Print

2019 წ. 1 ივლისის შეხვედრა

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2016 წლის მოწვევის პარლამენტმა,, საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებისა მიზნით,, 2017 წლის 3 მაისს მიღებული დადგენილების საფუძველზე [N742-IIს] შექმნა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია.

საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში, 2017 წ. 16 მაისს, საქართველოს პარლამენტს მივმართეთ წინადადებით, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, ითვალისწინებდა - საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში [წერილის ჩაბ. N10107, 16.05.2017 წ.].

მიზეზთა გამო, სპარლამენტო უმრავლესობისათვის ჩვენი ეს წინადადება, იმ დროისათვის, მიუღებელი აღმოჩნდა.

 

მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენი შეთავაზებიდან მხოლოდ ორი წლის თავზე გაითავისა ზემოთქმული წინადადების საპარლამენტო არჩევნებში დანერგვის აუცილებლობა, და - 2019 წ. 1 ივლისს, სასტუმრო „მეტეხში“, 90-მდე სადეპუტატო ხელმოწერით ინიცირებული, ზუსტად ანალოგიური საკონსტიტუციო ცვლილების წარდგენა მოაწყო.


სხდომა მიყავდა - „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს კახი კალაძეს.

მასთან ერთად ე.წ. პრეზიდიუმში ისხდნენ:

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე;

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი;

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე; და

საქართველოს პარლამენტის თავნჯდომარის 1-ლი მოადგილე -თამარ ჩუგოშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარდგენას ესწრებოდნენ - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სხდომის წამყვანის გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის არსი.

წინადადება ითვალისწინებს, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში შესატან ცვლილებას,შემდეგი ფორმულირების სახით:

„9. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი ნანდატის მისაღებად საკმარისი ხმების ოდენობას“

 

პროექტის გაცნობის შემდეგ, ჩვენი პარტიის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, კერძოდ აღვნიშნე შემდეგი:

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მივესალმები, 2019 წ. 20 ივნისიდან დაწყებული მოვლენების შემდგომად, თქვენი, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერის გათვალისწინებით ჩატარების ინიციატივას.

 

ბატონო ირაკლი [კობახიძე], აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ორი წლის უკან - 2017 წ. 16 მაისს, თქვენ, როგორც პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, წარმოგიდგინეთ სწორედ ანალოგიურ პრინციპზე აგებული ცვლილების პროექტი.. ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო - თქვენი მხრიდან არანაირი შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა.

 

რაც შეეხება წარმოდგენილ ცვლილების პროექტს, მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

სიმარტივისათვის უკეთესია თუკი პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა გამოითვლება - კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ანუ „პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა ტოლი იქნება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების პროცენტული მაჩვენებლის ტოლფასი, გასანაწილებელი 150 საპარლამენტო მანდატის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მთელი ნაწილისა.

ასე მაგალითად. ვთქვათ პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 48%. მაშინ, ამ პარტიის მიერ მიღებული მანდატების ოდენობა ტოლი იქნება, გასანაწილებელი 150 საპარლამენტო მანდატის - 48%-ის, ანუ - 72 მანდატის.

 

კანონპროექტის ბოლო ნაწილი

- „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი ნანდატის მისაღებად საკმარისი ხმების ოდენობას“ -

ზედმეტია, რამეთუ ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უკვე ისედაც დადგენილია მანდატების მიღების წესი..

 

ამასთან, გთავაზობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შეეხოს არა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებას, არამედ კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 მუხლს, რის შემდეგაც ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს არა მხოლოდ - 2020 წელს, არამედ აქედან ათვლით ყველა მომდევნო არჩევნებისათვის.

ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი თქვენს ხელთაა. ამიტომ ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი“.

 

„ქართული ოცნების“ პოლიტ. ელიტამ ამ საკითხზე პირდაპირ საუბარს თავი აარიდა, და მსჯელობის გამართვა, საკონსტიტუციო რეფორმის წარმართვის მიზნით შესაქმნელი კომისიის ფარგლებში შემომთავაზა.

როგორც იტყვიან - „აღდგომა და ხვალეო...“. ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი.