Print

14 -დან: მეოთხე "შესვენება" [26.07. 2014 წ.]

საეკლესიო სწავლების თანახმად

- ეკლის გვრგვინდადგმულმა მაცხოვარმა,

ჯვრის აღმართვის ადგილამდე 

14-ჯერ შეისვენა


შესვენება მეოთხე:

„ქოცებისა“ და „ნაცების“ დანაშაულებრივი თანამშრომლობის შედეგად 2014 წ. 7 მაისიდან ძალაში შესული ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ პირველი სავალალო რეალური შედეგი სახეზეა: „მარიამობის მარხვაში“, კერძოდ 20 – 30 აგვისტოს ფარგლებში, ხელისუფლების თანხმობით გადაწყყვეტილია, მუსიკალური ფესტივალის ნიღაბს ამოფარებული, გარყნილების ზეიმად სახელდებული, ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარება.

 

25 ივლისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებულ განცხადებაში, კერძოდ ვკითხულობთ

- „საქართველოს საპატრიარქოს განცხადება:

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ე.წ. „კაზანტიპი" ა.წ. 20-30 აგვისტოს ჩატარდება საქართველოში, მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში.

...„კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი „ტურისტი" მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი.

...რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ლამის, სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რაც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ, გვესმის, რომ ახალგაზრდებს, შეიძლება მოუნდეთ რეკლამირებულ სანახაობებზე მისვლა, ხელისუფალთ, ალბათ, ინფრასტრუქტურის განვითარებაც სურს...

მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც. ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამის შესახებ გაფრთხილოს საქართველოს მოსახლეობა“.

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მართლმადიდებელი სამყაროს მიერ - გაბრიელ მთავარანგელოზის კრების აღნიშვნის დღეს, 2014 წ. 26 ივლისს, 19.30 სთ-ზე,  თბილისში, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარების საწინაარმდეგო საპროტესტო აქცია.

 

საათნახევრიან აქციაში, ს/გ „უფლის სახელით...“, მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ვალერი მჭედელაძემ, ავთანდილ იოსელიანმა, ნანა არუდაშვილმა, მალხაზ მუშკუდიანმა,  კაკო გოგლიძემ და სხვებმა.

აქციაზე ხელი მოეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილისადმი განკუთვნილ  პეტიციას...

ს/გ „უფლის სახელით...“  სიტყვით გამოსვლისას  - იხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ მარიამობის მარხვაში უზენეობის პროპაგანდით გამოწვეული უარყოფითი შედეგი [სულიერი თუ ფიზიკური] ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს დიდ ზიანს მოუტანს.

აქცია იმავე დღეს გააშუქა: 1. ტ/კ „რუსთავი - 2“-მა [21. 42 სთ.];  2. საზ. მაუწყებლის პირველმა არხმა [იხ. 20.57 სთ.]; 3. ტ/კ „იმედმა“ [20.21 სთ.]; 4. ტ/კ „მაესტრომ“ [იხ. 21.13 სთ.] და სხვა.

ბოლო ჟამის მისტერია - ნორმით გრძელდება...