Print

9 სექტემბრის საკომიტეტო მოსმენა

9 სექტემბერი -

„ქოცებმა“ უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ დედებისათვის

შეღავათის დაწესების ახალი პაკეტის მიღებაზე

2014 წლის 9 სექტემბერს 11:00 საათზე თბილისის პარლამენტში, კომიტეტის სათათბირო ოთახში (N 638), საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

კომიტეტის მიერ გავრცელებულ დღის წესრიგში ჩვენს მიერ მომზადებული თემატიკის განხილვა პირველ საკითხად გახლდათ ჩანიშნული:

„1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№7823, 08.04.2014).

მომხსენებელი: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“ სპიკერი: მიხეილ (გელა) სალუაშვილი“.

წარდგენილი მორიგი წინადადების განხილვას, „უფლის სახელით..."  - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და ავთანდილ იოსელიანი ესწრებოდნენ.

9 სექტემბრის განხილვის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი ნიშანი ხელისუფლებაში მოსული ძალის არასახელმწიფოებრივი აზროვნებისა...

მიუხედავად დღის წესრიგისა, კომიტეტის თავმჯდომარე - დიმიტრი ხუნდაძემ, სხდომა სხვა საკანონმდებლო წინადადების განხილვით დაიწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე დამსწრე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თურმე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის ძალითაც მაქსიმალურად არის შეზღუდული შრომის კოდესში ცვლილებების შეტანა.

მინისტრის მოადგილის მიერ ამდაგვარი პოზიციის გამჟღავნებამ, ცხადი გახადა, ჩვენს საკითხთან დაკავშირებით გაკეტებული, ორი სამინისტოს ე.წ. დასკვნის შინაარსი. კერძოდ:

1. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი 2014 წლის 17 აპრილის №4107/4-13 წერილით საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის‘‘ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ და ,,საქართველოს შრომის კოდექსში‘‘ ცვლილების შეტანის შესახებ‘‘, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ 2013 წლის ივნისში, საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების პირველი წყების მიღების შემდგომ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს თანამშრომლებისა და ექსპერტების რჩევით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა გაგრძელდება არსებული შრომის კოდექსის ეტაპობრივი რეფორმირების მეშვეობით. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ყოველი ინიციტივა განხილულ იქნეს ერთიან კონტექსტში, კოდექსში ცვლილებების განხორციელების შემდგომი ეტაპისათვის“; და

2. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თქვენს მიერ მიმდინარე წლის 17 აპრილის №4127/4-13 წერილით წარმოდგენილი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებასაჯარო სამსახურის შესახებდასაქართველოს შრომის კოდექსშიცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

 1. შრომის და საჯარო სამსახურის მარეგულირებელ ნორმებში, სხვადასხვა დასაქმებულთა მიმართებაში, არსებითად განსხვავებული (თუნდაც პოზიტიური) პირობების შემოღება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია...“.

  საკითხის თაობაზე გაკეთებული მოხსენების შემდეგ გამართულ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე განხილვის ბოლოს, კომიტეტის წევრებმა - მართალია მოიწონეს ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადების სულისკვეთება, მაგრამ საბიუჯეტო შესაძლებლობიდან გამომდინარე მთლიანობაში უარი თქვეს მისი კანონად ქცევისათვის საჭირო პროცედურების დაწყებაზე.

აღნიშნულ მიზეზთან მიმართებაში იძულებული გავხდით აღგვენიშნა, რომ - „...ისევე როგორც თითოეული ოჯახის ცხოვრების დონე, მათი შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის სწორად დაგეგმვის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისაგან; ასევეა ქვეყნის მაშტაბითაც - დიდი მნიშვნელობა აქვს რა მსოფლმხედველობისა და უნარის მატარებელი ძალა იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ, თქვენი მხრიდან უფინანსობის მომიზეზება, ზემოთაღნიშნულის მხოლოდ სარკული ანარეკლი გახლავთ...“.

ჩვენს ნათქვამს, კენჭისყრის შედეგებზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია.

თხრობის დასასრულს, გვინდა მკითხველს მოკლედ შევახსენოთ, თუ რა საკითხის მიღებაზე თქვეს კანონმდებლებმა უარი. განმართებით ბარათში ჩვენ ვწერდით

- „...ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციის პარალელურად, რომლითაც ორსული და მეძუძური დედის უფლებებია გამოკვეთილი, საჭიროდ მიგვაჩნია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, სახელმწიფო საჯარო სამსახურში მყოფი სკოლის ასაკის შვილიანი დედისათვის სამუშაოს ხანგრძლივობის განახევრების პირობებში, მისთვის - სრული განაკვეთის ტოლფასი ანაზღაურების შენარჩუნების მექანიზმი.

სახელმწიფოს მიერ კანონით გამყარებული ხსენებული რეგულაცია, სკოლის ასაკის შვილის მყოლ დედას, შესაძლებლობას მისცემს - დაუბრუნდეს ოჯახს და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შემდგომი დროის მანძილზე მაქსიმალურად გაახანგრძლივოს შვილთან ურთიერთობის დრო.

აღნიშნული კანონმდებლობა, შესაძლებლობას მისცემს თითოეულ ოჯახს - დაგეგმოს ურთიერთ თანაცხოვრების მთელი დროის მანძილზე შვილების ყოლისა და მათი სათანადო აღზრდისათვის საჭირო ქმედებები...".