Print

მართლმადიდებლობა - სახელმწიფო რელიგიად

   

2015 წლის 22 დეკემბრის ქრონიკა

საქართველოს პარლამენტის ელ. გვერდზე 20 იანვარს განთავსებული ინფორმაცია იტყობინებოდა, რომ - 2015 წლის 22 იანვარს, 11:00 სთ-ზე, ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის მე-2 საკითხად განიხილებოდა: ს/გ "უფლის სახელით..." წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება "საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№26159, 22.12.2014). მომხსენებელი: მიხეილ (გელა) სალუაშვილი.

საკომიტეტო განხილვაში ს/გ „უფლის სახელით...“ მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი და ჯემალ ჯიქია. 

ერთსაათიანი სხდომის დასასრულს, ჩვენი წინადადებით კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 10 დღით გადაედო ჩვენს საკანონმდებლო წინადადებაზე დასკვნის გამოტანა. გადაწყდა, რომ როგორც ჩვენი გაერთიანება, ასევე კომიტეტი ამ 10 დღის მანძილზე შეეცდება საქართველოს საპატრიარქოს წერილობითი პოზიციის მოპოვებას.