Print

"ქოც-ნაცების" მორიგი თავხედობა

2015 წ. 30 იანვრის ქრონიკა

2015 წლის 30 იანვარს, 14:00 საათზე ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იყო შეტანილი - ს/გ/ „უფლის სახელით..." წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№26159, 22.12.2014).

შეგახსენებთ, რომ ა.წ. 22 იანვარს ამავე კომიტეტის სხდომაზე ჩვენი საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 10 დღით - საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის დაზუსტების მიზნით გადაიდო.

30 იანვრის საკომიტეტო სხდომას, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გედევან ფოფხაძე უძღვებოდა, ს/გ „უფლის სახელით...“ ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და ავთანდილ იოსელიანი.

გაირკვა, რომ 22 იანვრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, კომიტეტს, პოზიციის დასაზუსტებლად, საქართველოს საპატრიარქოსაათვის საერთოდ არ მიუმართავს [ეს, 29-30 იანვარს საპატრიარქოში სტუმრობისას, თავის მხრივ დაგვიდასტურა, საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ქ-მა შორენა თეთრუაშვილმა].

ჩვენს მიერ გამოთქმული საყვედურის ფონზე, ჩატარებული კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარი თქვა ჩვენი საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის კანონად ქცევის პროცედურის დაწყებაზე.

ბოლო ჟამის მიმდინარეობის ამ ეტაპზე [რომელსაც „მხილებისეული ეტაპი“ ჰქვია], „ქოც-ნაცებისაგან“ შემდგარმა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენი მორიგი გაფრთხილება, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უარყო.

 საუბარი, ბიბლიური შეგონების გახსენებით გვინდა დავასრულოთ - „აჰა, ადამის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ [კოდია], ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი.

როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს“ [ეზეკ. 33,7-9].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო,ეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი