Print

14 -დან: მეორე "შესვენება" [17.07. 2014 წ.]

საეკლესიო სწავლების თანახმად

- ეკლის გვრგვინდადგმულმა მაცხოვარმა,

ჯვრის აღმართვის ადგილამდე 

14-ჯერ შეისვენა

 

მეორე შესვენება 

2014 წ. 17 ივლისს, 14. 00 სთ-ზე, ა/ო „საერთაშორისო ორგანიზაცია - საქართველოს“ ოფისთან [თბილისის, რუსთაველის 26], რომელთა სარჩელის ბაზაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ქართული მიწების გაყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი, ა/ო „ეროვნული ფრონტის“ ინიციატივით [ხელმძღვანელი ევგენი მიქელაძე], გაიმართა აქცია დევიზით: „სირცხვილის დერეფანი ქართული მიწა - წყლის გამყიდველებს“. 

ერთსაათიან საპროტესტო აქციაში, ს/გ „უფლის სახელით...“, მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ვალერი მჭედელაძემ, ჯემალ ჯიქიამ, ლეილა მეფარიძემ, ეთერ ჩხეტიამ, კაკო გოგლიძემ, ნელი მაძღარაშვილმა, ლალი ბეგაშვილმა, ეთერ ბუიძემ, მამუკა ჯღარკავამ და სხვებმა.