Print

რას გვაუწყებს ბიბლია - ზვიად გამსახურდიაზე

რგოლი მეორე:

 ბიბლიური ნიშნები ზვიად გამსახურდიაზე

ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა პირობითი რგოლის მეორე მონაკვეთი, ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნისა და მისი ამქვეყნიდან გასვლის  დროით საზღვრებს შეეხება. კერძოდ:

 

1. „ცხებული მეფის“ - ზვიად გამსახურდიას

გამოჩენა - მოკვეთა

70-წლიანი დროის მიწურულს, ბოლო ჟამის ნიშნების აცხადების ქვეყანაში, მოდის „ცხებული მეფე“ [ზვიად გამსახურდია], რომლისთვისაც „შვიდი შვიდეული“ [საარჩევნო ბლოკის დაარსებიდან: 1990 წ. 10.09 - არჩევნებამდე: 1990 წ. 28.10 და „სამოცდაორი შვიდეულია“ [1990 წ. 28.10 -1992 წ. 6.01] გამოყოფილი. ამის შემდეგ იგი განიდევნება სამშობლოდან და ორწლიანი დევნის ბოლოს [1993 წ. 31.12] მოკვდინებულ იქნება [იხ. დან 8,21; დან. 9,25-26; ეს. 63,18; იერ. 28,3; დან. 11,21-22].

 

2.1 „სამოცდაორი შვიდეული“,

ანუ 28/10-1990 წ. – 6/01-1992 წ.

პირველი პირობითი რგოლის მეორე მონაკვეთი, ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნის დროით საზღვრებს შეეხება:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (62x7=434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება). ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპარეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი)“ (დან. 9,26).

 

2.2 ორი წლის შემდგომი

დაბრუნება და სიკვდილი

- ზვიად გამსახურდია, თანახმად დაწერილისა, მხოლოდ ორწლიანი (1992-1993 წ.წ.) დევნილობის შემდეგ ბრუნდება საქართველოში:

- „ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელს ჭურჭელს, რომელიც წაღებული მაქვს ამ ადგილიდან...“ [იერ. 28,3];

ამ დროის მიწურულს, ედ. შევარდნაძის რეჟიმთან ბრძოლაში ზვიად გამსახურდია მოწამეობრივად ამთავრებს სიცოცხლეს:

- „...შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც“ (დან. 11,22)“.

 

ამდენად, განსახილველი დროითი ჯაჭვის მეორე პირობითი რგოლი: 1990 წლიდან, ვიდრე 1993 წლის ბოლომდე  არსებულ დროით მონაკვეთს აერთიანებს.

ამ დროითი მონაკვეთის თაობაზე, ბიბლიურ წყაროზე დაყრდნობით, მოკლედ შეიძლება ითქვას შემდეგი:

ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული დროითი მიჯნები, დიდწილად, ბოლო ჟამში მიმდინარე მოვლენათა ერთგვარი გზამკვლევია. ამჯერად, მოდით ერთად გავიხსენოთ რამოდენიმე მათგანი.

- ზვიად გამსახურდია უნდა „გამოჩენილიყო“ ჩრდილოეთის მეფის (რუსეთის იმპერიის) ტყვეობაში (1921-1991 წ.წ.) ყოფნის 70 წლიანი მონაკვეთის მიწურულს;

- ზვიად გამსახურდია, პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებას: „მრგვალი მაგიდა“ აყალიბებს 1990 წ. 11 მაისს (წესდების მიღება), საიდანაც ათვლით, თანახმად დაწერილისა 666 დღის შემდეგ, ანუ 1992 წლის 7 მარტს საქართველოში ჩამოდის, ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე;

- ზვიად გამსახურდია საარჩევნო კანონის მიღებისათვის ბრძოლას იწყებს 1990 წლის 20 ივლისიდან (როცა დაიგეგმა სამტრედიის რკინიგზის ბლოკადა), საიდანაც ათვლით, თანახმად დაწერილისა - 1260-ე დღეს, ანუ 1993 წლის 31 დეკემბერს, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი (აქ - ედ. შევარდნაძე) კლავს მას (იხ. გამოცხ. 11,3; 7);

- ზვიად გამსახურდია 1990 წლის 10 სექტემბერს აყალიბებს საარჩევნო ბლოკს: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. ამ თარიღიდან ათვლით, თანახმად დაწერილისა, „შვიდი შვიდეული“ შემდეგ (იხ. დან. 9,25), ანუ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ხდება;

- ზვიად გამსახურდია 1990 წლის 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თანახმად დაწერილისა (იხ. დან 8,21-22), საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ხდება;

- ზვიად გამსახურდია, თანახმად დაწერილისა, ხელისუფლებაში ყოფნის 434 დღის, ანუ „სამოცდაორი შვიდეულის“ (იხ. დან. 9,26) შემდეგ, ანუ 1992 წლის 6 იანვარს ტოვებს თბილისს;

- ზვიად გამსახურდია, თანახმად დაწერილისა, მხოლოდ ორწლიანი (1992-1993 წ.წ.) დევნილობის შემდეგ (იხ. იერ. 28,3) ბრუნდება საქართველოში; სადაც ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის მიერ - „...შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც“ (დან. 11,22)“;

- ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს - პარასკევ დღეს;

- ზვიად გამსახურდია ამქვეყნიდან წავიდა 1993 წლის 31 დეკემბერს - პარასკევ დღეს;

- ზვიად გამსახურდიამ ამქვეყნად (31.03 1939 – 31.12 1993) იცოცხლა - 19 999 დღე;

- ზვიად გამსახურდია ორწლიანი დევნის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა 1993 წლის 24 სექტემბერს, ანუ მოკვდინებამდე - 99 დღით ადრე;

- ზვიად გამსახურდია თავისი ამქვეყნიდან წასვლის დღეს, ანუ - 1993 წლის 31 დეკემბრისათვის იყო ზუსტად - 54 (5 + 4 = 9) წლისა და 9 თვის;

- ზვიად გამსახურდიას სახელისა და გვარის ჯამური მაჩვენებელი, მათში შემავალი ასო-ნიშნების (თანამედროვე ქართული ანბანში მათი) რიგითი ნომრების მიხედვით, ტოლია - ზვიად [27 = 2 + 7], და - გამსახურდია [117 = 1 + 1 + 7] 9-ის; ისევე როგორც მათი ჯამური სიდიდე: ზვიად [27] + გამსახურდია [117] = 144 = 1 + 4 + 4 =9.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

მომდევნო ინფორმაციას, რომელიც ედ. შევარდნაძის თაობაზე არსებულ ბიბლიურ ნიშნებს შეეხება, თუ ღმერთი ინებებს,  21 მაისს შემოგთავაზებთ...