Print

1 თებერვლის ორი შეხვედრა: [მამა გიორგი (ზვიადაძე) და გია გვაზავა]

შეხვედრები გრძელდება

"სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"-ს ლასკარის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში მომქმედ შესაბამის სტრუქტურებს წერილობითი მიმართვები დაეგზავნათ, სადაც ვთხოვდით _ დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია ჩვენს მიერ ინიცირებულ _ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხთან _ მიმართებაში.2012 წლის 1 თებერვალს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითრამოდენიმეშეხვედრაგაიმართა."სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა: უფალიაჩვენისიმართლე"-სლასკარისთავმჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილი შეხვდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს.

მამა გიორგის მოკლედ მოხსენდა ჩვენს მიერ დაყენებული საკითხის არსი. უახლოეს დროში გამოხმაურების მიღების შეპირების შემდეგ, სიონის ეკლესიაში შესულებმა სამადლობელი ლოცვა აღვავლინეთ უზენაესისადმი.2012 წლის 1 თებერვალსვე, აღნიშნულ საკთხზე აფხაზეთის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ გია გვაზავასთან გამართულ ვრცელ საუბარში, შეძლებისდაგვარად დეტალურად განვიხილეთ კონსტიტუციაში შესატანი სავარაუდო ცვლილების რამოდენიმე საკვანძო საკითხი (მხარეთა პალატაში წმიდა სინოდის მხრიდან არჩეულ წევრთა თაობაზე; საბიუჯეტო განაკვეთის ათვისების ნიუანსები და სხვა).ბატონ გიას ღმერთის შეწევნა ვუსურვეთ და სავარაუდო გამოხმაურების მიღებაში დაიმედებულები დავემშვიდობეთ