Print

12 სექტემბრის ქრონიკა

12 სექტემბერი  -

„ქოცებს“ არ სურთ, რომ ქართული მიწის მუდმივი მფლობელი -

ქართული სახელმწიფო იყოს

საქართველოს პარლამენტის ელ. გვერდი იტყობინებოდა - „აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ამა წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის პარლამენტის I რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, ატარებს სხდომას. დღის წესრიგი (პროექტი)...

2. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N15376, 05.08.2014).

(მომხსენებელი: მიხეილ (გელა) სალუაშვილი - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი)“.

წარდგენილი მორიგი წინადადების ორმოცწუთიან განხილვას, რომელიც საზ. მაუწყებლის მე-2 არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა [იხ. 12 სექტემბერი, 13.48.33 – 14.29.30 სთ.], „უფლის სახელით..."  - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და ავთანდილ იოსელიანი ესწრებოდნენ.

როგორც მკითხველმა უკვე იცის, ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, ორი პრინციპული საკითხის განსაზღვრას ეხება:

1. მიწასთან მიმართებაში მისი განკარგვის როგორი ფორმა უნდა არსებობდეს; და

2. ვის ან/და რა ფორმით შეეძლებათ ისარგებლონ კანონმდებლობით განსაზღვრული ამ უფლებით.

როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ბიბლიაში, მიწასთან მიმართებაში ღმერთის მიერ გადმოცემული შეგონება ასეა ფორმულირებული - „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან“ [ლევ. 25,23].

იქვე, თითქმის დეტალურადაა აღწერილი მიწასთან მიმართებაში მკვიდრი მაცხოვრებლის უპირატესი უფლების რეალიზების ე.წ. სამართლებრივი ნიუანსები, რომლის შეხსენებასაც, მიზეზთა გამო, ამჟამად არ შევუდგებით; თუმცა ერთს კი დავსძენთ - „გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი“ [ლევ. 25,8].

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხსენებული საკითხის გადაჭრის ჩვენეული ხედვა ასეთია:

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მუდმივი მესაკუთრეა საქართველოს სახელმწიფო; და

2. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) არაუმეტეს 49 წლიანი იჯარით აღების უფლება აქვთ:

- საქართველოს მოქალაქეს,

- კომლს,

- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის მიერ - საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს,

- უცხოელს, რომელსაც არანაკლებ სამი წლის მანძილზე მეუღლედ ჰყავს საქართველოს მოქალაქე,

-საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ან/და

- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადუცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის საკონტროლო პაკეტი საქართველოს მოქალაქის ხელშია და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არანაკლებ სამი წლის განმავლობაში.

სამწუხაროდ, კომიტეტის წევრმა, „ქოცების“ მიერ ფორმირებულმა საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართულ მიწასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების, ბიბლიის მიერ განსაზღვრულ შეგონებაზე აგებული, ჩვენეული ხედვა არ გაიზიარა.

ჩვენი ვალი იყო - შეგვეგონებია, გადაწყვეტილების მიღება მათზე იყო, არჩევანში ხომ ყველა თავისუფალნი ვართ. განკითვისას ყველანი, სწორედ ამ არჩევანის უფლების გამოყენებისაგან მიღებული შედეგის მიხედვით ვაგებთ პასუხს.