Print

შეხვედრა მეუფე ქრისტეფორესთან (წამალაიძე)

2012 წლის 29 თებერვალი

რუსთაველი, ავთანდილის ანდერძის გადმოცემისას, იმ წლის იგავურ მინიშნებასაც იძლევა, რომელ წელსაც - ქაჯეთის ციხის აღება ხდება: „ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა“-ო (806,2), - ბრძანებს იგი.

ნაკიანი 2012 წლის 29 თებერვალს, ლასკარის წევრებმა თავმჯდომარემ მიხეილ(გელა) სალუაშვილმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ჯიქიამ და საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ უმასპინძლეს მეუფე ქრისტეფორეს (წამალაიძე) და მამა ავთანდილს (გიორგობიანი).

თითქმის ორსაათიანი საუბრის მანძილზე, სტუმრებს დეტალურად ავუხსენით ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის უმნიშვნელოვანესი მინიშნებანი. შეხვედრის ბოლოს მეუფე ქრისტეფორემ სრული მხარდაჭერა დაგვიფიქსირა, და თავისი მადლიანი ლოცვა-კურთხევით პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გზასავალი დაულოცა.