Print

2014 წ. 24 ნოემბერი - 2016 წ. 28 იანვარი, ანუ ვიდრე 430-ე დღიანი ეტაპის მისტერიაზე ვისაუბრებდეთ

430 დღიანი მიჯნის საკითხის - წინათქმა

დაინტერესებულ მკითხველს კარგად მოგეხსენებათ, რომ, ჩვენს მიერ, 2013 – 2015 წლებში, საქართველოს პარლამენტში არაერთი ათეული საკანონმდებლო წინადადება იქნა წარდგენილი. მათ შორის გახლავთ, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციის ამსახველი საკანონმდებლო წინადადება, საქართველოში - ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2014 წ. 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ჩაბარდა - „კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [ ჩაბ. №23 852],

2016 წ. 28 ნოემბერს, ტელეფონით დამიკავშირდა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მდებარე წმ. ივლიტესა და კვირიკეს სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი [აბდუშელიშვილი]. საუბრის მთავარი თემა სწორედ ზემოთხსენებული საკითხის თაობაზე დღეისათვის არსებული მდგომარეობა გახლდათ.

29 ნოემბერს ლასკარში შემდგარ შეხვედრაზე, მამა გიორგიმ, მე და ბატონ ავთანდილ იოსელიანს, შემოგვთავაზა, ახალი ძალით გაგვეაქტიურებინა ჩვენი ერთობლივი საქმიანობა, და გვაუწყა, რომ იგი, როგორც მეუფე იობის [აქიაშვილი] კურთხევით მოქმედი სასულიერო პირი, ძალისხმევას არ დაიშურებდა ამ საკითხის დადებითად გადაჭრის საქმეში.

ორსაათიანი საუბრის ბოლოს შევთანხმდით, რომ ს/გ „უფლის სახელით...“ კიდევ ერთხელ მიგვემართა, როგორც - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის ქ-ნ ეკა ბესელიას; ასევე - საქართველოს იუსტიციის მინისტრ ქ-ნ თეა წულუკიანისათვის.

2016 წ. 1 თებერვალს, ორივე ხსენებულ ადრესატს შემდეგი შინაარსის წერილები ჩავაბარეთ.

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და

სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის

თავმჯდომარეს

 ქალბატონ ეკა ბესელიას!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

ქალბატონო ეკა!

მოგახსენებთ, რომ 2013 – 2014 წლებში ჩვენი გაერთიანების სახელით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები

[იხ. კანონპროექტი: „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების შესახებ“; აგრეთვე:

„კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [2013 წ. 20 დეკემბერი, ჩაბ. №42594; 2014 წლის  29 ივლისსა და 2014 წ. 24 ნოემბერი, ჩაბ. №23 852],  

თქვენდამი რწმუნებულ კომიტეტზე განხილვის შემდეგ, შესაბამისი პოზიციის გარკვევის მიზნით, თქვენს მიერ გადაგზავნილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტოში.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანისადმი განკუთვნილი თქვენივე წერილის [№ 434/4-2, 23. 01. 2015 წ.] შინაარსს:

„ქალბატონო თეა!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გადმოგზავნილ №348/4-2 რეკომენდაციაზე დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის მიერ განხილულ - 100 000 ხელმომწერთა სახელით მოქალაქეთა საორგანიზაციო ჯგუფის [№3841], ადამიანის უფლებების სფეროში სპეციალიზირებული იურისტების [№11004] და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [42500] მომართვებს“

დანართი: 33 ფურცელი.

პატივისცემით

ეკა ბესელია /კომიტეტის თავმჯდომარე/“.

ქალბატონო ეკა!

ვფიქრობთ, რომ უკვე საკმაო დრო გავიდა იმისათვის რათა თქვენს კომიტეტს, საფუძვლიანად გაეაზრებინა ყველა მის ხელთ არსებული მასალა [საქართველოს მოქალაქე 100 000 ხელმომწერთა მიერ დაფიქსირებული ნება; ჩვენი საკანონმდებლო წინადადებები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოკვეთილი პოზიცია და სხვა].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით რათა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თქვენს მიერ, ხსენებულ საკითხზე, დაინიშნოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაფიქსირდება 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის საბოლოო ნება - რამდენად ითვალისწინებს იგი, საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის საფუძვლიან მოთხოვნას: საქართველოში ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებით.

გთხოვთ გვაცნობოთ, საკომიტეტო მოსმენის დრო და ადგილი, რათა ჩვენი გაერთიანების წარმომადგენლებს მოგვეცეს, ჩვენს მიერვე ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადების თაობაზე, ყოვლისმომცველი და დეტალური ინფორმაციის, თქვენთვის მოწოდების შესაძლებლობა.

პატივისცემით

 საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

ჩაბ. № 1564, 01.02. 2016 წ.

                           

საქართველოს იუსტიციის მინისტრს

 ქალბატონ თეა წულუკიანს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

 

ქალბატონო თეა!

 როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების შესახებ“ [იხ. აგრეთვე: „კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [2013 წ. 20 დეკემბერი, ჩაბ. №42594; და 2014 წ. 24 ნოემბერი, ჩაბ. №23 852], საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2015 წლის 23 იანვარს [№454/4-2] თქვენდამი მომართულ წერილში გეცნობათ შემდეგი:

„ქალბატონო თეა!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გადმოგზავნილ №348/4-2 რეკომენდაციაზე დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის მიერ განხილულ - 100 000 ხელმომწერთა სახელით მოქალაქეთა საორგანიზაციო ჯგუფის [№3841], ადამიანის უფლებების სფეროში სპეციალიზირებული იურისტების [№11004] და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [42500] მომართვებს“

დანართი: 33 ფურცელი.

პატივისცემით

ეკა ბესელია /კომიტეტის თავმჯდომარე/“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, რათა, თქვენდამი რწმუნებული სამსახურის მეშვეობით, მოხერხდეს - თქვენს მიერ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხსენებული მომართვის თაობაზე მომზადებული საპასუხო წერილის ასლის ჩვენთვის გადმოცემა.

 წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის.

პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

ჩაბ. № 01/1779, 01.02. 2016 წ.

 

თხრობის დასასრულს, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველის გასაგონად, ვიტყვით, რომ კანონპროექტის ჩაბარებიდან, ანუ - 2014 წ. 24 ნოემბრიდან, ხსენებულ სატელეფონო საუბრის დღე - 2016 წ. 28 იანვარი - 430-ე დღე გახლდათ.

ბიბლიაში დაფიქსირებული, უშუალოდ ამ 430 დღიანი დროითი მიჯნისა და მის შემდგომად განვთარებული მოვლენების შესახებ, თუ ღმერთი ინებებს, ჩვენს მომდევნო წერილებში ვისაუბრებთ, ამჯერად კი ამ ე.წ. „წინათქმით“ შემოვიფარგლოთ, რადგანაც - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1].

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი