Print

10 სექტემბრის შეხვედრის ქრონიკა

10 სექტემბერი -

„ქოცებს“ ეშინიათ საკომიტეტო მოსმენებზე „უფლის სახელით...“ წარმომადგენელთა მონაწილეობისა

მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ 2014 წ. 18 მარტს, პარლამენტში "უფლის სახელით..." წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების: „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმის თაობაზე“, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენა - 13 მაისს გაიმართა. კომიტეტზე მეორე მოსმენა ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გარკვევამდე გადაიდო.

აპარატის უფროსმა ვალერი ტეტუნაშვილმა, 29 ივლისს ტელეფონით შემატყობინა რომ იგეგმებოდა ამ საკითხის საგანგებო სესიის ბოლო დღეებში [30 ივლისი, 1 აგვისტო] განხილვა, იმ შემთხვევაში თუკი საკომიტეტო სხდომის გადატვირტული სამუშაო ფორმატი ამის საშუალებას მოგვცემდა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ თანახმა ვიყავით ქუთაისში აღარ ჩავსულიყავით, და სექტემბერში, უკვე თბილისში გამრთულ სხდომაში მიგვეღო მონაწილეობა.

1 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ტელეფონით საუბრისას ბ-მა ვალერიმ შემატყობინა, რომ - საკითხის განხილვა აღარ შედგა, და სექტემბერში თბილისში მოხდებოდა მის თაობაზე მსჯელობა.

და აი, 9 სექტემბერს, პარლამენტში ყოფნისას ბ-ნ ვალერიმ მაცნობა რომ - თითქოსდა 1 აგვისტოს საკომიტეტო მოსმენაზე, ჩვენს გარეშე მომხდარა ამ საკითხის განხილვა და უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებულიო.

ჩვენი პროტესტის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გედეონ ფოფხაძესთან კონსულტაციის დროს გადაწყდა - ვინაიდან 10 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილებოდა, ჩვენი საკითხის გასარკვევად სხდომის შემდეგ, კერძოდ 16.00 სთ-ზე შევკრებილიყავით.

 გედეონ ფოფხაძის კაბინეტში, „უფლის სახელით...“ მისულ მიხეილ [გელა] სალუაშვილისა და ავთანდილ იოსელიანის წინაშე, აპარატის უფროსმა ვალერი ტეტუნაშვილმა, კატეგორიულად უარყო 1 აგვისტოს ჩემთვის ნათქვამი, და კვლავ გაიმეორა რომ თითქოსდა კომიტეტმა განიხილა ჩვენი საკითხი და უარყო იგიო.

იქვე, ბატონი გედეონისაგან ისიც შევიტყვეთ, რომ 10 სექტემბრის სხდომაზე, კომიტეტმა, თურმე დღის წესრიგში ჩვენი მორიგი საკანონმდებლო წინადადების განხილვა შეიტანა, და კვლავ ჩვენს გარეშე განიხილა, 8 მაისს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი:საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

ამდაგვარი მზაკვრული საქციელის გამო, მომხდარში გასარკვევად საუბარი - კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას კაბინეტში გაგრძელდა.

ქ-მა ეკამ, მათი ამდაგვარი ქმედება, საკითხის განსახილველად, კანონით გათვალისწინებული ვადის, 10 სექტემბრისათვის ამოწურვა დაასახელა: წინააღმდეგ შემთხვევაში კანონს დავარღვევდითო.

ჩვენს კითხვაზე - „კი მაგრამ, გუშინ თუ არა დღეს მაინც ხომ შეგეძლოთ ჩვენთვის გეთქვათ, და ჩვენც 16.00 სთ-ის ნაცვლად უფრო ადრე მოვიდოდით და ჩვენს თვალწინ განგეხილათ ჩვენი წინადადება-თქო“, ქ-მა ეკამ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე განგვიცხადა - „ბატონო გელა, ჩვენ ამ კანონში ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავთ, და მასში თქვენს მიერ შემოთავაზებული ცვლილების თაობაზე საუბარი მაინც არაპროდუქტიული იქნებოდაო“.

ჩემი პასუხი რომ უფრო კორექტური ყოფილიყო, ბოდიშის მოხდით დავიწყე - „ქ-ნო ეკა, იმ ცნობილ მუტფილმში, ბატ ტასიკოსაც ეჭვი ეპარებოდა შეეძლო თუ არა მისი შეჭმა მგელს, და რომ არა ძაღლის ერთგულება საქმე „ფატალურად“ დამთავრდებოდა... და დღეს რა ვქნათ - თქვენ საფრთხეს ვერ ხედავთ და არც ჩვენი არგუმენტების გამოთქმის საშუალებას გვაძლევთ, რომ ამ კანონიდან მომდინარე საფრთხე ავარიდოთ ქვეყანას.

და კიდევ  - მე მინდა თქვენს წინაშე ჩემი ვალი მოვიხადო და გაგაფრთხილოთ, რომ ამ კანონის ამ სახით დატოვება დიდი ცოდვაა... შეგახსენებთ - განკითხვის დღე გვიახლოვდება და შევეცადოთ ნაკლებად ცოდვიანები წარვსდგეთ უზენაესის წინაშე; თუმცა არჩევანი თქვენზეა-მეთქი“.

კომიტეტის ხელმძღვანელობის გამომეტყველებიდან აშკარა იყო, რომ ისინი:

- ან  რომელიღაც „დიდი მანქანის“ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად აღიქვამდნენ თავს [ან უნებლიედ იყვნენ იქ მოხვედრილები] და სხვანაირად მოქცევა უკვე აღარც შეეძლოთ [ან იქნებდა არც უნდოდათ};

- ანდა მათ აშკარად დისკომფორტი ექმნებათ, როდესაც აღარავითარი არგუმენტი აღარ აქვთ ჩვენი საკანონმდებლო წინადადების უარსაყოფად, და ცდილობენ ჩვენს თანდასწრებით არ დააფიქსირონ თავიანთი უსუსურობა.

შექმნილი უხერხული სიტუაციიდან გამოსავალი ისევ ჩვენ ვიპოვეთ - ღმერთისაგან, მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი ვუსურვეთ და დამშვიდობების წინ იმედი გამოვთქვით, რომ - ალტერნატიული პირადობის ბარათის თაობაზე მომზადებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვა, ამჯერად მაინც არ გაიმართებოდა ჩვენგან დაფარულად...