Print

შეხვედრა თეიმურაზ ქორიძესთან

2012 წლის 29 თებერვალი

ნაკიანი წლის დამაფიქსირებელ თებერვლის 29-ე დღეს ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ(გელა) სალუაშვილმა და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ, საერთაშორისო მდივანმა რევაზ კობიაშვილმა უმასპინძლეს - 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრს, განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარეს თეიმურაზ ქორიძეს. 

ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების მოკლედ გაცნობის შემდეგ, ბატონ თეიმურაზს დეტალურად გავაცანით საქართველოში 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების ჩვენეული მექანიზმი.

ერთსაათიანი შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენ-ჩვენ წილს გავიღებდით - ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საქმეში.