Print

4 სექტემბრის საკომიტეტო მოსმენა

4 სექტემბერი  -

„ქოცებს“ არ სურთ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება

საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ქ. თბილისში ნაწილობრივ გადმოტანის შემდეგ, 2014 წ. საშემოდგომო სესიის დაწყების პირველსავე კვირას, კერძოდ 4 სექტემბერს იურიდიული კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. მათ ელ. გვერდზე გამოქვეყნებულ მუშაობის დღის წესრიგში კერძოდ ვკითხულობთ:

„2014 წლის 4 სექტემბერს 12:00 საათზე თბილისის პარლამენტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ჩატარდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი:

7. „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№12 881; 24.06.14); წამყვანი კომიტეტის დასკვნა

საკანონმდებლო წინადადების ავტორი - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

მომხსენებელი - გ. სალუაშვილი

8. „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№11 525; 03.06.14); -წამყვანი კომიტეტის დასკვნა

საკანონმდებლო წინადადების ავტორი - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

მომხსენებელი - გ. სალუაშვილი

გაერთიანება „უფლის სახელით...კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და ავთანდილ იოსელიანი.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გვაცნობა, რომ პროტესტის გამო ე.წ. საპარლამენტო უმცირესობა [„ნაცები“] სხდომას არ დაესწრებოდა.

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლთან დაკავშირებულ შემდეგი ცვლილების განხორციელებას:

1. „46- მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე“; და

2. „46- მუხლის პირველი და მეორე პუნქტი ამოღებულ იქნა;

46- მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია მხოლოდ სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად განკუთვნილ ბანერებსა და სტენდებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სპეციალური სტენდზე გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი საარჩევნო პლაკატების გასაკრავად დადგმული სტენდების თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა“.

გაერთიანება „უფლის სახელით...“ სპიკერის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენების შემდეგ გამართული კენჭისყრებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქოცებისა“ და „ნაცების“ სულიერი ერთობა...

მიზეზთა გამო, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის  წევრთა „ქოცების“ საპარლამენტო დეპუტაციამ, უარი განაცხადა არჩევნების გამჭვირვალობისა და თანაბარ პირობებში ჩასატარებლად გამიზნული წინადადებების კანონად ქცევაზე.

დიახ, „ქოცებმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ისინი მტკიცედ აგრძელებენ „ნაცების“ მიერ გაკვალულ პოლიტიკურ გზაზე სიარულს.