ვლ. პუტინის ვერაგობისა, და - „სამხრეთის მეფის“, ანუ ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის პირად ამბიციებზე აგებულ, უპრინციპო და გაუაზრებელ ქმედებათა გამო, 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციამ, მის მიერვე აღიარებული ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მთავრობათა „თხოვნით“, საქართველოს ტერიტორიის ამ განუყოფელ ნაწილზე - სამხედრო ბაზების განლაგება დაიწყო.

ბიბლიაში აღნიშნულზე, და მის შემდგომად მოსალოდნელ პროცესებზე ასე გვეუწყება:

„გაშლის [აქ - რუსეთი] თავის სამეფო კარვებს [სამხედრო ბაზებს] ზღვასა [აქ აფხაზეთიდან] და მშვენიერ წმიდა მთას [აქ - ცხინვალის რეგიონი] შორის. მერე [კოდია] მიაწევს [რუსეთი] თავის ბოლოს და ვეღარავინ უშველის მას [წინასწარნაუწყები ღვთიური განაჩენი]“ [დან. 11,45].

 

„სამსჯავროსეული“ ეტაპის დაწყება, ანუ

2008 წ. აპრილ-სექტემბრიდან აღებული

3,5 წლის შემდგომად განვითარებული პროცესები

საქართველოში, 2008 წლის შემდგომად დაწყებულ დროში მომხდარ პოლიტიკურ პროცესებზე, უნდა მოგახსენოთ შემდეგი.

როგორც უკვე ვნახეთ, ბიბლიური მინიშნებით:

- ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის ღია ერთპიროვნული მმართველობის დაწყება, ერთის მხრივ, და

- საქართველოს დაქუცმაცებული „სამეფოს“ ნაწილის სხვათა ხელში გადასვლა, მეორეს მხრივ,

თანმხვედრი პროცესია, რომელიც, მთლიანობაში, 2008 წლის აპრილიდან იწყება

(როდესაც; აპრილის თვეში, ნ. ბურჯანაძემ „უარი განაცხდა“ საარჩევნო სიაში მისთვის გამოყოფილი ქვოტით ყოფნაზე, და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად, დ. ბაქრაძე აირჩიეს),

და 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში მთავრდება.

 

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, მისივე საქმეთა გამგრძელებელი ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი - მ. სააკაშვილის საქმიანობის - „დასასრულის დასაწყისის“ ბიბლიური მინიშნება, სწორედ, ზემოთგადმოცემული დროითი მინიშნებითაა გამოკვეთილი.

კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ:

„უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს, განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას (კოდია). ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო (ერთი წელი) - ორი დრო (ორი წელი) და ნახევარი დრო (ექვსი თვე). შემდეგ (ანუ 3,5 წლის დამთავრებიდან ათვლით) დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დან. 7,25-26).

 

ბიბლიაში მითითებული 3,5 წლის ათვლა, ზემოთ უკვე მიღებული დროიდან, შემდეგ ორ მიჯნას გამოკვეთავს:

1. 2008 წ. აპრილი - 21 მაისი - 7 ივნისიდან ათვლილი 3,5 წელი, ესაა 2011 წლის ოქტომბერი - 21 ნოემბერი - 7 დეკემბერი, ანუ ყურადსაღებია:

- ერთის მხრივ - 2011 წლის ოქტომბერ - ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე, ხოლო

- მეორეს მხრივ - 2011 წლის 7 დეკემბრიდან ათვლილ დროში მომხდარი;

 

2. 2008 წ. აგვისტო-სექტემბრიდან ათვლილი 3,5 წელი ესაა:

- 2012 წლის თებერვალ-მარტის დროითი მონაკვეთი.

ამდენად, ბოლო ჟამისეული კუთხით, ზემოთ მითითებული დროითი მიჯნები გამოკვეთენ იმას, რასაც ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის - „დასასრულის დასაწყისი“ ჰქვია, ანუ ეს ყველაფერი:

- 2011 წლის ოქტომბერ -ნოემბრიდან, ვიდრე 2012 წ. 26 თებერვლის „შემდგომ“ იწყება.

