Print

2016 წ. 29 მარტის ქრონიკა

მხილების „ბოლო“ მცდელობა, ანუ

პარლამენტში 2016 წ. 29 მარტს გამართული

 საკომიტეტო მოსმენის მოკლე ქრონიკა

 

2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტისათვის, ს/გ უფლის სახელით...“ - 2016 წ. 15 თებერვალსა და 1 მარტს წარდგენილი ორი საკანონმდებლო წინადადების განხილვა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წ. 29 მარტის სხდომაზე გაიმართა.

ამათგან ერთი ეხება - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებას, მაჟორიტარული პრინციპით პარლამენტის დეპუტატთა არჩევის ახლებური წესის შემოღებასთან დაკავშირებით;

ხოლო მეორე ითვალისწინებს: საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ შესატან იმ ცვლილებას, რომელიც 2004-2012 წ.წ. საქართველოში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის საქმიანობის სათანადო შეფასებასა და აქედან გამომდინარე გასატარებელ საკანონმდებლო რეგულაციას ეხება.

საკომიტეტო სხდომაში, ჩვენი გაერთიანების სახელით მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 19 წევრიდან, ჩვენი საკითხის თაობაზე გამართული კენჭისყრისას, დარბაზში იყვნენ - ვახტანგ ხმალაძე [თავმჯდომარე], პაატა კიკნაველიძე [მოადგილე], თამარ კორძაია [მოადგილე], ზაქარია ქუცნაშვილი, გიგა ბუკია, თამარ ხიდაშელი, ელისო ჩაფიძე, ვლადიმერ აჩბა და ანი მიროტაძე.

პირველ საკითხთან მიმართებაში, ჩვენი საკანონმდებლო ცვლილების მიღებას მხარი მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილმა დაუჭირა.

2004-2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადებას, კომიტეტის მხოლოდ 4 წევრმა მისცა დადებითი ხმა. ესენი არიან - ელისო ჩაფიძე, ანი მიროტაზე, ზაქარია ქუცნაშვილი და ვლადიმერ აჩბა.

სამწუხაროა, რომ თავისი მოღვაწეობის 4 წლის მიწურულს, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის დეპუტატებს არ აღმოაჩნდათ იმის პოლიტიკური ნება, რათა სათანადო შეფასება მისცენ იმ რეჟიმის საქმიანობას, რომლის შეცვლისათვის ქართველმა ხალხმა ამდენი ძალისხმევა დახარჯა.

გვახსოვდეს, ყველას და ყოველივეს დაუდგება თავისი პასუხისგების ჟამი... და ცოდვაა ის, ვინაც სათანადო გადაწყვეტილების არმიღების გამო მისთვის არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი