Print

14 -დან: მესამე "შესვენება" [20.07. 2014 წ.]

საეკლესიო სწავლების თანახმად

- ეკლის გვრგვინდადგმულმა მაცხოვარმა,

ჯვრის აღმართვის ადგილამდე 

14-ჯერ შეისვენა

შესვენება მესამე:

2014 წ. 20 ივლისს, 14.00 სთ-ზე,  ხელოვნების მუზეუმის წინ, ანჩისხატისა და სიწმიდეების მომლოცველთა კრებულის ინიციატივით [ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი] მოეწყო აქცია - ანჩისხატისა და სხვა სიწმიდეების ეკლესიის წიაღში დაბრუნების თაობაზე.

ერთსაათიან აქციაში, ს/გ „უფლის სახელით...“, მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ლეილა მეფარიძემ, კაკო გოგლიძემ, ნელი მაძღარაშვილმა, ლიდა ვეშაგურმა, დინა ჯიქიამ, ეთერ ბუიძემ და სხვებმა.

აქციის შემდეგ, ხელოვნების მუზეუმის წინ მდებარე სამლოცველოდან სალიტანიო ანჩისხატით მოეწყო ლოცვითი სვლა წმ. გაბრიელ სალოსის (ურგებაძის) სახლამდე, სადაც მამა მალხაზმა (ყიფიანი] ერის კეთილდღეობისათვის  პარაკლისი აღავლინა.

აქცია იმავე დღეს გააშუქა საზ. მაუწყებლის პირველმა არხმა [იხ. 16.22 სთ.].

სიონის ტაძარში დღევანდელი დღისათვის ღმერთისადმი მადლობის აღსავლენად შესული, ტაძარში მიმდინარე ჯვრისწერის ბოლო მონაკვეთს შევესწარი...

მინაწერი:

„მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, მირიან მეფის სანადიროდ წასვლა, მისთვის თვალთ დაბნელება და კვლავ ნათელში გასვლა, რომელიც ქრისტიანობის [მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მიზეზი გახდა, მომხდარა - „...დღესა ერთსა ზაფხულის პირსა, თუესა ივლისსა ოცსა დღესა... [გვ. 90]. დადგენილია ისიც, რომ ეს - ახ.წ 328 წელს უნდა იყოს მომხდარი. 

შესაბამისად, 328 წ. 20 ივლისიდან ათვლით, პირობითი „მესამე შესვენების“ მისტერიულად აცხადების თარიღი - 2014 წ. 20 ივლისი, არის ზუსტად 1686-ე წელი.