Print

იურიდიული კომიტეტის 3 დეკემბრის სხდომის ქრონიკა

ს/გ „უფლის სახელით...“ განხორციელებული

მხილებისეული გზასავალის ქრონიკა

საქართველოს პარლამენტის ელ. გვერდზე გამოქვეყნებული ანონსი, 3 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით,  გვაუწყებდა, რომ - 13.00 სთ-ზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახში დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში, მე-4-5 საკითხად შეტანილი იყო უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს" მიერ წარმოდგენილი:

- საკანონმდებლო წინადადება "საქართველოს ორგანულ კანონში საქათველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N14011; 16.07.14);

- საკანონმდებლო წინადადება აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“ (N17008; 02.09.14).

საკომიტეტო განხილვაში, ს/გ „უფლის სახელით...“ მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი და ვალერი მჭედელაძე.

იურიდიული კომიტეტის სხდომას, მივლინებაში მყოფი ვახტანგ ხმალაძის ნაცვლად, თავმჯდომარეობდა მისი მოადგილე, დეპუტატი თამაზ ავდალიანი. საკითხის განხილვას კომიტეტის 15 წევრიდან მხოლოდ 4 დეპუტატი ესწრებოდა - თამაზ ავდალიანი, ზაქარია ქუცნაშვილი, ანი მიროტაძე და გიგა ბუკია. სათათბირო ოთახში, აპარატის წევრების გარდა, ჩვენთვის გაურკვეველი სტატუსით იმყოფებოდნენ დეპუტატები - კარლო კოპალიანი და ფრიდონ საყვარელიძე.

პირველ საკითხთან მიმართებაში, მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ გაკეთებული მოხსენების მოკლე შინაარსი ასეთი გახლავთ:

[იხ. გაზ. №49 [945], გვ.1-5]

სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩასატარებლად საჭირო ქვორუმის არ ქონის პირობებში „მომუშავე“ ზემოთხსენებულმა დეპუტატებმა, მათი მხრიდან გამოვლენილი სრული არაკომპეტენტურობის ფონზე, არცერთი ჩვენი შემოთავაზება არ გაითვალისწინეს.

განხილულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულმა კენჭისყრამ, ასეთი შედეგი გამოავლინა: მომხრე - 0; წინააღმდეგი - 0.

დეპუტატებმა ასეთივე „გულცივი“ და „უპრინციპო“ დამოკიდებულება გამოამჟღავნეს ჩვენს მიერ წარდგენილ მეორე საკანონმდებლო წინადადებასთან მიმართებაში, რომელიც აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნას“ ითვალისწინებდა [იხ. გაზ. №35(931), გვ. 1-7].

ამჯერად, ჩატარებული კენჭისყრის შედეგი ასეთი იყო:

მომხრე - 1 [ფრიდონ საყვარელიძე]; წინააღმდეგი - 0.

აი, ასეთი პარადოქსული შედეგების ფონზე, სხდომის წამყვანმა - თამაზ ავდალიანმა ბრძანა - „ორივე განსახილველი საკითხი უარყოფილად უნდა იქნეს მიჩნეულიო“, და - უკანონოდ [ქვორუმის დარღვევით] ჩატარებული სხდომა დამთავრებულად გამოაცხადა.

ბოლო ჟამში მიმდინარე მხილებისეულ ეტაპზე, საქართველოს დეპუტატთა მხრიდან გულგრილობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მორიგი შემთხვევის თაობაზე საუბარი, სხვა მაგალითების მსგავსად, კვლავ მაცხოვრის შეგონების გახსენებით გვინდა დავამთავროთ:


„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი