14 -დან: მეოთხე "შესვენების" დასასრული [20.08. 2014 წ.]
მეოთხე შესვენების ეტაპის
[26 ივლისი - 20 აგვისტო] დასასრული
როგორც მოგეხსენებათ 2014 წ. 26 ივლისს, 19.30 სთ-ზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარების საწინაარმდეგო პირველი საპროტესტო აქცია.
ამავე მოთხოვნით, 2014 წ. 20 აგვისტოს 11.00 – 13.00 სთ-ის ფარგლებში, თბილისში პარლამენტის შენობისა და მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილებმა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს უზნეობის ღიად მქადაგებელი ე.წ. ფესტივალის საქართველოში ჩატარება.... წაიკითხეს პრემიერ-მინისტრისადმი განკუთვნილი საპროტესტო „მიმართვის“ ტექსტი. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მიმართვა კანცელარიის მისაღებში ჩააბარეს.
ორსაათიან აქციაში, ს/გ „უფლის სახელით...“, მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ და ვალერი მჭედელაძემ...
ამავე დღის 21.00 სთ-ზე „კაზანტიპის ფესტივალი“ ოფიციალურად გაიხსნა. ამდენად, 2014 წ. 20 აგვისტოს - სახარებისეული: „ცხვრებისა" და „თხების" გადარჩევის მისტერიული პროცესი დაიწყო.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯვარცმისეულ გზასავალზე, 2014 წ. 26 ივლისიდან დაწყებული „მეოთხე შესვენების“ მისტერიული ეტაპი - 20 აგვისტოს დასრულდა.