Print

12 თებერვლის საკომიტეტო სხდომა

პარლამენტისეული „ტრადიციის ერთგულება“

2015 წლის 12 თებერვალს 14:00 საათზე, თბილისში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სათათბირო ოთახში (N221) ჩატარებულ კომიტეტის სხდომაზე  განხილულ იქნა „უფლის სახელით...“ წარდგენილი მორიგი საკანონმდებლო წინადადება.

საკანონმდებლო ორგანოს ვთავაზობდით - პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებას, რათა საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტებს მინიჭებოდათ უფლება - საკანონმდებლო წინადადება წარადგინონ არა მხოლოდ - კანონის, როგორც ეს გათვალისწინებულია მოქმედი რედაქციით, არამედ ნორმატიული დადგენილების მიღების, მასში ცვლილების შეტანის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზეც; ხოლო - ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ცვლილების თანახმად, საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვისას სავალდებულო გამხდარიყო საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მონაწილეობა.

სხდომაში მონაწილენი [მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ავთანდილ იოსელიანი] ნახევარი საათის მანძილზე ვუხსნიდით დეპუტატებს მხარი დაეჭირათ წარმოდგენილო ცვლილებისათვის. 

ჩვენი მხრიდან კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანისა და დანარჩენ დეპუტატთა საწინააღმდეგო პოზიციის „გასამყარებელი არგუმენტების“ [მაგ. თუ ავტორებს სხდომაზე დასწრების უფლება ექმებათ მაშინ განმარტებით ბარათს არასრულყოფილად წარმოადგენენ; დადგენილებას მთავრობაც იღებს და...; გვთხოვეთ და დაგასწრებთ და ა.შ.] გაბათილების მიუხედავად, კომიტეტმა, ამ პარლამენტისათვის ჩვეული „ტრადიციის ერთგულებით“: მომხრე - 0; წინააღმდეგი - 0, მიიღო ე.წ. უარყოფითი გადაწყვეტილება...