 

და აი, ჯაჭვის შემდეგი რგოლიც, სახელდებით - ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამ დროის შემდგომად მომხდარი მოვლენებით გამოიკვეთა.

 

კითხვა:

ანუ მივადექით - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის ეტაპს...

 

პასუხი:

დიახ. ბიბლიის კოდირებული ტექსტი ასე ეხმიანება ამ პროცესს.

 

მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის მარცხი

მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავისა“ [მ. სააკაშვილის] [იხ. 3 ეზრა 11,45] და მისი გუნდის [„ნაცების“] საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას, ბიბლია ამ თავის - „გაუჩინარებას“, ანდა იგივე - „ მახვილით დაცემას“ არქმევს [იხ. 3 ეზრა 12,2; 28]:

 

- „აჰა, თავი [მ. სააკაშვილი], რომელიც [აქ -„სამეულიდან“ მარტო] დარჩენილიყო, გაუჩინარდა...“ [3 ეზრა 12,2];

 

-„იმ დანარჩენ ორს [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე] კი მახვილი [მხილება] შეჭამს. ერთის [მ. სააკაშვილის] მახვილი მეორეს [ნ. ბურჯანაძე] შეჭამს [2008 წ. საპარლამენტო არჩევნები], თუმცა ისიც [მ.სააკაშვილი] მახვილით დაეცემა [2012 წ. საპარლამენტო არჩევნები] უკანასკნელ ხანებში“ [3 ეზრა 12,27-28].

 

ამდენად, 2012 წ. 1-25 ოქტომბრის დროით მონაკვეთში [არჩევნები - ახალი მთავრობის დამტკიცება] განვითარებული მოვლენების - ბიბლიურ წყაროსთან შეჯერება, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ჩვენს თვალწინ ათვლა დაიწყო:

ბოლო ჟამში საძიებელი „დასასრულის“ გამომკვეთმა - „უკანასკნელმა ხანმა“.

 

ორხელისუფლებიანობა

2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან ათვლა დაიწყო ბიბლიურმა - „ორნი დასასრულამდე დარჩებიანით“ სახელდებულმა ეტაპმა, რაც, ჩვენს სინამდვილეში, ბ. ივანიშვილისა და მ. სააკაშვილის მეთაურობით მომქმედ პოლიტიკურ ძალთა ფონზე, საქართველოში ჩამოყალიბებული ორხელისუფლებიანობით შექმნილი რეალობის ბიბლიური შეფასებაა.

დიახ, ბიბლიისეული მინიშნება - „...ორნი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], 2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან, ჩვენს თვალწინ დაწყებულ ე.წ. ორხელისუფლებიანობაზე უნდა გვანიშნებდეს, რომელიც, მათი ხელისუფლებაში ყოფნის: დე-იურე და დე-ფაქტო პირობითი ეტაპებით გამოირჩევა

 

დე-იურე ეტაპის მიმდინარეობისას:

ამ - „ორიდან“, ერთ-ერთი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფი ბ. ივანიშვილი, დე-იურე აკონტროლებდა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს; და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო გუნდის საქმიანობას;

ხოლო

მეორე მხარე - მ. სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობასთან ერთად, თავის გავლენას ინარჩუნებდა, როგორც არჩევითი [საკრებულოები] და აღმასრულებელი შტოს ქვედა რგოლებზე [გუბერნატორები, მერები, გამგებლები], ასევე - სასამართლო ხელისუფლებაზე.

 

ამ „ორი მეფის“ მიერ დამყარებული რეალობა, ანუ ე.წ. ორხელისუფლებიანობა, თავისთავად წარმოადგენს მიმდინარე - ბოლო ჟამში საძიებელი „დასასრულის“ დროითი მონაკვეთის „გასრულებისეული“ ჟამის დადგომის დასტურს, რამეთუ:

- „ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30].

 

სხვადასხვა წყაროთა შეჯერებით გამოკვეთილია, რომ, განსახილველი კუთხით, მინიშნება - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30], დროის მიხედვით 2012 წ. 25 ოქტომბრიდან ათვლით 2013 წლის 27 ოქტომბრამდელ მონაკვეთს მოიცავს...

 

კითხვა:

მაშასადამე 2013 წლის ბოლოს ე.წ. დე-იურედ სახელდებული ეტაპი დასრულდა?

 

პასუხი:

დიახ! უფრო დაზუსტებით, შეიძლება ითქვას, რომ - ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ჩვენს თვალწინ მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიჯნა, ანუ კოდირებული „დასასრული“ - 2013 წ. 17-20 ნოემბერს ამოიწურა.

 

როგორც მოგეხსენებათ 2013 წ. 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მარათონი, ოფიციალურად, 2013 წ. 17 ნოემბერს გამართული - გიორგი მარგველაშვილის [პრეზიდენტის პოსტზე] ინაუგურაციით დასრულდა.

 

ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებული პირველი პერსონის:

 

2004-2013 წ.წ. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფი მ. სააკაშვილისათვის, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილების ვადა, სწორედ ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბერს დამთავრდა.

 

იმავე დღესვე, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბერს, გიორგი მარგველაშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში გამოცემული პირველივე ბრძანების თანახმად, 2012 წ. 25 ოქტომბერს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფორმირებული სამთავრობო გუნდი - გადამდგარად გამოცხადდა, და, ახლის დამტკიცებამდე, მათვე დაეკისრათ მოვალეობის შესრულება.

 

(2010 წლის 15 ო1ტომბერს მიღებული [N3710], და 2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული კონსტიტუციური ცვლილების თანახმად დადგინილი იყო, რომ:

„საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“ [მუხლი 29,11].

 

2011 წლის ოქტომბრიდან, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად - რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეც გახლდათ.

მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

 

მ. სააკაშვილმა, პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალების მიზნით, გამოიყენა რა კონსტიტუციური მოთხოვნა, რომლის ძალითაც - „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე...“ [მუხლი 12,2], - ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

საერთაშორისო ძალების ზეწოლის შედეგად, მ. სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, 2012 წლის 22 მაისს კონსტიტუციაში შემდეგი ცვლილება შეიტანა [N6238]:

2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“ [მუხლი 1044,1].

სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე შეძლო, ევროკავშირის წევრი - საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ საარჩევნო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, კონსტიტუციური უმრავლესობის არქონის პირობებში, პრემიერ მინისტრის პოსტზე დარჩენა, მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრამდე შეეძლო.

საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტიდან საკუთარი ნებით გადამდგარი ბიძინა ივანიშვილის მაგივრად, პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა, 2013 წ. 18 ნოემბერს, პარლამენტს პრემიერ მინისტრობის ახალი კანდიდატურა - ირაკლი ღარიბაშვილი, და მის მიერ დაკომპლექტებული „ახალი“ სამთავრობო გუნდი წარუდგინა.

 

მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული პროცედურის დაცვის შემდეგ, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, წარდგენიდან მე-3 დღეს, ანუ 2013 წ. 20 ნოემბერს ახალი პრემიერ მინისტრი და მისის სამთავრობო გუნდი ერთხმად დაამტკიცა.

 

შესაბამისად, ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებულ მეორე პერსონას:

2012 წ. 25 ოქტომბრიდან საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე მყოფ ბიძინა ივანიშვილს, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილება, სწორედ საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცებისა, ანუ - 2013 წ. 20 ნოემბერს შეუჩერდა.

 

ამდენად, ხსენებული „ორხელისუფლებიანობის“, პირველი: დე-იურედ სახელდებული ეტაპი, ბოლო ჟამისა - 2013 წ. 17 – 20 ნოემბერს დასრულდა...

 

ფაქტიურად, ამავე დღიდან თავისი ათვლა დაიწყო ე.წ. „ორხელისუფლებიანობის“ მეორე: „დე-ფაქტოდ“ სახელდებულმა ეტაპმა, რომლის დროსაც - საქართველოს პოლიტიკური პროცესები - ბ. ივანიშვილისა და მ. სააკაშვილის სახელთან, პირდაპირი თუ ირიბი კავშირის ფონზე მიმდინარეობს.

შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიური მინიშნება - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], ე.წ. „ორხელისუფლებიანობის“, დე-ფაქტო მიმდინარეობის მთელ დარჩენილ მონაკვეთს შეეხება.

 

კითხვა:

ბოლო ჟამის თვალსაზრისით, რისი თქმა შეიძლება 2013 წ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ გ. მარგველაშვილთან მიმართებაში?

 

პასუხი:

ხსენებულ ე.წ. „უდროობისეულ“ ეტაპზე გ. მარგველაშვილის გამოჩენა, თავად ამ მიჯნის დადგომას გვიდასტურებს. და, აი, როგორ:

 

როგორც ვიცით, ბიბლიაში, ღმერთის მიერ სამყაროს ქმნადობის აღმწერი ინფორმაციის შემდგომი თხრობა - გველის მიერ, სამოთხეში მყოფი ადამისა და მისი დედაკაცის ცდუნების გადმომცემი ტექსტით გრძელდება:

„გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომელიც გააჩინა უფალმა. უთხრა გველმა დედაკაცს...“ [დაბ. 3,1].

ამ ცდუნების შედეგად - ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხეში ყოფნის უფლება.

 

წმიდა წერილის მიხედვით

- „...ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზნი ებრძოდნენ ურჩხულს, და ურჩხული და მისი ანგელოზები ებრძოდნენ მათ. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამის გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი სამყაროს მაცდური, გადმოვარდა ქვეყნად“ [გამოცხ. 12,7; 9].

 

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით - ეშმაკის, ანუ დასაბამისმიერი მაცდური გველის საბოლოო დამარცხება ხდება, მეორედაც შობით მომავალი ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ მისი - უფალ იესუ ქრისტედ დიდებით მოსვლის შემდეგ:

„ვინაიდან კაცის [აქ - ადამის] მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის [აქ - ძე კაცისას] მიერვე - აღდგომა მკვდართა.

და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა. ხოლო თვითოეული თავისი წესით და რიგით: პირველად ქრისტე [აქ - ძე კაცისა], შემდეგ კი ქრისტესნი [აქ - მხარმარჯვნივ ყოფნის ღირსნი], მისი მოსვლისას;

და ბოლოს, აღსასრული, როცა გადასცემს სუფევას ღმერთსა და მამას, როცა გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას და ხელმწიფებას და ძალას. რადგანაც მას მართებს სუფევა, სანამ არ დაამხობს თავის მტრებს თავისსავე ფეხქვეშ; და უკანასკნელი მტერი განქარდება - სიკვდილი“ [1 კორ. 15, 21-26].

 

ამ დიადი ჟამის დადგომამდე ზეციდან გადმოვარდნილი ეშმაკის, იგივე დასაბამისმიერი ურჩხულისა და გველის მმართველობის, ანუ მმთავრობის ქვეშაა დედემიწაზე მცხოვრები ადამის მოდგმა.

 

ბოლო ჟამის დასასრული სწორედ ამ - გველის, ანუ ამ - წუთისოფლის მთავრის დამარცხებით დგება, როდესაც - „...განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს“ [იოანე 12,31].

 

აქვე უნდა ითქვას, რომ კოდირებული - „გველი“:

ერთის მხრივ - ცდუნების, ხოლო

მეორეს მხრივ - სიბრძნის [მკურნალის] სიმბოლოა...

 

კერძოდ, ბიბლიის მიხედვით, როდესაც, მოსეს მიერ ეგვიპტის ტყვეობას გამოქცეულ ებრაელებს, უდაბნოში შხამიანი გველები შემოესია:

„უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება.

გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა“ [რიცხვ. 21,8-9].

 

ბოლო ჟამის გასრულებისეული ეტაპის მოახლოების დასტურად - პირობითი წრე უნდა შეიკრას, ანუ ერთდროულად უნდა დაიწყოს, როგორც:

ხსენებული „შხამიანი გველის“ სახით გადმოცემული - სამოთხისეული ამბის თხრობით წარმოჩენილი „მაცდური გველის“; ასევე

ამ ნაკბენისაგან განმკურნავი ე.წ. „სპილენძის გველის“ აღმართვის პროცესი.

ამ უკანასკნელის თაობაზე მაცხოვარი ასე მიგვანიშნებს:

- „და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. რათა ყველა, ვისაც სწამს იგი, კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“-ო [იოანე 3,14-15].

აღნიშნული ეტაპის „დადგომა“, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, კონკრეტული მოვლენით უნდა მიგვენიშნოს. რომლის თაობაზეც, აი, რა მინდა მოგახსენოთ:

 

როგორც ვიცით, ცრუწინასწარმეტყველ - მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის მეორე ხუთწლიანი ვადა 2013 წელს ეწურებოდა. ეს წელი კი, აღმოსავლური კალენდრით - გველის წელიწადი იყო, რომელიც - 2013 წ, 10 თებერვლიდან [ახალმთვარეობიდან] დაიწყო.

 

1995 წლის 5 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ჩვენ უარი ვთქვით საარჩევნო პროცესებში მონაწილეობაზე, და მთლიანად გადავერთეთ საქართველოს სულიერი მისიის საკითხის კვლევაში.

ამ დროიდან ათვლით - მეთვრამეტე წლისთავზე, გადავწყვიტეთ ჩვენც ჩავრთულიყავით 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩვენთვის, 2013 წლის 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა - გვესარგებლა საარჩევნო ტრიბუნით, და მოსახლეობისთვის გვეთქვა დამდგარი ბოლო ჟამისა და საქართველოს სულიერი მისიის დამადასტურებელი ნიშნების თაობაზე.

 

თავის მხრივ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, 2013 წლის 11 მაისს, საპრეზიდენტო კანდიდატად - გიორგი მარგველაშვილი დაასახელა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ჩემი დარეგისტრირება კი, 2013 წლის 26 ივლისს მიღებული ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით მოხდა.

ამდენად, 2013 წელს, ერთდროულად მოხდა, საარჩევნო პროცესში:

ჩემი, როგორც საქართველოს სულიერი მისიის კვლევაზე ორიენტირებული პოლიტიკოსისა, და

საქართველოს პრეზიდენტის პოსტის დაკავების მოსურნე - გიორგი მარგველაშვილის ჩართვა.

 

ბოლო ჟამისმიერ მონაკვეთში [ისევე როგორც მანამდეც], ყველა ფაქტს [მოვლენას] თავისი კოდირებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მოდით ვნახოთ თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს გვარი - მარგველაშვილი“, რომელიც სხვადასხვა კუთხითაა მნიშვნელოვანი... ამ შემთხვევაში უკვე - „გველ[ია]“ ხაზგასასმელი

[აქვე უნდა ითქვას, რომ სპარსულად - „მარ“, ასევე გველს ნიშნავს].

 

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - გიორგი მარ[გველ]აშვილის გამარჯვება, ბიბლიაში დაფიქსირებული იმ მინიშნების მისტერიული მხარის მიმანიშნებელია, რასაც ე.წ. წრედის შეკვრა, ანუ - ეშმაკის, დასაბამისმიერი მაცდური გველის - ასპარეზზე ღიად გამოსვლა ჰქვია.

 

ამის შემდგომად დაწყებულ დროისმიერი ეტაპის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს:

„...ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით...

სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან. და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში... რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა...

და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,3; 7-9].

 

მაშასადამე, დროითი ეტაპის დამაფიქსირებელი მინიშნებების „დასასრულის“ შემდეგ, იწყება - დამამთავრებელი მიჯნა, რომლის ხანგრძლივობის თაობაზეც ასე გვეუწყება - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“.

თავად ეს - „მცირე ხანი“ რა ხანგრძლივობისაა არსად გვეუწყება, თუმცა იმაზე კი მიგვენიშნება, თუ როგორ მთავრდება ხსენებული „მცირე ხანი“:

„ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“-ო.

სახარებისეული მინიშნების მიხედვით - „ზეციდან ჩამომავალი ცეცხლი“, უფალ იესუ ქრისტეს არსთან კავშირდება

- „და როცა ხალხი მოლოდინში იყო, და გულში ყველა იმას ფიქრობდა იოანეზე: ქრისტე ხომ არ არისო იგი, მიუგო იოანემ და უთხრა მათ:

მე გნათლავთ თქვენ წყლით, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი. და ის მოგნათლავთ თქვენ სულით წმიდითა და ცეცხლით“-ო [ლუკა 3,15-16].

 

კითხვა:

მაშასადამე, ბიბლიის კოდირებული ნიშნები, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფი სამივე პირის თაობაზე გვაუწყებენ...

 

პასუხი:

რა თქმა უნდა.

ბიბლიაში, კერძოდ ვკითხულობთ:

ხოლო ეშმაკი [აქ - „გველი დასაბამისა“], მათი მაცდური, ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - ანტიქრისტე] და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,11]

თავისთავად ცხადია, რომ - ამ მუხლში, მოახლოებული განკითხვის დღის საბოლოო შედეგია გადმოცემული;

 

აქ მოცემული კოდები: „ეშმაკი“, „მხეცი“ და „ცრუწინასწარმეტყველი“, ერთ-ერთი თვალთახედვის მიხედვით ასე განიმარტება:

- კოდით: „ეშმაკი“, მიგვეთითება „გველის“ არსის მატარებელი: გიორგი მარ[გველ]აშვილი;

- კოდით: „მხეცი“, გამოყოფილია - ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე; ხოლო

- კოდი: „ცრუწინასწარმეტყველი“ კი, მიხეილ სააკაშვილზე მიგვანიშნებს.

 

და კიდევ. როგორც ვხედავთ - „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“ ჩავრდნილ „ეშმაკს“, იქ ხვდება, უკვე „ჩავარდნილი“ – „მხეცი და ცრუწინასაწრმეტყველი“.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს ამ მინიშნებაში გარკვევა:

 

აქ მოცემულია, ხსენებულ პირთა „მხილების“ ერთგვარი თანამიმდევრობა:

 

- 1992-2003 წლებში ხელისუფლებაში მყოფ „მხეცს“, ანუ ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელ ედ. შევარდნაძესა;

და

- 2004-2013 წლებში ქვეყნის მმართველს, ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მიხეილ სააკაშვილს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხის მიერ უკვე აქვთ შესაბამისი განაჩენი გამოტანილი;

- რაც შეეხება 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ, „გველის“ არსის მატარებელ გიორგი მარ[გველ]აშვილს, მისი „მხილების“ პროცესი, ხსენებული „მცირე ხანის“ ქვეშ მოაზრებულ ბოლო ჟამის დამამთავრებელ ეტაპს მოიცავს.

 

კითხვა:

რა კავშირი შეიძლება იყოს გამოცხადებისეულ - „მცირე ხანსა“ და სახარებაში დაფიქსირებულ მინიშნებს შორის?

 

პასუხი:

ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენების თაობაზე წინასწარნაუწყები ნიშნები, ორგანულ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან.

 

გამოცხადებისეული ტექსტის განსახილველი მონაკვეთის არსობრივი მხარის გააზრებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კოდირებული:

...შემდგომად ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით [გამოცხ. 20,3],

მაცხოვრის შეპყრობიდან ვიდრე ჯვარცმა-აღდგომამდელ პერიოდში მომხდარის იგავური აღწერაა; და, ბოლო ჟამის - 2013/2014 წლების შემდგომად განსავითარებელი მოვლენების მისტერიული ანარეკლია.

 

ამდენად, ჩვენს მიერ განსახილველი „თავს დაიხსნის მცირედი ხნით დრო, შეესაბამება სახარებაში მოცემულ „ბოლო“ მონაკვეთს, ანუ - ჯვარცმა აღდგომისეულ გზასავალს.

 

ანალოგიური რამ ხდება ბოლო ჟამშიც.

ისევე როგორ აქამდე [იხ. 1991 წ-დან ვიდრე 2013/2014 წ.წ.], მიმდინარე დროის მონაკვეთში, კერძოდ - 2013/2014 წლებიდან განსავითარებელი მოვლენები, ზუსტად ღვთაებრივ წინასწარგანჭვრეტილობაზე აგებული იმ მინიშნებების მიხედვით წარიმართება, რომელსაც:

1. გამოცხადებისეული ტექსტის მიხედვით: „თავს დაიხსნის მცირედი ხანი“ ჰქვია; ხოლო

2. სახარებაში დაცული მინიშნებების თანახმად - მაცხოვრის მიწიური ცხოვრების დასასრულთან გაიგივებულ: ჯვარცმა - აღდგომისეულ გზასავალთან იგივდება.

 

კითხვა:

საინტერესოა, როგორ ჯდება 2013 წლის შემდგომად, საქართველოში გაბვითარებული პროცესები ხსენებულ - „ჯვარცმისეულ’ ეტაპთან?

 

პასუხი:

ამ თემის განხილვა, მოდით, სახარებისეული მინიშნებით დავიწყოთ. კერძოდ:

 

როგორც ვიცით, ჯვარცმის გზაზე მიმავალ მაცხოვარს თავზე - ეკლის გვირგვინი ახურავს. სახარებაში აღნიშნულთან მიმართებაში ასე გვეუწყება:

„შემოსეს ძოწეულით, დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს. და ... ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარკ. 15,17-20].0

 

დღეისათვის, ცალსახად იმის თქმა, თუ მაცხოვრის გვირგვინი რისგან იყო დაწნული - ძნელია, თუმცა ეს რომ „ნარ-ეკლისაგანაა“ დამზადებული ეს სადავო არ უნდა იყოს.

 

სახარებისეული ტექსტში საძიებელი: „ნარ-ეკალი“ [ეკალი, კუროისთავი თუ ნარი] ასე ენაცვლება ერთმანეთს:

„თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?“ [მათე 7,16].

 

საქართველოში 2014 და 2017 წლებში მიმდინარე საარჩევნო პროცესითა და მისი საბოლოო შედეგით, სწორედ, ჩვენთვის საძიებელი - „ნარ-ეკალისაგან“ დამზადებული- „ეკლის გვირგვინისეული“ ეტაპის მიმდინარეობა გამოიკვეთა.

 

ლაპარაკია, ქ. თბილისის მერის პოსტზე 2014 და 2017 წ.წ. არჩეულ - დავით ნარმანიასა და კახი კალაძეზე.

 

მათი გვარებისმიერი კოდი:

ერთის მხრივ - „ნარ“-ზე: „ნარ[მანია]“; და

მეორეს მხრივ „ე[კალ]ზე“: „კალ[აძე]“ მისტერიულად აცხადებულ პროცესზე მიგვანიშნებენ.

 

ამჯერად ამ საკითხზე ვრცლად არ შევჩერდებით.

 

რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათში, ბ. ივანიშვილის, ანუ „ქართული ოცნებისა“ და მ. სააკაშვილის, ანუ „ნაც.მოძრაობის“ სახით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ზემოთ უკვე ხსენებეული ე.წ. – „ორხელისუფლებიანობის“ეტაპის მიმდინარეობა.

 

კითხვა:

ბატონო გელა! ამ კუთხით, ბოლო ჟამის რა ეტაპის მიმდინარეობის შესახებ უნდა გვითითებდეს საქართველოში ჩატარებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები?

 

პასუხი:

ბიბლიაში, მაცხოვრის მეორედ დიდებით მოსვლისწინა ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებს თავისი მისტერიული ასრულების დრო-ჟამი აქვს.

ამ კუთხით, საყურადღებოა სახარებაში გადმოცემული „სალომეას ცეკვის“ მისტერიული პროცესი, რომელიც:

ერთის მხრივ - საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებასა, და

მეორეს მხრივ - საარჩევნო მარათონის დასრულების შემდგომად განსავითარებელ მოვლენებს უკავშირდება.

 

ზოგადად, წმინდა წერილში დაფიქსირებულ ნიშანთა ბოლო ჟამში ასასრულებელ ყოველ მისტერიულ პროცესს, თავისი პირობითი - „დასაწყისი, განვითარება და დასასრული“ აქვს, რომელთა შეცნობა კონკრეტული ნიშნების მიხედვით ხდება.

 

„სალომეას ცეკვის“ პროცესის ე.წ. – „დასაწყისი“, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა დარეგისტრირებიდან - საპრეზიდენტო ინაუგურაციამდელ დროის მონაკვეთზე უნდა მოდიოდეს.

 

ამ კუთხით მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, იმაში თუ რაზე უნდა გვანიშნებდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევისათვის მეორე ტურის ჩატარება.

როგორც უკვე ითქვა ბიბლიისეულ ტექსტი - „...ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], 2011-2012 წლებიდან მოყოლებული საქართველოს პოლიტიკურ არენაზე მყოფ: ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ თავმოყრილ ორ მთავარ პოლიტიკურ ძალაზე მიგვანიშნებს.

 

და აი, მიუხედავად იმისა, რომ, მიზეზთა გამო, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში - 25 საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთა დომინანტობა აშკარა იყო,

ამ ორი კანდიდატის მონაწილეობით - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით, კიდევ ერთხელ მოხდა ზემოთხსენებული ორი პოლიტიკური ბანაკის მკვეთრი ხაზგასმა.

 

ცალკე გვინდა შევეხოთ, საპრეზიდენტო ინაუგურაციის გამართვის ადგილს.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ „სალომეას ცეკვა“, ანუ სახარებაში დაფიქსირებული - მეოთხედმთავარ ჰეროდე ანტიპას მიერ მოწყობილი წვეულება, არა მისი მმართველობის ქვეშ მყოფი გალილეის სამეფოს დედაქალაქ - ტიბერიადაში, არამედ მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სამეფო რეზიდენციის ციხე დარბაზში გაიმართა.

ბოლო ჟამში გათამაშებულ მისტერიულ პროცესებთან მიმართებაში: სახარებაში მოცემული „სალომეას ცეკვის“ არა „დედაქალაქში“, არამედ, აქ ხსენებულ „აღმოსავლეთით“ განლაგებულ „სამეფო რეზიდენციაში“ გამართვის კოდირებულ მინიშნებებში, ვფიქრობთ ძნელი არაა დავინახოთ. ბოლო ჟამში მისტერიულად გათამაშებული პროცესების გამომკვეთი პარალელი. მართლაც:

ბოლო ჟამში „სალომეას ცეკვის“ არსის შემცველი 2018 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაცია ჩატარდა:

არა - დედაქალაქ თბილისში, არამედ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემორჩენილ ერთადერთ სამეფო რეზიდენციაში, კერძოდ საქართველოს აღმოსავლეთში მდებარე - ქალაქ თელავში განთავსებულ მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში.

 

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე დაიწყო, სახარებაში მოცემული ე.წ. „სალომეას ცეკვის“ ეტაპის მისტერიული ასრულება.

 

აქვე დავსძენთ, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო ინაუგურაციის დღეს, უკვე ხსენებული „სალომეას ცეკვის“- „საწყისი ეტაპის“ დასრულების პარალელურად, მოხდა -

2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა, ანუ დასრულდა კოდირებული - „გველის მიერ კუდის პირთან მიტანის“ მიმანიშნებელი - „წრედის შეკვრის“ მისტერიული პროცესი.

ამასთანავე, მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ წმინდა წერილებში ასახულია, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გამოჩენამდე დარჩენილ დროში საქართველოში მოსახდენი ყველა მნიშვნელოვანი მოვლ;ენის შესაცნობი ნიშნები, რომელთა თაობაზე წინასწარ საუბარიც სცილდება ჩვენთვის განსაზღვრული მისიის ჩარჩოებს.

აი, მოკლედ, ყოველივე იმის თაობაზე რის შესახებაც ამ ეტაპზე შეიძლებოდა საუბარი.

 

ბატონო გელა - დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის